ორშაბათი, მაისი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირჩევები ლამაზი ფეხებისთვის

რჩევები ლამაზი ფეხებისთვის

გინდათ, გქონდეთ ლამაზი ფეხები? დაუთმეთ დღეში მხოლოდ 5 წუთი ამ ვარჯიშს

პირველი ეტაპი, საწყისი პოზიცია

დაწექით ზურგზე, ფეხები 90 გრადუსით ასწიეთ წვერებით ზევით, გაჭიმეთ. მარჯვენა ფეხი მოხარეთ, შემდეგ კიდევ გაასწორეთ, ახლა მოხარეთ მარცხენა ფეხი, გაასწორეთ. ასე გააკეთეთ ერთ ტემპში 5 წუთის განმავლობაში.

მეორე ეტაპი, საწყისი პოზიცია

დაწექით ზურგზე. გააკეთეთ ველოსიპედი, ფეხის კუნთები გქონდეთ დაჭიმული, ვარჯიში აკეთეთ ნელა, არ დადოთ ფეხი იატაკზე და მაქსიმალურად ამოძრავეთ ორივე ფეხი. ასე გააკეთეთ ერთ ტემპში 5 წუთის განმავლობაში.

მესამე ეტაპი, პირველი პოზიცია

ფეხები ასწიეთ მაღლა, თითის წვერები გაჭიმული გაქვთ, კუნთები კი – დაჭიმული, მარჯვენა ფეხი მარცხენაზე წინაა. ახლა შეცვალეთ პოზიცია და მარცხენა მოაქციეთ მარჯვენას წინ.

მეორე პოზიცია

ჩამოსწიეთ ფეხები და მოხარეთ მუხლებში. ფეხები გადაადეთ ერთმანეთს. დაბრუნდით საწყის პოზიციაში და გაიმეორეთ ისე, რომ თუ წინა პოზიციაზე მარჯვენა ფეხი ზემოდან გქონდათ გადადებული, ახლა მარცხენა გადაიდეთ.

მესამე პოზიცია

ფეხები ასწიეთ, კუნთები დაჭიმეთ. მარცხენა ქუსლი მარჯვენა ფეხის წინ მოაქციეთ. ახლა მარჯვენა ფეხი მარცხენას წინ მოაქციეთ. ფეხები გქონდეთ სწორი, კუნთები დაჭიმული.

რჩევები ლამაზი ფეხებისთვის | შენი სილამაზე

მეოთხე პოზიცია

ასწიეთ და გაჭიმეთ ფეხები, ახლა მორიგეობით, მუხლში მოხარეთ ხან მარჯვენა ფეხი, ხან მარცხენა (ასწიეთ-დასწიეთ). ასე გააკეთეთ ერთ ტემპში 5 წუთის განმავლობაში.

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  პრობ­ლე­მის სა­­­დი­­­აგ­­­ნო­­­ზოდ გამოიყენება ხან­გრძლი­ვი ელექტროკარდიოგრაფია - გუ­ლის რიტ­მის დარღვევა და გულის კედ­ლის სის­ხლით მომარაგების შემ­ცი­რე­ბა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები