ჩემი პასუხი — ანნა არგანაშვილი (ვიდეო) | შენი სილამაზე

ჩემი პასუხი — ანნა არგანაშვილი (ვიდეო)

admin
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

  1. პირველ რიგში, თავად ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა უნდა იცოდეს, რომ მას აქვს უფლება, არ სურდეს პოლიციაში განცხადების გაკეთება და ჩვენ, ყველა, მხარს დავუჭერთ და დაველოდებით იმ დროს, როდესაც ის შეძლებს, იპოვის ძალას, რომ პოლიციაში გააკეთოს განცხადება. მაგრამ, სანამ ეს მოხდება, დავიცავთ მის უსაფრთხოებას.

მსხვერპლს აქვს უფლება, არ სურდეს პოლიციაში განცხადების გაკეთება.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

  1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს სერვისები. მათ შორის, თავშესაფარი, უფასო ადვოკატი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი ისე, რომ არ არის აუცილებელი სამართალდამცავებს მიმართოს. აგრეთვე გვყავს სახალხო დამცველი, რომელიც ყოველთვის უნდა ჩაერთოს და ერთვება, თუ სახელმწიფო არ აძლევს (მსხვერპლს სერვისებს) თუნდაც პოლიციაში მიმართვის გარეშე. და ყოველთვის არის არასამთავრობო სექტორი, რომელიც ასევე ერთვება, თუ სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. და რა თქმა უნდა მსხვერპლის ახლობლები. ანუ, მსხვერპლის მეგობრები, ახლობლები, მხარდამჭერი წრე არის გადამწყვეტი, რომ ეს რესურსები მსხვერპლმა მაქსიმალურად გამოიყენოს.

მსხვერპლს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს სერვისები: თავშესაფარი, უფასო ადვოკატი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი.

  1. ჩვენ არასდროს არ ვიცით რა მოხდება ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მაგრამ მეტად ვიცით, რა მოხდება, თუ თავს არ დავიცავთ. ანუ, ძალადობა არ შეწყდება მოთმენით. ძალადობა მძიმდება, ღრმავდება და უფრო და უფრო ართულებს ცხოვრებას. ანუ ეს ნამდვილად მოხდება, თუ დახმარებას არ მოვითხოვთ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ რა მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ მსხვერპლი რამდენად გაძლიერდება მანამდე, დამოუკიდებელი გახდება, შეძლებს მხარდამჭერებისთვის მიმართვას, მობილიზებას…

ძალადობა არ შეწყდება მოთმენით. ძალადობა მძიმდება, ღრმავდება და უფრო და უფრო ართულებს ცხოვრებას. 

  1. ბავშვებს არ სჭირდებათ ძალადობა და მშობელი, რომელიც არის მოძალადე, ის ვეღარ მშობლობს. მშობლობა გამორიცხავს ბავშვისთვის ძალადობის ჩვენებას და ბავშვისთვის ძვირფას ადამიანზე ძალადობას. ამ წუთში შეტყობინებაზე უარი ნიშნავს ბავშვის დატოვებას ძალადობაში.

მშობელი, რომელიც არის მოძალადე, ვეღარ მშობლობს. შეტყობინებაზე უარი ნიშნავს ბავშვის დატოვებას ძალადობაში.

  1. ძალადობა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გამართლდეს არც დასჯით, არც აღზრდით, არც დახმარების სურვილით. შესაბამისად, თუ დასჯაში ძალადობას ვგულისხმობთ, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ეს იყოს დაშვებული იმიტომ, რომ ეს არის ყველაფერი უარყოფითი, რაც შეიძლება გავაკეთოთ.

READ  5 მითი პირველი სქესობრივი კონტაქტის შესახებ

ძალადობა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გამართლდეს. თუ დასჯაში ძალადობას ვგულისხმობთ, შეუძლებელია, რომ ეს დაშვებული იყოს.

► თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან იცით ასეთი ფაქტის შესახებ, მიმართეთ:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;

  • საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს — 112

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

ვიდეოგრაფი: ტბელ აბუსერიძე

მონტაჟი: ანი ჯაფარიძე

სცენარისტი: ვერო მელუა

♦ გადაღებისთვის სტუდია დაგვითმო Enigma Media-მ.

წყარო

 

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
ჩემი პასუხი — ანნა არგანაშვილი (ვიდეო) [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.