ნაძვის ხე, სანტა-კლაუსი და საჩუქრები – ახალი წლის ყველაზე გავრცელებული ტრადიციები გახლავთ, რომლებსაც მთელს მსოფლიოში შეხვდებით. თუმცა, არის გარკვეული წესები და ტრადიციები, რომლებიც მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.
ტრადიციები რომლებიც თქვენს გაოცებას გამოიწვევს და შეიძება სიცილიც კი მოგგვაროთ იხილეთ სტატიაში:
ბრაზილიაში აქვთ ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სურვილის შესაბამისად ახალი წლის ღამეს შესაბამისი ფერის საცვალს იცვამენ. მაგალითად, თუ მშვიდობა და იღბალი სურთ, თეთრ საცვალს იცვამენ, სიყვარულს თუ ეძებენ – წითელს ან ვარდისფერს, ჯანმრთელობა ლურჯ ფერთან ასოცირდება, სიმდიდრე კი – ყვითელთან.
ესპანეთის ახალი წლის ტრადიცია ყურძენს უკავშირდება. ესპანეთში სჯერათ, რომ ზუსტად ღამის 12 საათზე თუ მოახერხებენ და პირში 12 მარცვალ ყურძენს ჩაიდებენ, მომავალი წელი წარმატებული ექნებათ.
ეკვადროში ახალ წელს ქაღალდებით სავსე საფრთხობელას აკეთებენ და წვავენ. მასთან ერთად წვავენ გასულ წელს გადაღებულ ფოტოებსაც. ეკვადორელებს სჯერათ, რომ ამას თუ გააკეთებენ, მომავალ წელს კარგი ბედი ექნებათ.
პუერტო რიკოში ფანჯრიდან წყლით სავსე ჭიქებს ისვრიან. ამ გზით ისინი ბოროტი სულების განდევნას ცდილობენ.
ესტონეთში ციფრი 7 ძალიან უყვართ. მათ სჯერათ, რომ თუ ახალი წლის დღეს 7-ჯერ შეჭამენ, მთელი წლის მანძილზე ბედნიერები და ჯანმრთელები იქნებიან.
სამხრეთ აფრიკაში ახალი წლის წინა დღეს სახლიდან ძველ ავეჯს და ნივთებს ყრიან. მათ სჯერათ, რომ წარუმატებლობა და ნეგატიური ამბები ნივთებს გაჰყვება, ახალი წელი კი სიკეთის მომტანი იქნება.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები