ამ დაავადების სამეცნიერო სახელია კუთხოვანი ჰეილიტი (ჰეილოზი), ანგულიტი.
მისი ამოცნობა ძნელი არ არის: ჯერ ტუჩების კუთხეებში კანი წითლდება, შემდეგ ჩნდება ბზარები – ეროზია. ზოგჯერ ჰეილიტი გადადის კანზე.
განასხვავებენ სტრეპტოკოკულ და კანდიდოზურ დაავადებას. მათ აქვთ სხვადასხვა სიმპტომები. სტრეპტოკოკული ჰეილიტი უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში. პირის კუთხეში ვითარდება ბუშტი, მის ადგილას სწრაფად წარმოიქმნება ეროზია ჩირქოვან-სისხლიანი ქერქით. თუ ქერქს მოაშორებთ, მის ქვეშ ტენიანი, ოდნავ სისხლმდენი ზედაპირი აღმოჩნდება. რამდენიმე საათში ქერქი ისევ გადაეკვრება ჭრილობას.
კანდიდამიკოზური ჰეილიტი ვლინდება წითელი ეროზიით პირის კუთხეში. ზოგჯერ მასზე ჩნდება მონაცრისფრო-თეთრი საფარი, რომლის მოშორებაც ადვილია. ამ შემთხვევაში ქერქი არ წარმოიქმნება და პირის დახურვის შემთხვევაში დაზიანება კანის ნაკეცში „იმალება“. კანდიდოზი ხშირად ხდება ქრონიკული პრობლემა, რომელიც დროდადრო წამოყოფს თავს.
ტუჩის კუთხეებში ნახეთქის გაჩენას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს: იმუნიტეტის დაქვეირება, ტუჩის ლორწოვანი გარსის დაზიანება, ნახეთქი.
ყველაზე ხშირად ეს ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმს აკლია ვიტამინი B2 (რიბოფლავინი). შემდეგ ძირითად სიმპტომებს ემატება კანის აქერცვლა, ცხვირის ფრთებზე ქერქები, ენის წვა და სიწითლე.
ანდიდოზი შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკებით, ციტოსტატიკებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ხანგრძლივი კურსის გამო.
ჰეილიტის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს გარეგანი, მაგალითად, პროთეზის არასათანადო მოვლის ან იმ მასალების უხარისხობის გამო, საიდანაც იგი მზადდება.
თუ დროულად არ ვუმკურნალებთ, ჰეილიტი შეიძლება დამძიმდეს ქერქისა და სისხლმდენი წყლულების გამო. ზოგჯერ პაციენტები უარს ამბობენ საკვებზეც, რადგან პროცესი თავად იწვევს ძლიერ ტკივილს.
მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენით და აღმოფხვრით. ეს არის ერთადერთი გზა, რათა თავიდან ავიცილოთ რეციდივები. მედიკამენტებსა და მალამოებს ექიმი ნიშნავს, ჰეილიტის გამომწვევის გათვალისწინებით.