სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში…

0

20/05/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მაიმუნის ჩუტყვავილას ვირუსზე წერს. დღეს {20 მაისს} ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განიხილავს აღნიშნულ ვირუსს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციის საერთაშორისო შეშფოთების გამოცხადების შესაძლებლობას.


მისი თქმით, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს იყო.


„დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ სასწრაფოდ გადაწყვიტა, მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფის გადაუდებელი შეხვედრა მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების გამო, რათა განიხილონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციის საერთაშორისო შეშფოთების გამოცხადების შესაძლებლობა. ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის პროცესი იყო. ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.


მაიმუნის ყვავილის ვირუსის ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული მსოფლიოში: ცენტრალური აფრიკის (სიკვდილიანობა 10.6%) და დასავლეთ აფრიკული (სიკვდილიანობა 1-3.6%).


ევროპაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი.


მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვაქცინა/წამალი არ არსებობს, მაგრამ არსებული ჩუტყვავილას ვაქცინა არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი ამჟამად (21/05/2022) უკვე დადასტურდა შემდეგ ახალ ქვეყნებში (ჯერ 11 არის):


❌ ბრიტანეთში

❌ პორტუგალიაში


❌ ესპანეთში


❌ იტალიაში

❌ შვედეთში

❌ გერმანიაში

❌ ბელგიაში


❌ საფრანგეთში


❌ ამერიკაში

❌კანადაში

❌ავსტრალია


ეს ვირუსი ძირითადად ვრცელდება აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში. მარტო კონგოში 6000 ინფიცირდება წელიწადში და 3000 ნიგერიაში.


ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ, იხილეთ მოკლე განმარტება:


მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი, მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.


⭕ როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება და არის თუ არა იგი განკურნებადი?


სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.


ამჟამად სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.ეს ვირუსი პირველად1958 წელს მაიმუნებში აღმოაჩინეს, ხოლო 1968 წელს – ადამიანებში. ის ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანზე, ასევე, ჰაერწვეთოვანი გზით და სხეულის სითხეების მეშვეობით“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/sazogadoeba/es-virusi-aris-gansakutrebit-sashishi-patogenebis-nuskhashi-sakartveloshi-da-msophlioshi-giorgi-phkhakadze-maimunis-virusis-shesakheb


„კოვიდი თუ გადაიტანეთ და განიკურნეთ, ის შეიძლება „ამოტივტივდეს“ თვეების, წლების შემდეგ“

0

13/06/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.


მისი თქმით, კოვიდის გადატანის შემთხვევაში, ვირუსი შესაძლოა, რომ თვეების ან წლების განმავლობაში „ამოტივტივდეს“, რადგან იგი ჩვენს ორგანიზმში „რჩება“.


„დნმ ვირუსები ხშირად რჩება მათი მასპინძლის სხეულში, ხდება ლატენტური და მეორდება მრავალი თვის ან წლის შემდეგ.


ამის საპირისპიროდ, რნმ ვირუსების უმეტესობა იწვევს მწვავე ინფექციებს, რომლებიც „იწმინდება“ მასპინძლისგან, რადგან მათ არ გააჩნიათ შენარჩუნების მექანიზმები. თუმცა, ცხადი ხდება, რომ ვირუსული რნმ შეიძლება,


შენარჩუნდეს კლინიკური აღდგენისა და აღმოჩენილი ინფექციური ვირუსის ელიმინაციის შემდეგ. ეს მდგრადობა შეიძლება იყოს ასიმპტომური ან ასოცირებული გვიან პროგრესირებად დაავადებასთან, ან არასპეციფიკურ, ხანგრძლივ სიმპტომებთან, როგორიც შეიძლება იყოს ებოლათი ან მწვავე რესპირატორული სინდრომის Coronavirus 2 მძიმე ინფექციის შემდეგ.


უფრო გასაგებ ენაზე – კოვიდი თუ გადაიტანეთ და განიკურნეთ, ის შეიძლება „ამოტივტივდეს“ თვეების/წლების შემდეგ, ვინაიდან ის „რჩება“ ჩვენს ორგანიზმში“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/kovidi-tu-gadaitanet-da-ganikurnet-is-sheidzleba-amotivtivdes-tveebis-tslebis-shemdeg-giorgi-phkhakadze


„კოვიდი არ დამთავრებულა, პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით“ – გიორგი ფხაკაძე

0

18/07/2022

„კოვიდი არ დამთავრებულა სამწუხაროდ და პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ევროპაში კოვიდაფეთქებაა, როგორც საქართველოში.


„კოვიდი არ დამთავრებულა სამწუხაროდ და პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით. მთელი მსოფლიო დაიღალა, აეროპორტებში ყველა შეზღუდვები არის მოხსნილი, პრაქტიკულად კოვიდამდელი სიტუაციას.


ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდპასპორტის მოქმედება გააგრძელოს 1 წლით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში 1 წლით კოვიდპასპორტები მოქმედებს.


ჩვენ გლობალურად კიდევ ერთ შეცდომას ვუშვებთ. ახალი ვარიანტები წამოვიდა. BA.5 უკვე დომინანტური შტამი გახდა. ამას კიდევ ემატება ის, რომ ერთი თვის უკან წამოვიდა ინდოეთიდან კიდევ ერთი ახალი ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება, ეს არის – BA2.57.


ინდური ვარიანტი უკვე 10 ქვეყანაში გავრცელდა“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/kovidi-ar-damtavrebula-pandemia-aris-tavis-adgilas-tavis-akhali-variantebit-giorgi-phkhakadze


„ყველა დაინფიცირდება, ვირუსი არავის არ ასცდება“ – გიორგი ფხაკაძე

0

19/07/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაინფიცირდება.


გიორგი ფხაკაძემ მოსახლეობას, რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.


„არასასურველი სცენარით განვითარდა ყველაფერი. სამწუხაროდ, მორიგი ტალღა კოვიდაფეთქების დაიწყო. 2-3 კვირაში სამედიცინო დაწესებულებებზე იქნება ძალიან დიდი წნეხი. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა დაიწყება აგვისტოს დასაწყისში. აუცილებელია ბუსტერის გაკეთება. 60 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა აიცრან „ფაიზერით“.


კორონავირუსის ახალი ვარიანტები ყველას დაგვემართება, ყველა დაინფიცირდება, არავის არ ასცდება. 80% გადაიტანს უსიმპტომოდ. ინფიცირებული 10 კაციდან 8 ახალ ვარიანტს გართულების გარეშე გადაიტანს. ნუ აჰყვებით პანიკას, არავითარ შემთხვევაში ანტიბიოტიკების უაზრო ყლაპვა და თვითმკურნალობა. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აგვისტოს ბოლომდე BA.5-ს გადაიტანს.


ინდოეთში წარმოშობილი ახალი ვარიანტი უფრო ვერაგი და BA.5-ზე უფრო ძლიერი, ის ელვისებურად ვრცელდება. სექტემბერი ოქტომბრისთვის უნდა მოვემზადოთ, ნოემბერს კი შეიარაღებული უნდა დავხვდეთ – ვაქცინაციით“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/kvela-dainphitsirdeba-virusi-aravis-ar-astsdeba-giorgi-phkhakadze


„ვირუსი განსაკუთრებით საშიშია პათოგენების ნუსხაში საქართველოში, დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%

0

24/07/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობად გამოცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ვირუსი განსაკუთრებით საშიშია პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.


ფხაკაძე სიმპტომებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავიდან გაციებას ჰგავს, შემდეგ კი იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი.


„ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.


მაიმუნის ყვავილის ვირუსის ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული მსოფლიოში:

ცენტრალური აფრიკის (სიკვდილიანობა 10.6%) და


დასავლეთ აფრიკული (სიკვდილიანობა 1-3.6%).


ევროპაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვაქცინა/წამალი არ არსებობს მაგრამ არსებული ვაქცინა და ის არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ.


მაიმუნის ყვავილის ვირუსი ამჟამად უკვე დადასტურდა არა ერთ ათეულ ქვეყანაში. ეს ვირუსი ძირითადად ვრცელდება აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში. მარტო კონგოში 6000 ინფიცირდება წელიწადში და 3000 ნიგერიაში.


ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ, იხილეთ მოკლე განმარტება:


მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.


სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.


ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.


ეს ვირუსი პირველად1958 წელს მაიმუნებში აღმოაჩინეს, ხოლო 1968 წელს – ადამიანებში. ის ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანზე, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით და სხეულის სითხეების მეშვეობით“, – წერს ფხაკაძე.


ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ „მაიმუნის ყვავილი“ წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საბაბის მქონე საგანგებო მდგომარეობას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/sazogadoeba/virusi-gansakutrebit-sashishia-patogenebis-nuskhashi-sakartveloshi-daghupvis-shemtkhvevebi-1-idan-10-mde-merkeobs-giorgi-phkhakadze-janmos-mier-maimunis-kvavilis-sagangebo-mdgomareobad-gamotskhadebaze


თავს არიდებს ანტისხეულებს, ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა მაღალია – გიორგი ფხაკაძე

0

22/08/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ შტამზე BA.4.6 შტამზე წერს და ამბობს, რომ ამ ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა მაღალია.


„ჩვენ კი „დავამთავრეთ“ კოვიდი, მაგრამ კოვიდი ჯერ არ აპირებს დამთავრებას და ეს არის ფაქტი!


მარტო ამერიკაში კოვიდი დღიურად 400 ადამიანს კლავს და ის მე-4 ადგილზეა სიკვდილიანობის მიზეზების ჩამონათვალში – გულის დაავადებების, კიბოების და ინსულტების შემდეგ… BA.4.6 არის უკვე მე-7 „ომიკრონის“ მუტაცია, რომელიც წამოვიდა აფრიკიდან. აფრიკა არის ყველაზე არავაქცინირებული კონტინენტი დედამიწაზე….


სამწუხაროდ, ეს ვარიანტი „თავს არიდებს” ანტისხეულებს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გადაიტანეთ კოვიდი და ანტისხეულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გაქვთ თქვენ, მაგრამ მაინც დაცული არ ხართ.


ამ ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. შესაბამისად BA.5 ვარიანტზე 10% უფრო მალე ვრცელდება BA.4.6 ვარიანტი. სამედიცინო პირბადე მოიმარაგეთ!“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/tavs-aridebs-antiskheulebs-akhali-shtamit-dainphitsirebis-albatoba-maghalia-giorgi-phkhakadze


„მიზეზი არის კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანება“ – გიორგი ფხაკაძე დაქვეითებულ ყნოსვაზე

0

13/09/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კვლევის თანახმად, მსოფლიოში 27 მილიონ ადამიანს აქვს დაქვეითებული ყნოსვა, რაც, სავარაუდოდ, კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანებითაა გამოწვეული.


„ბოლო კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ პაციენტზე დაკვირვების შედეგად 64%-ს აღენიშნებოდა დაქვეითებული ყნოსვა, რაც, ავტორების თქმით, შეიძლება იყოს მუდმივი.


ასევე, კოვიდის შედეგად, მსოფლიოში, სავარაუდოდ, 27 მილიონ ადამიანს აღენიშნება მუდმივად დაქვეითებული ყნოსვა. სავარაუდო, მიზეზი არის კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანება“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/mizezi-aris-kovidis-mier-tvinis-ujredebis-dazianeba-giorgi-phkhakadze-dakveitebul-knosvaze


„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“

0

11/01/2022

„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


კრაკენი – კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?


მისი თქმით, „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი მაღალი გადამდებლობით და გავრცელებით ხასიათდება.


„ომიკრონის“ ახალი ვარიანტი „კრაკენი“ თითქმის იგივეა, რაც „ომიკრონი“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად თქვა, რომ ეს ახალი ვარიანტი არის ყველაზე მეტად გადამდები კოვიდ ვარიანტი. „ომიკრონის“ XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“, არის საფრთხის შემცველი.


აშშ ეს ვარიანტი პრაქტიკულად დომინანტი გახდება ამ თვის ბოლოს. ახალი ვარიანტი XBB1.5 საქართველოშიცაა. „კრაკენი“ დღემდე ცნობილ ვარიანტებზე სწრაფად ვრცელდება და მრავლდება. ეს ახალი ვარიანტი სახუმარო არ არის, ფრთხილად იყავით.

ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს.


საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი გამოწვევისთვის მზად არ არის. მოიმარაგეთ და გამოიყენეთ პირბადეები, ვინაიდან ეფექტური კოვიდვაქცინები საქართველოში არ არის.


ჩინეთში, საიდანაც ეს ახალი ვარიანტი გავრცელდა, საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. რეანიმაციაში ადგილები არ აქვთ, ხალხი დერეფნებში წევს. კოვიდსიკვდილიანობა 10 000 ადამიანს აღწევს დღეში.


მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინებია „მოდერნის“ და „ფაიზერის“ ბივალენტური ვაქცინები. ეს ვაქცინები საქართველოში არ არის და არც იქნება, ევროპაში კი ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/erti-adamiani-tu-shemovida-otakhshi-krakenit-inphitsirebuli-es-nishnavs-imas-rom-kvelas-daakrakenebs-giorgi-phkhakadze


„COVID-19 არ გამქრალა“ – სიკვდილიანობის რისკი COVID-19-ით

0

18/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

Yes, COVID-19 has not disappeared. #COVIDIsNotOver
But why is #COVID19 no longer a #publichealth emergency of international concern (#PHEIC)? Because thanks to #immunity from #infection with #SARSCoV2 and the existing #publichealth tools we have, COVID-19 in March 2020 is not the same as COVID-19 in May 2023. Hope you see the difference. More here https://lnkd.in/ea2FUhS2
#FactsMatter #ScienceMatters #FactsNotFear #ContextMatters
Giorgi Pkhakadze


„დიახ, COVID-19 არ გამქრალა #კოვიდარარისაღარაა

მაგრამ რატომ აღარ არის #COVID19 საერთაშორისო შეშფოთების #publichealth საგანგებო მდგომარეობა (#PHEIC)? ვინაიდან #იმუნიტეტის წყალობით #SARSCoV2-ით #ინფექციისგან და არსებული #საზოგადოებრივიჯანმრთელობის ინსტრუმენტებით, 2020 წლის მარტში COVID-19 არ არის იგივე, რაც 2023 წლის მაისში. იმედია ხედავთ განსხვავებას“, – წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე.


მეტი აქ – ლინკი: https://lnkd.in/ea2FUhS2


#FactsMatter #ScienceMatters #FactsNotFear #ContextMatters
Giorgi Pkhakadze



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ჭარბი სიკვდილიანობის რაოდენობა მაინც იზრდება – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარები შეშფოთებულები

0

18/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში COVID-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები და სიკვდილიანობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ჭარბი სიკვდილიანობის რაოდენობა მაინც იზრდება.


„მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკვდილიანობის მიზეზები, სავარაუდოდ, მრავალფაქტორიულია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარები შეშფოთებულები არიან, რომ ამ სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა დაკავშირებული იყოს პოსტ-კოვიდ გრძელვადიან გამოვლინებებთან, რომლებიც დაკავშირებულია ხანგრძლივ კოვიდთან“, – წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე.


ჭარბი სიკვდილის ძირითადი მიზეზები უფრო სოციალურია, ვიდრე სამედიცინო, ყველაზე ცუდი ასპექტი ის არის, რომ ისინი გვხვდება ახალგაზრდა დემოგრაფიულ ქვეყნებში, სადაც მკვლელობები, თვითმკვლელობები, ავტომანქანებით სიკვდილი და ნარკოტიკები არაპროპორციულ ზარალს იღებენ. უნდა იყოს მოსახლეობის ყველაზე ჯანსაღი სექტორი.


მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ჭარბი სიკვდილიანობა აშშ-ში 1,25 მილიონზე მეტით გაიზარდა, რაც დაახლოებით 15%-ით მეტია, ვიდრე პანდემიამდელ წლებში. ეს ნიმუში არ შემოიფარგლება მხოლოდ აშშ-ით; ჭარბი პანდემიით სიკვდილიანობა 5%-დან 20%-მდე გაიზარდა დიდ ბრიტანეთში, ევროპის უმეტეს ნაწილსა და ავსტრალიაში.


ზოგიერთი მათგანი, სავარაუდოდ, COVID-19 სიკვდილიანობის ნაკლებობაა. კიდევ ერთი ფაქტორი გამოწვეულია წარსული COVID-19 ინფექციებით. მას შემდეგ, რაც COVID-19-ის მსგავსი მწვავე ვირუსული ინფექცია ჩაცხრება, პაციენტებმა, შეიძლება, განიცადონ ხანგრძლივი სამედიცინო გართულებები, მათ შორის ანთებითი პრობლემები და სისხლის შედედების საშიში დარღვევები. COVID-19-ის ეს გვიანი ეფექტები მოიცავდა ფატალური ინფარქტისა და ინსულტის ზრდას.


#COVID19 #longcovid #health #globalhealth #publichealth #medicine #WHO #CDC

https://www.mercurynews.com/…/opinion-excess-deaths-in-the…/

ლინკი – https://www.mercurynews.com/2023/04/12/opinion-excess-deaths-in-the-u-s-are-rising-at-a-shocking-rate/?fbclid=IwAR1n3mBryQi2z3loPwJawcCxYb-MtQWxpB1ksBXDMP5sd9zDsPjSPFv75sE




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.