ქალი ჭამს ხილს და იჯდა მაგიდასთან ჭამის შემდეგ

7 რჩევა ქალის ჰიგიენასთან დაკავშირებით

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ქალბატონების ინტიმური ადგილების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ზედმეტი მზრუნველობა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენის მოხდენით დასრულდეს, 7 რჩევა ნამდვილად სწორ გზაზე დაგაყენებთ

7 რჩევა  ძირითადი მოვლისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების შესახებ.

 

1. კომფორტული და მაღალი ხარისხის ნაჭრის საცვალი

ზედმეტად მოტკეცილი და მხოლოდ ფორმების გამომკვეთი საცვლები თქვენთვის შესაძლოა ვიზუალურად მომხიბვლელი იყოს, თუმცა საბოლოო ჯამში ისინი არაჯანსაღ კომფორტს ქმნიან.

ჩაიცვით ბამბის ნაჭრისგან დამზადებული თეთრეული, რომელიც თქვენს ინტიმურ ორგანოებს უკეთესად სუნთქვის საშუალებას მისცემს და ზედმეტი სითბოსგან წარმოქმნილი ინფექციებისგან დაიცავს.

2. გააფორმეთ აბაზანა სწორად

ცხელ აბაზანაში ჩაწოლა სურნელოვანი საშუალებებით გაჯერებული წყლისა და სანთლების ფონზე შესაძლოა იდეალური განტვირთვის საშუალებად ითვლება, თუმცა ზედმეტი კომფორტი აქაც არ არის მისაღები.

თავი შეიკავეთ წყლის შემაფერადებელი საშუალებებისგან, რომლებიც საკუთარი ბუშტებით შესაძლოა სასიამოვნო სანახაობად წარმოგიდგეთ, თუმცა მათი შემცველი მინერალები თქვენი ორგანოებისთვის ძალიან ცუდია.  გამოიყენეთ ისინი მაქსიმუმ 1–2 თვეში ერთხელ.

3. დაიბანეთ სწორად

ქალბატონების სასქესო ორგანოები უმეტეს შემთხვევაში საკუთარი გამწმენდი პროცესებით გამოირჩევა. უმჯობესია მათთან მიმართებაში სპეციალური დასაბანი საშუალებების მაგივრად სურნელის არმქონე საპონი გამოიყენოთ, რომლის შემადგენლობაც ბევრად უფრო შეესაბამება მათ სენსიტიურ ზედაპირს.

 

4. ნუ გადაწყვეტთ საშვილოსნოს არეს უხეშად გაწმენდას

ინტიმური ადგილების სისუფთავისა და ვარდის სურნელის გათანაბრება ბევრისთვის იდეალურ შედეგად ითვლება, თუმცა თქვენს სასქესო ორგანოს საშუალება უნდა მისცეთ საკუთარი გაწმენდითი პროცესები ბოლომდე მიიყვანოს.

მას ეს იდეალურად შეუძლია და ამ სიტუაციაში თქვენი ზედმეტი ჩარევა არასასურველ შედეგს გამოიწვევს.

5. დამახასიათებელი სუნი ხშირად შეშფოთებას იწვევს, თუმცა უნდა გახსოვდეთ, თითოეული გოგონას  მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სპეციალური სურნელი ახლავს თან და მისი განსხვავებულობა ყოველთვის ცუდ ნიშნად არ უნდა მიიღოთ. არ შეეცადოთ ამ დამახასიათებელ ნიშანთან რადიკალურად ბრძოლას პარფიუმერიისა და სუნამოების გამოყენებით.
6. შხაპის წნევა

დაბანა მაღალი წნევის მქონე წყლის ჭავლით ერთ–ერთი ყველაზე ცუდი ჰიგიენური საშუალებაა. ინტიმური ორგანოები საკუთარი სიჯანსაღისთვის საჭირო სითხეს გამოყოფენ და მისი ძლიერი წნევით ჩამორეცხვა მხოლოდ ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების ადვილად გამრავლებას გამოიწვევს.

READ  ნახეთქები ტუჩების კუთხეებში- მკურნალობა და პრევენცია
7. კოსმეტიკა

სურნელოვანი კრემები, შხაპის გელები, არაბუნებრივი დანამატებით დამზადებული საპონი და საპარსი კრემი თქვენი სასქესო ორგანოებისთვის ყველაზე დიდ და მრავალჯერ გამოყენებად მტერს წარმოადგენენ.

ყოველთვის თავი შეიკავეთ ინტიმურ ადგილებში ამ საშუალებების მოხვედრისგან, ასევე უკეთესი იქნება, თუ სველი ხელსახოცების გამოყენებასაც შეამცირებთ ან სრულად აკრძალავთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). 7 რჩევა ქალის ჰიგიენასთან დაკავშირებით. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/7-%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის