ქალი სხვადასხვა ზაფხულის კაბებში შვებულების დროს

5 ლუქი, რომელიც შვებულების დროს აუცილებლად უნდა წაიღო

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

რამდენიმე დღეც და ზაფხული დადგება. ეს კი, შვებულების, მოგზაურობის, განტვირთვის და დასვენების სეზონია.

შვებულების დროს სადაც უნდა მიდიოდეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წასაღები სამოსის სწორად შერჩევაა. მით უფრო, თუ მოდას მისდევთ და თქვენთვის სტილი მნიშვნელოვანია, აუცილებლად ყურადღებით უნდა შეარჩიოთ სამოსი, რომელსაც ამა თუ იმ ადგილას წასვლის დროს თან წაიღებთ.

გთავაზობთ 5 სტილის კაბას, რომელიც შვებულების დროს თან უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ იყოთ მოდურები და თავი კომფორტულად იგრძნოთ.

1. თეთრი, მუხლამდე სიგრძის კაბა – ეს კაბა ზაფხულს ძალიან უხდება. ის არის კლასიკური და ქალური სილუეტის სამოსი. შეგიძლიათ რაიმე დეტალი შეუსაბამოთ, მაგალითად, ყელსაბამი. გვერწმუნეთ, თქვენი ვიზუალი საოცრად მომხიბვლელი იქნება. 5 ლუქი, რომელიც შვებულების დროს აუცილებლად უნდა წაიღო

2.ზოლებიანი კომფორტული კაბა-მაისური – ყოველდღიური სტილისთვის ის იდეალური და ძალიან მოსახერხებელი სამოსია. შეგიძლიათ ჩაიცვათ კედებთან და ჯინსის ქურთუკთან ერთად.

- Advertisement -
Ad imageAd image

3.შედარებით სქელი ქსოვილის კაბა – ღრუბლიან ამინდში თუ ზღვის სანაპიროზე გასვლას გადაწყვეტთ, ის შეგიძლიათ საცურაო კოსტიუმზე ჩაიცვათ. ასევე იდეალურია სანაპიროს წვეულებისთვის გრილ ამინდში.

4.გრძელი კაბა ყვავილების პრინტით – ასეთი სტილის კაბები ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. გარდა ამისა, ის ვიზუალს უფრო რომანტიკულს ხდის.

5. კლასიკური სტილის კაბა, შავ-თეთრ ფერებში – ასეთი კომბინაციის  კაბები 2024 წლის ზაფხულის მთავარი ტენდენციაა. ის მართალია კლასიკურია, მაგრამ ამავდროულად არის კომფორტული და მხოლოდ წვეულებისთვის არ არის განკუთვნილი. შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში გეცვათ, ხოლო თუ ამ კაბით წვეულებაზე წასვლას გადაწყვეტთ, მას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა შეუსაბამოთ.

წყარო

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). 5 ლუქი, რომელიც შვებულების დროს აუცილებლად უნდა წაიღო. 13 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/5-%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  კახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის