ცნობილი გახდა, რომ ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია და მისი ბრენდი KEBURIA ლონდონის მოდის კვირეულზე გამოჩნდება.
გიორგი ქებურია კვირეულის ოფიციალურ კალენდარშია მონიშნული.
შეგახსენებთ, რომ :ლონდონის მოდის კვირეული მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პლატფორმაა, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს ინოვაციურ და არატრადიციულ მიდგომებს. აქ წარმოდგენილი კოლექციები და დიზაინერები ხშირად განსაზღვრავენ ტენდენციებს მოდის ინდუსტრიაში.ის ცნობილია როგორც ექსპერიმენტების ადგილი, რაც ამ კვირეულსაც განსაკუთრებულად ცოცხალ და მრავალფეროვან გარემოდ აქცევს. ახალგაზრდა დიზაინერები ხშირად იყენებენ ამ სივრცეს ექსპერიმენტული იდეების წარმოსადგენად.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi