სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

ეს ვირუსი ასე წავა და მოვა, კარგა ხანს და რა ვქნათ, ჩავიკეტოთ, გავიხსნათ, ჩავიკეტოთ? მოდი გავიხსნათ

0

26/04/2021

თამო კეშელავა, ალია


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.


– საუბარი იყო კოვიდწამალზეც, რას ამბობენ ამ მიმართულებით?


– ზღაპრები კარგია, როცა ძილის წინ შვილიშვილს მოუყვები. ვნახეთ პლაქველინიც და რემდესევირიც, ახლა თურმე 400 000 ლარით ფინანსდება რეინფიცირების კვლევა – საკმარისია ამდენი კორუფცია და არაპროფესიონალიზმი.


3000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, ცოტაც და, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4 000 იქნება. საქართველოს პატარა ქალაქებში სულ არ ცხოვრობს 4 000 ადამიანზე მეტი, წარმოიდგინეთ, მთელი ერთი პატარა ქალაქი ამოგვიხოცა ვირუსმა, ამოწყვიტა… მეტი რა გითხრათ? კიდევ ამბობს ზოგი, ტალღის არ მჯერა, ვირუსის არ მჯერაო. რა დაინტერესება მაქვს, აბა, რომ ვაფრთხილებ ხალხს?


ისიც კი თქვეს, ფხაკაძეს, ეტყობა, პირბადის ბიზნესი აქვსო, პირბადის ბიზნესი მაქვს და პირბადის ფასი დავაგდე? სად არის ლოგიკა? მაგრამ ყველას რაღაც ბიზნესი აქვს და ქურდს ყველა ქურდი ჰგონია, ალბათ.


– სად არის გამოსავალი?


– მოდი გავიხსნათ და მკაცრად ვაკონტროლოთ რეგულაციები. ეს ვირუსი ასე წავა და მოვა, კარგა ხანს და რა ვქნათ, ჩავიკეტოთ, გავიხსნათ, ჩავიკეტოთ, გავიხსნათ? არა, მოდი, ჩავხედოთ ვირუსს თვალებში, მოდი, ვთქვათ, რომ დღეს ვირუსი არის ჩვენი ნომერი პირველი მტერი და ვებრძოლოთ მას. ვაქცინის პრობლემაა მსოფლიოში, შეიძლება გადმოგვიგდონ ნამცეცები, მაგრამ იმოქმედებს კი იმ შტამზე, რომელიც უკვე ქვეყანაში იქნება გავრცელებული?


მსოფლიომ წარმოუდგენელი რაღაც შესძლო, 1 წელიწადში შევქმენით ვაქცინა, რომელიც მუშაობს, მაგრამ ვირუსმა გადაგვიჯოკრა… გარდა ამისა, ვაქცინები, რომლებიც დღეს გვაქვს, საჭიროებენ 5-6 თვეში განმეორებით გაკეთებას ერთი დოზის, იქაც მე ვიყავი პირველი, ვინც იკითხა, სად არის მესამე დოზა? ახლა რომ გაუკეთებ ადამიანს ორ დოზას და 5 თვეში კიდევ ერთი დოზა რომ სჭირდება, ის დოზა სად არის?


არც არავინ საუბრობს ამაზე და არც ვაქცინაციის გეგმაშია გაწერილი. ან, როგორ უნდა ავცრათ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი? და მოსახლეობის 60 პროცენტი რომც ავცრათ, ამით მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტს რომ ვიცავთ, არც ამას ამბობს ვინმე. ვთქვი, რომ ზამთარში არ დაიწყებოდა ვაქცინაცია, ასრულდა, ვთქვი, რომ წლის ბოლომდე 60 პროცენტს ვერ ავცრიდით და ესეც ასე იქნება.


ამას ემატება რეინფიცირება. აქვე ვიტყვი, რომ თუ ვუჰანური შტამის მერე, იმუნიტეტი რჩებოდა 5 თვე ორგანიზმში, ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს, არ აინტერესებს იმუნიტეტი, ეგრევე შეიძლება მოხდეს რეინფიცირება. ყველაფერი მკვდარია ეკონომიკა, წარმოება, ტურიზმი. თუ გადარჩენა გვინდა, ჩავხედოთ ვირუსს თვალებში, ვებრძოლოთ დისტანციით, პირბადით, ჰიგიენით, ვებრძოლოთ ყველამ ერთად.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-virusi-ase-tsava-da-mova-karga-khans-da-ra-vqnath-chaviketoth-gavikhsnath-chaviketoth-modi-gavikhsnath-da-mkatsrad-vakontroloth-regulatsiebi-giorgi-phkhakadze/


ინდური შტამი საქართველოში დაფიქსირდა? “ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს…

0

26/04/2021

თამო კეშელავა, ალია


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.


– უნდა გკითხოთ პოსტკოვიდურ გართულებებზეც, აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი გართულება შეიძლება დაუტოვოს იმ ადამიანების ნაწილს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ხომ?


– ინვალიდდება ხალხი, ინვალიდობა მხოლოდ ეტლში ჩაჯდომა ხომ არ არის, ხალხო, კოვიდგადატანილების 30 პროცენტში მოქმედებს სასუნთქ გზებზე, გულზე, სპერმაზე, გამრავლებაზე, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ტოვებს და ა.შ. „ევექსის“ ერთ-ერთ დირექტორს ვუსმენდი, თავად აღიარა კოვიდგადატანილთა 60 პროცენტი უკან დაგვიბრუნდა ჰოსპიტალში პოსტკოვიდური პრობლემების გამოო.


არამარტო კოვიდგადატანილებში, სამწუხაროდ, მძიმე გართულებებს იწვევს ფეხმძიმე ქალებში, 5-ჯერ მეტია შანსი, რომ მოხვდეს რეანიმაციაში, ძალიან მაღალი პროცენტია ნაადრევი მშობიარობის, თითქმის 90 პროცენტი, ძალიან მაღალია პროცენტი ბავშვის დაღუპვის. რომ გადავხედე კვლევებს გული გამისკდა. ყველაფერი უნდა გააკეთოს ორსულმა ქალმა, რომ არ დაემართოს კოვიდი.


სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ შესაძლებელია, უკვე საქართველოშიც იყო შემოსული ინდური შტამი… ამას კი არ ვგრძნობ, ნათელმხილველი კი არა ვარ, გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობ. სასწრაფოდ უნდა მოხდეს სრული სამედიცინო პერსონალის მობილიზება. ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს, არ აინტერესებს იმუნიტეტი, ეგრევე შეიძლება მოხდეს რეინფიცირება.


დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია ყველგან, ტრანსპორტში მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია, გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე. ვამბობდი, რომ სკოლებშიც უნდა დაეცვათ დისტანცია და ეტარებიათ პირბადე, ვთქვი, რომ 5 წელზე ზემოთ ბავშვებში ეტარებინათ პირბადე, არ ვიცი, რა გაიგეს იმათ, მეხუთე კლასიდან ზემოთ გაიკეთონ ბავშვებმა პირბადეო და რამდენი ბავშვია ახლა ინფიცირებული?


რამდენი კლასი? რამდენი სკოლა ისევ დაიხურა? ვინ არის პასუხისმგებელი? ან ის ბავშვი სკოლამდე რომ მივა, მეტრო ხომ უნდა გაიაროს? და მეტრო არის კორონას გავრცელების ცენტრი.


შეიძლება უაზრო რაღაცას ვამბობ, მაგრამ ზოგჯერ მგონია, სპეციალურად ცდილობენ ვირუსის გავრცელებას და მერე ამით ხალხის კონტროლს, აბა, არ ვიცი, რა ვიფიქრო, საღი აზროვნების ადამიანი ასე არ მოიქცევა. წინა პრემიერის ყველაფერი არ მომწონდა, მაგრამ რეგულაციების დიდი ნაწილი სწორად იყო დაწესებული, მოვიდა ახალი პრემიერი და ერთ დღეში გააუქმა რეგულაციები.


მე მესმის, ის პოლიტიკოსია და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სად არიან ის მრჩევლები, რომლებიც ხელფასს იღებენ? სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები? სხვათა შორის, სხვა ქვეყნის პრემიერებმაც გააუქმეს ასე რეგულაციები და ბევრგან ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი გადადგნენ იმის გამო, რომ არ ეთანხმებოდნენ და ესენი სად არიან?


ისევ თავის თანამდებობებზე? ამ ყველაფერში დამნაშავე არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ღიად ვაცხადებ. მე რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვხელმძღვანელობდე, პირდაპირ პრემიერის კაბინეტში გამოვაცხადებდი შიმშილობას და იქედან არ გამოვიდოდი, სანამ არ გადაიფიქრებდა რეგულაციების მოხსნას.


ახლა ჩაკეტვის წინააღმდეგი ვარ, 3-4 თვეში ფული აღარ გვექნება ხაზინაში, საიდან შემოვა ფული? დონორ ორგანიზაციებსაც აღარ აქვთ უკვე ფული, ვერც ისინი მოგვცემენ და რას ვაპირებთ? ომია, რა დროს 10-წლიანი გეგმაა ომის დროს, ომის დროს უნდა გააკეთო 6-თვიანი გეგმა, უნდა აუხსნა ღიად შენ ხალხს პრობლემის არსი, ომია, ომი.


ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, იმიტომ რომ ქვეყნებიც არასოდეს ყოფილმა ასე მჭიდროდ ერთმანეთთან, მაგალითად, „ესპანკის“ დროს. ნახეთ თბილისის აეროპორტი, სად აღარ მიფრინავენ, ზოგი ამერიკიდან დაბრუნდა, ზოგი ბრაზილიიდან და ზოგი ინდოეთიდან. სტამბულის აეროპორტში საიდან ჩამოსულ ადამიანს აღარ შეხვდები, თუნდაც. არ იყო ქვეყნებს შორის ასეთი მიმოსვლა არც ერთი ეპიდემიის დროს აქამდე და ესეც უწყობს ხელს გავრცელებას. აეროპორტებიც გავრცელების წყაროა.


ჯერ კიდევ შარშან ვთქვი, რომ ეს არის ბიოლოგიური ომი, ვინ დაიწყო ეს ომი არ ვიცი, არც გვაქვს ახლა ჩვენ მაგის გარკვევის დრო, მთავარია გადავრჩეთ. გაიხსნას ქვეყანა, ოღონდ რეგულაციები გაკონტროლდეს ძალიან მკაცრად, რეგულაციების გასაკონტროლებლად სამხედროებიც გამოვიყვანოთ, სრული მობილიზება მოვახდინოთ.


– როდის შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ დასრულდება ვირუსთან ომი?


– ადრე ვფიქრობდი, რომ 2023 წელს დასრულდებოდა ეს ომი. მაშინ ველოდებოდით ვაქცინას, მაშინ არ იყო ასეთი აგრესიული მუტაციები. ახლა სიმართლე გითხრათ – არ ვიცი. მართლა არ ვიცი. გავიმეორებ, ახლა თუ გვინდა გადავრჩეთ, ვაღიაროთ ვირუსი ნომერ პირველ მტრად, ჩავხედოთ თვალებში და ვებრძოლოთ! სხვა გზას ვერ ვხედავ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/induri-shtami-saqarthveloshi-daphiqsirda-induri-shtamis-shemthkhvevashi-imuniteti-ar-moqmedebs-ar-ainteresebs-imuniteti-egreve-sheidzleba-mokhdes-reinphitsireba-giorgi-phkhakadze/


საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად – გიორგი ფხაკაძე

0

28/04/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე:


“ჩემი ვარაუდით საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან.


ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბობენ, რომ ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.


თურქეთმა ქვეყანა ჩაკეტა. მათ ეკონომიკას ძალიან სჭირდებოდა ტურისტები, მაგრამ ჩაკეტეს. დაფიქრდით. თურქეთი, რომელიც ძალიან ბიზნესორიენტირებული ქვეყანაა, თურქეთის მთავრობა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია ტურიზმზე, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებს. არ დაგავიწყდეთ, თურქეთში მასიურად ხდებოდა ვაქცინირება ჩინური ვაქცინით.


რაც შეეხება ინდოეთს, ჩატარდა არაერთი კვლევა, რამაც აჩვენა, რომ რეალურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ტესტირების შედეგადაა გამოვლენილი.ინდოეთში ახალი შტამი ვრცელდებოდა ოქტომბრიდან, მაგრამ გარკვეულმა შტატებმა დამალეს სტატისტიკა, რადგან 5 შტატში არჩევნები იყო ჩასატარებელი.


ასევე ჩატარდა დიდი რელიგიური დღესასწაული. ესეც პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი უსაფრთხოა. 5 შტატში ჩატარებული არჩევნებისა და ამ დიდი რელიგიური რიტუალის გამო ქვეყანაში აფეთქდა ეპიდსიტუაცია.


ეს არის მწარე მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცნენ ქვეყნები. ვინაიდან ინდოეთის მთავრობა მალავდა ვირუსის სტატისტიკას პოლიტიკური მიზეზების გამო, ოქტომბრიდან ინდოეთის მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაქფისირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად”


წყარო – REPORT.GE




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/saqarthveloshi-aphethqeba-imitomaa-rom-gvaqvs-induri-da-britanuli-shtami-erthad-giorgi-phkhakadze/


ამერიკაში და ევროპაში სექტემბრისთვის ეპიდემია იქნება კონტროლქვეშ და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოსაც…

0

03/05/2021

კარგი ამბავი არის ის, რომ ამერიკაში და ევროპაში სექტემბრისთვის ეპიდემია იქნება კონტროლქვეშ მეტ-ნაკლებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, დალაგდება ამერიკაში და ევროპაში სიტუაცია და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოსაც მიხედავენ.


გიორგი ფხაკაძე:


„მე მაინც იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება. საიდან, როგორ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ, ალბათ, დააკვირდით, რომ როცა რაღაცას ვამბობ, ახდება ხოლმე.


გაგიმხელთ, მე მინდა, რომ ჩამოვიდე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ ჩამოვალ საქართველოში. სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის ქვეყნები უკვე მიხედავენ თავიანთ სამეზობლოს და ჩვენც მოვყვებით ამ პროცესში. მანამდე როგორმე გავიტანოთ თავი და ბევრი სისულელე არ გავაკეთოთ, მე იმედი მაქვს, რომ სხვანაირი ახალი წელი გვექნება.


მე მინდა, ახალ წელს ვიყო თბილისში, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ახალ წელს ვიყო თბილისში. თუ ვირუსის კუთხით უსაფრთხო არ იქნება, ვერ ჩამოვალ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ უფრო მალე ჩამოვიდე, მაგრამ ეს არის ჩემი გათვლები“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/amerikashi-da-evropashi-seqtembristhvis-epidemia-iqneba-kontrolqvesh-da-shemdeg-danarchen-msophliosats-mikhedaven-giorgi-phkhakadze/


ველოდები კონკრეტული ზარს, ჩემ გარეშე არ/ვერ გამოგივათ, ისე არ დამთავრდეს, ჩემი მოსაზრება გაიზიარეთ

0

04/05/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის „უსაფრთხო სასტუმროსა“ და „უსაფრთხო რესტორნის“ სერვისების შეთავაზებას აპირებს.


გიორგი ფხაკაძის თქმით, უხარია, რომ მთავრობა უსმენს.


„ახლა ველოდები კონკრეტული ზარს კონკრეტული წინადადებებით, რომ დაგეხმაროთ ამ ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელებაში. ყველამ ვიცით, რომ ჩემს გარეშე არ/ვერ გამოგივათ.


კიდევ ერთხელ ვაცხადებ საჯაროდ, რომ დაგეხმარებით. ისე არ დამთავრდეს, ჩემი მოსაზრება გაიზიარეთ და ყველაფერი პიარის დონეზე დარჩეს.


მე, გიორგი ფხაკაძე, დღეიდან ამ საქმეს ვაკეთებ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, ეს სჭირდება ჩვენ ხალხს. „იმოგზაურე საქართველოში უსაფრთხოდ“ – ეს არის ინიციატივა ყველასთვის“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/velodebi-konkretuli-zars-chem-gareshe-ar-ver-gamogivath-ise-ar-damthavrdes-chemi-mosazreba-gaiziareth-da-piaris-doneze-darches-giorgi-phkhakadze/


ვისაც ჰგონია, რომ აიცრება და პირბადის გამოყენება აღარ დასჭირდება, ძალიან ცდება – გიორგი ფხაკაძე

0

06/05/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე პირდაპირ ამბობს, რომ პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება.


„გავიკეთებ ვაქცინას და ყველაფერი კარგად იქნება, ასე არ არის. ამას სჭირდება დრო და უნდა ვიყოთ უსაფრთხოდ. პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება, თან საკმაო ხანს. ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიზნესი, ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი ტურისტული სეზონი, მაგრამ მომზადებულები, შეიარაღებულები უნდა ვიყოთ და რაც მთავარია, ვიცოდეთ, სად მივდივართ“, – განაცხადა ფხაკაძემ.


„რეზონანსი“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/visats-hgonia-rom-aitsreba-da-pirbadis-gamoqheneba-aghar-dastchirdeba-dzalian-tsdeba-giorgi-phkhakadze/


“კოვიდუსაფრთხო ნაშებიო” – მეცნიერულად, ეს ცოტა გაგვიჭირდება… რა დროს ეგაა, კოვიდია, ჯობს, იყოთ იმ…

0

06/05/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე:


ვისაუბრებ რამდენიმე საკითხზე – დავიწყოთ ვაქცინებით.


1. ბევრი მეკითხება, გაიკეთოს თუ არა ჩინური ვაქცინა და მწერენ, რომ უკვე დარეგისტრირდნენ. ხალხო, თუ უკვე დარეგისტრირდით და გადაწყვეტილება მიიღეთ, მაშინ გაიკეთეთ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მე ვერ გადაგიწყვეტთ, გაიკეთოთ თუ არა ჩინური ვაქცინა, ყველაფერს აქვს პლიუსი და მინუსი.


2. ვაქცინაციის თუ გეშინიათ და რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარეთ. ძირითადად, 99%-ში ცუდი არაფერი მოხდება, რომც რაიმე გართულდეს, წესით, იქვე იქნება მომზადებული მედპერსონალი და ისინი უნდა დაგეხმაროთ.


3. ასევე გთხოვთ, ნუ უხდით ლაბორატორიების მაფიას ფულს – არც ვაქცინაციამდე და არც შემდეგ არანაირი ტესტების გაკეთება არ არის საჭირო, თუ საამისოდ ექიმის განსაკუთრებული მითითება არ გაქვთ.


4. მე ფაიზერით ვიცრები, არც „ფაიზერის“ ხაჭაპურია ბოლომდე გამომცხვარი, მაგრამ რისკები არის ძალიან დაბალი, დაცულობა კი მაღალია.


მაგალითად, მე რომ გავიკეთებ „ფაიზერს“ ივნისში, მეორე დოზას გავიკეთებ ივლისში. ვალიდურობა იქნება პირველი დოზიდან 6 თვე. 2 დოზის შემდეგ ვიქნები მე თვითონ დაცული და ყველაზე მთავარი, ვიქნები უსაფრთხო გარშემომყოფთათვის. არ მინდა ვიყო ვირუსის გავრცელების წყარო. დაახლოებით 10 ივლისიდან ვიქნები დაცული, ვაპირებ მოგზაურობას ევროპაში და შეიძლება, საქართველოშიც შემოვიარო,


5. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფაიზერზე, ასტრაზენეკაზე, ჯონსონ და ჯონსონზე, მოდერნაზე უამრავი კვლევაა, რასაც ვერ ვიტყვით ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე.


6. ხომ არის გაჭირვებული დრო, როცა ლომბარდში ოქროს აბარებენ?! ეს დროა ახლა. მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოს, რომ კარგი ვაქცინა ჩაოვიტანოს.გითხარით, რომელიცაა კარგი ვაქცინა.


7. ვინც ვაქცინა გაიკეთეთ, გახსოვდეთ, რომ პირველი დოზიდან 1 თვე არ ხართ დაცული. ვინც აპირებთ აცრას, ჩემი რჩევაა, აცრამდე ერთი კვირით ადრე და აცრიდან ერთი კვირის განმავლობაში ალკოფოლი არ მიიღოთ, უმჯობესია, თუ 2 კვირა შეიკავებთ თავს, რადგან ალკოჰოლი იმუნიტეტს აქვეითებს.


8. ასევე გაფრთხილებთ, ერთი დოზის შემდეგ მეორე დოზაც აუცილებლად გაიკეთეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგებით..


9. რაც შეეხება მოგზაურობას – არ შეცდეთ, თქვენ შეძლებთ ევროპაში ჩამოსვლას, თუ აცრილი იქნებით ევროკავშირში აკრედიტებული ვაქცინით. ესენია: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერმა“, „ჯონსონი და ჯონსონი“. დანარჩენი, რა ვაქცინასაც გაიკეთებთ, მხოლოდ მის მწარმოებელ ქვეყანაში შეძლებთ ჩასვლას.


ახლა ცოტა რამ პოლიტიკაზე და იმაზე, როგორ ატრიალებენ ჩემ ნათქვამს


10. ხანდახან მარტო სათაურებს კითხულობენ, ან მარტო ერთ ფრაზას ამოიღებს ჩემი ლაივიდან. ამას წინათ პოლიტიკოსებზე ვილაპარაკე და ვერ მიხვდნენ, რა იყო ჩემი ბრაზის მიზეზი. მე ის ვთქვი, რომ რევოლუციებისკენ მოწოდებით პოლიტიკოსები აქეზებენ ახალგაზრდებს, მოაწყონ თავყრილობები, ამით კი ვირუსი ვრცელდება. რეალობაა, რომ ეპიდემიის კუთხით პროცენტულად საქართველოში ინდოეთზე უარესი მდგომარეობაა. ეს რეალობა პოლიტიკოსებმაც უნდა გაითვალისწინონ.


11. ჩემი პოლიტიზირება არავის გამოუვა, მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს. ნაცები ქოცს მეძახიან, ქოცები – ნაცს, ჩემზე ზოგი ამბობს, მიშიასტიაო, ზოგი – მთავრობისტიაო. ხალხო, არავისი არა ვარ, მე ვარ ფხაკაძე. გიორგი ფხაკაძე არის ფხაკაძისტი… ხომ შეიძლება, ჩვეულებრივად იყო ადამიანი და არავისტი არ იყო?!


12. პოლიტიკოსები თითქმის ყველანი კორუმპირებულები არიან და ადამიანებით მანიპულირებენ. საბოლოოდ წაგებულია ხალხი, პოლიტიკოსები რჩებიან მოგებულნი და უამრავ ქონებას აგროვებენ. საიდან? მე რომ კარგი სახლ-კარი მაქვს, 24 საათი თავაუღებლად ვმუშაობ, ისეთ ადგილებში ვარ ნამუშევარი, ადამიანი ცოცხალი ვერ ჩამოდის იქიდან. ეს პოლიტიკოსები ამდენს სად შოულობენ?! და ისინი ხალხზე ფიქრობენ?! მეტი არაა ჩემი მტერი!


13. კიდევ ერთხელ – პოლიტიკაში ვერავინ ვერ ჩამითრევს, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს! ქართული პოლიტიკის კი ვერაფერი გავიგე, ისეთი ამბებია.


14. ახლა იმაზე, რომ ზოგიერთები ჩემს ხუმრობებს ვერ იგებენ. ერთხელ ვთქვი სპერმაზე და ეს თემა დღემდე ვერ ამოწურეს. მე ვთქვი, რომ კოვიდგადატანილთა გარკვეულ პროცენტში სპერმის ხარისხის სხხვადასხვა სახის პრობლემებია, ამიტომ სანამ კოვიდი დაგემართებათ, შთამომავლობაზე იზრუნეთ-თქო. მე მგონი, კარგი საქმე გავაკეთე ერის გენოფონდისთვის. ამ განცხადებიდან 9 თვის შემდეგ მომიწევს ბევრის ნათლიობა, თუ იმ დროს ვიქნები საქართველოში.


ახლა რაც შეეხება სიახლეებს ტურიზმთან დაკავშირებით და აკრედიტაციის ინიციატივებზე.


15. „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ძალიან კარგად მიდის. ერთ თვეში 32-ზე მეტმა ორგანიზაციამ შემოიტანა განაცხადი, მათგან მეორე ეტაპზე გადავიდა 12, ხოლო ერთმა, სტომატოლოგიურმა კლინიკა „ჰებემ“ მიიღო ფრანგული სერტიფიკატი.


16. მეორე ინიციატივა გუშინ დავიწყეთ. ეს არის „უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაცია“. სამედიცინო პერსონალისთვის ვამზადებთ ტრენინგებს. თუ ხართ ტრენერი, შეგიძლიათ, ჩვენთან შემოიტანოთ თქვენი ტრენინგ-მასალა, გავუკეთებთ აკრედიტაციას, მივანიჭებთ ‘CME” კრედიტს და თქვენ შეძლებთ, გაყიდოთ თქვენი ტრენინგი სამედიცინო პერსონალისათვის.


17. მესამე ახალი ინიციატივა ეხება ტურიზმს – პირველ რიგში, გაკეთდება გიდების აკრედიტაცია. „საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციასთან“


Sakartvelo’s Certified Guides Association

ერთად, ბატონ გიორგი დარსიმელიასთან

Giorgi Dartsimelia


ერთად კვირას ვაკეთებთ ტრენინგს. გიდები მიიღებენ კოვიდსერტიფიცირებული გიდის სერტიფიკატს.


18. ჩატარდება ტრენინგები, თუ როგორ მოაწყოს გიდმა უსაფრთხო ტური, რა უნდა გააკეთოს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ინფიცირება – პირველ რიგში, თვითონ იყოს დაცული, დაიცვას გარემო,სადაც არის და დაიცვას ტურისტი.


19. მომდევნო კვირას, ჩატარდება ტრენინგი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან. გასწავლით და დაგეხმარებით, მინიმალური ხარჯებით როგორ შეიძლება გადაეწყოთ. ვინც გაივლის ტრენინგებს, მიიღებთ სერტიფიკატს და სტიკერს – „კოვიდუსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება“. რაც შეეხება ტრენინგებს და სერტიფიკაციას, ამას ფხაკაძე გიკეთებთ უფასოდ. დავიღლები, არა უშავს, ჩვენ ახლა ტურიზმის გამართვა გვჭირდება.


20. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მომზადდეს შემდეგი მიმართულება – „უსაფრთხო კოვიდრესტორანი“. სტუმარი რომ გემრიელ ქართულ კერძებს გასინჯავს, იმ რესტორნიდან თან კორონაც ხომ არ უნდა გამოჰყვეს?! …ამ მიმართულებით უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში დაგეხმარებით. 2 დღე დაველოდები სარესტორნე ბიზნესთან დაკავშირებული ასოციაციების გამოხმაურებას, თუ არადა მე თავად გავაკეთებ.


21. და რა თქმა უნდა – კოვიდუსაფრთხო აკრედიტებული სასტუმრო. ჯერ არ გადამიწყვეტია, ამ მიმართულებით ვისთან ვითანამშრომლებ.


22. ტურისტული სექტორი შეძლებს, ტურისტს შესთავაზოს კოვიდუსაფრთხო გიდი, კოვიდუსაფრთხო ტრანსპორტი, კოვიდუსაფრთხო რესტორანი და კოვიდუსაფრთხო სასტუმრო. უკვე არის გამოხმაურებები და მე ამას გავაკეთებ, ორშაბათიდან დაიწყება ტურისტული სექტორის აკრედიტაციის პროცესი.


23. ამ სერტიფიკატს თქვენ ვერ იყიდით, არ იყიდება, უფასოა, ნებაყოფლობითია, მაგრამ კორიფციით და ჩაწყობითაც ვერ მიიღებთ. უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, ფხაკაძე არ იყიდება. ველოდებით ტურისტული სექტორის გამოხმაურებას!


ცოტა იუმორიც მსმენელთა კომენტარებზე


24. ლაივში კომენტარი წავიკითხე ახლა – „კოვიდუსაფრთხო ნაშებიო“, დაწერა ერთმა. სამწუხაროდ, კოვიდუსაფრთხო ნაშები პრობლემაა, ვაქცინირებული უნდა იყოს, სასურველია, ფაიზერით და თან პირბადე უნდა გამოიყენოს. კოვიდუსაფრთხო ნაშების კუთხით მე, სამწუხაროდ, სერტიფიცირებას ვერ გავაკეთებ.


დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას შერჩევის პროცესში, მაგრამ მეცნიერულად, სამწუხაროდ, ეს ცოტა გაგვიჭირდება. აგერ მეორე მსმენელმა კაცი ნაშებიც მოითხოვა, კარგი, ორ კომიტეტს გავაკეთებ ცალ-ცალკე, ქალებისა და კაცებისთვის, მაგრამ ეს აკრედიტაცია იქნება ფასიანი. როგორც კომიტეტებში მოხვედრა, ასევე აკრედიტაციის მიღება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იქნება.


25. ვხუმრობთ, ხალხო, რა დროს ეგაა, კოვიდია, ჯობს, იყოთ იმ ადამიანთან, ვინც გიყვართ. თუ ვინმე გიყვართ, უთხარით: მიყვარხარ“ და იყავით ერთად.


26. განსაკუთრებით ამ პანდემიისას რაც უფრო ნაკლები სხვადასხვა ურთიერთობები გექნებათ, უკეთესია. ხუმრობა ხუმრობაა, მაგრამ ამას სერიოზულად გეუბნებით. პანდემიის დროს გყავდეთ ერთი მეგობარი და ეს იქნება უსაფრთხო თქვენთვის. ახლა უკვე წარმომიდგენია, მედიაში რა სათაურებს დაწერენ ამ ლაივზე………


გიორგობაა, გილოცავთ.


27. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველაფერი იქნება კარგად, ამის უნდა გჯეროდეთ. ნეგატიური ადამიანები მოიშორეთ. დააფასეთ და მოეფერეთ პოზიტიურ ადამიანებს. ეძებეთ და აკეთეთ ყოველთვის სიკეთე.


28. გიორგობა შემოდის, ეს ის დღესასწაულია, როცა სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს. ჩვენ ვართ წმინდა გიორგის ქვეყანა და ჩვენ გავიმარჯვებთ. მეც გიორგი ვარ, ყველა გიორგის და ქველა ქრისტიანს გილოცავთ გიორგობას.


29. მჯერა, რომ წმინდა გიორგი იფარავს საქართველოს. ჩვენ ისეთი რაღაცეები გადავიტანეთ, რაც მეცნიერულად შეუძლებელი იყო. ღმერთი არსებობს. საქართველოში ისეთი რთული მდგომარეობაა, და მაინც გაგვაქვს თავი. საქართველოში მესამე ტალღა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის ჩვენი მფარველი ანგელოზები ცოტა უნდა დავასვენოთ და ეს დასვენება არის ჩვენს მიერ პირბადის გამოყენება. არ გავაკეთოთ ის, რაც მოხდა ნოემბერში.


30. ვიცხოვროთ გონივრულად. პასუხისმგებლობა არის ყველაზე. პირბადეზე უკეთესი წამალი არ არსებობს. გამოიყენეთ პირბადე ვაქცინაციის შემდეგაც! ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოში შარშანდელი ნოემბერი არ დაბრუნდეს. დავეხმაროთ წმინდა გიორგის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს.


გვწამდეს, გვჯეროდეს, ვიფიქროთ სიკეთეზე, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.


მიყვარხართ ძალიან!


ყველაფერი იქნება კარგად!


ჯანმრთელობას გისურვებთ!”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/video-kovidusaphrthkho-nashebio-metsnierulad-es-tsota-gagvitchirdeba-ra-dros-egaa-kovidia-jobs-iqhoth-im-adamianthan-vints-giqhvarth-giorgi-phkhakadze/


ეს არის უდიდესი რამ, ეს არის დიდი გამარჯვება – გიორგი ფხაკაძე

0

07/05/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე:


“ეს არის უდიდესი რამ. ეს არის ისეთი დიდი გამარჯვება, ბევრი კიდე ვერ ხვდება თუ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება.


ჩვენ ყველა უნდა მივესალმოთ ამერიკის შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილებას.


მარტივ ენაზე: კოვიდ ვაქცინები ან/და წამლები იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის თვითღირელების ფასად !!!


As Ambassador Tai said, extraordinary times of a global pandemic require extraordinary measures. We should welcome US decision to support the waiver of IP protections on #COVID19 vaccines and the World Trade Organization negotiation. Every action to get more vaccines is critical to save more lives!



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-aris-udidesi-ram-es-aris-didi-gamarjveba-giorgi-phkhakadze/


ძველ ცხოვრებას ჩვენ ვეღარასდროს დავუბრუნდებით – გიორგი ფხაკაძე

0

24/04/2021

ძველ ცხოვრებას ჩვენ ვერასდროს ვეღარ დავუბრუნდებით. ეს არის ზღაპარი“,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას განაცხდა.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ქვეყანა მთლიანად უნდა გაიხსნას მკაცრი წესებით.


„ძველ ცხოვრებას ჩვენ ვერასდროს ვეღარ დავუბრუნდებით. ეს არის ზღაპარი. როგორც ეკონომიური თვალსაზრისით, ისე სხვა თვალსაზრისით. ჯობს ვაღიაროთ, რომ ვირუსი ჩვენთან იქნება კარგა ხანს.


სანამ ეს ვირუსი არ წავა, ჩვენ ჩვენი ცხოვრების წესი უნდა ავაწყოთ სხვანაირად.ეს ნიშნავს, რომ ბიზნესიც უნდა იყოს ადაპტირებული. სხვა შემთხვევაში სულ ასე იქნებით. ყველა დაიღალა გახსნით და დაკეტვით. ქვეყანა უნდა იყოს გახსნილი მკაცრი პირობებით“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/dzvel-tskhovrebas-chven-vegharasdros-davubrundebith-giorgi-phkhakadze/


კოვიდით გამოწვეული დიაბეტის ახალი ეპიდემია – გიორგი ფხაკაძე

0

11/05/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე, ე.წ “გრძელი კოვიდის” ანუ პისტკოვიდური გართულების შესახებ, კვლევის საგანგაშო შედეგებს აზიარებს სოციალურ ქსელში:


“კოვიდი თავის “გრძელი კოვიდით” ნამდვილად ვერაგია. პაციენტები ვისაც აქვთ “გრძელი კოვიდი” 56% შანსია, რომ ჯანმრთელოს პრობლემები დაუმძიმდეთ, დაავადების დაწყებიდან 6 თვეში.


ასევე კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს შესაძლოა 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი.


დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/kovidith-gamotsveuli-diabetis-akhali-epidemia-giorgi-phkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.