შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბები„არ ვიცი რით გარდაიცვალა ის ბავშვი. არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება!“ - ნარკოლოგის...

„არ ვიცი რით გარდაიცვალა ის ბავშვი. არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება!“ – ნარკოლოგის საგანგაშო მიმართვა

ცნობილი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს.

„არ ვიცი რით გარდაიცვალა ის ბავშვი… ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.

ფენტანილზე დავწერე 100-ჯერ და ახალს ვერაფერს ვიტყვი…

არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს!

შეცვალეთ კანონი! მომხმარებელსა და დამოკიდებულ ადამიანებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრებას, არამედ დაეხმარეთ და იზრუნეთ მათზე.

ზიანის შემცირებას მიხედეთ! ზიანი შეამცირეთ რაც ნარკოტიკს მოაქვს! ქაღალდზე კი არა – რეალობაში გააკეთეთ რამე…

ინფორმაცია გაავრცელეთ ახალგაზრდებში – რა ნარკოტიკებია და რა საფრთხე ელით მათი მოხმარებისას.

შექმენით ადრეული შეტყობინების სისტემა !!!

ჩაატარეთ კვლევა რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე!

გახსენით ინტოქსიკაციური ფსიქოზების მწვავე განყოფილება დიდ ქალაქებში, სადაც რეანიმატოლოგები, ფსიქიატრები და ნარკოლოგები იმუშავებენ!

სასწრაფო დახმარებას ჩაუტარეთ ტრენინგები-ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული მდგომარეობა როგორ მართონ!

და ასე შეიძლება გავაგრძელო ძალიან დიდხანს იმ პრობლემებზე, რაც დარგშია, უბრალოდ დაწერის აზრსაც ვერ ვხედავ.

იმდენია დღეს ამ დარგში ექსპერტი, გადაწყვეტილების მიმღები და მკურნალი ექიმი,რომ თვლაც ამერია და უამრავი სხვადასხვა პროფესიის ექიმი, რომლებიც დაჟინებული მზერით და კიდევ კაცმა არ იცის რა მეთოდებით მკურნალობენ ადამიანებს… ასე რომ, მე ჯობია სხვა  სფეროში გადავიდე,“ – წერს ზურა სიხარულიძე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები