სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

გაეროს გენმდივნის მრჩეველი: 94%-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება

0

16/10/2020

94 %-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ამას მეცნიერება ამბობს, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში, გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას.


„ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ზოგადად, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე სჭირდება და დრო 2-დან 5 წლამდე, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 6 პროცენტია. ჩვენ ნაჩქარევ ვაქცინას არ უნდა ველოდეთ, არც წელს გვექნება და არც მომავალ წელს.


ვაქცინა არ გვექნება მალე! მეცნიერებასთან ასეთი თამაში და მოდი ახლა, ვაქცინა ორ წელიწადში გავაკეთოთ – არასწორია. შანსი 94%-ია, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ესაა მეცნიერება. ამას გიორგი ფხაკაძე კი არა, მეცნიერება ამბობს“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/gaeros-genmdivnis-mrcheve/


“ინფექციური საწოლები არ გაქვთ და ეს პირდაპირ სიკვდილი იქნება” – გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი

0

16/01/2020

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძე საქართველოში გამწვავებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ისევ კარანტინის შემოღებაა.


“როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა შენ არ გაქვს, პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილი იქნება, -უთხრა მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმს”


„საქართველოში ერთადერთი გამოსავალია ისევ კარანტინის შემოღება. ვიცი, რომ არაპოპულარულია რასაც ახლა ვამბობ, ძალიან ბევრი ადამიანი გამლანძღავს, მაგრამ რეალურად ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება – არ გვაქვს რეანიმაციული საწოლები.


ევროპას ამის ფუფუნება აქვს, ხალხის გადამზადება უკვე აპრილიდან დაიწყო, საავადმყოფოების გადაიარაღება, ტრენინგები და ა.შ. ანუ ამაზე ხალხი 7-8 თვე მუშაობს. მათ აქვთ ფუფუნება იმისა, რომ ქვეყნები არ ჩაკეტონ, ინფექციური საწოლების რაოდენობა აქვთ და შენ, როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა არ გაქვს, პრაქტიკულად იქნება სიკვდილი პირდაპირი მნიშვნელობით!“, – განაცხადა ფხაკაძემ.


ამას ითხოვდა “ალია” 26 იანვრიდან მოყოლებული, ექიმების გადამზადებას, საწოლფონდის შევსებას, სპეც. კლინიკების მოწყობას – მაგრამ, მთავრობამ 200 ლარის დარიგება არჩია და სასტუმროების ნაწილისთვის ფულის გადახდა!


მერე კი, იმის ძახილი დაიწყო, რომ ვირუსი სასიკვდილოა, არადა, ვირუსი კი არ არის სასიკვდილო, გაუმართავი ჯანდაცვის სისტემაა სასიკვდილო და არც ის დაგვვიწყებია, 1 მაისს რომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ნაწილი გააუქმეთ დიდ ქალაქებში, ვისაც 13 000 პაციენტზე მეტი არა ჰყავს, არ გვჭირდებაო – ყოფილა საჭირო პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმები?


აღარ გყოფნით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები და ახლა გვეუბნებით, რამდენიმე საათის დაგვიანება არაფერიაო. კი, არაფერია, სიკვდილის გარდა. აი, ამიტომ ითვლიდა “ალია” საწოლებს, თორემ, მოცლილი კი არ იყო!


შეგახსენებთ, დღეს 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/inpheqtsiuri-satsolebi-ar-g/


“ორი ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს კორონავირუსზე – თითოეული დაგვიანება არის ერთი ადამიანის სიკვდილი”

0

13/11/2020

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა:


„კორონავირუსი გახდა უფრო ძლიერი, უფრო აგრესიული იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ვრცელდება, მუტაცია გაიარა და მოსახლეობაში უფრო ვრცელდება. თუმცა, მოსახლეობის 90%-ში არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო დასაწყისში.


სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი ამბავი, მტკიცებულებები წამოვიდა, რომ პრაქტიკულად რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო ძლიერი პირველი ტალღა. მეორე ცუდია ამბავია ის, რომ უნდა მოვემზადოთ პოსტ კოვიდური კლინიკებისთვის, უკვე წამოვიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, პოსტკოვიდური სინდრომი წამოვიდა.


ძალიან დიდ შეტევას ახდენს ტვინზე, შესაბამისად, ადამიანი კარგავს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ორიენტაციას, ისეთი ტიპის გვერდითი ეფექტია, რომელიც მოულოდნელი იყო“


გიორგი ფხაკაძის თქმით, გუშინ ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება განიხილა, სადაც რეკომენდაციები გასცა:


„მოვუწოდე, რომ ქვეყანა უნდა იყოს ჩაკეტილი და უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი კიდევ უფრო ადრე. ჩემი მოსაზრებაა ასევე ის, რომ ჩვენ თავი უნდა დავანებოთ 7-8 ათას საწოლზე ლაპარაკს. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ რეანიმაციულ საწოლებზე, ასევე ჩემი მოსაზრებაა ის, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ კერძო კომპანიების ხაფანგში, პრაქტიკულად რომ არ უშვებენ კოვიდპაციენტებს საავადმყოფოში. ეს მიუღებელი და არასწორი გზაა.


მიდგომა უნდა იყოს ძალიან მარტივი, ყველა რეანიმაციული საწოლი უნდა იყოს ჩართული კოვიდ მენეჯმენტში. ჩვენ უნდა გვქონდეს აბსოლუტურად ღია ინფორმაცია თუ რამდენი რეანიმაციული საწოლია რეგიონში, თითო ქალაქში და ქვეყანაში.


იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი რეანიმაციული საწოლია თავისუფალი, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვკეტავთ თუ არა ქვეყანას. რეანიმაციული საწოლი მარტო კოვიდინფიცირებულ პაციენტს კი არ სჭირდება, ადამიანს გულის შეტევა აქვს თუ დიაბეტი და ასე შემდეგ, გათვალისწინებულია. თუ გაქვთ, 75%-ზე გადაჭარბებული რეანიმაციული საწოლი, მაშინ უნდა ჩაკეტო, ან რეგიონი, ან ეს ქალაქი, ან ქვეყანა.


ჩვენ რომ ჩავატაროთ, დღეში 30 ათასი ტესტირება, ჩვენ 10 ათასი პაციენტი გვეყოლება. ეს არის ეპიდემიოლგიური სტატისტიკა. გადავხედოთ ჩვენ რეგიონს. ყველაზე მთავარი მაჩვენებელი არის არა ის, რამდენი დაიტესტა და რამდენია პოზიტიური, სიკვდილიანობაზეა საუბარი.


ჩვენ უკვე გადავლახეთ წითელი ხაზი, პრევენცია და ხელების დაბანა უკვე მორჩა, ამაზე ვეღარ ვლაპარაკობთ. გუშინ რომ ვუყურე ფეხბურთის გულშემატკივარს, გული გამისკდა, რას აკეთებს ხალხი, სად იყო პატრული, უნდა გამოეყენებინათ ყველა ძალა. ეს რა ხდებოდა?!


ჩვენ წითელი ხაზი გადავლახეთ, რეანიმაციულ საწოლებში, საავადმყოფოებში ადგილები აღარ გვაქვს. ჩემი მოსაზრებაა რომ თუ არ ვიმოქმედებთ ამ წუთას, თითოეული დაგვიანება არის ერთი ადამიანის სიკვდილი“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ori-dzalian-tsudi-ambavi-gv/


რატომ არ გაიზარდა ახალ წლის მერე ინფიცირებულთა რიცხვი? – “მგონი, ეს აღარავის ახსოვს!”

0

28/01/2021

„ალიას“ ესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


– ექიმები, ექსპერტები აანონსებდით ახალი წლის მერე ინფიცირებულთა მატებას, თუმცა, ასე არ მოხდა საბედნიეროდ და რატომ? იმიტომ, რომ უკვე საკმაოდ ბევრმა გადაიტანა რეალურად ვირუსი? თუ რამე სხვა მიზეზია?


– გულისხმობთ 24 დეკემბერს რომ გაიხსნა მაღაზიები, ხო? და რა მოხდა კიდევ 24 დეკემბერს, თუ გაიხსენებთ? მგონი, აღარავის ახსოვს! 24 დეკემბერს ჩვენ უკვე გვქონდა ე.წ. „ფხაკაძის პირბადე“ და პირბადის ფასის ჩამოწევა შევძელით 20 თეთრამდე. მოსახლეობამ შეძლო სამედიცინო პირბადის ყიდვა, იმ ერთადერთი პირბადის, რომელიც ვირუსისგან რეალურად გვიცავს, უამრავი ნახვა ქონდა ჩემ ვიდეოებს და მგონი, მოვახერხე ყველასთვის მიმეწვდინა ხმა, რომ მხოლოდ სამედიცინო პირბადე უნდა გამოვიყენოთ.


სხვა პირბადე არ გვიცავს, კიდევ გავიმეორებ და ისევ ველოდები, რომ აიკრძალოს იმ პირბადეების გამოყენება პანდემიის საწინააღმდეგოდ, რომელიც არ იცავს რეალურად ადამიანს.


აი, ამიტომ არ გვქონდა ამ დღეების ეფექტი, ადამიანებმა შეძლეს პირბადის ყიდვა! ეს იყო სულ! კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფრის გახნა შეიძლება, ტრანსპორტის, სკოლების, ფიტნეს დარბაზების – ყველაფრის, თუ პირბადეს გავიკეთებთ, დისტანციას დავიცავთ და ჰიგიენას.


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ratom-ar-gaizarda-akhal-tsl/


“ეს უდიდესი თანხა იყო, ნახევარ ქუთაისს იყიდდა…” – დაუჯერებელი ამბავი ფხაკაძის დიდ ბაბუაზე…

0

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, „პრაიმტაიმთან“ პირადი ცხოვრების დეტალებზე, საუბრობს:

“დიდი კაცი იყო დიდი ბაბუა, ნიკიფორე ფხაკაძე, რამდენიმე ფაეტონი ჰქონდა ქუთაისში, ოჯახურ ბიზნესს ეწეოდა. 1921 წელს, როცა საქართველოში რუსული არმია შემოვიდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის განძი (ოქრო, ფული), თბილისიდან ქუთაისის საცავში და შემდეგ, ფოთის პორტის გავლით, საზღვარგარეთ (საფრანგეთში) გაეტანათ.

ქუთაისში, ჩემი დიდი ბაბუის, ნიკიფორეს ფაეტონები დაიქირავეს, რომ ოქრო ფოთამდე გადაეტანათ. ფოთიდან, გვიან ღამით დაბრუნებულა ბაბუა დაღლილი და დაუძინია. ბებიამ დაბინავება გადაწყვიტა და ერთ-ერთ ფაეტონში, ერთი დიდი შეკვრა (ოქრო, ფული) ბანკის ძვირფასეულობა აღმოაჩინა.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

საჭიროა, თუ არა, ვაქცინის მესამე დოზა?

0

18/05/2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, “იმედთან” განმარტავს, საჭირო იქნება თუ არა აცრილი ადამიანებისთვის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება.


„ფაიზერიც“, „სინოფარმიც“ და სხვა მწარმოებლებიც უკვე აქტიურად საუბრობენ ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელ დოზაზე.


მიმდინარეობს კომბინაციების შესწავლა, მაგალითად თუ „სინოფრამი“ გაიკეთეთ პირველი დოზა და მეორე დოზა „ასტრაზენეკა“ გაიკეთეთ ამისი შედეგი როგორი იქნება, ეს რამდენად უკეთეს იმუნიტეტს ჩამოყალიბებეს. ასევე ის, რომ გამაძლიერებელი დოზა იგივე ვაქცინა უნდა იყოს თუ სხვაც შეიძლება. ამაზე ყალიბდება ახლა მეცნიერება და ვფიქრობთ, რომ მოკლე ხანში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ექნება მეტად კონკრეტული მითითება, მაგრამ ჯერ ყველანი ორიენტირებულნი არიან, რომ ვაქცინის ორი დოზა ყველამ გაიკეთოს“


“ალია” კი შეგახსენებთ, მესამე დოზის შესაძლო საჭიროებაზე განცხადების გაკეთება ოფიციალურ პირებს, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ “დაასწრო”, ასევე, ისრაელში მცხოვრები ქართველები გვიყვებიან, რომ ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა ფაიზერის ვაქცინის პირველი და მეორე დოზა გაიკეთეს, ისინი ისრაელის მთავრობამ გააფრთხილა, შესაძლო მესამე დოზის საჭიროებაზე და თარიღიც კი ჩაუნიშნა, როდის შეიძლება მესამე დოზა დასჭირდეთ.


რაც შეეხება ვაქცინების ე.წ. არევას, ანუ, კვლევებს იმის შესახებ, შესაძლებელი იქნება, თუ არა, პირველი დოზა ფაიზერი გაიკეთო და მეორე დოზა ასტრაზენეკა, ამაზეც, გიორგი ფხაკაძემ და მეორე ქართველმა ცნობილმა ექიმმა ზაზა წერეთელმა, თვეების წინ ისაუბრეს “ალიასთან”.


როგორ შეძლება, ჯანდაცვის სამინისტროს, რომელსაც მუდმივად უნდა ჰქონდეს ოფიციალურ წყაროებზე წვდომა, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქება ექიმებმა “დაასწრონ” თითქმის ყოველთვის, ჩვენთვის ამოუცნობია. ხალხში კი, მეტად იმატებს უნდობლობა და მეტად ხშირად გვხვდება კითხვა, რომ არ არსებობდეს რამდენიმე ექიმი, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის, გვეტყოდნენ ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ამ ინფორმაციას ოდესმე, თუ არა?



15 აპრილი, გიორგი ფხაკაძე:


“როცა გიკეთებენ ვაქცინას, გაგიკეთეს ერთი დოზა, მეორე დოზა გაგიკეთეს და მესამე დოზა უნდა გაგიკეთონ 5-6 თვეში, რატომ არ გეუბნებიან ამას? არ ვიცი, რა პროტოკოლით აკეთებენ, ისე საუბრობენ, დაბოლილები გეგონება და მრცხვენია. გასაგებია, პოლიტიკურად ხარ ანგარიჟებული, მაგრამ ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს?


ისრაელის ბარათი მაქვს ნანახი, პირველი დოზა, მეორე დოზა და მითითებულია სადამდე არის ვაქცინა ვალიდური და მითითებულია 5 თვე. მე კი არ ვიგონებ?”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/satchiroa-thu-ara-vaqtsinis-mesame-doza/


თუ ეს ვაქცინა არ იქნებოდა ძალიან უსაფრთხო, არავინ მიაკარებდა მას 2 წლის ბავშვებს – რომელ ვაქცინას…

0

01/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, “რუსთავი 2”-თან, რამდენიმე დღეში უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ 12 წლიდან PFIZER-ის ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი გახდეს.


გიორგი ფხაკაძე:


“რამდენიმე დღეში უკვე იქნება გადაწყვეტილება, რომ 12 წლიდან PFIZER-ის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ PFIZER-ის. აქვე უნდა დავამატო, ASTRAZENECA-ს კვლევა ახალგაზრდებში ჩავარდა. აქაც იყო კვლევები 12-16 წლის მოზარდებში და სამწუხაროდ არ იყო ეფექტური.


კიდევ ერთი ახალი ამბავი მაქვს, რომ PFIZER-ის ვაქცინა არამარტო 12 წლის ასაკიდან უკვე აჩვენა, რომ ეფექტურია, არამედ კვლევები მიმდინარეობს უკვე 2 წლის ასაკიდან. თუ ეს ვაქცინა არ იქნებოდა ძალიან უსაფრთხო, არავინ არ მიაკარებდა მას 2 წლის ბავშვებს.


კლინიკური კვლევები მიმდინარეობს და იმედია, რომ პირველი ინფორმაცია იქნება ზაფხულის ბოლოსათვის. კანადასა და აშშ-ში უკვე ცრიან 12 წლის ბავშვებს PFIZER-ის ვაქცინით”


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/thu-es-vaqtsina-ar-iqneboda-dzalian-usaphrthkho-aravin-miakarebda-mas-2-tslis-bavshvebs-romel-vaqtsinas-tsdian-2-tslis-bavshvebshi/


მინისტრი იმუნიზაციის წინააღმდეგ, თუ სპეციალისტთა სიტყვების არასწორი ციტირება? – “იმუნიზაციის…

0

08/07/2022

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას, ამბობს:


“მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არაა, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება და ჩვენ ვაკვირდებით დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, ესაა თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია […]


ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის და ეს სამუშაო მიმდინარეობს […] არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები [საველე ჰოსპიტლები] საჭირო გახდეს.”


სავარაუდოდ, მინისტრს უნდოდა გაემეორებია, მაგალითად, გიორგი ფხაკაძის სიტყვები, რომლებიც მან “ალიასთან” თქვა რამდენიმე კვირის წინ, იმედია, მინისტრმა უბრალოდ თავი ვერ მოაბა სათქმელს ბოლომდე და მისი სურვილი არ არის ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო დამუხრუჭება ქვეყანაში.

გიორგი ფხაკაძე:

” ვნახოთ, რაც მოხდა ისრაელში, ავიღოთ მისი მაგალითი – ისრაელი ყველაზე დიდი ვაქცინირებული ქვეყანაა, თან მოსახლეობა აცრილი ჰყავს ფაიზერით, მაინც დაიწყო რეინფიცირების პროცესი… ვაქცინაციის შემდეგ, მოხსნეს შეზღუდვები, დაიწყეს ტაშ-ფანდური, ქორწილები და ა.შ. როცა გვეუბნებიან, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ტყუილი. გამოსავალი არის ვაქცინაცია + პირბადე + დისტანცია. მხოლოდ ვაქცინაცია არ არის საკმარისი, მხოლოდ პირბადე არ არის საკმარისი, და არც მხოლოდ დისტანციაა საკმარისი, სამივე ერთად. რატომ ჩავაკეტინოთ ქვეყანა? ხომ ხედავთ, რომ აქეთკენ მიჰყავთ სიტუაცია?

მოდით, არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა და თავად მივხედოთ თავს, გავიკეთოთ ვაქცინა, გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად ვეღარ გავუძლებთ კიდევ ერთ ჩაკეტვას.”

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესში ინფიცირებას – ამაზეც რამდენიმე კვირის წინ საუბრობდა გიორგი ფხაკაძე “ალიასთან” და გვეუბნებოდა, რომ სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი დაინფიცირებულია. თუ მინისტრმა ეს იგულისხმა, მაშინ, იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ სამედიცინო პერსონალის აცრასა და კლინიკებში მოქალაქეების ინფიცირებაზე თავად არის პასუხისმგებელი.




“სინოვაკი” თუ “სინაფარმა”? – გიორგი ფხაკაძის პასუხი – “ეს არ არის ხელოვნური ვირუსი, ეს იყო ორი ბუნებრივი ვირუსის შეჯვარებით მიღებული ვირუსი”


ლინკი –

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ministri-imunizatsiis-tsinaaghmdeg-thu-spetsialisttha-sitqhvebis-arastsori-tsitireba-imunizatsiis-protsesshits-ki-khshiria-inphitsireba/



იძლევა აფილირებულ სამედიცინო უნივეტსიტეტის დიპლომის აღიარებას მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში

0
Accreditation Canada
Accreditation Canada

17/05/2023

„აკრედიტაცია კანადას“ მიერ აკრედიტირებული საავადმყოფო საქართველოში ასევე აძლევს აფილირებულ სამედიცინო უნივეტსიტეტის დიპლომის აღიარებას მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში.


მაგალითად, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ (ბრძანება თანდართულია) დამტკიცებული ორგანიზაციების სია უცხოური საავადმყოფოების აკრედიტაციისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კლინიკური ტრენინგი ასევე აკრედიტებულია:


USA – JCI (JOINT COMMISSION INTERNATIONAL)

Canada – AC (ACCREDITATION CANADA)

England – CHKS (HEALH & CARE STANDARDS)
Australia – ACHS (THE AUSTRALIAN COUNCIL OF HEALTH CARE STANDARDS)
Germany – DNV GL


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული სამედიცინო დაწესებულებების მააკრედიტირებული ორგანიზაციებიდან სამი არის ამ სიაში:


Canada – AC (ACCREDITATION CANADA)
USA – JCI (JOINT COMMISSION INTERNATIONAL)
Australia – ACHS (THE AUSTRALIAN COUNCIL OF HEALTH CARE STANDARDS)


„აკრედიტაცია კანადა“ ნიშნავს, – ხარისხს,


თუ თქვენ საავადყოფოს ააქვს პრეტენზია, რომ ის არის ხარისხზე ორიენტირებული და პაციენტის უსაფრთხოება თქვენთვის არის პრიორიტეტი, დაგვიკავშირდით:


info@accreditation.ge
Accreditation Canada representative office in Georgia Giorgi Pkhakadze



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

„პაციენტს, რომელიც გარდაიცვალა, ვაქცინა რომ არ გაეკეთებინა, უფრო მწარე, რთული და მძიმე სიკვდილი…

0

31/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში ყველაზე სადავო საკითხს, ორჯერადად ვაქცინირებულების გარდაცვალების შემთხვევებს ეხმაურება. მისი განმარტებით, ვაქცინა ადამიანს 100%-ით ვერ იცავს, შესაბამისად, ლეტალური შემთხვევებიც ფიქსირდება.


„ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების გარდაცვალება შესაძლებელია. ამის შანსია 0,01%/ ეს კი არ ნიშნავს რომ ვაქცინამ მოკლა, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი ვაქცინამ ვერ დაიცვა, რადგან ყველას ვერ იცავს, რადგან ისეთი მძიმე დაავადება მიმდინარეობდა, რომ ვაქცინამ მაქსიმალური გააკეთა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.


პაციენტს, რომელიც გარდაიცვალა, ვაქცინა რომ არ გაეკეთებინა, უფრო მწარე, რთული და მძიმე სიკვდილი ექნებოდა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/patsients-romelits-gardaitsvala-vaqtsina-rom-ar-gaekethebina-uphro-mtsare-rthuli-da-mdzime-sikvdili-eqneboda-phkhakadzis-utsnauri-daskvna/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.