პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგითმა, ფრჩხილი და კანი- ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეს

თმა, ფრჩხილი და კანი- ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეს

ადამიანის თმა,  ფრჩხილი და კანი და მისი ხარისხი დიდადაა დამოკიდებული საკვებზე, რომელსაც ის მიირთმევს.

არასწორად შერჩეულმა პროდუქტებმა თუ დიეტამ, შესაძლოა, გამოაშროს, დაასუსტოს და გამოიწვიოს თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევა და კანზე გამონაყარი. ამიტომ, საჭიროა მეტი ყურადღება მიაქციოთ კვების რაციონს.

თევზეული

ბევრი დიეტა არსებობს, რომლის დროსაც ძირითად საკვებს ზღვის პროდუქტი წარმოადგენს. თევზის დიდი რაოდენობით მიღება თმისა და ფრჩხილების დათხელებას იწვევს. ეს პრობლემა ხშირად ექმნებათ სუშის მოყვარულებს. თუმცა, მისი ზომიერად მოხმარება და საკვებ რაციონში შეტანა სასარგებლოა არა მარტო თმისა და ფრჩხილის, არამედ მხედველობისთვისაც.

შაქარი

ტკბილეულის გადაჭარბებული დოზით მიღება არა მხოლოდ სისხლისა და კბილებისთვის, არამედ კანის, თმისა და ფრჩხილებისთვისაც მავნეა. შაქრის დამატებითი დოზა იწვევს მამაკაცის ჰორმონის, ანდროგენის გამოყოფას, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და ამან კი შესაძლოა, გამოიწვიოს ჭარბთმიანობა.

ცომეული

თეთრი პურის, სპაგეტის, ნამცხვრებისა და სხვა ცომეულის შემადგენლობა შაქარს შეიცავს. შესაბამისად, მოქმედებს ფრჩხილებსა და თმაზეც. ამ ტიპის საკვების დიდი რაოდენობით გამოყენებამ, შესაძლოა, თმისა და ფრჩხილების დათხელება გამოიწვიოს.

თმა, ფრჩხილი და კანი- ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეს | შენი სილამაზე

ვიტამინი A

ამ ვიტამინის დიდი ოდენობით მიღება იწვევს თმის ცვენასა და ფრჩხილების დაზიანებას. მულტივიტამინებში A ვიტამინის შემადგენელი დოზა სახიფათო არ არის. იმავეს ვერ ვიტყვით სხვადასხვა გაურკვეველი წარმომავლობის – დიეტურ, იმუნიტეტის გამაძლიერებელ და ასე შემდეგ – აბებზე. ამიტომ, სანამ ასეთი აბის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გადაამოწმეთ, შედის თუ არა მასში A ვიტამინი და თუ შედის, რა რაოდენობით.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ყველაზე ლამაზი და ცეცხლოვანი ქალები -Miss Spain-ის გამარჯვებულები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები