ჩემი პასუხი — იდა ბახტურიძე (ვიდეო) | შენი სილამაზე

ჩემი პასუხი — იდა ბახტურიძე (ვიდეო)

admin
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

  1. ფემიციდიც ადამიანის მკვლელობაა და მას სხვა მკვლელობებისგან განცალკევებით არ უნდა განვიხილავდეთ.

ფემიციდს სხვა მკვლელობებისგან განასხვავებს ერთი მთავარი რამ, რომ მას, როგორც წესი, თან ერთვის ან წინ უსწრებს სხვადასხვა დანაშაულებების – ძალადობის – გრძელი ჯაჭვი. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ფემიციდზე, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვსაუბრობთ ბევრ დანაშაულზე ერთად. მოსამართლე თუ სამართალდამცავი სტრუქტურები ამას უნდა იძიებდნენ, ამ კუთხით უნდა განიხილავდნენ ამ დანაშაულს და მკვლელობას და არა სხვა დანაშაულისა და მკვლელობების მსგავსად.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

  1. საქართველოში ფემიციდის მხრივ მდგომარეობა არ დამძიმებულა, უბრალოდ ახლა უფრო ხშირად შუქდება.

ეს გარკვეულწილად არის სიმართლე, მაგრამ ბოლომდეც ვერ შევადარებთ, დავუშვათ, 20 წლის წინ რა ხდებოდა. ერთი იმიტომ, რომ საერთოდ არ ინტერესდებოდა მედია – ადამიანის უფლებების და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ფაქტობრივად არაფერი შუქდებოდა, არ გვქონდა სტატისტიკა. მაგრამ ბოლო 10 წლის დინამიკას თუ დავაკვირდებით, აქ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მდგომარეობა არ უმჯობესდება – ფემიციდის სტატისტიკა გვაქვს იგივე ან მზარდი, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემურად პროგრესი არ გვაქვს.

  1. კანონი ფემიციდის წინააღმდეგ მკაცრია, სხვას მეტს ვერაფერს გავაკეთებთ.

დღეს კანონი არის ნამდვილად მკაცრი და ფემიციდი 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება, რადგან ფემიციდს ახლავს გენდერული მოტივი და გენდერული მოტივი დღეს, დღევანდელი კანონმდებლობით ითვლება დამამძიმებელ გარემოებად. მაგრამ ცხადია, ეს არ არის საკმარისი იმიტომ, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ შედეგებს კი არა მათ გამომწვევ მიზეზებს ვებრძოლოთ, მნიშვნელოვანია პრევენციული პოლიტიკა, რაც ძალიან სუსტია დღეს საქართველოში.

  1. მედიას არ აქვს გავლენა ქალების მკვლელობების პრევენციაზე.

მედიას ძალიან დიდი გავლენა აქვს პრევენციაზე და მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს არის ეთიკური გაშუქება – ხშირად პირიქით, [მედია] შეიძლება ხელსაც უწყობდეს სტერეოტიპების და დანაშაულის განმეორების პრობლემას.

  1. ფემიციდი ზოგიერთი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის კულტურის ნაწილია და საქართველოში სწორედ ისინი კლავენ ქალებს.

READ  ვაგინალური გამონადენი — როდის და რატომ იცვლება ის?

ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი და მავნებლობა, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად გვესმის. ამ დანაშაულს, ფემიციდს, ეთნიკურობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მას აქვს გენდერულ სტერეოტიპებთან და პატრიარქალურ კულტურასთან კავშირი და თუკი მაგალითები გვჭირდება, სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს: ეთნიკურად ქართველები არიან უმრავლესობაში ფემიციდის ჩამდენებს შორის, თუმცა ესეც არ ნიშნავს იმას, რომ ეთნიკურობაა აქ მნიშვნელოვანი. პროპორციულად უბრალოდ მეტი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.

ვიდეოგრაფი: ტბელ აბუსერიძე

მონტაჟი: ანი ჯაფარიძე

სცენარისტი: ვერო მელუა

♦ გადაღებისთვის სტუდია დაგვითმო Enigma Media-მ.

წყარო

 

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
ჩემი პასუხი — იდა ბახტურიძე (ვიდეო) [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.