ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი5 ლუქი, რომელიც შვებულების დროს აუცილებლად უნდა წაიღო

5 ლუქი, რომელიც შვებულების დროს აუცილებლად უნდა წაიღო

ზაფხული შვებულების, მოგზაურობის, განტვირთვის და დასვენების სეზონია. 5 ლუქი რომელიც შვებულებაში უნდა წაიღოთ 

შვებულების დროს სადაც უნდა მიდიოდეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წასაღები სამოსის სწორად შერჩევაა. მით უფრო, თუ მოდას მისდევთ და თქვენთვის სტილი მნიშვნელოვანია, აუცილებლად ყურადღებით უნდა შეარჩიოთ სამოსი, რომელსაც ამა თუ იმ ადგილას წასვლის დროს თან წაიღებთ.

გთავაზობთ 5 სტილის კაბას, რომელიც შვებულების დროს თან უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ იყოთ მოდურები და თავი კომფორტულად იგრძნოთ.

1. თეთრი, მუხლამდე სიგრძის კაბა – ეს კაბა ზაფხულს ძალიან უხდება. ის არის კლასიკური და ქალური სილუეტის სამოსი. შეგიძლიათ რაიმე დეტალი შეუსაბამოთ, მაგალითად, ყელსაბამი. გვერწმუნეთ, თქვენი ვიზუალი საოცრად მომხიბვლელი იქნება. 5 ლუქი, რომელიც შვებულების დროს აუცილებლად უნდა წაიღო | შენი სილამაზე

2.ზოლებიანი კომფორტული კაბა-მაისური – ყოველდღიური სტილისთვის ის იდეალური და ძალიან მოსახერხებელი სამოსია. შეგიძლიათ ჩაიცვათ კედებთან და ჯინსის ქურთუკთან ერთად.

3.შედარებით სქელი ქსოვილის კაბა – ღრუბლიან ამინდში თუ ზღვის სანაპიროზე გასვლას გადაწყვეტთ, ის შეგიძლიათ საცურაო კოსტიუმზე ჩაიცვათ. ასევე იდეალურია სანაპიროს წვეულებისთვის გრილ ამინდში.

4.გრძელი კაბა ყვავილების პრინტით – ასეთი სტილის კაბები ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. გარდა ამისა, ის ვიზუალს უფრო რომანტიკულს ხდის.

5. კლასიკური სტილის კაბა, შავ-თეთრ ფერებში – ასეთი კომბინაციის  კაბები 2024 წლის ზაფხულის მთავარი ტენდენციაა. ის მართალია კლასიკურია, მაგრამ ამავდროულად არის კომფორტული და მხოლოდ წვეულებისთვის არ არის განკუთვნილი. შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში გეცვათ, ხოლო თუ ამ კაბით წვეულებაზე წასვლას გადაწყვეტთ, მას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა შეუსაბამოთ.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  განთავისუფლდით საჯდომის ნერვის ტკივილისგან: სულ 2 სავარჯიშოა ამისთვის საჭირო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები