კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

0
107
#image_title

კარტოფილის ფქვილი და მისი გამოყენება ყიველდღიურობაში

კარტოფილის ფქვილი შეუცვლელი პროდუქტია ყველა ოჯახში. მას დიდი კულინარული დატვირთვა აქვს. თუმცა არანაკლები მნიშვნელობის მქონეა მისი ნაწარმი – კარტოფილის ფქვილი, ე. წ. სახამებელი. ეს ერთი შეხედვით უგემო და უსუნო პროდუქტი ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ სხვა უამრავი საჭიროებისთვისაც.

ჩვენ მოგიყვებით იმ ათი მიზეზის შესახებ,  თუ რატომ უნდა შეიძინოთ ეს პროდუქტი ერთ ცალზე მეტი რაოდენობით და იზრუნოთ იმაზე, რომ მისი მარაგი არ ამოიწუროს ოჯახში.

კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

სახამებლის გამოყენება საშინაო საქმეებში

სახამებლის გამოყენება სახისა და ყელის კანის მოვლისას.

კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

შეურიე ერთმანეთს ნახევარი ჭიქა თბილი წყალი, ორი ს. კ. სახამებელი და რაიმე დამატენიანებელი მალამო. მასა წაისვი სახეზე 20 წუთის მანძილზე და შემდეგ ჩამოიბანე დიდი რაოდენობის თბილი წყლით.

სახამებლის გამოყენება მინების წმენდისას

კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

შეურიე ერთი ჭიქა ძმარი, ნახევარი ლიმონის წვენი, ერთი ჭიქა წყალი და ორი ს. კ. სახამებელი.  ეს მასა გადაიტანე პულვერიზატორში და გაწმინდე მინები.

სახამებლის როლი ვერცხლის ჭურჭლის გასუფთავებაში

კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

4 ს. კ. სახამებელი შეურიე 50 მლ წყალს. მიღებული მასით ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით გაწმინდე ვერცხლეული.

ლაქების მოცილება სახამებლის დახმარებით

კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

შეურიე 50 მლ რძე და 4 ს. კ. სახამებელი. მიღებული პასტა წაუსვი ლაქებს და დატოვე მთელი ღამე. გამშრალი პასტა მოაცილე ზედაპირს.

სახამებელი აქრობს ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს

კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

ჩაყარე ფეხსაცმელში სახამებელი და დატოვე მთელი ღამე. დილით მექანიკურად გადმობერტყე. აი, ასე მარტივად მოაშორებ ცუდ სუნს!

სახამებელი აიოლებს დაუთოვების პროცესს

კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

ორი ჭიქა წყალი და ერთი ჩ. კ. სახამებელი შეურიე ერთმანეთს. ჩაასხი პულვერიზატორში და ამ ხსნარით დანამე სარეცხი დაუთოების წინ.

სახამებლის როლი საშინაო ბიბლიოთეკის მოვლაში

კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

მცირეოდენი სახამებელი მოაფრქვიე წიგნებს. ის შთანთქავს ჭარბ ნესტს და წიგნები დიდხანს ძლებს. გარდა ამისა, აშორებს მათ სიძველის სუნს.

სახამებელი ასუფთავებს ტანსაცმელს

კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

პლასტიკურ პარკში ჩადე გასაწმენდი ტანსაცმელი. ჩაყარე მასში ორი ჭიქა სახამებელი და კარგად ანჯღრიე. დატოვე ასე მთელი ღამე. დილით გადმობერტყე – ტანსაცმელი სუფთა იქნება!

კვანძის გახსნა სახამებლის დახმარებით

კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

თუ მაგრად განასკვულ ზონარს ვერ ხსნი, მოაფრქვიე სახამებელი და ცოტა ხნით დატოვე ასე. კვანძის გახსნა გაცილებით გაიოლდება.

რბილი ავეჯის ზედაპირის წმენდა სახამებლით

კარტოფილის ფქვილი როგორ გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში

შეურიე ერთმანეთს ერთი ჭიქა წყალი და ერთი ს. კ. სახამებელი. ამ ნარევში ჩაასველე რბილი ქსოვილი და ავეჯი გაწმინდე.

და თქვენ თუ იყენებთ კარტოფილის სახამებელს რაიმე სხვა დანიშნულებით? მოგვიყევით კომენტარებში.

ეს სასარგებლო რჩევები კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ