კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიკახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს

კახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის გზატკეცილი, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, საკარანტინო ზონად გამოცხადდა და შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

“აღნიშნულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი,” – წერია სეს-ის განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 19 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეძებდნენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, გალფის ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის ვინაობა დადგინდა. ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული “გალფის” ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  "კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი" - ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები