კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

როგორია პატრიარქის დაკრძალვის დღის განრიგი

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს,სა­დაც დე­ტა­ლუ­რად არის გა­წე­რი­ლი ხვა­ლინ­დე­ლი დღის გეგ­მა. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ 22 მარტს, 02:00 სა­ა­თი­დან 09:00 სა­ა­თამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შეს­ვლას ვერ შეძლებენ.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძა­რი და­ი­კე­ტე­ბა 22 მარტს, 02:00 სა­ა­თი­დან 08:00 სა­ა­თამ­დე, რათა მო­წეს­რიგ­დეს და მომ­ზად­დეს წირ­ვი­სა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ი­სათ­ვის, ასე­ვე, რათა და­ცულ იქ­ნეს დე­ლე­გა­ცი­ე­ბის დას­წრე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტები.

ტა­ძარ­ში დაშ­ვე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ სა­გან­გე­ბო საშ­ვე­ბით და გთხოვთ, ამ ფაქტს მო­ე­კი­დოთ გა­გე­ბით. წირ­ვა და­ი­წყე­ბა დი­ლის 09:00 სა­ათ­ზე. ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას აღას­რუ­ლებს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი), სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად.

12:15 სა­ათ­ზე ტა­ძარ­ში მობ­რძან­დე­ბა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის – ახა­ლი რო­მის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი, ყოვ­ლა­დუ­წ­მინ­დე­სი ბარ­თლო­მე­ოს I, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრეს­თან, მიტ­რო­პო­ლიტ ში­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლებს უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის წე­სის აგე­ბის მსა­ხუ­რე­ბას.

15:00 სა­ათ­ზე მის უწ­მინ­დე­სო­ბა­სა და უნე­ტა­რე­სო­ბას, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ს გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რი­დან სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რი­სა­კენ ფე­ხით მსვლე­ლო­ბით.

მარ­შრუ­ტის გას­წვრივ და­ორ­გა­ნიზ­დე­ბა ცო­ცხა­ლი დე­რე­ფა­ნი, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ამ გზა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ მრა­ვალ ეკ­რან­ზე თვა­ლი ადევ­ნოს სრულ მსა­ხუ­რე­ბას პირ­და­პირ ეთერ­ში და, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ყვა­ვი­ლე­ბით მი­ა­გოს პა­ტი­ვი უწ­მინ­დესს.

- Advertisement -
Ad imageAd image

“ბო­დიშს გიხ­დით და გთხოვთ, გა­გე­ბით მო­ე­კი­დოთ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. გვეს­მის, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს უნდა და­ემ­შვი­დო­ბოს მის უწ­მინ­დე­სო­ბა­სა და უნე­ტა­რე­სო­ბას, თუმ­ცა დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი­დან და სხვა ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტა­ძარ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დაშ­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

READ  რა სიახლეებს გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე, რა სახის მედიკამნეტზე გავრცელდება რეფერენტული ფასები

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2026). როგორია პატრიარქის დაკრძალვის დღის განრიგი. 21 მარტი, 2026. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%ab/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2026 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის