ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუმნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ჟურნალისტი – ელენე გოგბერაშვილი

სტუმარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე

  • კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან;

  • რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად?

  • რა ღირს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში;

  • რას შეცვლის აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სექტორში;

– თქვენ წარმოადგენთ საერთაშორისო მაკრედიტებელ ორგანიზაციას – აკრედიტაცია კანადას. ამ ორგანიზაციას აქვს ამ სტანდარტების დანერგვის საკმაოდ დიდი გამოცდილება.

უკვე თანამშრომლობს თუ არა ეს ორგანიზაცია სამედიცინო დაწესებულებებთან. რა გზის გავლა უწევთ ამ პროცესისთვის? რამდენად რთული პროცესია როგორც დროის, ასევე ფინანსების გათვალისწინებით და რა ვადებში შეძლებენ კლინკები ამ სტანდარტების დანერგვას.

– მადლობა გიხდით მოწვევისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაციის პროცესი დაიწყო ქვეყანაში.

არის 6 სააკრედიტაციო ორგანიზაცია ოფიცალურად რეგისტრირებული და აღიარებული ჯადაცვის სამინისტროს მიერ. აკრედიტაცია კანადა სიაში არის პირველი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, როგორც ერთ-ერთ საერთაშორისო მაკრედიტირებელ ორგანიზაციას.

რაც შეეხება პროცესს, აკრედიტაცია კანადა ბევრ ქვეყანაშია. საქართველო არის 39-ე ქვეყანა. დაახლოებით 15 ათასამდე სამედიცინო დაწესებულება არის აკრედიტირებული აკრედიტაცია კანადის მიერ.

აკრედიტაცია კანადა პროცესს უყურებს როგორც, უფრო მორგებულ ადგილობრივ ბაზარზე, – თუ რა ხდება. ჩვენ ვუყურებთ პროცესს ისე, რაც არის რეალობა, – ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსები.

ამის შედეგად ჩვენი სდანდარტები მორგებულია ქვეყანას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ფაზისური სტანდარტები, რომელიც არის ზოგიერთ ქვეყანაში და არის სტანდარტები, რომელიც მორგებულია ადგილობრივ ბაზარს.

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?

საქართველოში ჩამოყალიბდა ისეთი მოდელი, რომელიც დაეხმარება ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს, ეს პროცესი გაირონ რაც შეიძლება ნაკლები სირთულეების გარეშე.

რა თქმა უნდა, სირთულეები იქნება. ჩვენ გადავხედეთ, რა მოდელი არსებობს მთელს მსოფლიოში, სად რა მოდელია და ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მოდელი, რომელიც ყველაზე მისაღებია ქართველი ბაზრისათვის.

საქართველოში ჩამოყალიბდა აკრედიტაცია კანადას ოფიციალური წარმომადგენლობა. ეს არ არის მეორადი ორგანიზაცია, ბიზნესგაყიდვების ან მარკეტინგის კუთხით. საქართველოში არის სრულყოფილი ოფისი. მე გახლავართ აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოყალიბდა აკრედიტაცია კანადას მრჩეველთა გუნდი. 12 ადამიანს უკვე უტარდება ტრენინგი. კანადელები გაუწევენ მათ დახმარებას.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა 90 პროცენტზე მეტი არ საუბრობს ინგლისურად. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საავადმყოფოების წარმომადგენლებთან იმ ენაზე, რომელზეც ისინი საუბრობენ. ინგლისური ენის არცოდნა იყო პირველი ბარიერი, მეორე არის ის, რომ აკრედიტაციის სტანადრატები არასოდეს ყოფილა ქვეყანაში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დისტანციურად ეს პროცესი არ იმუშავებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში გახსნილიყო ოფისი და დაგვენისნა მრჩევლები. ის 12 ადამიანი, რომელთა გადამზადებაც ხდება, ვერ მიიღებენ მონაწილეობას ქართული საავადმყოფოების შეფასებაში. მათ შეუძლიათ, საავადმყოფოები შეაფასონ სხვა ქვეყნებში.

ეს არის ინტერესეთა კონფილიქტის მაქსიმალურად შემცირება, მაგრამ ქართველი მრჩევლები დაეხმარებიან საავადმყოფოებს, არა როგორც კონსულტანტები, არამედ როგორც მრჩევლები, რჩევებს მისცემენ იმ მიმართულებით, რომ საავადმყოფოები სწორი გზით წავიდნენ, საავადმყოფოებმა ფოკუსირება მოახდინონ მთლიანად იმ სტანდარტებზე, რაც არის გაწერილი აკრედიტაცია კანადაში…

– რა ტიპის სდანდარტებზეა საუბარი? რიგითი პაციენტისთვის რა შეიცვლება და მისთვის რამდენად ხელშესახები იქნება ეს ცვლილებები?

– პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, საქართველოში ყოფილიყო ხარისხიანი ჯანდაცვა. საყოველთაო ჯანდაცვა არის რაოდენობრივი ჯანდაცვა. ახლა გადავდივართ ხარისხიან ჯანდაცვაზე.

ხარისხიანი ჯანდაცვის პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის უსაფთხოებაზე.

დაახლოებით ერთ თვეში ჩავატარებთ კვლევას, რათა დადგინდეს, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში. დაახლოებით წელიწადნახევარში ჩავატარებთ მეორე კვლევას და შევადარებთ, თუ რა შეიცვალა პაციენტებისთვის.

აკრედიტაციის პროცესი პირველ რიგში არის პაციენტის მხარეს. პაციენტი არის უფრო უსაფრთხოდ, უფრო დაცული და უფრო კომფორტული სამედიცინო დაწესებულებებში.

ეს აჩვენა თითქმის ყველა ქვეყანამ, სადაც აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ეს არ ხდება ერთ დღეში, ეს განხორციელდება ეტაპობრივად. შედეგს დავინახავთ ერთ წელში, წელიწადნახევარში, როდესაც საავადმყოფოები დაიწყებენ ამ პოცესების დანერგვას. ამას ჭირდება დრო.

ჩვენი გუნდი ისე ჩამოვაყალიბეთ საქართველოში და აკრედიტაციის პროცესი ისეა აწყობილი, რომ ის საავადმოფოები, რომლებიც უკვე ჩართულები არიან პროცესში, შემფასებლები საქართველოში ჩამოვლენ 2024 წლის სექტემბერში.

– რა კრიტერიუმები უნდა შეაფასოს შემფასებელმა კომისიამ?

– ჩვენ არ ვუყურებთ კლინიკურ ინდიკატორებს. ამას უნდა უყურებდნენ სამედიცინო ასოციაციები. ასევე არ ვუყურებთ ინფრასტრუქტურას, მაგალითად, ჩვენ არ ვითხოვთ, საავადმყოფოებმა დაანგრიონ კედლები ან ააშენონ რაიმე ახალი.

ჩვენთვის მთავარია, პროცესი იყოს დალაგებული. ასევე არ ვუყურებთ, საქართველოს კანონმდებლობის კუთხით რაც უკვე არის განსაზღვრული. თუ კანონმდებლობა და რეგულაცია არსებობს, იმის იქით ჩვენ არ მივდივართ. პრაქტიკულად, საქართველოს კანონმდებლობა ჩვენი სტანდარტებისათვის არის ჩამკეტი.

ჩვენ სტანდარტებზე როცა ვსაუბრობთ, იქ პირველი წერია, – ადგილობრივი კანონმდებლობა ფარავს ამას?! – თუ ფარავს, იმის იქით აღარ მივდივართ.

-მაგრამ ეს არ გამორიცხაცს, სამომავლოდ გარკვეული ცვლილებები შევიდეს ადგილობრივ კანონმდებლობაში და გაითვალისწინონ ის სტანდარტი, რაც მიღებულია საერთაშორისო დონეზე. ამ შემთხვევაში ხომ არ იქნება გარკვეული წინააღმდეგობა?

– პირიქით. ჩვენ გვქონდა შეხვედრა აკრედიტაცია კანადას აღმასრულებელ დირექტორთან, ასევე შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან, ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. საკითხების უმრავლესობა, თითქმის იხურება საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა რეგულაციებით, მაგრამ არის მოსაგვარებელი საკითხებიც.

ზოგი კანონმდებლობა არის უცნაური და დაძველებული, რომელსაც სჭირდება ცვლილება, ნაწილი კი საერთოდ ამოვარდნილია და ჩვენ არ გვაქვს არანაირი რეგულაცია ამ კუთხით.

ჯანდაცვის სამინისტროს მივცემთ რეკომენდაციას. ჯანდაცვის სამინისტროსგან იყო მზაობა, რომ ჩვენ ვურჩიოთ, რა სტანდარტებია ოდნავ შესაცვლელი, რათა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი.

რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ერთ წელიწადში, მაგრამ ჩვენგან და ჯანდაცვის სამინისტროსგანაც არის მზაობა, რომ ეს პროცესი არ გაჩერდეს. პირიქით, ეს პროცესი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რათა გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა.

ჩვენ ვსაუბრობთ სტანდარტებზე, რათა ეს იყოს ყველასთვის მისაღები და გავაუმჯობესოთ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აკრედიტაცია კანადა უყურებს პროცესს…

– კლინიკაში პაციენტის დაყოვნების დრო რამდენია? ადამიანური რესურსი, – ექთნების, სანიტრების, საწოლების მიხედვით როგორ არის გადანაწილებული? თქვენი ორგანიზაცია რა ტიპის საკითხებს უყურებს?

– ჩვენი ორგანიზაცია პროცესებს უყურებს გლობალურად. ვაღიაროთ, რომ საქართველოში გვაქვს გამოწვევები. კანადაში რაც არსებობს, საქართველოში რომ გადმოვიტანოთ, – არ იმუშავებს.

ჩვენ ვუყურებთ, რა შეიძლება გაკეთდეს არსებული რესურსებით, რა არის უსაფრთხო პაციენტისათვის.

კარგი იქნება, მაგალითად, თითო საწოლზე იყოს ენ რაოდენობის ექთანი, მაგრამ როდესაც არ გყავს ექთანი, მაშინ როგორ იქცევი? შენ გაქვს ლამაზი სტანდარტი, მაგრამ იმ სტანდარტის მიხედვით, ვერ აკმაყოფილებ, რადგან ფიზიკურად არ გაქვს შესაბამისი ადამიანური რესურსი.

კანადა აკრედიტაცია ამბობს, – გვაჩვენე გამოსავალი, – მინიმალური რესურსებით როგორ იქნება პაციენტი უსაფრთხოდ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა გქონდეთ ლამაზი პროცედურები. კი, შენ გაქვს ფინანსური ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის პრობლემა, ადამიანური რესურსის პრობლემა, – მესმის, მაგრამ დაგვანახე, როგორ ახერხებ ამ დროს პაციენტის უსაფრთხოებას.

შეიძლება, საავადმყოფოს, რომელსაც ეს ნაკლოვანებები აქვს, თქვას, რომ ჭირდება ერთი საათი, ან ჭირდება ორი საათი. აკრედიტაცია კანადა აღიარებს ამას, პაციენტი თუ არის უსაფრთხოდ ამ ორი საათის განმავლობაში, ჩვენ ვამბობთ თანხმობას იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია პროცესი და არა ქაღალდომანია, სტანდარტების ამობეჭდვა და თაროებზე შემოდება, რომელაც არავინ იყენებს და არანაირ შედეგს არ აძლევს პაციენტს.

პაციენტისთვის მთავარია, ის იყოს აბსოლუტურად დაცული. აკრედიტაცია კანადას გავლის შემდეგ, პაციენტს ეცოდინება, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც არის ჩვენი ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული, ის არის ისეთივე უსაფრთხოდ, როგორც დუბაის საავადმყოფოში, როგორც ქუვეითის საავადმყოფოში, როგორც ბრიუსელში საავადმყოფოში და სხვა…

– კლინიკაში პაციენტის დაყოვნების დრო რამდენია? ადამიანური რესურსი, – ექთნების, სანიტრების, საწოლების მიხედვით როგორ არის გადანაწილებული? თქვენი ორგანიზაცია რა ტიპის საკითებს უყურებს?

– ჩვენი ორგანიზაცია პროცესებს უყურებს გლობალურად. ვაღიაროთ, რომ საქართველოში გვაქვს გამოწვევები. კანადაში რაც არსებობს, საქართველოში რომ გადმოვიტანოთ, – არ იმუშავებს.

ჩვენ ვუყურებთ, რა შეიძლება გაკეთდეს არსებული რესურსებით, რა არის უსაფრთხო პაციენტისათვის.

კარგი იქნება, მაგალითად, თითო საწოლზე იყოს ენ რაოდენობის ექთანი, მაგრამ როდესაც არ გყავს ექთანი, მაშინ როგორ იქცევი? შენ გაქვს ლამაზი სტანდარტი, მაგრამ იმ სტანდარტის მიხედვით, ვერ აკმაყოფილებ, რადგან ფიზიკურად არ გაქვს შესაბამისი ადამიანური რესურსი.

კანადა აკრედიტაცია ამბობს, – გვაჩვენე გამოსავალი, – მინიმალური რესურსებით როგორ იქნება პაციენტი უსაფრთხოდ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა გქონდეთ ლამაზი პროცედურები. კი, შენ გაქვს ფინანსური ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის პრობლემა, ადამიანური რესურსის პრობლემა, – მესმის, მაგრამ დაგვანახე, როგორ ახერხებ ამ დროს პაციენტის უსაფრთხოებას.

შეიძლება, საავადმყოფოს, რომელსაც ეს ნაკლოვანებები აქვს, თქვას, რომ ჭირდება ერთი საათი, ან ჭირდება ორი საათი. აკრედიტაცია კანადა აღიარებს ამას, პაციენტი თუ არის უსაფრთხოდ ამ ორი საათის განმავლობაში, ჩვენ ვამბობთ თანხმობას იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია პროცესი და არა ქაღალდომანია, სტანდარტების ამობეჭდვა და თაროებზე შემოდება, რომელაც არავინ იყენებს და არანაირ შედეგს არ აძლევს პაციენტს.

პაციენტისთვის მთავარია, ის იყოს აბსოლუტურად დაცული. აკრედიტაცია კანადას გავლის შემდეგ, პაციენტს ეცოდინება, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც არის ჩვენი ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული, ის არის ისეთივე უსაფრთხოდ, როგორც დუბაის საავადმყოფოში, როგორც ქუვეითის საავადმყოფოში, როგორც ბრიუსელში საავადმყოფოში და სხვა…

არის ზოგიერთი საავადმყოფო, რომელიც არ მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მაგალითად, კლინიკა ინოვა, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება, მიიღოს მონაწილეობა აკრედიტაცია კანადაში.

ჩვენი ორგანიზაცია უყურებს ხარისხს. ჩვენ არ გვაინტერესებს, რომ ვიყოთ მონოპოლისტები საქართველოში, ვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე. 13-მა ორგანიზაციამ უკვე მოაწერა ხელი ჩვენთან თანამშრომლობას. ესენი არიან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საავადმყოფოები საქართველოში, რომლებმაც გადაწყვიტეს, იმუშაოს ხარისხზე.

გეტყვით რატომაც…

პირველ რიგში ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც აღიარებულია გლობალურად, – ეს არის საერთაშორისო სტანდარტები. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვმუშაობთ სხვადახვა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიასთან.

მაგალითად, როდესაც ტურისტი, ბიზნესმენი ჩამოვა საქართველოში და დაჭირდება სამედიცინო დახმარება, მისი სადაზღვევო კომპანია პირველ რიგში უყურებს აკრედიტებულ საავადმყოფოს, თუ საავადმყოფო არ არის აკრედიტებული, შეიძლება, არც აუნაზღაუროს, მესამე არის სამედიცინო ტურიზმი.

აკრედიტაცია კანადა საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სამედიცინო ტურიზმის სფეროში და ეს აღიარებულია გლობალურად. თქვენ თუ გინდათ სამედიცინო ტურიზმის განვითარება, ესეც არის ერთ-ერთი სდანდარტი და ბოლოს სამედიცინო განათლებაშიც ბევრი ქვეყანა არ აღიარებს სამედიცინო დიპლომებს.

იქ არის ორი კრიტერიუმი. ერთი არის განათლების კუთხით და მეორე, – შენი ბაზები. შენი საავადმყოფო თუ არ არის აღიარებული ცნობილი სააკრედიტაციაო ორგანოების მიერ, შენი სამედიცინო დიპლომი არ იქნება აღიარებული.

სამწუხაროდ, საქართველოში, ერთი მაგალითია, ისრაელიდან წამოსული სტუდენტების დიპლომები არ არის აღიარებული ისრაელში.

გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, ხელი მოვაწერეთ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან, რომელიც ევროპის უნივერსიტეთნ არის აფინირებული. პრაქტიკულად, დღეიდან ევროპის უნივერსიტეტმა, შეიძლება, მიიღოს სტუდენტები ისრაელიდან, ვინაიდან როდესაც აკრედიტაციის პროცესი იწყება, ევროპის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი უკვე არის აღიარებული ისრაელში.

ასეთი პატარა ნიუანსები აჩვენებს, რომ აკრედიტაცია არ არის მარტო საქართველოს მთავრობის სურვილი. მთავრობის გადაწყვეტილება ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა.

პრესტიჟია, რადგანაც შენ გადიხარ საერთაშორისო დონეზე და აჩვენებ პარტნიორებს, რომ ხარ ერთ-ერთი საერთაშორისო დონის საავადმყოფო. ჩემთან არის იგივე პროცესები, იგივე სტანდარტები და რაც მთავარია, პაციენტების უსაფრთხოება, როგორიც არის ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში…

– საქართველოში ძალიან ბევრი კლინიკაა, ყველა კლინიკა არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული.

რამდენად მზად არიან ისინი ამ პროცესის გავლისთვის? მართალია, ადამიანური რესურსია საჭირო, მაგრამ ასევე საჭიროა სერიოზული ფინანსური რესურსი ამ პროცესისათვის. ეს არ არის მარტივი პროცესი.

რამდენად დიდ ხარჯებსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს ეს კლინიკებისგან?

– ყველას აინტერესებს ფასები.

ჩვენ როდესაც ვმუშაობდით კანადელებთან. მივიღეთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება.

როდესაც ჩვენ ფასებს ვქმნიდით ქართული ბაზრისათვის, პირველ რიგში ჩემი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში მთავარი იყო, ფასი ყოფილიყო გამჭვირვალე. ხელშეკრულებას როცა მოაწერ ხელს და შემდეგ კიდევ იქნება სხვა ხარჯები, – სხვა ხარჯები მთლიანად ამოვიღეთ. რაც გაწერილია კონტრაქტში, იქნება მხოლოდ ის ფასები.

მთავარი იყო, ჩვენმა პარტნიორებმა განსაზღვრონ თავიანთი ბიუჯეტი და არ ქონოდათ გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომელიც, ზოგადად, სამწუხაროდ, სხვა სააკრედიტაციო ორგანოებს ახასიათებთ

კანადა ორგანიზაციას აქვს ძალიან მკაფიოდ გაწერილი, – რაც არის კონტრაქტით გათვალისწინებული ხარჯები, იხდი იმას.

– რის მიხედვით დგინდება ფასი?

-წესით, ფასი დგინდება აკრედიტაციის პროცესში, ეს არის ერთი ნაწილი.

ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ კონსულტანტები, ჩვენ ვართ მრჩევლები. ამაში არის ძალიან დიდი განსხვავება. ჩვენ არ დავწევთ სტანდარტებს, სამუშაო აღწერილობას, მაგრამ ვეტყვით საავადმყოფოებს, რა არის ცუდი და რა არის კარგი და რა როგორ გაკეთონ.

ეს აკრძალული გვაქვს სააკრედიტაციო ორგანიზაციისაგან.

საქართველოში რომელიმე სააკრედიტაციო ორგანიზაცია თუ აკეთებს ამას, ეს არის ჩვენი წესების დარღვევა, ეს არის მიუღებელი სააკრედიტაციო ორგანიზაციისათვის.

ჩვენ რას ვაკეთებთ ამ კუთხით?

კანადელ კოლეგებთან გავშალეთ ჩვენ მთელი ფინანსები, – დაახლოებით რა ჯდება საავადმყოფოს აკრედიტაცია. ეს იყო უშუალოდ აკრედიტაციის პროცესი. ამაში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, ეს არის ერთი საკითხი, მეორე არის, მრჩევლების დრო, იქ ითვლება სამუშაო საათობრივი ანაზღაურებით და მესამე, როდესაც მრჩევლები ჩამოდიან ქვეყანაში, დაახლოებით ერთკვირიანი ვიზიტით. ეს ხარჯები საკმაოდ სოლიდური გამოვიდა.

მოლაპარაკების დროს აღინიშნა, ეს რომ არ დავხარჯოთ, პირველ რიგში ავიაბილეთებზე. ეს საერთოდ ამოვიღეთ, რადგანაც საკმაოდ დიდი თანხაა. ასევე ამოვიღეთ უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლა საქართველოში.

ჩემი მოთხოვნა იყო, იმის ნაცვლად, რომ უცხოელი ექსპერტი ჩამოსულიყო საქართველოში, ქართველების ჩართულობა გაგვეზარდა. ქართველები იქნებიან საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტები, რომლებიც ასევე შეძლებენ აკრედიტაციის გაკეთებას სხვა ქვეყნებში.

– მაგრამ შეფასებას ვერ გააკეთებენ?

– შეფასებას გააკეთებენ უცხოელი ექსპერტები, რადგანაც ეს არის ინტერესთა კონფლიქტი.

ჩამოდის უცხოელი ორი სპეციალისტი, ორი დამოუკიდებელი ადამიანი, რომლებიც აეროპორტში გაიცნობენ ერთმანეთს. ინტერესთა კონფლიქტი ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი.

მათი შეფასება შემდეგ მიდის ცალკე კომიტეტთან და ა.შ. შეფასების კუთხით „ჩაწყობა“ არის აბსოლუტურად გამორიცხული.

– ბატონო გიორგი, მსხვილი კლინიკების წარმომადგენლებისგან გვსმენია, რომ მილიონობით ლართან არის დაკავშირებული ეს ხარჯები…

– ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. არანაირ მილიონებთან არ არის დაკავშირებული.

საქართველოს ბაზართან მიმართებაში აკრედიტაცია კანადამ გააკეთა ძალიან დიდი ფასდაკლება. ჩვენ ფასი გავყავით, არასაჭირო თანხები ამოვიღეთ. უცხოელების ჩამოყვანა ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, – ეს ნაწილი ამოვიღეთ.

ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს თანხა დახარჯულიყო ტრენინგებზე და პრაქტიკულად თანხები საქართველოში ძალიან დაბალია. ხმამაღლა ვერ ვასახელებ თანხებს.

ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ არ ვითხოვთ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს. შესაბამისად, აკრედიტაცია კანადა არის ყველაზე ეფექტური ფინანსური კუთხით და ის მოდელი, რომელიც ჩვენ შევქმენით, – ჩვენ გვყავს ქართველი მრჩევლები, რომლებიც საავადმყოფოს ეწვევიან ყოველ კვირას. ჩვენ კი დავეხმარებით და დავაჩქარებთ პროცესს, რათა საავადმყოფოებმა უფრო სწრაფად და ეფექტურად გაიარონ აკრედიტაცია.

ასევე ჩვენ გვაქვს აკრედიტაცია კანადას კანადური ოფისი, თუ რამეში ქართული გუნდი ვერ ვერკვევით და რაიმე სიახლეებია, ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან. ბიზნესმოდელი ისეა აგებული, რომ კანადიდან სამი მრჩეველი ეხმარება ჩვენს 12-კაციან გუნდს და ეს გუნდი მუშაობს 13 ორგანიზაციასთან.

ნორმალურ მოდელში უნდა ყოფილიყო ისე, რომ კანადელები ჩამოსულიყვნენ რეგუალურად და პრაქტიკულად, ჩვენ ისე შევამცირებთ თანხები, რომ საკმაოდ დაბალ ფასზეა საუბარი.

– დღეს რომ დაიწყონ კლინიკებმა ამ პროცესისთვის მზადება, მოსწრებადია თუ არა? რამდენად საკმარისი დრო აქვთ კლინიკებს და როდის უნდა დაიწყონ პროცესი? ისინი მომავალი წლის სექტემბრისთვის უკვე მზად უნდა იყვნენ შეფასებისთვის.

– ყველა კლინიკას ვუთხარი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სააკრედიტაციო ორგანოს აირჩევენ, მთავარია, სწრაფად აირჩიონ. იმიტომ, რომ დრო ძალიან ცოტაა. უფრო ადრე უნდა დაეწყოთ აკრედიტაციის პროცესი.

ჩვენი კუთხით, აკრედიტაცია კანადა არის მსოფლიოში მონოპოლისტი, ძალიან დიდი რაოდენობის საავადმყოფოებია მასთან აკრედიტებული.

ჩვენ საქართველოში ვართ ძალიან ფრთხილები.

ჩვენ ვფიქრობთ, სექტემბრისთვის 25-მდე საავადმყოფო მაინც იქნება აკრედიტებული. ამჟამად 13 სამედიცინო დაწესებულება თანამშროლობს ჩვენთან.

შემდეგ უნდა გადაიხედოს ჩვენი მოდელი, შევძლებთ თუ არა მეტს, იმიტომ, რომ ხარისხს ვერ დავწევთ. არ გვსურს, რომ აკრედიტაციის პროცესი გადაიქცეს ქაღალდი ქაღალდისათვის. ჩვენი სტანდარტი არის საერთაშორისო და ჩვენ ამ სდანდარტს ვერ დავწევთ, ვერ დავაგდებთ.

სექტემბრის თვეში, გვეცოდინება, შევძლებთ თუ არა მეტი საავადმყოფოს აყვანას.

– რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ქართულ ჯანდაცვის სისტემაში?

– ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ხარისხია, – სისტემატიზაცია. აკრედიტაცია სწორედ ამაში ეხმარება. სამედიცინო პერსონალის ხარისხის ამაღლება დიდი გამოწვევაა, აკრადიტაცია ამაში ვერ ჩაერევა. ეს არის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის გაძლიერება.

თუ სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აკრედიტაციის სააგენტოები ჩაერთონ ამ პროცესში, ესეც შესაძლებელია.

აკრედიტაცია კანადას აქვს სპეციალიზებული ცალკე სერტიფიკატი, – ანუ ეს სამედიცინო დაწესებულება არის ძალიან მაღალი და ძლიერი კარტიოლიგიაში, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მას იგივე მაღალი დონე აქვს კარტილოგიაში როგორც დუბაიში, როგორც ქუვეითში ან ბრიუსელში.

საუბარია სამედიცინო მიმართულებების გაძლიერებაზე. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

აუცილებელია ელექტრონული ჯანდაცვის შემოღება. ჯანდაცვის სამინისტრომ და საავადმყოფოებმა უნდა გამოძებნონ გზა, რათა ეს საკითხი მოგვარდეს.

სწორედ ელექტრონული ჯანდაცვის არსებობის ან გაუმართავი სისტემის გამო ზოგ საავადმყოფოში ბევრი გამოწვევაა.

რამდენიმე სპეციალობაა, რომელიც ადრე არსებობდა საქართველოში და ამჟამად აღარ არის, როგორც მაგალითად კლინიკური ფარმაცია, – კლინიკური აფთიაქები საავადმყოფოში. ამჟამად არსებობს მარტო სამედიცინო საწყობები.

ძალიან მნიშვნელოვანია, საავადმყოფოები როდესაც გადაწყვეტენ, ხარისხის აკრედიტაციას თუ შემდეგ ეტაპზე გადასვლა, იგივე აკრედიტაცია კანადას ოქროს სტანდარტი არის ბაზისური. როდესაც უკვე პლატინურზე გადადიხარ, იქ უფრო უნდა იყოს მაღალი, როგორც მაგალითად კლინიკური აფთიაქი.

– რას გულისხმობს კლინიკური აფთიაქი?

– კლინიკური აფთიაქის ერთ-ერთი მნიშვნელობა არის ის, რომ ის არის ბოლო მაკონტროლებელი წამლების გამოწერის შემდეგ. შეიძლება, ექიმს ან ექთანს რაიმე შეეშალოს, მაგრამ კლინიკური ფარმაცევტი, რომელიც არის აფთიაქში, ის კიდევ ერთხელ გადაამოწმებს, რაიმე ხომ არ შეეშალა ექიმს. მედიცინა სწორედ ის არის, რომ შეცდომები შევამციროთ. ადამიანები ვართ და შეცდომების დაშვება ნორმალური პროცესია.

ჩვენ გვჭირდება ელექტრონული ჯანდაცვა, დამატებითი მექანიზმები, რათა შეცდომები დავიდეს მინიმუმამდე. შეცდომას ვერ გავანულებთ, მაგრამ მინიმუმამდე დავიყვანთ. კლინიკური აფთიაქი არის ერთ-ერთი ჩამკეტი, რომელიც პაციენტის უსაფრთხოებას აუმჯობესებს.

სამწუხაროდ, საქართველოში ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს და ეს საკმაოდ რთული პროცესია. უნდა გავზარდოთ ხელახლა კლინიკური ფარმაცევტები. ეს არის მომავლის საკითხი, მაგრამ მე ვფიქრობ, გაუკეთებელი არაფერია.

საბოლოო ჯამში აკრედიტაციის სისტემა დაეხმარება ბაზარს. ჩვენ გვექნება საავადმყოფო, რომელიც იქნება აკრედიტებული აკრედიტაცია კანადას მიერ.

დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება ხარისხის ახალი სტანდარტი საქართველოში და ორ წელიწადში იტყვიან, რომ საავადმყოფოებისთვის ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება აკრედიტაცა კანადას მიერ აკრედიტებული საავადმყოფო.

ეს იქნება ძალიან ძლიერი მარკენტინგულად. ძალიან ბევრი სააავადმყოფო იყენებს ამას და მართებულადაც იყენებენ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რესურსი და ენერგიაა ჩადებული. ისინი ამბობენ, რომ, – დიახ, მე ვარ კარგი! დიახ, მე ვარ ძლიერი! ჩემთან რაღაც რესურსები არის გამოყენებული და შესაძლოა, უფრო ძვირი სერვისებიც იყოს და ეს არის მისაღები იმიტომ, რომ ხარისხი ღირს უფრო ძვირი.

– უზრუნველყოფს თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხარისხიანი სამედიცინო სევრისების მიწოდებას? თქვენ ბრძანეთ, რომ სამედიცინო ცენტრი ინოვა არის საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილე. რამდენიმე კლინიკამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ პროგრამას გამოეთიშოს. შესაძლოა, ეს იყოს კავშირში დაფინანსების ახალი სისტემის შემოღებასთან, რომ ამ დაფინანსების პირობებში კლინიკას არ უღირს ამ პროგრამაში დარჩეს?

ეს რამდენად არის ფაქტორი იმისა, რომ კლინიკების ნაწილი ტოვებს სახელმწიფო პროგრამას, რომ ის არ უზრუნველყოფს ხარისხიან სამედიცინო სერვისის მიწოდებას პაციენტებისათვის?

– ჯანდაცვის პროცესი, მთლიანად სისტემა არის ევოლუციურად იზრდება ყოველთვის. ჯანდაცვის სისტემაში რევოლუციები არ მუშაობს. ევოლიციური განვითარება, როდესაც შენ ძალიან რადიკალურ ცვლილებას ახორციელებ, ძალიან საშიშია.

აკრედიტაციის პროცესი ზუსტად იმაში ეხმარება, რომ ჩვენ ევოლიციურად გავიზარდოთ და მე ვფიქრობ, ბაზრის გადანაწილება იქნება შესაბამისი. ზოგი მითამაშე დატოვებს ბაზარს, გამსხვილება იქნება და ბაზარი უფრო დარეგულირდება.

აკრედიტაციის პროცესი უფრო არის პოზიტიური მიდგომა.

-ფრაგმენტული ხომ არ არის ჯანდაცვის პოლიტიკა? ყველა თანხმდება, რომ აკრედიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პორველადი ჯანდაცვის რეფორმა ჯერ კიდევ განუხორციელებელია, მოთხოვნა პირველად ჯანდაცვაზე არის საკმაოდ დაბალი. აქედან ხომ არ უნდა დაგვეწყო და ხომ არ არის ეს ნაბიჯები ფრაგმენტული?

– სხვათა შორის, არა! ჩვენმა კოლეგებმა კარგად უნდა წაიკითხონ ბრძანება. ვფიქრობ, რომ რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, მას შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის შემდეგ მინისტრის მიერ იანვრის თვეში გამოცემული ბრძანება არის ყველაზე დიდი რეფორმა, რომელიც კეთდება ჯანდაცვის სისტემაში. აკრედიტაციის პროცესი არის უდიდესი რეფორმა.

იქ გაწერილია, რომ სტაციონალებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია. ამბულატორიებმა პირველი ჯანდაცვა შეიძლება გაიარონ აკრედიტაცია, ასევე აისოსერტიფიკაცია, რომელიც უფრო მარტივი და იაფია.

ჩვენი რამდენიმე პარტნიორია ამბულატორიები, რომლებსაც მაინც და მაინც არ აქ აქვთ მოთხოვნა, რომ იყვნენ სტაციონალები, მაგრამ ფიქრობენ, რომ პრესტიჟის სნტანდარტებისა და საერთაშორისო ხარისხის გამო გაირონ. ბათუმში ჩვენი პარტნიორია მედცენტრი, მედცენტრის საავადმყოფოები და ამბულატორიები იღებენ აკრედიტაციას. არ იყო ვალდებულება, რომ მათ გაიარონ აკრედიტაცია, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ბაზრის კუთხით საჭიროა.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის სისტემური მიდგომა არასიტსემურ პროცესთან. ანუ ეს არის ერთი სისტემა, რომელიც დაალაგებს ჰოსპიტალურ ქსელს და ამბულატორიებს, რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში არ გაკეთდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთ წელიწადში მოხდება შეფასება, თუ სად ვართ. შესაძლოა, ბევრმა საავადმყოფომ უარი თქვას. ესეც გვაჩვენებს იმას, თუ როგორ უნდა გამსხვილდეს ან შეიცვალოს ბაზარი.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთ წელიწადში ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიცვალა საქართველოს სამედიცინო ბაზარი ერთ წელიწადში. ძალიან რადიკალური ცვლილებები იქნება. ვფიქრობ, იქნება სწორი და ევოლუციური გზები.

აკრედიტაციისა და სასერტეფიკაციო პროცესი დაგვეხმარება ზუსტად სტანდარტიზაციის დალაგებაში.

აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის განსხვავება არის ის, რომ ის უყურებს მთლიანად ქართულ საკანონმდებლო ბაზარს, რაც არის ჯანდაცვის სფეროში. აკრედიტაციის კონცეფცია ეს არის როგორც, მარტივად ბიზნესის ენაზე ვთქვათ, – აუთსორსი, სახელმწიფო აკეთებს აუთსორს, რომ მესამე დამოუკიდებელმა პირმა ნახოს, ბრძანებები და კანონმდებლობა ხდება თუ არა, ანუ პრაქტიკულად, ჩვენ ვხვდებით სახელმწიფოსათვის ასევე ირიბად არა მაკონტროლებელი, არამედ მრჩეველი და ვეუბნებით, რომ ჩვენთან აკრედიტებულია საავადმყოფოები. ეს საკითხი დავაყენებთ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დროს.

ჩვენთან აკრედიტებული საავადმყოფო წესით და რიგით უნდა იყოს მომავალში, რომ იქ რეგულაციები არ უნდა შევიდეს იმიტომ, რომ ის საავადმყოფოები აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სისტემის ყველა ბრძანებას თუ კანონს. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს საავადმყოფო აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მთავრობამ დააწესა.

ჯანდაცვის სამინისტრო ღიაა ამ დიალოგისათვის.

პრაქტიკულად, საქართველოში ჩვენი მარეგულირებელიც ვერ აკონტროლებს იმიტომ, რომ ძალიან პატარა რესურსია იმისათვის, რათა ყველა საავადმყოფო შემოწმდეს, ესეც იქნება ძალიან კარგი და სწორი ნაბიჯი, ჩვენი მარეგულირებელიც უფრო წერტილოვნად იმუშავებს, ანალიტიკაზე იქნება კოორდინირებული და პრაქტიკულად, ჩვენ ვიქნებით პარტნიორები.

– სახელმწიფო ცდილობს, სახელმწიფო კლინიკების როლი გააძლიეროს. დღეს რასაც ვუყურებთ, სისტემაში ძალიან დიდი წილი მოდის კერძო კლინიკებზე. რამდენად სწორად მიგაჩნიათ სახელმწიფო კლინიკების უფრო წინ წამოწევა? ამ შემთხვევაში კერძო სექტორი ხომ უკეთესად არ მართავს ამ პროცესს… სახელმწიფო ამ შედეგით რა ნაბიჯის გადადგმას ცდილობს, თქვენი გადმოსახედიდან?

– ვფიქრობ, სახელმწიფო რასაც აკეთებს, სახელმწიფოს მფლობელობაში დაახლოებით 15%-ია. ეს არის დრამატულად დიდი ცვლილება.

-მაგრამ სურს, რომ 60%-მდე გაზარდოს…

– ეს სტრატეგია მე არ მინახავს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.

ფაქტია, რომ თუ პროცესი იქნება დალაგებული, ყველა ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ევოლიციური გზით იცვლება, ზოგჯერ მსხვილდება კერძო სექტორი, ზოგჯერ მსხვილდება და ა.შ.

მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება კონსენსუსის შედეგად უნდა იქნას მიღებული, პირველ რიგში და მეორე, ასევე უნდა ვაღიაროთ რეალური სიტუაცია ჩვენს ბაზარზე, ანუ, მე მსურს რაღაცის გაკეთება და თუ რესურსი არ მაქვს, არა მარტო ფინანსური, ადამიანური რესურსიც კი.

აკრედიტაციის სისტემა ეხება ასევე სახელმწიფო საავადმყოფოებს. მაგალითად, ჩვენთან ჯერჯერობით არც ერთი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება, არ მიიღო მონაწილეობა აკრედიტაციის პროცესში. ძირითად მონაწილეობა მიიღეს კლინიკებმა, – მედულა, ჰერა, ენმედიცი, მედიქალ სიტი, ინოვა, ჟვანიას ცენტრალური კლინიკა და ა.შ.

– ანუ ამ ტიპის მოთხოვნები არ ვრცელდება სახელმწიფო კლინეკებზე?

– საქმე იმაშია, რომ ვრცელდება. ეს საკითხი ჩვენ დავაყენეთ. ჩვენ გვაინტერესებს ეს.

წლების წინ მე ვიყავი სახელმწიფო საავადმყოფოების კლინიკური დირექტორი, 20-ზე მეტ საავადმყოფოს ვმართავდი და შესაბამისად, მე მაქვს გამოცდილება, ვიცი, რა მდგომარეობაში არიან სახელმწიფო საავადმყოფოები.

აქ მიდგომაზე უნდა შევთანხმდეთ, თუ რას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ამ საავადმყოფოებს დაჭირდებათ ძალიან დიდი და ძლიერი დახმარება.

მე მინდა ვთქვა, რომ თუ სურვილი არის პოლიტიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსების, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება, ნებისმიერმა საავადმყოფომ გაიაროს აკრედიტაცია.

– თუ არ იქნება ასეთი თანაბარი მიდგომა, მაშინ რა რისკები შეიძლება დადგეს სახელმწიფო კლინიკებში ხარისხთან დაკავშირებით?

– ვერ გაივლიან აკრედიტაციას! ჩვენთან ვერ გაივლიან აკრედიტაციას! აკრედიტაცია კანადა თავის სტანდარტს ვერ დაწევს.

– რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია მოხდა, ახალი საავადმყოფო შენდება. ამ შემთხვევაში აქეთკენ ხომ არ მიდის სახელმწიფო, რომ არსებული ვერ დააკმაყოფილებდა საერთაშორისო მოთხოვნებს? თუ, ზუსტი პასუხი არ აქვს ჯერ სამინისტროს?

– სამინისტროს არ აქვს პასუხი. ჩვენ ვკიხეთ სამინისტროს, თუ რა ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენსა და სახელმწიფო კლინიკებს შორის და პასუხი იყო, რომ საავადმყოფოებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

სხვათა შორის, ჩვენთან შემოსულია განაცხადი, – მაგალითად, ტუბერკულოზის ცენტრიდან, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოდან.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგანან ეს საავადმყოფოები. ის დახმარება, რომელიც ჩვენ უნდა გავუწიოთ ამ საავადმყოფოებს, არის განსხვავებული ტიპის და შესაბამისად ვფიქროთ, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ჩვენი მხრიდან ამის განსახორციელებლად. ეს არ არის მარტივი საკითხი.

ჩვენ განვუცხადეთ სამინისტროს, რომ მზად ვართ, ყველასთვის განისაზღვროს ერთი ფასი, მაგრამ სტანდარტს ჩვენ ვერ დავწევთ. თუ საავადმყოფო არ წამოგვყვა, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ღიად ვართ სახელმწიფო საავადმყოფოებთან თანამშრომლობისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგანაც სახელმწიფო საავადმყოფოა, ჩვენ მას სხვანაირად უნდა შევხედოთ.

– გთხოვენ, რომ სხვანაირად შეხედოთ?

– არა! არც არის ამის მოთხოვნა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ჩვენი სტანდარტი. ჩვენ ვართ ღია, რომ ვითანამშრომლოთ სახელმწიფო დაწესებულებებთან, მაგრამ ჩვენ წინასწარ ვამბობთ, – სტანდარტი არის ყველასთვის ერთი. პროცესები უნდა გადალახოს ყველამ.

აკრედიტაცია კანადას აქვს კიდევ ერთი მომენტი, – ან შენ გაიარე აკრედიტაცია, ან არ გაიარე აკრედიტაცია, ან შენ გაიარე აკრედიტაცია და 3, 6 ან 12 თვეში უნდა გამოასწორო პროცესები.

აკრედიტაცია კანადაში ჩადებულია კიდევ ერთი ფაქტორი, შესაძლოა, საავადმყოფომ ვერ მოასწროს, მაგრამ მაინც ვაძლევთ სერტიფიკატს, მაგრამ მან აღნიშნულ პერიოდში უნდა გამოსწოროს პროცესები.

ჩვენს შემთხვევაში 2025 წლის დედლაინიც არ არის იმიტომ, რომ შესაძლოა, 2025 წელს მიიღონ სერტიფიკატი, მაგრამ ჩვენგან მიცემული დავალებები უნდა შეასრულონ 2025 წლის ბოლომდე. ამიტომაც არის, რომ ჩვენთან უფრო ბევრი საავადმყოფო თანამშრომლობს.

– სამინისტროსთან კიდევ რა საკითხები იყო განხილული. რა მოლოდინი აქვს თავად ჯანდაცვის სამინისტროს ამ პროცესებთან დაკავშირებით და თქვენგან, როგორც რიგითი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციისგან ამ სფეროში, რა მოლოდინი აქვთ თქვენი მხრიდან და რა ტიპის თანამშრომლობაზეა საუბარი სამინისტროსა და ორგანიზაციებს შორის?

– საქართველოში იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით აკრედიტაცია კანადას აღმასრულებელი დირექტორი. ახლა ჩვენ პრაქტიკულად ჩავაბარეთ ანგარიში, – რა გავაკეთეთ, 13-მა დაწესებულებამ უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, უკვე დაიწყეს აკრედიტაციის პროცესი, ასევე ვუთხარით, თუ რა მოდელი ჩამოვაყალიბეთ ქართულ ბაზარზე, ჩვენ გვაქვს ქოლცენტრი, ჩვენ გვყავს ქართული გუნდი, ყველა სტანდარტები, ყველა დოკუმენტაცია, მთელი პროცესი წარიმართება მხოლოდ ქართულ ენაზე.

ჩვენ არ ვითხოვთ კლინიკურ, ინფრასტრუქტურულ ინდიკატორებს. ასევე ვისაუბრეთ დედლაინების, პრაქტიკულად რა დროში უნდა გაიარონ აკრედიტაციის პროცესი სამედიცინო დაწესებულებებმა და ბოლოს, ჩვენ ვუთხარით ჯანდაცვის სამინისტროს, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ვიწყებთ დამატებით პროგრამას, რაც გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის გუნდის ჩამოყალიბებას, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, რომლებიც გადიან აკრედიტაციას, უნდა ჰყავდეთ ხარისხის გუნდი, უნდა მოხდეს ხარისხის გუნდების შერჩევა და მომზადება. როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ საავადმყოფოებთან, ჩვენთვისაც ადვილი იქნება, როდესაც გვყავს გუნდი, რომელსაც ესმის, ჩვენ რა საკითხებზეც ვსაუბრობთ.

სავარაუდოდ, ერთ თვეში ოფიცალურად შევიტანთ განაცხადს და გავაკეთებთ ცალკე სერტიფიცირებულ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ზუსტად ასეთი სპეციალისტების გაზრდას საავადმყოფოებში. სამინისტროს ეს წინადადება მოეწონა.

ჩატარდება კვლევა, რათა დავადგინოთ, რითი არის პაციენტი უკმაყოფილო და კმაყოფილი, შემდეგი კვლევა ჩატარდება წელიწადნახევარში და ვნახავთ, რა გაუმჯობესდა და რა არის განსხვავება. ჩვენ ამ პროცესში ტექნიკურად დავეხმარებით.

– ბოლოს მინდა გკითხოთ ადამიანური რესურსის პრობლემაზე. საკმაო რაოდენობის ექიმები გვყავს ქვეყანაში, მაგრამ სერიოზული დეფიციტია როგორც ექთნების, ასევე სანიტრების. თუ ერთ ექიმზე ერთი ექთანი მოდის, ჩვენთან ამისი სერიოზული დეფიციტია, არის 2-3-ჯერ ნაკლების პროდუქტიულობა ექიმების შესაბამისად, დამხმარე პერსონალი მას არ ჰყავს.

საერთაშორისო სტანდარტი განსაზღვრავს თუ არა ერთ ექიმზე რამდენი ექთანი უნდა მოდიოდეს. ჩვენთან კადრების დეფიტიცია, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.

-დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის.

საერთაშორისოდ მიღებულია ერთ ექიმზე ორნახევარი ექთანი უნდა იყოს. ეს არის დაახლოებითი სტანდარტი. ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვანაირად.

საქართველო ამ მხრივ არის სავალალო მდგომარეობაში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, კანადა აკრედიტაცია აკვირდება პროცესს. ის, რაც კარგია, ვიცით, მაგრამ ის მოცემულობა, რაც გვაქვს, ეს არის რეალობა. არ არიან ფიზიკურად და რა ვქნათ, არ მივცეთ აკრედიტაცია? დავხუროთ საავადმყოფო?

რა არის გამოსავალი?

საავადმყოფოს ვეუბნებით, გვაჩვენეთ, რა გამოწვევების წინაშეც დგახართ, როგორ გამოხვალთ ამ გამოწვევებიდან, რას და როგორ აკეთებთ, რომ პაციენტი იყოს უსაფრთხოდ.

თუ თქვენ ექთნის მაგივრად იყენებთ ექიმს, ეს არის თქვენი პრობლემა, თუ რაიმე პროცედურას ერთი საათის ნაცვლად აკეთებთ ორ საათში, თქვენი პრობლემაა, მაგრამ თუ პაციენტი არის უსაფრთხოდ, ეს ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ მაინცდამაინც ერთ ექიმზე უნდა იყოს ორნახევარი ექთანი, ეს არ არის ჩვენი მოთხოვნა. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რაც არის რეალობა ადგილობრივ ბაზარზე და ამ რეალობას ჩვენ ერთ წელში ვერ შევცლით.

ჩვენ სამინისტროს მივცემთ რეკომენდაციას, რაც არის გასაკეთებელი, რაც არის გასაუმჯობესებელი. ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებას, რეფორმის კუთხით რა შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ ამას ღიად ვამბობთ და ამასთან დაკავშირებით წინადადებებიც გვაქვს. სამინისტრო რას გადაწყვეტს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ აკრედიტაციის კუთხით, ბოლო 15 წელიწადია აკრედიტაცია კანადა გადავიდა პროცესებზე.

შეიძლება, ეს არ იყოს იდერალური პროცესი იმიტომ, რომ შენობა გაქვს ძველი, ორი დეფერანი უნდა გაიარო, მაგრამ თუ პაციენტი უსაფრთხოდ არის, ჩვენთვის ეს მისაღებია. ეს არის მთავარი კონცეფცია, რომ პაციენტი იყოს დაცული, პაციენტს არაფერი დაემართოს სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტი არ დაინფიცირდეს საავადმყოფოში, არ წაიქცეს და ა.შ.

მთელი კონცეფციაა, – თუ პაციენტი შევიდა საავადმყოფოში და არის უსაფრთხოდ, გამოვიდა სამედიცინო დაწესებბულებიდან და არის უსაფრთხოდ. ეს არის ბაზისი.

არიან საავადმყოფოები, რომლებიც გადიან სტანდარტებზე, რომ არის განსაკუთრებული ოპერაცია ჩასატარებელი, არის განსაკუთრებული ინდიკატორები. ამ ეტაპზე საქართველოში ამისი მოთხოვნა არ არის იმიტომ, რომ ეს არის ბაზისური. თუ იქნება მოთხოვნა, ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ, მაგრამ ეს ერთ წელიწადში, რა თქმა უნდა ვერ განხორციელდება.

-მხოლოდ ქირურგიასა და რეანიმაციაში შემოდის ამ ტიპის მოთხოვნები, რომელიც სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ვნახოთ, როგორ განხორციელდება ეს ცვლილებები ადგილობრივ ბაზარზე ჯანდაცვის სექტორში.

მადლობას გიხდით და ვიტოვებ პირობას, რომ ერთი წლის, წელიწადნახევრის შემდეგ შევაფასებთ ამ პროცესს…

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები