რჩევები, როგორ დაზოგოთ დრო სამზარეულოში მუშაობისას. გამოცდილი დიასახლისების და შეფ-მზარეულების ყველა სიბრძნე!

0
16
#image_title

ყველა დიასახლისი ცდილობს გაიმარტივოს სამზარეულოში მუშაობა. მაგრამ კერძი რომ გემრიელი გამოვიდეს, აუცილებელია ყველაფერი ზუსტად შესრულდეს. თუ თქვენ ცოტა ხრიკებს მიმართავთ, შეძლებთ ყველაფერი რეცეპტის მიხედვით მოამზადოთ და დრო და ენერგიაც დაზოგოთ. წლების განმავლობაში თუ ვერ შეძელით სამზარეულოს რჩევების დაგროვება, მაშინ მოგიწევთ წაიკითხოთ ეს სტატია.

პირველი კერძი

 

რჩევები, როგორ დაზოგოთ დრო სამზარეულოში მუშაობისას. გამოცდილი დიასახლისების და შეფ-მზარეულების ყველა სიბრძნე!

კერძი რომ ცხარე გამოვიდეს, მწვანე ხახვი დაფქვით მარილთან და ნიორთან ერთად, შეგიძლიათ დაამატოთ მდოგვის ფხვნილიც.

თუ წვნიანი დაგიმლაშდათ, ჩაუშვით შიგ მარლაში გამოკრული ბრინჯი და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ ამოიღეთ, ბრინჯი ზედმეტ მაარილს შეიწოვს.

ხორცის ბულიონი რომ გამჭვირვალე და გემრიელი გამოვიდეს, დუღილის დროს მოათავსეთ მასში გარეცხილი კვერცხის ნაჭუჭი. მოხარშვის შემდეგ გაწურეთ წვენი.

ლობიო რომ არ გამუქდეს, დუღილის დროს არ დააფაროთ თავსახური.

ხორცის კერძები

 

რჩევები, როგორ დაზოგოთ დრო სამზარეულოში მუშაობისას. გამოცდილი დიასახლისების და შეფ-მზარეულების ყველა სიბრძნე!

ხორცი რომ რბილი გამოვიდეს, შეწვამდე ორი საათით მოათავსეთ ძმრისა და ზეთის ნარევში.

ხორცი შეწვის დროს რომ არ დაგეწვათ, ქვედა გრილზე მოათავსეთ ცეცხლგამძლე მინის ჭურჭელზე.

გამომცხვარი ხორცი რომ წვნიანი გამოვიდეს, მომზადებამდე ორი წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ.

თუ გსურთ კატლეტები წვნიანი გამოვიდეს თანაბარი პორციით შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი ნედლი კარტოფილი.

ხალადეცი რომ ლამაზი გამოვიდეს, გადაწურეთ ხორცის პირველი ნახარში და დაასხით ცივი წყალი, ადუღეთ საშუალო ცეცხლზე.

კარტოფილი

 

რჩევები, როგორ დაზოგოთ დრო სამზარეულოში მუშაობისას. გამოცდილი დიასახლისების და შეფ-მზარეულების ყველა სიბრძნე!

თუ თქვენ აპირებთ გახეხილი კარტოფილით კერძის მომზადებას, მოასხით ცოტა რძე კარტოფილის მასას. ასე  ის არ გაშავდება.
თუ ამზადებთ ძველი კარტოფილით, შეგიძლიათ დაამატოთ კოვზი ძმარი, რამდენიმე ნიორი კბილი და დაფნის ფოთლები, უგემრიელესი იქნება!
თუ კარტოფილი ოდნავ გაყინულია და უსიამოვნო გემო აქვს, მოხარშვისას ყინულის კუბიკი ჩააგდეთ წყალში.

თევზი

 

რჩევები, როგორ დაზოგოთ დრო სამზარეულოში მუშაობისას. გამოცდილი დიასახლისების და შეფ-მზარეულების ყველა სიბრძნე!

შეწვის დროს ცხიმის შხეფების აქეთ-იქით სროლის თავიდან ასაცილებლად, თევზის ნაჭრები მსუბუქად ამოვავლოთ მარილში.

უსიამოვნო სუნი რომ არ დადგეს სამზარეულოში, ცხიმში მოვათავსოთ ოთხად გაჭრილი ნედლი კარტოფილი და ისე შევწვათ თევზი.

თევზი შეწვის დროს რომ არ დაიშალოს და კანი ხრაშუნა გამოვიდეს, შეწვამდე შეამშრალეთ ტილოთი და ისე დაამარილეთ. ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, ცოტა მარილი და სანელებლები, ჩააწყეთ თევზის ნაჭრები, ამოიღეთ, ზედმეტი მასისგან გაასუფთავეთ და შეწვით.

სალათები

 

რჩევები, როგორ დაზოგოთ დრო სამზარეულოში მუშაობისას. გამოცდილი დიასახლისების და შეფ-მზარეულების ყველა სიბრძნე!

მარილი და პილპილი სალათს უნდა მოაყაროთ ზეთის მოსხმამდე.

შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ კომბოსტოს სალათს შეიძლება მოაყაროთ დაჭრილი მანდარინის ან ფორთოხლის ქერქი. ოჰ, ძალიან გემრიელია!

მწვანილი ხმარებამდე გარეცხეთ მარილიან წყალში. ასე ბაქტერიები და მიკრობები ნადგურდება და კარგად ირეცხება პროდუქტი.

ეს არის რჩევები, რომლებიც ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ. თუ გნებავთ, შეინახეთ და გაუზიარეთ მეგობრებსაც.

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ