ჩემი პასუხი — გოგა ხატიაშვილი (ვიდეო)

0
18
#image_title

  1. საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კი სისხლის სამართლის კოდექსი, გაუპატიურებასა და სხვა ტიპის სქესობრივ დანაშაულებს საკმაოდ შეზღუდულად არეგულირებს და ჯერ კიდევ პრინციპულად ითვალისწინებს იმ მიდგომას, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს. კერძოდ, გაუპატიურების, ან სექსუალური ხასიათის სხვა ქმედების ჩასადენად აუცილებელია, რომ დამნაშავემ გამოიყენოს ძალადობა, ძალადობის მუქარა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობა და არ ითვალისწინებს თანხმობის არარსებობის კომპონენტს. მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს იმგვარად კანონმდებლობა, რომ გაუპატიურების ცნება ეფუძნებოდეს სწორედ თანხმობის არარსებობას.

საქართველოს კანონმდებლობა ჯერ კიდევ პრინციპულად ითვალისწინებს იმ მიდგომას, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს. მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს იმგვარად კანონმდებლობა, რომ გაუპატიურების ცნება ეფუძნებოდეს სწორედ თანხმობის არარსებობას.

  1. ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენად არსებობდა ნამდვილი და ნებაყოფლობითი თანხმობა დაზარალებულის მხრიდან? დუმილი არ არის თანხმობის ნიშანი. შესაძლებელია, მსხვერპლმა, სხვადასხვა გარემოებების გამო, ვერ დააფიქსიროს პოზიცია სქესობრივ აქტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ავტომატურად არ მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი სქესობრივი ურთიერთობა იყო მისი ნებაყოფლობითი თანხმობის შედეგი.

დუმილი არ არის თანხმობის ნიშანი!

  1. სექსუალურ ძალადობაზე ცრუ ბრალდებები არის ძალიან, ძალიან, ძალიან იშვიათი. უფრო მეტიც, სექსუალური ძალადობა რჩება ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ ფორმად იმიტომ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, ქალებს, მსხვერპლებს, ძალიან უჭირთ ამაზე საუბარი და გამოვლენის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. უფრო მეტიც რომ ვთქვათ, თუ ჩვენ გავყვებით ამ ლოგიკას, რომ შესაძლოა ცრუ ბრალდებები წაუყენონ მსხვერპლებმა პოტენციურ დამნაშავეებს, მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, თეორიულად, დღესაც არის ეს შესაძლებელი. მაგალითად, გაუპატიურების ერთ-ერთი ხერხი არის ძალადობის გამოყენების მუქარა: მაგალითად, თუ დამნაშავე დაემუქრა მსხვერპლს მოკვლით და შემდგომში მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. მოქმედი კანონმდებლობით, ეს გაუპატიურებად ითვლება, ისჯება. ეს მუქარა ხშირად არის ზეპირსიტყვიერი, ის არანაირ კვალს არ ტოვებს. მაშინ გამოდის, რომ, ამ ლოგიკით, დღევანდელი კანონმდებლობის პირობებშიც არსებობს თეორიულად იმის ალბათობა, რომ ასეთი ცრუ ბრალდებები წაუყენოს მსხვერპლმა პოტენციურ დამნაშავეს. ამიტომაც, თანხმობის არარსებობის ცნების შემოტანა, ბუნებრივია, არ გაზრდის შესაძლო ცრუ ბრალდების რისკებს.

სექსუალურ ძალადობაზე ცრუ ბრალდებები არის ძალიან, ძალიან, ძალიან იშვიათი. თანხმობის არარსებობის ცნების შემოტანა, ბუნებრივია, არ გაზრდის შესაძლო ცრუ ბრალდების რისკებს. 

  1. ხშირად მსხვერპლი ვერ მიმართავს ქმედების ჩადენისთანავე შესაბამის ორგანოებს დასახმარებლად და ეს აიხსნება სხვადასხვა გარემოებით. მათ შორის, იმის გამო, რომ ისინი ზოგჯერ საკუთარ თავს იდანაშაულებენ. შესაძლებელია, აქვთ იმის შიში, რომ ამ პროცესში ისინი წნეხსა და რაიმე ზემოქმედებას დაექვემდებარებიან. ან უბრალოდ აქვთ შიში მოძალადეთა მიმართ. ამიტომაც, არის არაერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ მიმართავს მსხვერპლი დასახმარებლად შესაბამის ორგანოებს. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაგვიანებით მიმართვა არის უპირობოდ იმის ნიშანი, რომ მსხვერპლი იტყუება ან ცრუ ინფორმაციას აწვდის სამართალდამცავ ორგანოებს.

არის არაერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ მიმართავს მსხვერპლი დასახმარებლად შესაბამის ორგანოებს.

  1. იქედან გამომდინარე, რომ გაუპატიურება არ არის აუცილებელი, რომ იყოს ჩადენილი მოძალადის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების და მსხვერპლის მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის პირობებში, შესაძლებელია, რომ ადამიანზე არ დარჩეს ფიზიკური დაზიანების კვალი. ამ შემთხვევაში სხვა შესაძლო მტკიცებულებებით უნდა მოხდეს ფაქტის დადასტურება. ეს შეიძლება იყოს ბიოლოგიური ექსპერტიზა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ასევე, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში აუდიო ჩანაწერიც კი არსებობდა იმისა, თუ მსხვერპლი როგორ ეხვეწებოდა, ხმამაღალი ინტონაციით მოძალადეს და როგორ ეუბნებოდა უარს სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაზე. ფიზიკურ წინააღმდეგობას მსხვერპლების დაახლოებით 30% სწევს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში იყოს მსხვერპლის საპასუხო ქცევითი რეაქციების ლოგიკასთან.

ფიზიკურ წინააღმდეგობას მსხვერპლების დაახლოებით 30% სწევს. კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა იყოს მსხვერპლის საპასუხო ქცევითი რეაქციების ლოგიკასთან.

ვიდეოგრაფი: ტბელ აბუსერიძე

მონტაჟი: ანი ჯაფარიძე

სცენარისტი: ვერო მელუა

♦ გადაღებისთვის სტუდია დაგვითმო Enigma Media-მ.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ