ხუთშაბათი, მარტი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუ"სალონებში არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული - სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაამკაცროს!" -...

“სალონებში არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული – სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაამკაცროს!” – ინტერვიუ ლექსო დუჩიძესთან

ავტორი: თათია გოჩაძე
Shenisilamaze.ge გთავაზობთ ინტერვიუს ლექსო დუჩიძესთან, რომელიც მრავალწლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში ერთი წლის წინ დაბრუნდა. ლექსო 15 წელი ესპანეთში ცხოვრობდა და მისი სალონი იქ საუკეთესო ათეულში შედიოდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება 10 წუთში მიიღო და ახლა ამ გადაწყვეტილებას სრულებითაც არ ნანობს… როგორც თავად ამბობს, “სილამაზის სალონ ეკო”-ში, რომელიც რუსთავში მდებარეობს, არამხოლოდ თბილისიდან, არამედ მცხეთიდან და სხვა ქალებიდანაც სტუმრობენ, მიზეზი კი ლექსო დუჩიძის პროფესიონალიზმთან ერთად, როგორც თავად ამბობს, უსაფრთხო მომსახურების სრული გარანტიაა… 

"სალონებში არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული - სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაამკაცროს!" - ინტერვიუ ლექსო დუჩიძესთან

ლექსო, ერთი წლის წინ ჩავწერე თქვენთან ინტერვიუ, როდესაც ახალჩამოსული იყავით და თქვენი მოლოდინები მახსოვს… აი, ახლა როგორ აფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას?
– დადებითად. ჩემი აზრი არ შეცვლილა… პოლიტიკურ ვითარებას არ ვეხები, არ მაინტერესებს და სხვა დანარჩენი ყველაფერი სტაბილურად ნორმალურად, ისეა, როგორც მქონდა დაგეგმილი. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს უნდა შრომა, ნებისმიერ ადგილას და მითუმეტეს თავის ქვეყანაში, ძალიან მარტივად მიაღწევს მიზანს…
მხოლოდ რუათავში მუშაობთ თუ თბლისშიც?
– თბილისშიც ვმუშაობ და ასევე, რუსთავშიც – ერთი კვირა ვარ რუსთავში. ერთი კვირა კი – თბილისში.
გიორგი ფხაკაძე გსტუმრობდათ ახლახანს და ამბობდა, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსთავში ჩამოვედი თმის შესაჭრელადო… საინტერესოა, თბილისიდან ხშირად გსტუმრობენ?

"სალონებში არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული - სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაამკაცროს!" - ინტერვიუ ლექსო დუჩიძესთან

– კი, ძალიან ბევრი. მცხეთიდანაც, არმაზიდანაც…
საინტერესოა… ეს არის პროფესიონალიზმის დამსახურება, რა თქმა უნდა.
– პროფესიონალიზმიც და ის ურთიერთობებიც, რაც გვაკავშირებს იმიტომ, რომ ყველა ვინც ყოფილა ჩემთან ერთხელ მაინც, იცის – არასოდეს გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ან მის ჯანმრთელობას შეექმნას პრობლემა ან მის ვიზუალს.

ერთადერთი, რაც ძალიან არ მომწონს და კითხვის ნიშნები მიჩნდება, ის საკითხია, რომ არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული სალონებში და  არ ხდება ამის სათანადო კონტროლი, არადა ვალდებულებები ყველას გვაქვს თანაბარი სახელმწიფოს და მომხმარებლების წინაშე… მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურები, ვისაც ევალება კონტროლი და ზედამხედველობა, რატომღაც ნაკლებ ყურადღებას აქცევს სტერილიზაციას, ჰიგიენური ნორმების დაცვას და კიდევ ბევრი ნიუანსია… შეიძლება ლამაზი და დავარცხნილი გახვიდე სალონიდან, მაგრამ ისეთი ჯანმრთელობის პრობლემა შეიქმნა ძალიან მარტივად ერთი თმის შეჭრით, რომ წლები გახდეს ამის სამკურნალოდ საჭირო და რატომღაც მოსახლეობაც არ ანიჭებს ამას დიდ უპირატესობას და არ აქცევენ ყურადღებას, რაც მე ძალიან მაწუხებს.
უნდა იყოს მომხმარებელი იმით დაინტერესებული, რომ ჰიგიენური გარემო იყოს და სუფთა, თუნდაც სამუშაო იარაღები, რადგანაც მოგეხსენებათ, B ჰეპატიტი გადადის თმიდან. არც ისეთი მარტივია იარაღების სწორად დამუშავება და სწორად გასტერილება, ამას სჭირდება ცოდნა და არც მსმენია, რომ რომელიმე სალონში იყოს ეს სისტემა დანერგილი.
და თქვენ დანერგილი გაქვთ?
– დანერგილი მაქვს, მე გავლილიც მაქვს, ნასწავლიც და ამ სისტემით ვმუშაობდი წლების მანძილზე, სადაც კი მიმუშავია და ვაგრძელებ, მაგრამ  სახელმწიფოსგან კონტროლი და იძულება, თუნდაც თხოვნა, რომ ეს ყველაფერი შევასრულო, არ მიგრძვნია, მე ამას ჩემი სურვილით ვაკეთებ, ასე ვარ მიჩვეული.
როგორც მომხმარებელი, გეტყვით, რომ სალონებში სუფთა სავარცხელი იშვითად მინახავს… 
– პრობლემა იმაშია, რომ ვიზუალურ ეფექტს ვანიჭებთ უპირატესობას, ვიდრე სისუფთავეს – რამდენად ლამაზი სავარძელია, რამდენად ლამაზი სარკე დგას, რამდენად კარგი ინტერიერია…  როკოკოს სტილში გადაწყვეტილი ავეჯი დგას, რაღაცა ფუფუნების საგნები, რომლებიც აბსოლუტურად გამოუსადეგარია იმ საქმისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენთვის აუცილებელია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები იყოს დაცული, რომ არც ჩვენს თავს და არც ჩვენს მომხმარებლებს არ შევუქმნათ რამე პრობლემა ჯანმრთელობის.

80%-მა, ჩემი აზრით, არ იცის რა არის ლიმფა – მას იგივე შემადგენლობა აქვს, რაც სისხლს, უბრალოდ, არის უფერო და მექანიკური დაზიანებით შეიძლება გამოვლინდეს თავის კანზე ან თვითონ მომხმარებელს ჰქონდეს თავის კანი დაზიანებული და მასზე გამოყენებული იარაღების გადატანა მეორე მომხმარებელზე ავტომატურად მის დაინფიცირებას ნიშნავს. ამის შეგნება და ამის პროპაგანდა სახელმწიფოს მხრიდან არ არის რთული, რომ ინფორმაცია მოაწოდოს მოსახლეობას, სადაც იქნება ეს განმარტებული, რომ როდესაც შევლენ ადამიანები თავის მოსაწესრიგებლად, ყურადღება მიაქციონ ამ ნიუანსებს.

–  თუმცა ძნელია, მომხმარებელმა შეუიარაღებელი თვალით შეაფასოს – საჭირო ნივთები სტერილურია თუ არა. აქ რეგულირებისა და კონტროლის სისტემა უნდა იყოს…
– რა თქმა უნდა, თუმცა მომხმარებელიც შეამჩნევს, სუფთაა იარაღები თუ ნახმარი. სუფთა და გამოყენებულ იარაღებს შორის არის სხვაობა – ეს ვიზუალურადაც ჩანს…
ესპანეთში რა ვითარებაა ამ კუთხით?
– ესპანეთში ამ მხრივ ძალიან დიდი კონტროლია, რა თქმა უნდა, იქაც არსებობს ობიექტები, რომლებიც არ აქცევენ ყურადღებას და არ იცავენ ამ ნორმებს, მაგრამე ასეთი ტიპის ობიექტები დიდხანს ვერ ძლებს. მაქსიმუმ ორი თვე და მერე იხურება იმიტომ, რომ ხალხი შეიძლება შევიდეს დაბალი ფასების გამო, მაგრამ იმდენად მაღალია სანქციები, ჯარიმა, რომ ფიზიკურად ვერ აგრძელებენ ფუნქციონირებას და იხურებიან.

ამიტომ იღებენ ვალდებულებას, რომ ისე იმუშავონ, როგორც წესია და მეტნაკლებად დარეგულირებულია ეს საკითხი.

– მიხარია, რომ ამ თემაზე დაიწყეთ საუბარი. იმედი მაქვს, თქვენი კოლეგები გამოგეხმაურებიან და მხარს აგიბამენ აღნიშნული რეგულაციების გამკაცრების დაწესების საკითხში…
– არამარტო ჩემი მოხმარებლებისთვის და ჩემთვის, ეს არის ზოგადად საჭირო. ჩვენ საგადასახადო სისტემას ყველა მსგავსი ობიექტი ვუხდით თანაბრად ანუ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება ყველას ერთნაირად გვაქვს და მას, ვინც არანაირ ხარჯს არ წევს, შეუძლია ისეთი ფასები დააწესოს, რომ მე კონკურენცია ხარისხში ვერა, მაგრამ ფასში გამიწიოს. ამ დროს მე თვის ბოლოს დამატებითი ხარჯები მაქვს…
როგორც ვიცი, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურა არსებობს რეგულირებისთვის, თუმცა როგორც მივხვდი მექანიზმი არც ისე გამართულია, არა?
– დიახ, არსებობს, უბრალოდ, მოდიან და ამოწმებენ გვაქვს თუ არა სანიტარული ერთჯერადი მუყაოს ყუთები, სადაც ბასრი საგნები, ბრიტვები და ასე შემდეგ ინახება, თუ გვაქვს საგადასახადო გადახდილი და ა.შ. – ძალიან ზედაპირულად.

მთელს მსოფლიოშია გაფრთხილების გარეშე შემოსვლა, თუნდაც პირსახოცების სტერილიზაციის გასაკონტროლებლად – რამდენად ჰიგიენურად ირეცხება, რამდენად გვაქვს საშრობი სისტემები და სარეცხი მანქანები, რომლებიც აუცილებელია. ბევრი ობიექტია, სადაც საერთოდ არ არსებობს ეს და მოსაფარებელ ცელოფნებს რომ მეორადად იყენებენ და პირსახოცებს ქუჩაში საშრობზე აშრობენ …

ასე რომ, ევროპა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველზე ვიდგეთ და რაღაც მოვითხოვოთ, ჩვენი შეგნებაც უნდა შეიცვალოს…

იაფი არ ნიშნავს ეკონომიის გაკეთებას, იაფი ნიშნავს უხარისხო პროდუქტს!

კარგი იქნება საქართველოში სილამაზის სალონების აკრედიტაცია/ლიცენზირების საკითხი დადგეს – ასე ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა… ევროპაში არის მსგავსი სისტემა დანერგილი?
–  ევროპაში როგორ არ არის?! აქ კი ყველამ ყველაფერი იცის! რეალურად, ამბიციებია ძალიან მაღალი და რეალურად საქმის მიმართ პასუხისმგებლობა და ცოდნის გაღრმავება არავის უნდა.

მემგონი, ერთადერთი ქართველი ვარ, რომელიც ოფიციალურად აკრედიტირებული და ლიცენზირებული კოლორისტი ვარ სამი ლაბორატორიისა. მათშორის ისეთის, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ლაბორატორია. ვარ რამდენიმე კომპანიის, ბრენდის კოლორისტი…

მოკლედ, პირველ რიგში მე ვადანაშაულებ თვითონ მომხმარებლებს, რადგანაც როდესაც შედიხარ ობიექტზე და იქ არ გხვდება სათანადო გარემო, უნდა ადგე და წამოხვიდე უკან. არ აქვს მნიშნელობა ვისთან წახვალ, უნდა წახვიდე ისეთთან, სადაც დაგხვდება შესაბამისი პირობები.

თქვენთან თმის შეჭრა რა ღირს?

– 20-25 ლარი.

ეს სტანდარტული ფასია…
– რუსთავში ღირს 20-25 ლარი, სადაც შედის, რა თქმა უნდა, თავის დაბანა, შამპუნი, ნიღაბი და თმის დავარცხნა შეჭრასთან ერთად.
ანუ ფასი არაფრით განსხვავდება სხვა სალონებისგან…
– თავისუფლად შემეძლო, რომ ამეწია ფასები, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ…
– თქვენს შვილზეც მინდოდა, მეკითხა, ჩამოვიდა საქართველოში? – მახსოვს, რომ მისი სურვილით დავრუნდით სამშობლოში…
– დიახ, ჩამოვიდა და დადის სკოლაში…  ძალიან კმაყოფილია მიუხედავად იმისა, რომ ენა კარგად არ იცის. რაღაც საკითხები უკვე დავძლიეთ და კმაყოფილია.

"სალონებში არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული - სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაამკაცროს!" - ინტერვიუ ლექსო დუჩიძესთან
ლექსო დუჩიძე ოჯახთან ერთად

მიხარია, წარმატებებს ვუსურვებ! ლექსო, ინტერვიუს ბოლოს რაიმეს ხომ არ დასძენდით?

– ხაზგასმით ვიტყვი – ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც შედის სალონში, აუცილებლად უნდა მიაქციოს იმ ყველაფერს ყურადღება, რაზეც ვისაუბრე.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ  ბევრი ჩემი კოლეგა გამოვა და იმავეს იტყვის, რაზეც მე ვსაუბრობ!

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ტოპ ტურისტული ღირსშესანიშნაობები ჩინეთში

ტოპ ტურისტული ღირსშესანიშნაობები ჩინეთში

6 March, 2025
გიორგი ფხაკაძე გაფრთხილებთ! – „კამელინი“ და სხვა დაუმტკიცებელი პრეპარატები – საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის!

გიორგი ფხაკაძე გაფრთხილებთ! – „კამელინი“ და სხვა დაუმტკიცებელი პრეპარატები – საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის!

მარტი 4, 2025
“ვხედა­ვდი, სხეულზე მაჯლაჯუნები როგორ დამ­დიოდნენ, ეს საშინელებაა…” – გზა ნარკოჯოჯოხეთიდან უდაბნოს მონასტერამდე

“ვხედა­ვდი, სხეულზე მაჯლაჯუნები როგორ დამ­დიოდნენ, ეს საშინელებაა…” – გზა ნარკოჯოჯოხეთიდან უდაბნოს მონასტერამდე

5 მარტი 2025
როგორ უნდა შექმნათ ელეგანტური დიზაინი ხავერდის მასალის გამოყენებით

როგორ უნდა შექმნათ ელეგანტური დიზაინი ხავერდის მასალის გამოყენებით

მარტი 5, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პოპულალური ერთჯერადი სუპები -საფრთხეები და კვებითი ღირებულება

პოპულალური ერთჯერადი სუპები -საფრთხეები და კვებითი ღირებულება

მარტი 5, 2025
“სალონებში არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული – სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაამკაცროს!” – ინტერვიუ ლექსო დუჩიძესთან

“სალონებში არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული – სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაამკაცროს!” – ინტერვიუ ლექსო დუჩიძესთან

6 მარტი 2025
2024 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1.7 მლნ-ს აჭარბებს — 40% თბილისზე მოდის

2024 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1.7 მლნ-ს აჭარბებს — 40% თბილისზე მოდის

მარტი 5, 2025
2024 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1.7 მლნ-ს აჭარბებს — 40% თბილისზე მოდის

2024 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1.7 მლნ-ს აჭარბებს — 40% თბილისზე მოდის

მარტი 5, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები