შეცდომები რომლებსაც წამლების დალევისას უშვებთ

0
188
#image_title

შესაძლოა თქვენს მედიკამენტებს ყველაზე არასწორი და მავნე გზით იღებთ. შეცდომები რომლებიც არ უნდა დაუშვათ  

შეცდომები რომლის შესახებაც სპეციალისტები გვაფრთხილებენ. ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, მედიცინის სფეროც საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და ყოველწლიურად ახალ–ახალი მედიკამენტების შექმნას ცდილობს.

განსხვავებული სამკურნალო საშუალებები ხშირად საკმაოდ ეფექტური და მომგებიანი გზაა სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველათ, თუმცა მათი სწორად მიღება ამ ეფექტის გამოწვევისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რაც ბევრმა არ იცის.

შეცდომები რომლებსაც წამლების დალევისას უშვებთ

რატომ გვექმნება დისკომფორტი აბების გადაყლაპვის დროს?

ადამიანის გონება მენტალურ ბარიერს ქმნის დაუღეჭავი ობიექტის გადაყლაპვის დროს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენი თვითგადარჩენის ინსტიქტების ერთ–ერთი შემადგენელი თვისება სწორედ საკვების კარგად დამუშავებაა მის მომნელებელ სისტემაში გადაშვებამდე.

შეცდომები რომლებსაც წამლების დალევისას უშვებთ

ასევე, დისკომფორტისა და უსიამოვნო შეგრძნების გამოწვევა შესაძლოა პირის სიმშრალემ გამოიწვიოს. ზოგადად, ადამიანები აბებზე ბევრად უფრო დიდ საჭმლის ლუკმებს ყლაპავენ, თუმცა მათ გადაყლაპვას სპეციალური ნერწყვის ჯირკვლები შედარებით უფრო ამარტივებენ, რადგან ეს ერთგავ ინსტიქტს წარმოადგენს.

როგორ უნდა გადავყლაპოთ აბი სწორად

შეცდომები რომლებსაც წამლების დალევისას უშვებთ

დაიდეთ მედიკამენტი ენაზე, მიიდეთ პირზე ბოთლი და ორივე ტუჩი მყარად მიადეთ ბოთლის ყელს. ოდნავ გადახარეთ თავი უკან ისე, რომ ბოთლიდან წყალი ნელა გადმოვიდეს და წამლის აბი ბუნებრივად გადარეცხოს ენიდან თქვენი ყელის მიმართულებით. ამის შემდეგ მარტივად გადაყლაპეთ წყალი მასში მყოფ აბთან ერთად.

კაფსულის სწორად მიღება

შეცდომები რომლებსაც წამლების დალევისას უშვებთ

დაიდეთ კაფსულა ენაზე და ჩაიგუბეთ პირში ცოტა წყალი. ნელა დახარეთ თავი თქვენი მკერდის მიმართულებით. აუცილებელია, კაფსულა იმ დროს გადაყლაფოთ, როდესაც თქვენი თავი წინ არის გადახრილი.

კარგი იქნება, თუ კაფსულის დალევამდე 1–2 ჭიქა წყალს მიირთმევთ, რათა საყლაპავი სისტემა ამ პროცესს რბილი და საკმარისად დასველებული კედლებით შეხვდეს.

რა არ უნდა გავაკეთოთ აბებისა და კაფსულების მიღებისას

შეცდომები რომლებსაც წამლების დალევისას უშვებთ

1. არ შეიყაროთ აბები თქვენს პირში.

2. არ გადახაროთ თავი ზედმეტად წინ ან უკან.

3. არ დაფშხვნათ აბები და არ გახსნათ კაფსულები. ეს მათ ეფექტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ