ჰონორარის გარეშე ჩატარებული ურთულესი ოპერაცია და მარიამის ახალი ცხოვრება, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს

0
93
#image_title

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა . 

გოგონა სოციალურ ქსელში საზოგადოებამ ფოტოგრაფის და ქველმოქმედის დანტესის, იგივე დავით ოქროპილაშვილის დახმარებით გაიცნო. მარიამი რომელიც 5 შვილიანი ოჯახიდან არის, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და საჭიროებდა ყბა სახის ქირურგიულ, ურთულეს ოპერაციას, რომელიც კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული. დანტესის ასევე ექიმ მედეა იობაშვილის, მარიამის მეზობლებისა და  საზოგადოების დახმარებით ოპერაციისთვის საჭირო თანხის მობილიზება მოხერხდა და მარიამი  თურქეთში, სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ჰონორარის გარეშე ჩატარებული ურთულესი ოპერაცია და მარიამის ახალი ცხოვრება, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს

მარიამს ყბა-სახსრის პრობლემა ჰქონდა, რომელიც 6-7 წლის ასაკში გამოვლინდა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. უჭირდა პირის გაღება და კვებაც კი, ჩაუტარდა ოპერაცია რომელიც 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საჭირო გახდა ყბის გახსნა და პროთეზის ჩასმა.

ცნობილმა თურქმა  ქირურგმა ალტან ვაროლმა, რომელმაც ამ ურთულესი ოპერაციის ჩატარება თავის თავზე აიღო ჰონორარის აღებაზე უარი განაცხადა. საჭირო გახდა მხოლოდ კლინიკის  და პროთეზების თანხის დაფარვა.

რეაბილიტაციას რაც შეეხება როგორც ექიმები ამბობენ, არც ისე მარტივი პროცესია და პაციენტს გარკვეული პერიოდი მოუწევს თურქეთში დაყოვნება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ამჟამად მარიამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გოგონა სტაბილურადაა.  უკვე საკვების მიღებაც დაიწყო და საუბარსაც ცდილობს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ