ხელის კანის მოვლა ბუნებრივი ზეთებითა და საცხით

როგორ მოვუაროთ ხელის კანს- სახლური მეთოდებით

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ადამიანის ასაკში შესვლისას ხელის კანი სიგლუვეს კარგავს. მასზე, ასევე, მოქმედებს გარე ფაქტორები, სარეცხი საშუალებები, ჰაერის ტემპერატურა და მზის სხივებიც.

ამ დროს მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება არ კმარა. უმჯობესია, ხელები ცხიმის შემცველი საპნით დაიბანოთ, კვირაში ერთხელ კი ზეთოვანი აბაზანები გაიკეთოთ.

მზის მცხუნვარე სხივებს, მარილიან წყალს, დეზინფექციურ თუ სარეცხის საშუალებებს, სიცივეს, ქარსა და ყინვას შეუძლია, ხელის მტევნების ნაზი კანის გამოშრობა, გაუხეშება, გაღიზიანება, შეწითლება და შეშუპებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, საჭიროა კანის ინტენსიური კვება და ყოველდღიური ელემენტარული ზრუნვა. უნდა გამოიყენოთ ეთერზეთების ან მცენარეული ზეთების აბაზანები. ისინი შეიცავენ ამინომჟავებს, რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ კანის მდგომარეობაზე.

ჟოჟობას ზეთი – შეიცავს ამინომჟავებსა და პროტეინებს, ასევე ვიტამინ B12-ს, რომელსაც აქვს რეგენერირებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;

ატმის ზეთი – ატმის ზეთი იცავს კანს აქერცვლისგან, თანაბარს ხდის მის ფერს, ძალიან უხდება თხელ კანს. გამოიყენება მასაჟისთვის;

- Advertisement -
Ad imageAd image

ხის ზეთი – აქვს გამაახალგაზრდავებელი, შეშუპებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

როგორ მოვუაროთ ხელის კანს- სახლური მეთოდებით

ასევე, კარგია სახლის პირობებში ხელებზე პილინგის გაკეთება: სქლად დაფქული ყავა შეურიეთ ზეთში, წაისვით ხელის მტევნების კანზე და შეიზილეთ. გაიჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

ნუ წაისვამთ ხელებზე სახისათვის განკუთვნილ საცხებსა და ლიფტინგებს. გაითვალისწინეთ, რომ სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე ხელის მტევნებზე უნდა წაისვათ მკვებავი საცხი. ამ დროის განმავლობაში კანი მოასწრებს მის შეწოვას. ხოლო, ხელის კანი მცხუნვარე მზის სხივებისა და ყინვის ზემოქმედებისგან არ აიქერცლება და არც დასკდება. საცხი უნდა დაიტანოთ ხელებზე დღეში რამდენჯერმე. ეცადეთ, არ დაიბანოთ ხელი ძალიან ცხელი ან, პირიქით, ძალიან ცივი წყლით. დაბანის შემდეგ კი აუცილებლად კარგად გაიმშრალეთ.

წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ მოვუაროთ ხელის კანს- სახლური მეთოდებით. 19 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  Მშრალი იდაყვები -გავრცელებული პრობლემაა, როგორ გამოვასწოროთ?
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის