ქართული კალიგრაფია – ეს არის არა მხოლოდ ლამაზად წერის ხელოვნება, არამედ ჩვენი კულტურული იდენტობის ცოცხალი გამოხატულება. გლობალიზაციისა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ყველაფერი დაჩქარებულია და სტანდარტიზებული, ხელით დაწერილი ტექსტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს კალიგრაფ შალვა კამლაძესთან, რომლის საქმიანობის მთავარი მოტივაცია საზოგადოებაში ქართული დამწერლობისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაა. მისი პროექტი “ლექსი კედელზე” ქვეყანაში ახალი ტენდენციის საწყისი გახდა.




როგორ დაიწყო ქართული დამწერლობის პოპულარიზაცია
– შალვა, უკვე დიდი ხანია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაზე ზრუნავთ. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?
– გამარჯობა, თათია. ამ ყველაფერს იდეას ვერ დავარქმევდი – ეს ჩემში ოდითგანვე იყო, დაწყებითი კლასებიდან. გამორჩეული პედაგოგები შემხვდნენ: ციური გიგინეიშვილი, იზა ხიზანიშვილი, ხოლო შემდგომ საფეხურებზე – მანონი ხურციძე და ლელა შიშინაშვილი. მათ დიდი წვლილი მიუძღვით, რომ ქართული ენისა და ლიტერატურისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამეჩინა.
კონკრეტულად ქართული დამწერლობის პოპულარიზაცია ჩვენს ეპოქაში ნამდვილად საჭირო და დროულია. ყველაფერს, რითაც ვამაყობთ, სჭირდება მოვლა-პატრონობა და განვითარება. სწორედ განვითარების ახალი ეტაპები სჭირდება ჩვენს ენასა და დამწერლობას, მითუმეტეს გლობალიზაციის ამ ეპოქაში.

კალიგრაფია თანამედროვე საქართველოში
ახალგაზრდების ინტერესი და პროფესიული განვითარება
– რამდენად ბევრი კალიგრაფი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და ინტერესდებიან თუ არა ახალგაზრდები ამ მიმართულებით?
– უკვე საკმაოდ ტენდენციურია ლამაზად წერა. დიდია ქართველი კალიგრაფების ჯგუფი, რომლებიც საკმაოდ წარმატებულები არიან. ისინი თავიანთ სიტყვას ამბობენ არამარტო ფურცელზე წერით, არამედ სხვადასხვა გამოფენაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. უცხოელი დამთვალიერებლები აღფრთოვანებულები რჩებიან, როდესაც იცნობენ, რომ ჩვენ სამი სახის დამწერლობა გვაქვს და ამით იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ვიხელმძღვანელეთ.
ახალგაზრდებში ნამდვილად არის ეს ტენდენცია. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა აღმოაჩენს საკუთარ თავს კალიგრაფიაში და შემდეგ პროფესიადაც კი ირჩევს. თუ გაინტერესებთ ქართველი თანამედროვე შემოქმედების სხვა მიმართულებებიც, გაეცანით ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის ისტორიას, რომელიც აჩვენებს, რომ ქართველი ქალები მსოფლიოს ხელოვნების სცენაზეც წარმატებულები არიან.

კომერციული შესაძლებლობები და მოტივაცია
– ციფრულ სამყაროში როგორ უნდა გავუღვივოთ ახალგაზრდებს მოტივაცია კალიგრაფიის მიმართ?
– ტექნოლოგიების ეპოქაში კალიგრაფია კომერციალიზაციის კუთხითაც იძენს თავის ნიშანს. მაგალითად, ბრენდირებაში ხშირად იყენებენ ექსკლუზიური ნიშნის შესაქმნელად კალიგრაფიულ ნიმუშებს – და ეს, რა თქმა უნდა, კომერციულადაც საკმაოდ მომგებიანი მხარეა, იქნება ეს ახალგაზრდა, შუა ხნის ადამიანი თუ ძველი თაობის წარმომადგენელი.
ახალგაზრდების დაინტერესებას ხელს უწყობს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული კალიგრაფიის კონკურსები. კომპეტენტური ჟიურის შეფასების შემდეგ ახალგაზრდებს უმაღლდებათ თვითცნობიერება და თავადაც ინტერესდებიან საკუთარი კვალიფიკაციის გაზრდით.

კალიგრაფია როგორც პიროვნების ასახვა
– გამოხატავს თუ არა კალიგრაფია ადამიანის ხასიათს?
– ვფიქრობ, კალიგრაფია გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას სამყაროსადმი. როგორ უყურებ და როგორ აღიქვამ თითოეულ მოვლენას, ფაქტს და რამდენად ინტერპრეტირებულად ხედავ მას. შეიძლება კონკრეტულ ასო-ბგერაში ჩააქსოვო რაღაც იდეა.
ჩემი აზრით, რამდენად შეგიძლია შენი დამოკიდებულების ვიზუალიზაცია – სწორედ აქ ვლინდება შენი ნიჭიერება. ეს არის თვითგამოხატვის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი სამყაროს და საკუთარ თავს.

პროექტი “ლექსი კედელზე” – ქართული დამწერლობა საჯარო სივრცეში
– რა შთააგონა პროექტის “ლექსი კედელზეს” შექმნა?
– როდესაც იუნესკოს შტაბ-ბინაში ვიყავი, საკონფერენციო დარბაზებში შევნიშნე წარწერები მსოფლიო ენებზე: გამარჯობა, ნახვამდის, როგორ ბრძანდებით. სამწუხაროდ, იქ ეს სიტყვები ქართულ ენაზე ვერ წავიკითხე. გამიჩნდა პროტესტი, მაგრამ საფრანგეთში ამ პროტესტის გამოხატვას აზრი არ ჰქონდა.
ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაშიც
იხილეთ ასევე: რატომ ვერ მეგობრობენ ჯულია რობერტსი და ჰიუ გრანტი რეალურ ცხოვრებაში
QR კოდიshenisilamaze.ge
შენი სილამაზე. (2026). ქართული კალიგრაფია: რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი ტრადიცია თანამედროვე ქალისთვის. 18 ოქტომბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/shalva-kamladze/



