სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

ვიფიქრე, აღარ გავაკეთებ ლაივებს-მეთქი, მაგრამ ხალხის 99%-ს სჭირდება, რასაც ვაკეთებ – გიორგი ფხაკაძე

0

11/05/2021

მე მეგონა, მარტო მე მლანძღავდნენ და თურმე სადა ხარ?!”,- ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძის შესახებ ნეგატიურ პოსტებს ეხმაურება.


„ინტერნეტში გადავაწყდი ნეგატიურ პოსტებს ჩემს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიურ კოლეგაზე, გიორგი ღოღობერიძეზე. არ დავასახელებ ინფორმაციის წყაროს და იმას, თუ ვინ დაწერა, უნებლიეთ ტირაჟირება რომ არ გავუკეთო ამ შურიან პასკვილს. ისე მეწყინა, ვერ წარმოგიდგენიათ!


მე გადავხედე გიორგი ღოღობერიძის ჩაწერილს ვიდეოებს. ეს არის ახალგაზრდა სპეციალისტი, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და მონდომებული. რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს, კიდევ მეტი გამოცდილება უნდა შეიძინოს. გამოცდილება არის დრო, დროს ვერ იყიდი. შეიძლება, აქვს რაღაც პატარა ტექნიკური შეცდომები, მაგრამ ეს ნორმალურია. ის კითხულობს უამრავ ინფორმაციას, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ინგლისურად, ანალიზს აკეთებს, და შემდეგ გასაგებ ენაზე აწვდის ხალხს.


ფაქტიურად ადამიანი ეწევა საზოგადოების განათლებას. ნეტავი ასეთი ბევრი გვყავდეს. შეიძლება, ასე გადაუარო და სტიმული დააკარგვინო?!


ვინც აკრიტიკებთ გიორგის, ნეტავ თქვენ გაგეკეთებინათ ის, რასაც ის ახერხებს. ამ უაზრო სისულელეების წერას, ეს ჯობდა. ჩვეულებრივ მოქალაქეებზე არ მაქვს საუბარი, როცა სხვა კოლეგები ასე უსამართლოდ აკრიტიკებენ, საწყენია. თუ ასეთი მაგრები ხართ, თქვენ გააკეთეთ, გიშლით ვინმე ხელს?! თუ არადა შური ქვია ამას!


მეც, ჩემდამი ტალახის სროლის შემდეგ რამდენჯერმე ვიფიქრე, აღარ გავაკეთებ ლაივებს-მეთქი, მაგრამ იმდენმა ადამიანმა მომმართა სხვადასხვა შეკითხვით, მივხვდი, ხალხის 99%-ს სჭირდება, რასაც ვაკეთებ. ასევე ღოღობერიძეც აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება, გაიზრდება, კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას დააგროვებს. რა უბედურებაა ეს ბოღმა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ?!


იმედი მაქვს, გიორგი ღოღობერიძე არ ჩავარდება ამ მტრულ „ხაფანგში”, პირიქით, გაძლიერდება და გააგრძელებს წინსვლას და იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც აკეთებს, ის საზოგადოებას საჭირო ინფორმაციებს მიაწვდის”,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/viphiqre-aghar-gavaketheb-laivebs-methqi-magram-khalkhis-99-s-stchirdeba-rasats-vaketheb-giorgi-phkhakadze/


„ვერ არის საქმე კარგად.. ხომ ვამბობდი, ნუ ვჩქარობთ, ფრთხილად ვიყოთ …. და რა? ვინ გიჯერებს…“

0

09/05/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინაზე წერს. მისი თქმით, სავარაუდოდ, აღნიშნული ვაქცინა ე.წ. ბრიტანულ და სხვა შტამებზე არ მუშაობს, რისი დასტურიც ყველაზე “ვაქცინირებული ქვეყნის დაკეტვაა.


“ვერ არის საქმე კარგად.. ხომ ვამბობდი, ნუ ვჩქარობთ, ფრთხილად ვიყოთ …. და რა? ვინ გიჯერებს…


მსოფლიოში ყველაზე “ვაქცინირებული” ქვეყანა სეიშელის (Seychelles ???????? ) კუნძულები, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 62.2% ვაქცინირებულია (შედარებისთვის ისრაელი 55.9%) ძირითადად (59%) ვაქცინირებულია სინოფარმით (Sinopharm), (გაერთიანებული ემირატების საჩუქარი), და 3.2% ასტრაზენეკათი 2021 4 მაისს დაიკეტა


სრულიად კარანტინზე … ვერ აკონტროლებენ ვირუსის ….

რა თქმა უნდა, ნაადრევია დასკვნების გაკეთება, მაგრამ როგორც მე ადრე ვსაუბრობდი და ჩემი ვარაუდი უკვე “პრაქტიკაში” ხორციელდება, ჩინური ვაქცინა არის დამზადებული “ჩინურ” ძველ ვირუსზე. “ბრიტანული” შტამის წინააღმდეგ ჩინური “ტრადიციული” სინოფარმის ვაქცინა, სავარაუდოდ, არ მუშაობს, სხვა შტამებზე ხომ საერთოდ…


გაერთიანებული ემირატებმა (სინოფარმის დიდი მომხმარებელი) უკვე დაიწყო სინოფარმის მე-3 დოზის ადმინისტრირება, ვინაიდან 2 დოზა საკმარისი არ არის! რა გვიცავს…. ?


სამედიცინო პირბადე, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერისნაირი)….


ჯანმრთელობას გისურვებთ …“, – წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ver-aris-saqme-kargad-khom-vambobdi-nu-vchqarobth-phrthkhilad-viqhoth-da-ra-vin-gijerebs-giorgi-phkhakadze/





წყაროები (იმედია, საკმარისია):https://www.bloomberg.com/…/world-s-most-vaccinated…https://www.bbc.com/news/world-africa-56992121https://www.washingtonpost.com/…/seychelles-vaccines…/https://wwwnc.cdc.gov/…/destin…/traveler/none/seychelleshttps://fr.news.yahoo.com/covid-19-pourquoi-seychelles…https://www.nytimes.com/…/the-uae-offers-a-third-dose…https://www.ft.com/…/a1c83bcc-f3e5-488a-b33c-b516a1d7fddahttps://www.hindustantimes.com/…/worlds-most-vaccinated…https://www.bbc.com/news/world-africa-56992121…

ვინც „ფაიზერი“ გაიკეთა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ აქვს, ასეთი კვლევა გვინდა ჩინურ ვაქცინაზეც

0

11/05/2021

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლი, გიორგი ფხაკაძე, სატელევიზიო ეთერში ჩართვისას, აცხადებს:


ისრაელში ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილ კაცებს სპერმასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეჰქმნიათ.


ვიცით, რომ კვლევები არის, რომ მათ ნაწილს, ვინც გადაიტანა კოვიდი, შესაძლოა, პრობლემები ჰქონდეს სპერმის ხარისხთან და ყველა იყო აღშფოთებული. ეს იმიტომ, რომ კვლევები არსებობს. ხოლო ვაქცინასთან დაკავშირებით ასეთი კვლევები არ იყო.


ახლა მაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი, ისრაელში ჩატარდა კვლევები და ნახეს, რომ ვინც „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ადამიანები ოჯახის შექმნას ფიქრობენ, ნერვიულობენ.


ასეთი კვლევა გვინდა ჩინურ ვაქცინაზეც. დადონ, კარგია თუ ცუდი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ხოლო რაც გვაქვს არის ძალიან ანგაჟირებული და პოლიტიკური“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/vints-phaizeri-gaiketha-spermasthan-aranairi-problema-ar-aqvs-asethi-kvleva-gvinda-chinur-vaqtsinazets-giorgi-phkhakadze/


საინტერესო და მართლა კარგი ამბავი – გიორგი ფხაკაძე

0

12/05/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე:


„კიდევ ერთი საინტერესო და მართლა კარგი ამბავი.


„ფაიზერი“ საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა ახალგაზრდებში. დაუჯერებელი რამ, 12-15 წლის ასაკის 2260 კვლევის მონაწილეებიდან 100% ეფექტურობა (efficacy) და თითქმის არანაირი უკუჩვენება.


„ფაიზერი“ უკვე დაშვებულია 12 წლიდან აშშ-სა და კანადაში.


შემდეგი ეტაპი 2-წლის ასაკიდან კვლევების შედეგები იქნება.


ევროკავშირი და შეერთებული შტატები სექტემბრამდე მორჩება ძირითად ვაქცინაციას და აარიდებენ თავს მე-4 ტალღას (2021 წლის სექტემბრის ბოლო-ოქტომბერი).


ეს ვირუსი არის შესაჩერებელი…. რა გვიცავს… ?


სამედიცინო პირბადე


2-მეტრიანი დისტანცია


ხელების დაბანა


ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება


უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა (ფაიზერი)….


ჯანმრთელობას გისურვებთ …“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/saintereso-da-marthla-kargi-ambavi-giorgi-phkhakadze/


რა შეცდომები დაუშვა მთავრობამ და რა უნდა გააკეთოს ახლა ვირუსის შესაჩერებლად? – გიორგი ფხაკაძე2

0

13/05/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


„საქართველომ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც ინდოეთმა!


საქართველო: თებერვალში „დავამარცხეთ” ვირუსი ყველა შეზღუდვა მოიხსნა 1 კვირაში, დარჩა მხოლოდ კომენდანტის საათი (ელიტას/გავლენიანებს არ ეხება)


პირბადის ტარება შემცირდა (არაერთი თანამდებობის პირი და ოპოზიციის წევრი ვიხილეთ პირბადის გარეშე)


ვაქცინაცია ვერ დავიწყეთ (ეს პროცესი უფრო ცირკს წააგავს)


ჟანგბადის მარაგის მობილიზებას ვერ ვხედავ საავადმყოფოების დროულ მობილიზებას ვერ ვხედავ (რეანიმაციაში მაქსიმალური დატვირთვა უნდა იყოს 75%, ამის ზემოთ სიკვდილიანობა იზრდება).


რჩევები საქართველოს მთავრობას:


კარანტინის გამოცხადება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში (რომ ავირიდოთ ვირუსის გავრცელება ამ დაწესებულებიდან) პერსონალური დაცვის საშუალებების მომარაგება და ხელმისაწვდომობა!


აიკრძალოს სხვა პირბადეები და დაიშვას მხოლოდ 2 ტიპის სამედიცინო პირბადე EN14683 და FFP2


აიკრძალოს 6 ადამიანზე მეტი შეკრება (დავიწყოთ პარლამენტიდან, გადავიდნენ დისტანციურზე)


არ გაიხსნას სკოლები/სასწავლებლები ნაადრევად და თუ გაიხსნება, უზრუნველყოფილი იყოს 2-მეტრიანი დისტანცია ყველგან დაწესებულებაში!


საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა იმუშაოს 150%-იანი დატვირთვით და გამოიყენეთ ყველა არსებული „ავტობუსი“ (ტურისტული, ძველი) რათა შევამციროთ ტრანსპორტში გადატვირთვა.


ტრანსპორტმა უნდა იმუშაოს 24 საათი, მაგრამ მეტრო უნდა გაჩერდეს.


კომენდანტის საათმა საქართველოში არ იმუშავა, ჯობია ბიზნესებისთვის დაწესდეს „კომენდანტის საათი“ და კიდევ ერთხელ, აიკრძალოს 6 ადამიანზე მეტი შეკრებები!


ყველა სატრანზიტო მანქანა გატარდეს „წითელ კოლიდორში” (ყოველ 50 კილომეტრში მოეწყოს ბენზინგასამართი სადგური, მაღაზია) და სატრანზიტო მძღოლებს “0” კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან.

ამით ავიცილებთ არასაჭირო ინფექციის შემოდინებას მეზობლებისგან.


ყველა შემოსულ სტუმარს უნდა მოვთხოვოთ: 48 საათის პსრ ტესტი სანამ ჩამოვა და აეროპორტში ყველა უნდა დაიტესტოს სწრაფი ტესტით და 3 დღეში პსრ ტესტით.


ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაყოს ქვეყანა რეგიონებად და შექმნას მარტივი და გასაგები „შუქნიშნის სისტემა“ მწვანე – რეანიმაციული საწოლების 50% დაკავებულია (სამედიცინო პირბადის ტარება ყველგან, ხალხმრავალი შეკრებების მაქსიმუმ 6 ადამიანის დაშვება, ყველგან 2-მეტრიანი დისტანცია) ყვითელი – რეანიმაციული საწოლების 75% დაკავებულია (ნაწილობრივი ჩაკეტვა – კომენდანტის საათი, რესტორანი, კინო, დიდი სავაჭრო ცენტრების დაკეტვა) წითელი – რეანიმაციული საწოლების 90% დაკავებულია (მთლიანი ჩაკეტვა) ქვეყანა იქნება უსაფრთხო, თუ მოზრდილი მოსახლეობის 90% იქნება აცრილი (ეფექტური ვაქცინით).


ამით ჩვენ მოზარდი მოსახლეობის 70%-ს დავიცავთ. ჯანმრთელობას გისურვებთ

ეს პანდემია არის შესაჩერებელი“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ra-shetsdomebi-daushva-mthavrobam-da-ra-unda-gaakethos-akhla-virusis-shesachereblad-giorgi-phkhakadze/


3 “გრიპი”, რომელსაც ბევრი საერთო აქვს კოვიდ19-თან – “ეს საქართველოსთვის დიდი საფრთხეა”

0

19/05/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტკოვიდური სინდრომის ანუ გრძელი კოვიდის შესახებ წერს.


„მოკლედ და კონკრეტულად – გრძელი კოვიდი არის საქართველოსთვის საკმაოდ დიდი საფრთხე. რატომ?! მოსახლეობის 30%-ზე მეტმა გადაიტანა ეს ვირუსი.

გამოსავალი:


  • სამედიცინო პირბადე

  • 2 მეტრიანი დისტანცია

  • “ფაიზერის” ვაქცინა


ეს ვერაგი არის დასამარცხებელი.

  • 1890 რუსული “გრიპი”

  • 1918 ესპანური “გრიპი”

  • 2020 ჩინური “გრიპი”


ვხედავთ რომ არის ბევრი საერთო რამ ამ “გრიპებში”

  • გავრცელების დიდი არეალი

  • გაზრდილი სიკვდილიანობა

  • დატოვებული სხვადასხვა დაავადებები


გრძელი კოვიდი არის მისახედი. გამოსავალი:

  • კოვიდ გადატანილი პაციენტი უნდა იყოს ფრთხილად და მუდმივი კონტაქტი უნდა ჰკონდეს მკურნალ ექიმთან (მინიმუმ 1 წელი)

  • არ დაიწყოთ თვით მკურნალობა! ეს სახიფათოა!

  • რეინფიცირების ალბათობა არის გადატანიდან 5-6 თვეში

  • სამედიცინო პირბადე

  • 2 მეტრიანი დისტანცია

  • “ფაიზერის” ვაქცინა”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/3-gripi-romelsats-bevri-saertho-aqvs-kovid19-than-es-saqarthvelosthvis-didi-saphrthkhea-giorgi-phkhakadze/


პირადად მინისტრ ტიკარაძეს დიდი მადლობა, თუ ხართ მაგრები, აღიარეთ, რომ ეს საქმე კარგად კეთდება

0

21/05/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე:


„ბევრი კარგი სიახლეა – ბოლო პერიოდში დაკავებული ვიყავი, ძალიან კარგი სტუდენტები მყავს, რაღაცას ვამზადებთ, მალე ამის თაობაზე ვიდეოს დავდებ, იმედია, მოგეწონებათ;


„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის“ ფარგლებში მომავალ კვირას საინტერესო შედეგებს გამოვაცხადებ. ვიწყებთ ჯანდაცვის რეფორმას. ნელ-ნელა წინ მივდივართ;


რაც შეეხება ვაქცინაციას, ზოგიერთი ჩემი კოლეგას და ე.წ. ექსპერტებს მივმართავ, არ გინდათ ფხაკაძეზე ნეგატიური ინფორმაციების გავრცელება. ექიმებს და სამედიცინო პერსონალს მოუწოდოთ, ფხაკაძეს არ დაუჯეროთ, სისულელეებს ლაპარაკობსო, – სასაცილო და ფუჭი ქმედებაა, ამით საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას.


მე მხოლოდ ერთი თანამდებობის პირზე ვთქვი კატეგორიულად მკაცრად, რადგანაც მართლა იყო სათქმელი, დანარჩენებზე არაფერს ვამბობ, კოლეგები ვართ და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. საზოგადოებას ყოველთვის ვაწვდი იმ ინფორმაციას, რაც იმ დროისთვის არის უახლესი და რელევანტური.


ნუ ჩაიყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. გარკვეული პერიოდის (ზოგჯერ 2 კვირის) შემდეგ ფხაკაძის ნათქვამი მართლდება. რამდენი მაგალითი გაგახსენოთ?!


მე რომ პირველმა დავიწყე სამედიცინო პირბადის პროპაგანდა, მაშინ ზოგიერთები დოლბანდის პირბადეს არეკლამებდნენ. გითხარით, რომ მეორე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყებოდა, მესამე კი აპრილში. ასევე ახდა, რომ ზამთარში საქართველოში ვაქცინაცია ვერ დაიწყებოდა. გეუბნებით, რომ მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში იქნება. სიმართლე ჩემი ბრალია?!


შესაშინებლად კი არა, იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანები მოემზადონ. რეინფიცირებაზე რომ დავიწყე ლაპარაკი, ზოგიერთი კოლეგა დამესია. აღმოჩნდა, მართალი ვყოფილვარ. ვამბობდი, 5-6 თვის შემდეგ ვაქცინის მესამე დოზაა გასაკეთებელი-თქო. დამესივნენ, ახლა კი ბატონი ფაუჩი იმავეს ამბობს. კორონავირუსით ინფიცირებისას სპერმის პრობლემებზე რომ ავლაპარაკდი, გამლანძღეს, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა!


კარგი ვაქცინა არის „ფაიზერი“. მე მინდა, საქართველოში იყოს „ფაიზერი“. წერტილი! რაც ჩემზეა დამოკიდებული და რაც არ არის, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოში იყოს „ფაიზერის“ ვაქცინა. დეტალებს ვერ მოგიყვებით.


მე მივესალმები ჩვენი პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის ძალისხმევას. სხვათა შორის, ქალბატონმა ტიკარაძემ ძალიან აქტიურად იმუშავა, რომ საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზაზე მეტი ჩამოვიდეს.


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მადლობა ასევე ყველას, ვინვც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. იმედია, ბოლო წუთს რაიმე არ ჩაიშლება და მილიონზე მეტი დოზა ჩამოვა დაახლოებით 2 თვეში.


მანამდე ჩამოტანილი „გოგლი-მოგლი“ ჩამომტანების სინდისზე იყოს (არასწორად შევსებული ფორმები, არასწორი მოლაპარაკებები და ა.შ.), ეს ვითომ „ექსპერტები“ და ვითომ „ყველაფერშჩიკები“ რომ აპიარებდნენ. ყველაფერი „ვითომ“. დავიღალეთ.


ვამბობ სიმართლეს, არ მაინტერესებს, ჩემზე რას იტყვით. როცა ვინმე კარგ საქმეს აკეთებს, ვიტყვი, რომ კარგია. რაც მე ჯანდაცვის სამინისტრო და მმართველი პარტია მილანძღია, როცა საჭირო იყო, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ კარგი საქმე გააკეთეს.


არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს „ფაიზერი“ არის მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა.

ეს „ლაივი“ არის ჩემი მეგობრებისთვის და მე მინდა, ჩემი მეგობრები იყვნენ უსაფრთხოდ, კარგად და ჯანმრთელად! ვინმეს არ მოგწონთ?! ღმერთმა დამიფაროს, ყველასთვის ვიყო „კარგი ბიჭი“. თუ მე ყველასთვის კარგი ვარ, ე.ი. მაგარი „დამპალი“ ტიპი ვარ.


ყველასთვის კარგი ვერ იქნები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა პატარაა, იმდენი პრობლემა გვაქვს და ამ დროს მილიონები წყალში გადაყარეს. იქ კორუფცია, იქ უსარგებლო სიპები და ა.შ. გადადეთ ეს 200 მლნ, იყიდეთ რა ვიცი ვაქცინა და მორჩება!


კოვიდი ვერაგია, პოსტკოვიდური მდგომარეობა ქვეყანაში რთულია. მოსახლეობის 30%-ზე მეტი ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათი ათასობით ადამიანს უკვე აქვს პოსტკოვიდური პრობლემები.


მეც ვიკეთებ ფაიზერს 14 ივნისს მინდა, დამთავრდეს ეს პანდემია, ამუშავდეს ბიზნესი, დავიწყოთ აქტიური ცხოვრება, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ დავიწყეთ „გოგლი-მოგლი“ ვაქცინების გაკეთება. არ გვაქვს ფუფუნება, გოგლი-მოგლი გავიკეთოთ.

მე მგონი, პანდემიამ ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, ვინ ვინ არის.


საქართველოში განსაკუთრებით, ადამიანური ურთიერთობებია მთავარი. აი, მე რომ მკითხო, ეს „ქართულ-ჯიგრული პონტი“ დამახინჯებულია, თორემ თავისი არსით კარგი რამეა. კარგია, რომ ქართველები ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთი გაგვაქვს,…ესაა ჩვენი განსხვავებულობა. მოვეფეროთ ერთმანეთს და გადავატანინოთ ეს მძიმე დრო.


მიდგომა, რომ „ოღონდ რაიმე ვაქცინა გავაკეთოთ, არასწორია. „ოღონდ“ არ შველის, გასათვალისწინებელია ქართული მენტალობა. ქართველებს რომ ვეუბნები, დაინფიცირების შემდეგ 14 არ გახვიდე და კიდევ 10 დღე მოერიდე ხალხს, რას აკეთებს ქართველი მე-14 დღის საღამოს? შლის პურმარილს და მეგობრებთან ქეიფობს, კოვიდი გადავიტანეო, ასე ავრცელებს ვირუსს.


იგივეა ამ ვაქცინებთან მიმართებით. რომ იძახიან, ნებისმიერი ვაქცინა გავაკეთოთო. ქართველი რომ იმ „გოგლი-მოგლი“ ვაქცინის ერთ დოზას გაიკეთებს, უპირბადოდ ქეიფს და „ნაშებში“ სიარულს დაიწყებს, ვაქცინირებული ვარო. უნდა გავითვალისწინოთ ქართული მენტალიტეტი. უნდა ჩამოიტანო ისეთი „რკინა-ბეტონის“ ვაქცინა, რომელიც მართლა იმუშავებს.


შევთანხმდეთ, ფხაკაძე არ იყიდება. პოლიტიკაში ვერ ჩამითრევთ, თანამდებობა არ მაინტერესებს…ვაკეთებ აკრედიტაციას, ვასწავლი სტუდენტებს. საფრანგეთიდან უფრო მეტს ვაკეთებ საქართველოსთვის, ვიდრე საქართველოში ბევრი.


საქართველოში ყველას ექსპერტს არქმევენ. ფხაკაძეს ვინ უწოდა ექსპერტი? გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანდაცვის სფეროს მსოფლიოს 10 საუკეთესო ექსპერტთა შორის გიორგი ფხაკაძე საკუთარ მრჩევლად დანიშნა. გარდა ამისა, ევროკავშირში მქირაობენ, როგორც ძალიან მაღალანაზღაურებად ექსპერტს ჯანდაცვის სფეროში. აღარაფერს ვამბობს აშშ-ზე, უკრაინაზე, პოლონეთის სამეცნიერო საბჭოს წევრი ვარ, “Erasmus+” ექსპერტი ვარ…


მეგობრებო, არ გვინდა ჩხუბი, ქართველები ვართ, ქართულ-ჯიგრულ „პონტში“ შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, რა გვაქვს გასაყოფი. განსაკუთრებით ამ რთულ დროს. გავიტანოთ ერთმანეთი და წავიდეთ წინ!


კიდევ ერთხელ – პირადად მინისტრ ტიკარაძეს დიდი მადლობა. ახლა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპები ამის თქმის გამო დაწერენ რაღაცას ჩემზე. თუ ხართ მაგრები, აღიარეთ, რომ ეს საქმე კარგად კეთდება.


რაც კარგია, ვაღიაროთ. მაგალითად, ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემი არ იყოს, არ იცის კარგად ქართული, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკოსია, გახსოვთ, რომ ვამბობდი, თამამდებობის პირები საჯაროდ უნდა აიცრან-თქო?! გამლანძღეს, დედაც მაგინეს.


ქალბატონი პრეზიდენტი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც ვაცინაციის პროცესში სწორად მოიქცა და საჯაროდ პირველი აიცრა. თან ისე დიპლომატიურად იხუმრა, დაბადების დღე მაქვს და დალევა თუ შეიძლებაო. ამით ხალხს ირიბად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ალკოჰოლის მიღება აცრისას არ შეიძლება.


ამ თვის ბოლოს ვირუსის ტალღა ქვევით წავა. კარგი ზაფხული იქნება, დაისვენეთ, რუჯი ზომიერად მიიღეთ, მიირთვით ნატურალური პროდუქტები, მოემზადეთ სექტემბერ-ოქტომბრისთვის. ამასობაში იქნება კარგი ვაქცინა.


მაგრამ ეს ვაქცინაცია სექტემბრის ტალღაც მაინც ვერ აგვაცილებს. სექტემბრის ტალღას რომ ავცდენოდით, ამისთვის საჭირო იყო, ახლა უკვე დამთავრდებული გვქონოდა ვაქცინაცია. მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება, მერე ვაქცინაცია დაგვეწევა და მეხუთე ტალღა არ გვექნება.


ამასობაში აშშ და ევროპა დაგვეხმარება ვაქცინების კუთხით, ჩვენი კი ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ნაგავი ვაქცინა არ შემოვიტანოთ, 300 არაგველებივით მტკიცედ უნდა ვიდგეთ მოთხოვნით – „მარტო კარგი ვაქცინა“

არ დაგავიწყდეთ სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა, სუფთა ჰაერი, 2-მეტრიანი დისტანცია. თუ ვინმეს ჩაეხუტებით, იმ ადამიანს მთელი ცხოვრება უნდა ჩაეხუტოთ. ან ვინც აიცრება „ფაიზერის“ ორივე დოზით, მეორე დოზიდან 2 კვირის შემდეგ თავისუფლად შეძლებს პირბადის გარეშე სიარულს. სხვა ვაქცინებთან მიმართებით მე ამ რეკომენდაციას ვერავის გავუწევ!


ყველაფერი იქნება კარგად! აჩუქეთ სიკეთე სხვას! ყველაფერი შესაძლებელია! სიკეთეს ვერ იყიდი, ან გაქვს, ან არა, ეს ჩანს და ადამიანები ამას ხედავენ!


ჯანმრთელობას გისურვებთ!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/piradad-ministr-tikaradzes-didi-madloba-thu-kharth-magrebi-aghiareth-rom-es-saqme-kargad-kethdeba-giorgi-phkhakadze/


რატომ არ აძლევს აშშ ავტორიზაციას „ასტრაზენეკას“, რატომ აქებს ტაილანდი “სინოვაკს” და სეიშელი

0

21/05/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე:


ჩინური ვაქცინა არ ვარგა და როგორ ვთქვა, რომ კარგია?! სეიშელის მაგალითი სახეზეა. გაერთიანებული ემირატების კვლევებით, რომ ყველაფერი გადასარევადაა „სინოფარმზე“, რატომ?! იმიტომ, რომ გაერთიანებულ ემირატებშია ქარხანა, სადაც იწარმოება ეს ვაქცინა. მარტივია. არ დაგავიწყდეთ, ემირატები დიქტატორული ქვეყანაა.


ანდა, ტაილანდი რომ ძალიან აქებს „სინოვაკს“, რატომ? ტაილანდშია ამ ვაქცინის მწარმოებელი ქარხანა. აქაც მარტივადაა საქმე.



ვიცი, რომ ვერ იტანენ, რომ ვარ დამოუკიდებელი, უკონტროლო, რომ არ ვარ არც ერთი პარტიის მხარეს. ზოგიერთი მეჩხუბება, რას გვაშინებ პანდემიის ტალღებითო. მე ვაკეთებ?! ამ ტალღებს აკეთებს ის ხალხი, ვინც ქვეყანაში ეპიდემიას ვერ მართავს.


ჩემი თუ არ გჯერათ, მწარმოებელ ქვეყანას დაუჯერეთ – უკვე თავად ამბობენ, რომ ჩინური ვაქცინის მესამე დოზაც გასაკეთებელია.


რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, არ დაგებადათ შეკითხვა, რატომ არ აძლევს აშშ ავტორიზაციას „ასტრაზენეკას“, მაშინ, როცა 170 მლნ დოზა დასაწყობებული აქვს?! დანიამ „ასტრაზენეკაზეც“ უარი თქვა და „ჯონსონზეც“.


ახლა დამიწყებენ ლანძღვას, დაბრალებას და ა.შ. სად არის ის პარტია, 1 მლნ „ასტრაზენეკა“ რომ ჩამოჰქონდა?! სადაა ის ვაქცინა?! არაა. ჯერ ერთი, მე არ მინდა „ასტრაზენეკა“ ჩემ ქვეყანაში. მე მინდა „ფაიზერი“ და წერტილი!


მე არ მინდა ბანძი, მეორე და მეათეხარისხოვანი ვაქცინა – იმიტომ, რომ არ გვაქვს ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით პრობლემა როცა შეიქმნება, იმ პაციენტს ისე მოვუაროთ, როგორც საჭიროა.


ჩვენთან არ არის ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ევროპაში, ისარელში, აშშ-ში, რომ გვქონდეს ფუფუნება, „ისე რა“ ვაქცინები გავაკეთოთ და გართულებებს მოვუაროთ.


ფხაკაძემ შიგნიდან იცის ქართული ჯანდაცვა და გეუბნებით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა „ბანძ“ ვაქცინებს ვერ გადაიტანს. გაიგეთ!


არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს „ფაიზერი“ არის მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა.

ასევე, საქართველოში 45 წლის ზევით ძალიან ბევრს აქვს ქრონიკული დაავადებები. ბევრი ფაქტორია, რატომ არ შეიძლება საქართველოში ცუდი ვაქცინა. უნდა იყოს ან ძალიან კარგი, ან საერთოდ არ იყო.


რომ ჩამოიტანო ეს ჩინური, არ მუშაობს და რა ვქნა?! ჩინურს რომ გაიკეთებ , ადამიანმა მაინც პირბადით უნდა იაროს. ეფექტურობა 50%-ია. კი, დაწევს სიკვდილიანობას, მძიმე ფორმებს, მაგრამ გავრცელებას ვერ აჩერებს, 10-დან 5 დაინფიცირდება.


16 მაისს ინდონეზიაში ჩავიდა „ასტრაზენეკას“ ერთ-ერთი სერია, აღმოჩნდა, რომ ამ სერიაში 400 500 დოზას ჰქონდა პრობლემა. ამიტომ გეუბნებოდით, რომ ვაქცინაციისას სერიის ნომერი უნდა მიაწეროთ საბუთზე-თქო. ახლა მაინც გაითვალისწინეთ.


რატომ ვლაპარაკობ ამდენს?! თუ ჩემი ამ საინფორმაციო კამპანიით ერთი ადამიანი მაინც გადარჩება, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია! არაფერს ვითხოვ თქვენგან! მე ექიმი ვარ და უფლებაც არ მაქვს, სხვანაირი იყო. მე ბევრი სტუდენტი მყავს არა მარტო საქართველოში, ისინი მიყურებენ და ეს პროფესიული პასუხისმგებლობაა!


ყველაფერი ფული არ არის. არ მინდა ახლა იმ 22 „სიფტზე“ და ასე შემდეგ ფულის საკეთებელ სქემებზე საუბარი, მესმის, ცოლი გყავთ, საყვარელი, საყვარლის შვილი…წადით ბიზნესში და იქ გააკეთეთ ფული. არ მოიპაროთ. როცა საქმეს არ აკეთებთ და ხელფასს იღებთ, ეს ქურდობაა!


ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, ახალგაზრდები საუკეთესო განათლებით, ნიჭით, ცოდნით, უნარით, ბრილიანტი ბავშვები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ!


მაგრამ ეს ვაქცინაცია სექტემბრის ტალღაც მაინც ვერ აგვაცილებს. სექტემბრის ტალღას რომ ავცდენოდით, ამისთვის საჭირო იყო, ახლა უკვე დამთავრდებული გვქონოდა ვაქცინაცია. მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება, მერე ვაქცინაცია დაგვეწევა და მეხუთე ტალღა არ გვექნება.


ამასობაში აშშ და ევროპა დაგვეხმარება ვაქცინების კუთხით, ჩვენი კი ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ნაგავი ვაქცინა არ შემოვიტანოთ, 300 არაგველებივით მტკიცედ უნდა ვიდგეთ მოთხოვნით – „მარტო კარგი ვაქცინა“

აპლიკაცია რომ გაკეთდა, ხალხმა ყველამ „ფაიზერი“ მოითხოვა და ეს ჩინური რატომ ჩამოგაქვთ ვერ გავიგე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ratom-ar-adzlevs-ashsh-avtorizatsias-astrazenekas-ratom-aqebs-tailandi-sinovaks-da-seisheli-sinopharms-chveni-jandatsvis-sistema-bandz-vaqtsinebs-ver-gadaitans-gaigeth-giorgi-phkhakadze/


ისწავლეთ ერთი რამ, ფხაკაძე რომ იტყვის, დაუჯერეთ – გიორგი ფხაკაძე საქართველოში ინდური შტამის პირველ

0

23/05/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ინდური შტამის პირველ სავარაუდო გამოვლინებას გამოეხმაურა.


„კიდევ ერთი აღიარება… რომელი ერთი… რა ვიცი, მე რომ გაგაფრთხილეთ, ყველა დამესია …


ისწავლეთ ერთი რამ, ფხაკაძე რომ იტყვის, მოუსმინეთ, გაითვალისწინეთ, და დაუჯერეთ იქნებ ჩამოვყალიბდეთ, ამ ქვეყანაში ვინ ამბობს სიმართლეს.


დამისახელეთ ერთი ჩემი გაფრთხილება, რომელიც არ გამართლდა. სხვებისგან განსხვავებით, აკადემიურ ინფორმაციას გაძლევთ ადამიანურ, მარტივ ენაზე“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარი სწავლობს ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა, საბოლოო პასუხი ჯერ სპეციალისტებმა არ იციან.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/istsavleth-erthi-ram-phkhakadze-rom-itqhvis-daujereth-giorgi-phkhakadze-saqarthveloshi-induri-shtamis-pirvel-savaraudo-shemthkhvevaze/


იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს – გიორგი ფხაკაძე

0

26/06/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე:


როცა პრესა რაიმეს წერს ჩემზე, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდს თუ კარგს, არ ვეთანხმები თუ ვეთანხმები, ყველაფერს ვდებ ჩემს გვერდზე. სიტყვის თავისუფლებაა – წერონ.


კოვიდთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, რისი მიწოდებაც შეიძლებოდა და ზოგჯერ, არც კი შეიძლებოდა. ზოგადად, სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.


ვცდილობდი, მაქსიმალურად ყოფილიყავით უახლესი ინფორმაციებით შეიარაღებული, რომ სწორი გადაწყვეტილება მიგეღოთ. სამწუხაროდ, ბევრი ვერ გებულობს, რას ვამბობ და არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.


ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.


ასევე მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, ვინ შეძლებს ევროკავშირში მოგზაურობას. ამაზეც დამეტაკნენ. შედით ევროკავშირის ვებგვერდზე და ნახეთ, რომ მართალი ვარ.


მოგაწოდეთ ინფორმაცია კოვიდასპორტის შემოღებაზე. ჩემი ბრალია, რომ ევროპაში ჩინური და რუსული ვაქცინით აცრილებს არ უშვებენ?! ეს ევროკავშირმა გადაწყვიტა.


რაც შეეხება კორონავირუსის შტამებს. როცა გაჩნდა ინდური შტამი, პირველი კვლევებით, ასტრაზენეკას და ინდურ ვაქცინას კარგი შედეგები არ ჰქონდა.


დრო გავიდა და გუშინწინ უკვე დაიბეჭდა უახლესი კვლევის სასიხარულო შედეგები, რომ ინდური შტამის მიმართ „ფაიზერზე“ თითქმის 80%-იანი ეფექტურობაა და „ასტრაზენეკაზე“ – 60%. ჩინურზე კი კვლევები არ არის.


უმნიშვნელოვანესია უწყვეტი სამედიცინო განათლება. მედიცინა არის მუდმივად განახლებადი მეცნიერება და რამდენიმე თვის წინ ჩატარებული კვლევები შეიძლება, არსებითად შეიცვალოს. სიახლეებს მუდმივად უნდა გავეცნოთ.


გადავწყვიტე, ამ მძიმე დროს რაც შეიძლება საიმედო, სახალისო და საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მხოლოდ პოზიტივს მოგაწვდით, ნეგატივის მომწოდებლად უკვე უამრავი ექსპერტია.


ერთ-ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ მაქსიმალურად შემცირდა გრიპით სიკვდილიანობა. მაგალითად, კოვიდამდე აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 86 000 ადამიანი კვდებოდა სეზონური გრიპით, შარშან ეს რიცხვი 400-მდე დავიდა.


შემდეგი კარგი ამბავი – ვიცით, სწრაფი ტესტის სიზუსტე 50%, ხოლო პისიარის – 60%-ია, ბოლო კვლევებით ბრიტანეთში დადგინდა, რომ ძაღლები 88%-იანი სიზუსტით ადგენენ, არის თუ არა ადამიანი კოვიდინფიცირებული. კოვიდის სკრინინგისთვის სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების აეროპორტებში გამოყენება ეფექტური იქნება.


ყველაზე აქტუალური კითხვა – როდის დამთავრდება კორონაპანდემია?


გადავხედოთ ისტორიას. 1889 წელს იყო რუსული ვირუსი OC43. სავარაუდოდ, ეს იყო პირველი კორონავირუსი, რომელიც შესაძლოა, ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. მაშინ არ იყო ვაქცინა, მაგრამ ეს ვირუსი ჩაცხრა. 1918 წელს იყო „ესპანური გრიპი“ H1N1. რომელიც იყო არა კორონავირუსი, არამედ გრიპის ვირუსი. მიუხედავად დიდი ლეტალობისა, ისიც ვაქცინების გარეშე ჩაცხრა.


1957 წელს გავრცელდა ვირუსი H2N2, რთული მიმდინარეობით. მაშინ შექმნეს ვაქცინა, მაგრამ ძირითადად სამხედროებში გამოიყენებოდა. 1968 წელს კი გამოჩნდა რთული ვირუსი H3N2. მაშინ აშშ-ში დაამზადეს 22 მლნ დოზა ვაქცინა, თუმცა პანდემია უფრო ადრე დამთავრდა და ამ დოზების დიდი ნაწილის გამოყენება ვერ მოასწრეს.


2009 წელს გავრცელდა H1N1. მაშინაც დამზადდა ვაქცინის ასობით მილიონი დოზა, თუმცა ვირუსმა მილევა დაიწყო და ძალიან ბევრი დოზა გადასაყრელი გახდა.


შეჯამება – ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ2 წლიანი ციკლურობა.


კოროვიდ 19-ის გამოჩენიდან წელიწადნახევარი უკვე გავიდა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი მუტაცია და 14 დიდი შტამი ტრიალებს მსოფლიოში. „ვუხანური“ ვირუსი წესით, სექტემბერში უნდა დამთავრდეს. ჩვენთან ახლა რაც არის, ეს არის ბრიტანული ვირუსის მეორე ტალღა.


ფაქტია, რომ რაც უფრო ლეტალური და რთულია ვირუსი, მით უფრო სწრაფად ქრება. მაგალითად, „მერსი“.


უკვე ვიცით, როგორ უნდა ვაკონტროლოთ კოვიდ19. მაგალითად, ასვტრალია, სადაც ჩაკეტვით შედეგს მიაღწიეს. პირბადე და დისტანცია არის საუკეთესო გამოსავალი.


ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.


იქნებიან ქვეყნები, რომლებიც სექტემბრის ბოლოსთვის ვაქცინაციას ძირითადად დაასრულებენ (მაგალითად აშშ, ევროპა) და მათი ეკონომიკაც იქნება უფრო ძლიერი. სადაც ნაკლებად იქნება აცრილი ხალხი, იქ იქნება „ჯოგური“ იმუნიტეტი, როგორც საქართველოში, მათი ეკონომიკაც შედარებით მძიმე მდგომარეობაში იქნება.


პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა.


საქმე იმაშია, როგორ დამთავრდება? მსხვერპლის რაოდენობა კი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ფრთხილად ვიქნებით, იოლად გადავაგორებთ, თუ არა – შესაბამის ფასს გადავიხდით.


მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.


საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. მოვემზადოთ.


უკვე მაქსიმალური ცოდნა დაგროვდა, ვიცით, ვინ არის მტერი და როგორ ვებრძოლოთ, ფაიზერი მეტად, ასტრაზენეკა ცოტა ნაკლებად მუშაობს ინდური შტამის წინააღმდეგ, მოდერნა უკვე ქმნის ბუსტერს, რომელიც სხვა შტამებზეც იქნება ეფექტური.


სექტემბერში უკვე ძლიერი კვლევები წამოვა ვაქცინირებულებზე, განსაკუთრებით, ისრაელიდან. გაიზარდა ვაქცინების წარმოებაც. ასევე კარგია, რომ საქართველოს კლინიკებშიც უკვე იციან, როგორ მართონ კოვიდინფიცირებულები.


რაც შეეხება ქვეყნის გახსნას, მეც ვიყავი შეშინებული და წინააღმდეგი, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, უაზრო ჩაკეტვებს ეფექტი არა აქვს. თუ ქვეყანას კეტავ, უნდა წარმოადგინო პროგრამა, რატომ კეტავ და რას გეგმავ. თუ პროგრამა არა გაქვს, ჩაკეტვას აზრი არა აქვს, რადგან ამას მოჰყვება ჩაკეტვა-გახსნის უსარგებლო მონაცვლეობა.


ჯობს, გავსხნათ ქვეყანა, ოღონდ ფრთხილად. ტურისტულადაც მომგებიანი იქნება. ხომ რთულია მოსასმენად, რასაც ვამბობ?! ვუთხრათ სიმართლე მოსახლეობას, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, რომ პირბადის ტარება გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ ღარიბები ვართ და თუ გვექნება ვაქცინა, გავიკეთებთ. გვაქვს ხელმისაწვდომი სამედიცინო პირბადე და გამოვიყენოთ, დაცულები ვიქნებით.


საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. ჩვენი იმუნური სისტემა ისწავლის მასთან ბრძოლას.


რაც შეეხება ვაქცინებს, უკვე ყველამ იცის, რომელი ვაქცინაა კარგი და რომელი – ძალიან კარგი. მალე ეფექტური წამლებიც გამოვა, ასზე მეტი ლაბორატორია მუშაობს ამაზე მსოფლიოში. წლის ბოლომდე ბევრი სხვადასხვა სახეობის იარაღით ვიქნებით შეიარაღებული. წლის ბოლოს სიკვდილიანობა დაიწევს. კარგი ახალი წელი გვექნება, მთავარია, მანამდე ბევრი სისულელეები არ გავაკეთოთ და თავი დავიცვათ.


მე გირჩევთ, ნუ ვეთამაშებით ცეცხლს და ეს 2-3 თვე (სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი) როგორმე ფრთხილად გადავიტანოთ. ახლავე დავიწყოთ მუშაობა, რომ სექტემბრისთვის სასწავლო დაწესებულებები იყოს მომზადებული.


ევროპიდან და აშშ-დან ჩამოვა დიდი რაოდენობის ვაქცინები, წლის ბოლოსთვის წამლებიც მოგვისწრებს. მსოფლიოში უკვე ყველაფერი დალაგდა და ეს იმიტომ, რომ აშშ-ში მოვიდა ნორმალური მთავრობა. წინა მთავრობა იყო სუფთა „ბიზნესმენების კოლექცია“. ახლა ამერიკის ადმინისტრაციაში მოვიდნენ რეალური პოლიტიკოსები – მსოფლიო ლიდერი თავის ადგილას დაბრუნდა და მიხედავენ მსოფლიოს, ჩვენც.


იყავით პოზიტიურები, გაეცით სითბო, დაიცავით წესები, ნუ ნერვიულობთ თითოეულ მუტაციაზე. ვირუსის მუტაცია ნორმალური მოვლენაა, ხვალ შეიძლება ქუთაისური, სვანური, რაჭული, თბილისური, ან სულაც ვაკის მუტაცია გაჩნდეს. შეიძლება, მეგრული შტამიც გაჩნდეს, წარმოიდგინეთ, მეგრული შტამი რა იქნება, წიწაკიანი შტამი, ხო გადაგვივლის ყველას…. ისე, ალბათ, რაჭული შტამი ჯობს, რომ იყოს, ყველაზე ნელი მაინც იქნება.


ნუ ნერვიულობთ, მიხედეთ ბავშვებს, ფეხმძიმეებს, მოხუცებს. არ ჩავიდინოთ ბევრი სისულელე ამ ზაფხულს და ძალიან არ გავგიჟდეთ. იცით, რაც უნდა გააკეთოთ. დავისვენოთ, მაგრამ დავიცვათ ზომიერება. ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა.


ფეხმძიმეების ვაქცინაციას რეკომენდაციას ვერ გავუწევ, არ მაქვს კვლევები, ერთადერთი, მცირე ზომის კვლევა არსებობს, რომ მეძუძურ დედებში ვაქცინამ როგორც დედა, ასევე ბავშვი დაიცვა.


რაც შეეხება სპერმის ხარისხს, ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხი იქნება იგივე. მაგრამ თუ დაინფიცირდებით, სპერმის ხარისხი ქვეითდება.


თუ არ გინდათ ვაქცინის გაკეთება, ნუ გაიკეთებთ, თუ გინდათ – გაიკეთეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში, გაქვთ თუ არა ვაქცინა გაკეთებული, სამედიცინო პირბადე ცხვირზე! დაიცავით მაქსიმალურად შესაძლებელი დისტანცია, შენობებში გააკეთეთ ორპირი, დაიბადეთ ხელები საპნით, იარეთ სუფთა ჰაერზე.


ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და მაღალი რისკი, აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა, თუნდაც ჩინური.


ყველაფერი იქნება კარგად, თუ თქვენ ვიქნებით ფრთხილად.


შეგახსენებთ, ევროკავშირმა მართლაც გასცა რეკომენდაცია, წვერმა ქვეყნებმა მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით აცრილები მიიღოს, პისიარ ტესტირების გარეშე და ამ ვაქცინებს შორის, ჩინური და რუსული ვაქცინა ნამდვილად არ არის, თუმცა, ევროკავშირის თქმით, წევრ ქვეყნებს თავად შეუძლიათ აირჩიონ, დამატებით, რომელი ვაქცინით აცრილ ადამიანებს მიიღებენ ქვეყანაში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/imedia-dadgeba-dro-chineths-amis-phasis-gadakhda-moutsevs-giorgi-phkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.