სამშაბათი, ივნისი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიულამაზესი ხელნაკეთი აქსესუარები - გაგაცნობთ ქართველი დიზაინერის შთამბეჭდავ ნაწარმს ✨️Teissa accessories თეისსა...

ულამაზესი ხელნაკეთი აქსესუარები – გაგაცნობთ ქართველი დიზაინერის შთამბეჭდავ ნაწარმს ✨️Teissa accessories თეისსა ✨️

 ხელნაკეთი აქსესუარები თუ თქვენი ინტერესის სფეროა, გაგაცნობთ დიზაინერს, დეკორატორ-გამფორმებელ თეონა ბედოშვილს, რომელიც საკუთარი ხელით ულამაზეს ნივთებს ქმნის – Teissa accessories თეისსა 

| ხელნაკეთი აქსესუარები შენი სილამაზე

მათ შორის არის:

მოზაიკური ჩანთები – პლასტმასისა და შუშის თვლებით, გულსაბნევები, თმის სამაგრი-ბაფთები, საყურეები, სამაჯურები და ა.შ.

| ხელნაკეთი აქსესუარები შენი სილამაზე

თეონას მოსწავლეებიც ჰყავს, ონლაინკურსების მეშვეობით ყველა მსურველს აქსესუარების შექმნას ასწავლის, როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ.

| ხელნაკეთი აქსესუარები შენი სილამაზე | ხელნაკეთი აქსესუარები შენი სილამაზე

როგორც თავად ამბობს, რამდენიმე პროფესიის შესწავლის შემდეგ არ აკმაყოფილებდა არც ერთი საქმიანობა:

“სულ ძიების ფაზაში ვიყავი, ამ პროცესში აღმოვაჩინე ნინო ნადირაშვილის მოდის სახლი, სადაც ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება ავითვისე და მას მერე ჩემს პროფესიად ვაქციე. საერთოდ, ხელსაქმისადმი მიდრეკილება ბავშვობიდან მქონდა, დედა კარგად ქსოვდა. მისი ნამუშევრები მომწონდა და სულ ვაკვირდებოდი. თავდაპირველად ჩემი პირველი ნამუშევრები მოზაიკურ თემაზე იყო აწყობილი და ასე ვაკეთებდი სამაჯურებს, საყურეებს, ყელსაბამს და სხვადასხვა აქსესუარს.

| ხელნაკეთი აქსესუარები შენი სილამაზე

მას შემდეგ, რაც მოდის სახლში მოვხვდი, სადაც დღემდე ვმუშაობ და მთავარი დეკორატორ-გამფორმებელი ვარ, ჩემი ნამუშევრები უფრო მრავალფეროვანი გახდა და გულსაბნევები, ყელსაბამები და სხვა ნივთები შეემატა.| ხელნაკეთი აქსესუარები შენი სილამაზე | ხელნაკეთი აქსესუარები შენი სილამაზე

ჩემთვის ეს პროცესი ხელოვნების დონეზეა აყვანილი, თითოეული მცირე თუ დიდი ზომის ნამუშევარი ჩემი სულის ნაწილია და ეს საქმე ძალიან მიყვარს.”

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ცნობილი ადამიანების საინტერესო ფრაზები ასაკის შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები