ორიგინალურად შეღებილი კვერცხები სხვადასხვა მეთოდით

კვერცხის ორიგინალურად შეღებვის 4 მეთოდი

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

როგორ შევღებოთ კვერცხი ორიგინალურად- 4 მეთოდი

4 მეთოდი თუ როგორ უნდა შევღებოთ კვერცხი დღესასწაულზე.  სხვადასხვა მეთოდები არსებობს – ტრადიციული და ინოვაციურ-კრეატიული.

ჩვენ დღეს 4 შესანიშნავი იდეა მოგიმზადეთ. დასაწყისისთვის საჭიროა კვერცხის მომზადება. ხარშვისას რომ არ გასკდეს, წყალს ჩაამატე 2 ს. კ. მარილი.

როგორ შევღებოთ კვერცხი

სხვადასხვაფეროვანი კვერცხი

მოხარშე კვერცხი, გააშრე და შეახვიე ქაღალდის თეთრ ხელსახოცში. ასე შეფუთული კვერცხი დანამე ძმრით. ხელსახოცს ყველა მხრიდან მოასხი წინასწარ შპრიცებში გამზადებული სხვადასხვა ფერის საღებავი. კვერცხი 2 საათით დატოვე ბადეზე. ასე საღებავი გაშრება. მოაცილე ქაღალდი კვერცხს. ჭიქაში ჩაყარე საღებავი და დაასხი 30 მლ მდუღარე წყალი. კვერცხი ჩაუშვი ჭიქაში ისე, რომ წყალმა დაფაროს მისი 1/3. დატოვე 5 წუთით. შემდეგ დაამატე წყალი და კვლავ 5 წუთი დააყოვნე. გაიმეორე იგივე 1-2ჯერ. კვერცხი ამოიღე და შეაშრე.

კვერცხი წარწერით

ჩადე კვერცხი ჭიქაში, დაასხი 150 მლ მდუღარე წყალი. წააწერე კვერცხს სასურველი რამ ცვილის ფანქრით. კვერცხი მოათავსე წყალში და დატოვე 5 წუთით. ამოიღე კვერცხი და შეაშრე.

კვერცხის შეღებვა რეზინის დახმარებით ძმრიან წყალს დაამატე საკვები საღებავი. კარგად აურიე. რეზინი შემოახვიე კვერცხს გარშემო – სასურველი ფორმით. ასეთი კვერცხი ჩაუშვი საღებავიან წყალში და დააყოვნე 5 წუთით. ფრთხილად ამოიღე კვერცხი წყლიდან, შეაშრე და მოხსენი რეზინი. შემდეგ გაწმინდე.

საღებავიან წყალში შეგიძლია ძმრის დამატება – ის ფერს მეტ სიკაშკაშეს შესძენს.

გაუზიარე ეს ხრიკები შენს მეგობრებსაც!

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). კვერცხის ორიგინალურად შეღებვის 4 მეთოდი. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/4-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ეს მარტივი და ეფექტური დიეტა იქნება ნამდვილი ხსნა ყველასთვის, ვისაც დიდი ხანია სურს წონაში დაკლება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის