სიბერის შემაჩერებელი: სიბერე იწყება ტვინის სიგნალით! მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასაკის შენარჩუნება | შენი სილამაზე

სიბერის შემაჩერებელი: სიბერე იწყება ტვინის სიგნალით! მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასაკის შენარჩუნება

admin
4 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უკვე ყველამ გაიაზრა, რომ ე.წ. საპასპორტო ასაკს საერთო არაფერი აქვს ბიოლოგიურთან. ეს ქალებში უფრო შეიგრძნობა. ზოგი ქალი 30 წლის ასაკში უკვე 50 წლისას გავს და პირიქით. რატომ ხდება ასე? როდის დგება სიბერე

სიბერე როგორც ასეთი, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღეგრძელობის საკითხში საკვანძო როლი არა გენეტიკას აქვს, არამედ სწორედ ტვინს.

სოციალურ-ფსიქოლოგიური ასაკი

არსებობს ცნება ,,ადამიანის ფსიქოლოგიური ასაკი”. სწორედ ის განსაზღვრავს ქცევებსა და გარეგნობას. ის დამოკიდებულია ტვინში მიმდინარე პროცესებზე. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში 35-40 წლის ასაკში ადამიანები ღრმა მოხუცებად ითვლებოდნენ.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

სიბერის შემაჩერებელი: სიბერე იწყება ტვინის სიგნალით! მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასაკის შენარჩუნება | შენი სილამაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა ახალი ასაკობრივი საზღვრები: დღესდღეობით ახალგაზრდობა გრძელდება 25დან 44 წლამდე. შემდეგ 45დან 60 წლამდე საშუალო ასაკია. 60დან 75მდე კი – ხანდაზმული. მხოლოდ 75დან 90 წლამდე მოდის სიბერე. ხოლო 90 წლის ზემოთ ადამიანებს დღეგრძელებს უწოდებენ.

სიბერის შემაჩერებელი: სიბერე იწყება ტვინის სიგნალით! მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასაკის შენარჩუნება | შენი სილამაზე

თუმცა ყველას არ გამოსდის ახალგაზრული სხეულისა და სახის შენარჩუნება 40 წლის ასაკშიც კი. ახალგაზრდა სულის და სხეულის შენარჩუნებას მოწიფულ ასაკში ხელს უშლის პირველ რიგში ჩვენი ფსიქოლოგია და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. მთავარი ჰიპოთეზა, რომლის გამოკვლევაზეც მილიარდებია დახარჯული ამბობს: ჩვენი დაბერების სიჩქარე სწორედ ტვინზეა დამოკიდებული.

სიბერის შემაჩერებელი: სიბერე იწყება ტვინის სიგნალით! მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასაკის შენარჩუნება | შენი სილამაზე

ეს ადვილად მტკიცდება. სიცოცხლის დასაწყისში ჩვენი ტვინი დაკავებულია სამყაროს შეცნობით, ცოდნის შეძენითა და სხვადასხვა დასკვნებით. შესაბამისად, მთელი ორგანიზმი ჩართულია ამ პროცესში და მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე. მაგრამ, როგორც კი სამყარო ხდება უინტერესო და თქვენ შეწყვეტთ შემეცნებას, სწავლას, კომპეტენციების გაფართოებას, აქედან იწყება სიბერე. შენი ტვინი და ორგანიზმი აქტიური აღარ არის, სხვათა შორის, აქედან იღებს სათავეს ალცჰეიმერის ტიპის სხვადასხვა დაავადება.

ფსიქოლოგიური დაბერება ადრე უნდა შევნიშნოთ. არსებობს მისი სამი ძირითადი მაჩვენებელი.

ფსიქოლოგიური სიბერის მარკერები

1. დამოკიდებულება დროსთან

როგორც კი გაგიჩნდებათ იმის შეგრძნება, რომ ყველა საუკეთესო მოვლენა თქვენს ცხოვრებაში უკვე იყო და რაღაცის დრო გავიდა, ესე იგი, თქვენ დაიწყეთ დაბერება. ფსიქოლოგიურად მოხუცი ადამიანი ცხოვრობს მოგონებებით, ახალგაზრდა კი – გეგმებით. პესიმიზმი, უიმედობა, გეგმების უქონლობა, მოგონებები – ყველაფერი ეს ფსიქოლოგიური სიბერის ნიშნებია და ბიოლოგიური დაბერების კატალიზატორები.

READ  გააკეთეთ ეს ვარჯიშები, გაიუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა და განიკურნეთ ოსტეოქონდროზისგან.

ამიტომ არის, რომ ამერიკაში 60 წლის ზემოთ ადამიანები უმაღლეს სასწავლებლებში ეწყობიან, დადიან სხვადასხვა კურსებზე. ყველაფერი ახალი ხელს უწყობს ტვინის მუშაობასა და ოპტიმიზმს.

სიბერის შემაჩერებელი: სიბერე იწყება ტვინის სიგნალით! მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასაკის შენარჩუნება | შენი სილამაზე

2. შეზღუდვები

ფსიქოლოგიური სიბერე პირდაპირ უკავშირდება საკუთარი თავის შეცოდებას. ასაკთან ერთად გასაგებია, რომ თავს ბევრ შეზღუდვას ვუწესებთ, რაც ფიზიკურ მონაცემებსა და პასუხისმგებლობებს (ბავშვები, თანამშრომლები) უკავშირდება.

მაგრამ ცხოვრების ყველა პერიოდში იხსნება ახალი შესაძლებლობები. თუ გიჭირთ რაიმე ფიზიკურის გაკეთება, შეგიძლიათ დაიწყოთ შემოქმედებითი თვისებების განვითარება.

შეისწავლეთ ახალი ენები, დაკავდით ტურიზმით, ორგანიზება გაუკეთეთ სხვადასხვა ღონისძიებას. არ შეიზღუდოთ თავი, ეძებეთ შესაძლებლობები.

სიბერის შემაჩერებელი: სიბერე იწყება ტვინის სიგნალით! მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასაკის შენარჩუნება | შენი სილამაზე

3. ემოციური სტაბილურობა

დამტკიცებულია, რომ მადლიერი და ბედნიერი ადამიანები ცოცხლობენ დიდხანს და გამოიყურებიან უფრო ლამაზად. სტაბილური ფსიქიკა ახალგაზრდობის საწინდარია. ადამიანი, რომელსაც შეუძლია მშვიდად ადაპტირდეს ცვლილებებთან, არ იღებს ყველაფერს გულთან ახლოს და არ იციკლება პრობლემაზე, ყოველთვის ახალგაზრდა იქნება.

მხიარულ ადამიანებს სხვაგვარად უყალიბდებათ სახის წყობა. მათ ნაკლები ნაოჭი აქვთ და მომხიბვლელები არიან.

კარგის დანახვის უნარი, იუმორის გრძნობა და ცხოვრების თითოეული დღისადმი მადლიერება – ფსიქოლოგიური ახალგაზრდობის საწინდარია. ეს უკავშირდება ჰორმონული და ნეიროქიმიური პროცესების მთელ წყებას, რომლებიც ტვინში მიმდინარეობს.

სიბერის შემაჩერებელი: სიბერე იწყება ტვინის სიგნალით! მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასაკის შენარჩუნება | შენი სილამაზე

განვითარდით, გიხაროდეთ მიუხედავად ყველაფრისა. ბევრი ადამიანი აღარ მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ, მაგალითად, 50 წლის ასაკში ფიქრობს, რომ გვიან არის ეს. ეს შენი სიცოცხლეა, შენი ემოციები, შენი სხეული ბოლოსდაბოლოს. არავის აქვს უფლება რაიმე დაგაყვედროს.

სწორედ შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აძლევს სიჩქარეს ბიოლოგიურ დაბერებას. მოგვიყევით კომენტარებში ეთანხმებით თუ არა ამ აზრებს!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
სიბერის შემაჩერებელი: სიბერე იწყება ტვინის სიგნალით! მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასაკის შენარჩუნება [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.