შვრიის ფანტელებისგან დამზადებული სახის ნიღაბი თაფლითა და რძით

როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი შვრიის ფანტელებისგან

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

შვრიის ანუ ჰერკულესის ფაფას სილამაზის ფაფასაც ეძახიან.

თუ გსურთ, რომ სუფთა და ჯანსაღი ფერის კანი გქონდეთ, ყოველ დილას, თაფლითა და ხილით შეზავებული შვრიის ფაფის მირთმევა, მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, შვრიის ფანტელებისგან სახის სკრაბებისა და ნიღბების დამზადებაც შეგიძლიათ. ის ყველა ტიპის კანს უხდება – ხსნის ფორებს, წმენდს ჭუჭყისგან, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ანოტივებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ და გაწითლებულ კანს.

როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი შვრიის ფანტელებისგან

სკრაბი ცხიმიანი კანისთვის

საჭირო ინგრედიენტები: 1/4 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი,1 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი,1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ყველა ინგრედიენტი თასში ათქვიფეთ, სანამ სქელ, კრემისებურ მასას არ მიიღებთ. წრიული მოძრაობებით წაისვით მშრალ, სუფთა კანზე, თვალის გარშემო ზონის გარდა. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

უნივერსალური ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები : 1 სადილის კოვზი თაფლი,3 სადილის კოვზი შვრიის ფანტელით, ბილი რძე

აურიეთ კარგად შვრია და თაფლი, დაამატეთ ცოტა რძე. ურიეთ, რომ კრემისებური კონსისტენცია მიიღოთ და სახეზე წაისვით ისე, რომ თვალების გარშემო ნაზ კანს არ შეეხოს. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და თქვენი სახის კანის ტიპის შესაბამისი, დამატენიენებელი კრემი წაისვით.

სკრაბი და ნიღაბი მშრალი კანისთვის

- Advertisement -
Ad imageAd image

საჭირო ინგრედიენტები: 1 მწიფე ბანანი, 1 ჭიქა შვრიის ფანტელით, ბილი რძე

დაჭყლიტეთ ბანანი, დააყარეთ შვრიის ფანტელი და დაასხით თბილი რძე იმ რაოდენობით, რომ სქელი კრემისებური მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე სველი ხელებით წრიული მოძრაობებით. დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ, ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს კი დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი წაისვით.

თუ ამ მარტივ წესებს შეასრულებთ, თქვენი კანი საოცრად ჯანმრთელ იერს მიიღებს და არანაირი ტონალურის წასმა აღარ დაგჭირდებათ.

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი შვრიის ფანტელებისგან. 22 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ნახეთ მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის