სამშაბათი, მაისი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბები,,ავერსმა" და ,,პსპმ" კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი...

,,ავერსმა” და ,,პსპმ” კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს

,,ავერსმა” და ,,პსპმ” კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს.

,,ავერსისა” და პსპ-ს წარმომადგენლებმა BM.GE-სთან დაადასტურეს, რომ კომპანიებმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს, თუმცა განხილვის ეტაპი ჯერ არ დაწყებულა.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯარიმები 4 კომპანიას შეეხება:

  • ავერსი: 14,402,425 ლარი;
  • გეფა – ჯიპისი ფარმადეპო: 20,349,336 ლარი;
  • პსპ: 17,094,872 ლარი;
  • მერმისი: 951,301 ლარი.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ კომპანიებმა 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) სახელმწიფო ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული წამლების მიწოდებისთვის წარადგინეს თეთრების სიზუსტით ანალოგიური ფასი, რაც კომპანიებს შორის შეთანხმებულ მოქმედებაზე მეტყველებს.

სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს:

  • 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით;
  • 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით;
  • 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით

საქმე ეხება ჯარიმას, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გასული წლის ბოლოს, 29 დეკემბერს 5 კომპანიის წინააღმდეგ გამოიყენა. უწყებამ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა.

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  კოკო შანელის აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები