გაყოფილი ბოლოების მქონე დაზიანებული თმა

რატომ იყოფა თმის ბოლოები

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

თმის ხშირმა შეღებვამ, არასწორმა ვარცხნამ და გაშრობამ შეიძლება დააზიანოს თმის დამცავი ფენა.

შედეგად ჩნდება გაყოფილი ბოლოები. ამიტომაც უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები, რათა გაყოფილი ბოლოები არ იყოს თქვენი მარადიული თანამგზავრი.

თმის დაბანისას გავრცელებული შეცდომაა შამპუნის მთელ სიგრძეზე შეზელა. ეს აშრობს თმას და იწვევს მსხვრევას. შამპუნი უნდა წაისვათ მხოლოდ სკალპზე ნაზი მასაჟის მოძრაობებით. თმის დანარჩენი სიგრძისთვის მიღებული ქაფი საკმარისი იქნება. შამპუნის გარდა სასარგებლო იქნება კონდიციონერის გამოყენებაც, ის არ კურნავს ბოლოებს, მაგრამ გახდის თქვენს თმას გლუვს და ძლიერს.

დაბანის შემდეგ არ უნდა გაიხეხოთ თმა პირსახოცით. სველი კულულები ძალიან დაუცველია. თუ მათ “აგრესიულად” გააშრობთ პირსახოცით, მტვრევადი და გაყოფილი ბოლოები გექნებათ. თუ გსურთ პირსახოცის უსაფრთხოდ გამოყენება, დაბანის შემდეგ თმები შეიხვიეთ 10-15 წუთის განმავლობაში, რათა მან დამოუკიდებლად შეიწოვოს ტენიანობა.

ყველა სავარცხელი არ არის შესაფერისი თმისთვის. უმჯობესია აირჩიოთ სავარცხელი ფართო კბილებით. ის სრიალებს თმებში და არ იხვევს თმას უხეშად. სწორი თმა უნდა დაივარცხნოთ გაშრობის შემდეგ, ხოლო ხვეული – ნესტიან მდგომარეობაში. ეცადეთ ხშირად არ დაივარცხნოთ. თუ კულულები მუდმივად ჩახლართულია, შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი კონდიციონერი.

- Advertisement -
Ad imageAd image

რატომ იყოფა თმის ბოლოები

ცხელი ჰაერით თმის სწრაფად გაშრობის ცდუნება დიდია, განსაკუთრებით მაშინ, თუ სასწრაფოდ გჭირდებათ საქმეზე წასვლა. მაგრამ ცხელი ჰაერი აზიანებს თმას და ჩნდება გაყოფილი ბოლოები. იდეალური გამოსავალი იქნება არ გამოიყენოთ თმის საშრობი, მაგრამ თუ სხვა ვარიანტი არ გაქვთ, გაითვალისწინეთ შემდეგი: ბოლოები არ გააშროთ, შეგიძლიათ გაიშროთ თმის მხოლოდ ზედა ნაწილი. გამოიყენეთ თერმული დაცვა. მისი წყალობით თმა უფრო ნელა თბება, შიგნით ინარჩუნებს ტენიანობას და თმა არ შრება.

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რატომ იყოფა თმის ბოლოები. 2 ივლისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  აი, როგორ გავთავისუფლდეთ სწრაფად ქერტლისგან: 8 ნატურალური საშუალება, რომელიც თმას ძველებურ სილამაზეს დაუბრუნებს.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის