სუფთა მწვანილი საკვებ კონტეინერში მაცივარში შესანახად

მწვანილი როგორ უნდა შევინახოთ, მალე რომ არ გაფუჭდეს

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მწვანილი როგორ უნდა შევინახოთ სწორად

მწვანილი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და ყოველთვის სასურველია, რომ გვქონდეს ხელთ. თუმცა ის მალე ფუჭდება და შენახვის სწორ წესებს მოითხოვს.

დიასახლისები მწვანილის ვადის გასახანგრძლივებლად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ: აწყობენ მაცივრის სხვადასხვა თაროზე, ცდილობენ შეინახონ ოთახის ტემპერატურაზე, აწყობენ სხვადასხვა პარკში… თუმცა ისინი ან ჭკნება ან ლპება.

ჩვენ დღეს გთავაზობთ მწვანილის შენახვის ვადის გახანგრძლივების რამდენიმე წესს.

წესი N1 

პირველ რიგში მწვანილს მოხსენით შეფუთვა, გაასუფთავეთ ის, მოაშორეთ გაფუჭებული ნაწილები და დაახარისხეთ სახეობრივად.

მოამზადეთ ქაღალდის ხელსახოცები ან პერგამენტი და შეახვიეთ მასში მწვანილი. შეინახეთ მაცივრის ყველაზე ქვედა თაროზე, ასეთი სახით ის ორ კვირამდე გაძლებს, ვინაიდან ამ დროს ის დაცული იქნება ზედმეტი ჟანგბადისგან.

წესი N2

ამჯერადაც მწვანილს მოაშორეთ შეფუთვა, დაახარისხეთ, მოაშორეთ მას გაფუჭებული ნაწილები და შემდეგ გარეცხეთ ცივ წყალში. კარგად დაფერთხეთ და მოათავსეთ საკვებ კონტეინერში. ასეთი სახით მწვანილი მაცივარში 1 თვემდე გაძლებს.

გახსოვდეთ, რომ მწვანილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ ჩვეულებრივ პოლიეთილენის პაკეტში და არც მის გარეშე. ამ ორი წესიდან შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი და შეინახეთ მწვანილი დიდი დროუთ.

უპირატესობა მიანიჭეთ მეორე მეთოდს – გარეცხეთ პროდუქტი და ჩაალაგეთ კონტეინერებში, ასე პროდუქტი საუკეთესოდ შეინარჩუნებს თავის სუნსაც. იმედი გვაქვს ეს რჩევები გამოგადგებათ!

თქვენ რა სახით ინახავთ მწვანილს?

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). მწვანილი როგორ უნდა შევინახოთ, მალე რომ არ გაფუჭდეს. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? - როცა წონის დაკლება გინდათ
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის