ორშაბათი, ივნისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ გავინებივროთ თავი სახლურად სპა პროცედურებით

როგორ გავინებივროთ თავი სახლურად სპა პროცედურებით

როდესაც ვფიქრობთ, სპა პროცედურებზე, როგორც წესი, წარმოვიდგენთ დიდ ცენტრს ძვირადღირებული მომსახურებით და საშუალებებით.

თუმცა, უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს საშინაო სპა. ის არა მხოლოდ გვეხმარება დავზოგოთ თანხა – ეს არის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დღეს გავინებივროთ თავი დახვეწილი ზრუნვით. გაეცანით ჩვენს რჩევებს და ჩაიტარებთ სახლის სპა ყველა წესებით!

პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ მშვიდი ატმოსფერო საუკეთესო მოდუნებისთვის. აიღეთ სუფთა პირსახოცები, რომანტიკული სანთელი (სასურველია არომატული), და ჩართეთ მშვიდი მუსიკა, რომელიც დაგეხმარებათ განწყობის შესაქმნელად და მოგიხსნით სტრესს.

 

როგორ გავინებივროთ თავი სახლურად სპა პროცედურებით | შენი სილამაზე

ენერგეტიკული აბაზანა

ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი სპა პირობებში – აბაზანის მიღებამდე წყალში დაამატეთ ცოტაოდენი ზეთი და სახეზე გაიკეთეთ ნიღაბი. ინებივრეთ წყალში მინიმუმ ნახევარი საათი. მოდუნდით, ისუნთქეთ ნელა და აკონტროლეთ სუნთქვა.

შხაპი

აბაზანის პროცედურის ჩატარების შემდეგ, აუცილებელია შხაპის მიღება. გამოიყენეთ შხაპის გელი და ასევე სკრაბი სახისა და სხეულისთვის. სკრაბი შემატებს თქვენს კანს ხავეროვნებას და დაატენიანებს.

 

 

 

სახის მოვლა

არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც შენი კანი გამოიყურება ახალგაზრდულად. წრიული მოძრაობით წაისვით სახეზე შრატი და დასრულებისას დღის ან ღამის კრემები.

წყარო 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  დაბალი თვითშეფასება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები