8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

0
83
#image_title

ყველაზე გავრცელებული 8 მითი, თავის მოვლის შესახებ. რომელი ც აქამდე სიმართლე გეგონათ

8 მითი თავის მოვლის შესახებ:

მითი #1: ყოველდღიური მაკიაჟი კანს აზიანებს

8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

სინამდვილეში მაკიაჟის მაგივრად, მისი მოშორების დაზარებაა მთავარი პრობლემა. ღამე კანს სუნთქვის საშუალება უნდა მისცეთ, რათა გაჯანსაღდეს და საჭირო ზეთები გამოყოს. დღის განმავლობაში მაკიაჟი კანს მზისგანაც კი იცავს, თუმცა ღამე თქვენს კანს საკუთარ თავზე ზრუნვის უფლება უნდა მისცეთ.

მითი #2: დამატენიანებელი მაზები არ იცავენ კანს ნაოჭებისგან

8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

სინამდვილეში, თანამედროვე დამატენიანებელი კრემების უმრავლესობა ნაოჭების წარმოქმნის პროცესს მნიშვნელოვნად ანელებს. ამისათვის უნდა გამოიყენოთ ისეთი მაზები, რომლებიც მზის უარყოფითი სხივებისგან დამცავ ვიტამინებს შეიცავს.

მითი #3: კრემი აუცილებლად დაბლიდან მაღლა უნდა წავისვათ

8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ კრემის დაბლიდან მაღლა წასმა კანზე უფრო დადებით ეფექტს ახდენს. სინამდვილეში კრემის წასმის ტექნიკას რეალური ეფექტი არ გააჩნია და სავარაუდოდ, წრიული მოძრაობით წასმა ყველაზე მარტივი და სწორი მიმართულებაა.

მითი #4: ბევრი წყლის დალევა ნაოჭების გაჩენას აფერხებს

8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

მითი იმის შესახებ, რომ წყლის რეგულარული დალევა ნაოჭების წარმოქმნასა და კანის დაბერების პროცესს ხელს უშლის, გამართლებული არ არის. კანის ზედაპირზე მდებარე უჯრედები უკვე მკვდარია, ამიტომ ისინი შიგნიდან წყალს აღარ იწოვენ.

მითი #5: მზეზე გათბობა კანის გამონაყარს აქრობს

8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

სინამდვილეში მზე კანს აშრობს და ამით უფრო მეტი ზეთის გამოყოფას უწყობს ხელს ზედაპირზე. ეს ზეთი უფრო მეტად ბლოკავს კანის უჯრედების სუნთქვის ფუნქციას და შესაბამისად, გამონაყარიც უფრო ადვილად მრავლდება.

მითი #6: თანაბარი რუჯი კანის სიჯანსაღის მანიშნებელია

8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

გარუჯვა კანის დამცავი რეაქციაა, რომლითაც ორგანიზმი დაზიანებისგან იცავს თავს. თანაბარი და კარგი რუჯი იმის მანიშნებელია, რომ თქვენი კანი დაზიანებულია და თავის დაცვას ცდილობს.

მითი #7: თუ თმას ხშირად შეიჭრით, უფრო მალე გაიზრდება

8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

თმა ერთი და იგივე სისწრაფით იზრდება მიუხედავად იმისა, რა სიხშირით შეიჭრით მას. საშუალოდ თვეში 1 სანტიმენტრით გაზრდა თმის შეუცვლელი ასპექტია.

მითი #8: ფრჩხილის ლაქი ფრჩხილებს ვნებს, რადგან მათ სუნთქვის საშუალებას არ აძლევს

8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

ფრჩხილები მკვდარი უჯრედებისგან შედგება. მათ რომ სუნთქვა შეეძლოთ, ლაქი საერთოდ არ გაჩერდებოდა ფრჩხილის ზედაპირზე.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ