სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

წლის ბოლოს წამალიც გვექნება – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

0

20/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიოს წლის ბოლოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან ერთად ვირუსის სამკურნალო პრეპარატიც ექნება:


ჩვენ გვექნება წლის ბოლომდე არა მარტო ვაქცინა, წამალიც…


რატომ ვფიქრიბ ასე? ფაქტები – ამერიკის მთავრობამ გამოყო დამატებით 3 მილიარდი დოლარი (ანტივირუსული პრეპარატის შექმნისა და წარმოებისთვის).



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/tslis-bolos-tsamalits-gveqneba-ra-inphormatsias-avrtselebs-giorgi-phkhakadze/


ეს ბომბია და პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ, სპეციალისტები თანამდებობებიდან უნდა გადამდგარიყვნენ

0

22/06/2021

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას: ღია სივრცეში პირბადეებისა და ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ აფასებს.


„ასეთი უგულებელყოფა მედიცინის, მეცნიერების და საღი გონების, რაც საქართველოში ხდება, მსოფლიოში არსად მინახავს. შესაძლოა, ადამიანი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყოს, მაგრამ ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება.


რუსეთში ახალ ინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა დაავადებული. ბრიტანეთში – თითქმის 100%. სიგნალები მოდის აშშ-იდან და ევროპიდანაც. საუბარია, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ მეორე დოზამდე ინტერვალი 8-12 კვირიდან 4 კვირაზე დაიყვანონ.


ვიცით, რომ ორჯერ ვაქცინირებული ადამიანი უფრო უსაფრთხოა. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ფიზიკურად არ არის, ვხსნით ქვეყანას, რის საფუძველზე?! მესამე ტალღა ქვეყანაში არ დასრულებულა.


ვწუხვარ, რომ პერმიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ შესაბამისი სპეციალისტები და ექსპერტები თანამდებობებიდან არ გადადგნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მე რომ ვყოფილიყავი, გადავდგებოდი.


ის, რაც დღეს მოხდა, სამედიცინო კუთხით არაეთიკურია. ყველაზე მთავარია, რომ ამას არც მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან არაფერი აქვს საერთო. ჯერ ვაქცინა ჩამოიტანონ და შემდეგ მოხსნან პირბადე. როგორ შეიძლება დახურულ სივრცეში რესტორნის გახსნა. ხალხი ვაქცინირებული არ არის და შენ ყველაფერი გახსნილი გაქვს. ეს მოკლევადიანი პოპულიზმია. ხელისუფლებამ იცის, რომ ადამიანების გულს 2-3 თვე მოიგებენ, ჩვენი მთავრობა გრძელვადიან პერსპექტივებზე და გეგმებზე არ ფიქრობს.


მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ სამედიცინო კუთხით დასკვნა ასეთია – ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურ-პოპულისტური და ისეთი ხელმძღვანელების მიერ მიღებული, რომელთაც იციან, ქვეყანას ახლო მომავალი ვეღარ მართავენ. ეს არის ბომბი, რომელიც ზაფხულში აფეთქდება“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-bombia-da-premieris-gadatsqhvetilebis-shemdeg-spetsialistebi-thanamdebobebidan-unda-gadamdgariqhvnen-giorgi-phophkhadze/


სირცხვილია ამ გადაწყვეტილებების მიღების მონაწილე იყო, სად არიან დღეს? თუ პრინციპული ხალხია და თუ…

0

22/06/2021

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე


გიორგი ფხაკაძე:


-მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერი გვყავს, ყველა შეზღუდვა ნაადრევად მოიხსნა. გამოდის, ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ კოვიდი, თურმე ქვეყანაში აღარ არის, ამას არც სამეცნიერო ახსნა მოეძებნება და არც სამედიცინო, საღ აზრსაა მოკლებული. 20-ზე მეტი ადამიანი იღუპება თითქმის ყოველ დღე და შეზღუდვებს ვხსნით?


შევხედოთ რა მდგომარეობაშია რუსეთი, მოსკოვზე აღარ არის საუბარი, პუტინმაც კი აღიარა უკვე, რომ რეგიონებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ინდური ვირუსი ფეთქდება ყველგან, ბოლო მონაცემების მიხედვით, მას შემდეგ რაც ისრაელმა საზღვრები გახსნა – იქაც კი იმატა შემთხვევებმა კორონავირუსის. შევხედოთ რა ხდება დიდ ბრიტანეთში, გადადო ბრიტანეთმა შეზღუდვების მოხსნა და ეს ხდება იმ ქვეყნებში, სადაც თითქმის მოსახლეობის 70 პროცენტია აცრილი. მაშინ როცა ჩვენთან მოსახლეობის 2 პროცენტია სულ აცრილი და რისი იმედი გვაქვს?


ამ გადაწყვეტილების მწარე გადასახადს მოსახლეობა გადაიხდის აგვისტო-სექტემბერში. უმძიმეს მდგომარეობაში ვიქნებით, იმ შემთხვევაშიც კი, ვაქცინებიც რომ ჩამოვიტანოთ. ვაქცინების შედეგს ქვეყანა ხედავს 2-3 თვეში, დღესაც რომ დავიწყოთ ეფექტური ვაქცინაშია, შედეგი გვექნება 2-3 თვის შემდეგ. მესამე ტალღა არ გაჩერებულა, ჩვენ ახლა ისევ მესამე ტალღაში ვართ, ამას დამატებული ინდური შტამი.


არ უნდა დაგვავიწყდეს აქვე გრძელი კოვიდი, რომელიც ძალიან ვერაგია. პოსტკოვიდურ პაციენტებში 6 თვის მანძილზე სიკვდილობა საკმაოდ მაღალია – ამის სტატისტიკას არავინ წერს. ასევე, ძალიან მაღალია, პოსტკოვიდურ პაციენტებში დიაბეტის მეორე ტიპის რისკი. ამ დროს კი, საკოორდინაციო საბჭო დგამს მოკლევადიან ნაბიჯს და ისევ არ უფიქრდება, რა მოჰყვება ამ ნაბიჯს.


მე რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყო, ან დაავადებათა კონტროლის ხელმღვანელი, აუცილებლად გადავდგებოდი თანამდებობიდან, სირცხვილია ამ გადაწყვეტილებების მიღების მონაწილე იყო, მაშინ როცა არ გვაქვს ვაქცინა და არ გვაქვს ვაქცინაციის გეგმა.


-ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრძანა, ვაქცინაციის გეგმას ზუსტად მივყვებით და კრიტიკას არ მივიღებო…


-მე არ ვიცი რას ჰგავს ეს ვაქცინაციის გეგმა, ალბათ, სადღეგრძელოების გეგმას, ეს გეგმა ადეკვატურად არ აღწერს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს.

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, არ შეგვიძლია ქვეყანაში შემოვიტანოთ ვაქცინა, რომელსაც არ აქვს ძლიერი მარეგულირებლის რეგისტრაცია გავლილი, მიუხედავად ამისა, ჩინური ვაქცინები ქვეყანაში შემოვიტანე თ მანამდე, სანამ ჯანმო მისცემდა მას რეგისტრაციას და ამ ვაქცინებისთვის დღემდე არ მიუცა რეგისტრაცია ამერიკისა და ევროპის წამლის სააგენტოებს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი? – ამბობენ, ჯანმოო. კარგი, კი, ბატონო!

დაამტკიცა ჩინური ვაქცინები გადაუდებელი შემთხვევებისთვის ჯანმომ მოგვიანებით, გასაგებია. მაშინ მითხარით, რატომ მოვიხმართ საქართველოში რემდესევირს? ჯანმომ ჯერ იდევ 2020 წლის ნოემბერში თქვა, რომ ეს მედიკამენტი არაეფექტურია და ამოიღო მკურნალობისთვის გამოსაყენებელი მედიკამენტების სიიდან, მხოლოდ ამერიკაში იყენებენ რედესევირს. ახლა იტყვიან, ამერიკის მარეგულირებელს ვენდობითო – თუ ამერიკის წამლის სააგენტოს ვენდობით, რა უნდა მაშინ ქვეყანაში ჩინურ ვაქცინებს და ასტრაზენეკას? ისინი ხომ არ დაუმტკიცებია ამერიკის წამლის სააგენტოს? – ამიხსენით, სად არის აქ ლოგიკა?

უკაცრავად, მაგრამ სკამებზე არიან მიჯაჭვულნი! როცა საქმეს ვერ აკეთებ, უნდა ადგე და წახვიდე – ვაქცინაციის პროცესი ჩაუვარდათ, როგორ შეიძლება ჩააგდო ახლა ვაქცინაციის პროცესი? ყველაფერი შეიძლება იყოს კორუფციის წყარო? 22 სოფტია ჯანდაცვის სიტემაში, 22 სხვადასხვა ბაზაა, ცალკე ტუბერკულოზის, ცალკეა დიაბეტის და ა.შ. 22 ბაზაა! რატომ არ გვაქვს ერთიანი ელექტრონული ბაზა?


ღაზას სექტორს კი აქვს ერთიანი ბაზა, ჩვენ რატომ არ გვაქვს? ამერიკელებმა რომ გვაჩუქეს 10 წლის წლინ, ერთიანი ელექტრონული პროგრამა ჯანდაცვისთვის, სადაა?


ახლაც გვაქვს პროგრამა და ახლაც შეგვიძლია ერთიანი ბაზის შექმნა, მაგრამ არ სჭირდება ეს ფარმაფიას. არც ერთ აფთიაქს არ აწყობს ერთიანი ელექტრონული ფაზა და ელექტრონული რეცეპტები. არც ის აწყობს ფარმაფიას, რომ ექიმებმა უწყვეტი სამედიცინო განათლება მიიღონ და ყველა წამალი არ გამოწერონ! მილიარდ 700 მილიონზე მეტია ფარმაბრუნვა ქვეყანაში, ნარკოტიკების ბაზარს არ აქვს, მგონი, ამხელა ბრუნვა.


გამოდიან კიდევ ჩინოვნიკები და ჭკუას გვარიგებენ, არადა, ამ დროის მანძილზე, 10-ჯერ უნდა იყვნენ გადამდგარი თანამდებობებიდან და 5-ჯერ უნდა გვყავდეს ციხეში ჩასმული. სანამ მე, გიორგი ფხაკაძემ არ ვთქვი, სანამ მე არ ავყვირდი, ფაიზერისთვის წერილიც არ მიუწერიათ. ესეც ხომ არ არის დამალული, ხომ ვიცით, რომ ასე იყო? ისხდნენ და ელოდნენ, ფიქრობდნენ ალბათ, რომ ლანგრით მიართმევდნენ კაბინეტებში ფაიზერის ვაქცინებს.


-გუშინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, არც კი ვმსჯელობთ პირბადეების ტარების ვალდებულების მოხსნაზე, სანამ ქვეყნის მოსახლეობის 30 პროცენტი არ აიცრებაო, იგივე თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და პარალელურად, ჯერ იყო და ასტრაზენეკათი აცრის პროცესი გაჩერდა და დღეს კიდევ, პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა.


-და სად არიან დღეს? თუ პრინციპული ხალხია და თუ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ, რატომ არ გადადგნენ? თუ არ ეთანხმები პრემიერი გადაწყვეტილებას, თუ პროფესიონალი ხარ, როცა ხედავ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით იმართება სამედიცინო და სამეცნიერო პროცესი – სად ხარ ამ დროს?

კიდევ ერთხელ ვიტყვი იმასაც, რომ მნიშვნელობა აქვს, რომელი ვაქცინით აცრი მოსახლეობას – მეტი და მეტი ექსპერტი საუბრობს უკვე მსოფლიოში, რომ ნაკლებეფექტური ვაქცინები არ არის გამოსავალი და მეორე ახალ ამბავს გეტყვით: ვიცით, რომ ვაქცინების დოზებს შორის დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 4-12 კვირა, გააჩნია ვაქცინას – აი, უკვე დაიწყო საუბარი ვაქცინის დოზებს შორის დროის შემცირებაზე, რადგან ინდური შტამი სწრაფად ვრცელდება და ერთი დოზით აცრილი არ არის დაზღვრეული! ფიქრობენ, რომ ვადები უნდა შემჭიდროვდეს.

ვაქცინაციის პროცესში ვინც იყო ჩართული ყველა უნდა გადადგეს და მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განვიხილოთ. ახლა ჯერ არ არის მაგის დრო.


რაში ვხედავ გამოსავალს? – ისევ იმაში, რასაც მეორე წელია ვამბობ – უნდა მართოს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უპარტიო ადამიანებმა, პროფესიონალებმა, დამოუკიდებლებმა, ვისაც არ შეეშინდება თავისი სიტყვის თქმის და შეეძლება დაიცვას სწორი აზრი! სხვა გამოსავალს ისევ ვერ ვხედავ – ცეცხლს ვეთამაშებით და დაგვწვავს ეს ცეცხლი.


ისრაელზე ვისაუბრე წეღან და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჰყავს აცრილი, სხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელები დაბრუნდნენ ქვეყანაში, გაიხსნა ისრაელი და იმ ადამიანებში, ვინც არ არის აცრილი, მაინც გავრცელდა ვირუსი. ისრაელი ფიქრობს რეგულაციის შემოღებას, თუმცა, ამ ეტაპზე არ დაუწესებია ღია სივრცეში ისევ ნიღბის ტარების ვალდებულება, მაგრამ რას ვხედავთ ისრაელის ქუჩებში?


– ადამიანებმა თავად დაიწყეს პირბადეების ტარება, როცა ნახეს, რომ ისევ დაიწყო ინფიცირებუთა მაჩვენებელმა ზრდა, თავად იჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.


გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.

თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/sirtskhvilia-am-gadatsqhvetilebebis-mighebis-monatsile-iqho-sad-arian-dghes-thu-printsipuli-khalkhia-da-thu-sjerath-imis-rasats-amboben-ratom-ar-gadadgnen-giorgi-phkhakadze/


ასე მგონია, ბატონი ჯაფარიძე მოვიდე ხელისუფლების სათავეში, ვერ ვხედავ მასა და პრემიერს შორის…

0

22/06/2021

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე


გიორგი ფხაკაძე:


“საქართველო აღმოჩნდა პოპულისტური, მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მიმღები პოლიტიკური გუნდის ხელში, არ აინტერესებთ გრძელვადიანი ხედვა.


პოლიტიკურმა გუნდმა გაწირა ქვეყანა, რაც გინდათ ის აკეთეთ, ცხვირ-პირი გიტეხიათო, პირდაპირ ეს გვითხრეს, ასე მგონია, ბატონი ჯაფარიძე მოვიდე ხელისუფლების სათავეში, ვერ ვხედავ მასა და პრემიერს შორის განსხვავებას. შეთქმულებაზე წერს ბევრი და ერთს ვიტყვი – გამოვიდა ჯაფარიძე, ისაუბრა და მეორე დღეს ზუსტად იგივეს იმეორებს ქვეყნის პრემიერი – რა უნდა ვიფიქრო?


ხვალ, მარიხუანას ლეგალიზებაც მოვახდინოთ ქვეყანაში! რას იზამენ, ხვალიდან, მარიხაუნაც თავისუფლად გაიყიდება? არა, სრულიად ლეგიტიმური კითხვა მაქვს – რას აპირებენ? ამ პრინციპით უნდა მართონ ქვეყანა? მე მესმის „გირჩის“ პოზიცია, სრული ლიბერალიზმი – მოქალაქემ თავად უნდა გადაწყვიტოს რა სჭირდებაო, ამბობენ და მე მესმის მათი აზრი, მაგრამ დავნიშნოთ მაშინ ზურაბ ჯაფარიძე პრემიერის მრჩევლად!


ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და ერთს ვიტყვი – ტყუილს აქვს მოკლე ფეხები, ეს დაემართება მთავრობას.”


შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ დღეიდან უქმდება პირბადეების ტარების ვალდებულება ღია სივრცეში, ხოლო პირველი ივლისიდან კი კომენდანტის საათი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ase-mgonia-batoni-japharidze-movide-khelisuphlebis-sathaveshi-ver-vkhedav-masa-da-premiers-shoris-ganskhvavebas-khvalidan-marikhuanats-thavisuphlad-gaiqhideba-giorgi-phkhakadze/


“თუ უნდათ დამბლოკონ, მაინც ვიტყვი სიმართლეს ჩინურ ვაქცინაზე…” – ვინ და როგორ შეაჩერა ქვეყანაში…

0

23/06/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე:


ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა, ქვეყანა გახსნესო და ჩემი აზრი აინტერესებდათ. ანუ ხალხს უთხრეს – ახლა ქვეყანას ვხსნით, მაგრამ ვაქცინას 2 კვირაში ჩამოვიტანთო. უცებ ვერც დავიჯერე. ვაღიაროთ, ქვეყანა არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს!


ჩვენთან პანდემიის მართვაში მილიარდობით თანხა დაიხარჯა, ღმერთმა იცის, სად, ვისთვის და როგორ. სიტუაცია ისე მიდის, რომ აგვისტოს ბოლოს, შეიძლება, უფრო ადრეც, საქართველოში მთლიანად ინდური შტამი იქნება.


„არცოდნა არცოდვაა“, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამოცდილი და განათლებული ხალხი მუშაობს, ამიტომაც ისეთი ტიპის შეცდომები, რაც დაშვებულია, გაუგებარია. ცუდია, როცა ექიმი პოლიტიკაში მიდის, ის უკვე პოლიტიკოსი ხდება, პოლიტიკოსს კი თავისი ვალდებულებები აქვს. ხან აქ, ხან იქ ყოფნა არ გამოვა.


მოსახლეობა დაიბნა. ასეთი ნდობა, რაც ამ სამ ადამიანს ე.წ. „სამ მუშკეტერს“ პანდემიის დასაწყისში ჰქონდა, ადრე არასდროს ჰქონიათ, თუმცა ეს ნდობა შემდეგ გაიბნა. მათ კარგი საქმეც გააკეთეს მაშინ, თუმცა ეს მარტო მათი გაკეთებული არ იყო.


მე მგონი, ჩემს გარდა ამაზე არავინ ლაპარაკობს – პანდემიის დასაწყისში ყველაზე დიდი საქმე პოლიციამ გააკეთა. ქვეყანაში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა იმიტომ, რომ პოლიციამ თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულა. როცა ვირუსის შეკავებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხალხი ჩაერია, მაშინ ჩაფლავდა ყველაფერი.


ერთადერთი სისტემა, რა ქვეყანაში კარგად მუშაობს და რაზეც დგას სახელმწიფო, არის პატრული. სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი ეპიდემიოლოგებს ჩააბარეს, ვხედავთ, რა მძიმე სიტუაციაც გვაქვს.


რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას – აზრი არა აქვს ხან გახსნას და ხან ჩაკეტვას, უნდა იყოს სტრატეგია, რას და რატომ ვაკეთებთ.


იგივე ეხება ვაქცინაციას. ჯერ კიდევ ნოემბრიდან ვყვიროდი, გვჭირდება ელექტრონული ჯანდაცვა-მეთქი. მიხვდით ხომ ივნისში, რატომ გვჭირდებოდა?! ელექტრონული ჯანდაცვა – ეს არის ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც ფიქსირდება, სად რამდენი ვაქცინაა, რამდენი პაციენტია და ნათლად ჩანს, რამდენია საჭიროება.


10 წლის წინ ამერიკამ ეს ელექტრონული ბაზა გვაჩუქა, რატომ არაა ამუშავებული?! საქართველომ შემდეგ კიდევ 17 მილიონი დახარჯა და ახლა ჯანდაცვაში გვაქვს არა ერთიანი, არამედ ცალ-ცალკე 22 ელექტრონული ბაზა, რომლებიც ერთმანეთს „არ ელაპარაკებიან“, თავისი „სტაფით“ და ხარჯებით. ექიმებს კი პაციენტების მკურნალობის დრო არ რჩებათ, თითქმის მთელ დროს ამ უაზრო ფორმების შევსებას ანდომებენ. რატომ?! იმიტომ, რომ ამ ბაზებით ვიღაცა ფულს აკეთებს!


ეს ქვეყანაც და ჯანდაცვის სისტემაც ტყუილზეა აწყობილი. სტატისტიკა, რასაც გვაწვდიან, არის ტყუილი.


ასეა, მეგობრებო, რომ ვინერვიულოთ, რა აზრი აქვს. ქვეყანას ატყავებენ – ვიცით, ირგვლივ აფერისტები არიან – ვიცით, არაპროფესიონალები გვყავს – ვიცით, რას ვაკეთებთ? არაფერს – ვიცით. ეს არის რეალობა.


პირბადეები მოიხსენითო, გვითხრეს. კი, ბატონო, ჯარიმების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ – თუ ჩემი მეგობარი ხართ, ძალიან გთხოვთ, პირბადე გამოიყენეთ. სახალისოც იქნება, ვისაც პირბადე გექნებათ, იტყვიან, ეს არის ფხაკაძის მეგობარი.


J საქართველოში ძალიან მარტივად შეგიძლიათ, გამოავლინოთ ფხაკაძის მეგობარი. თუ ადამიანი ქუჩაში სამედიცინო პირბადით დადის, ე.ი. ფხაკაძის მეგობარია.


გავაკეთოთ სახალხო მოძრაობა – „მე ვატარებ ფხაკაძის პირბადეს“ J. მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა, თქვენ იყოთ კარგად. ამიტომაც ჩემი თხოვნაა, თუ შეგიძლიათ, გამოიყენეთ პირბადე, რადგანაც ის რეალურად გვიცავს.


გადაიღეთ ფოტოები პირბადეებში, გამომიგზავნეთ, დადეთ ჩემი ლაივის კომენტარებში, მადლობას გეტყვით.


რაც შეეხება ვაქცინებს – საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, კოლაფსია. ამიტომ ვლაპარაკობდი ნოემბრიდან, ჩართეთ ელექტრონული ჯანდაცვა-თქო. სტომატოლოგიურ კლინიკებში ჩაირთო, რატომ არ არის ჩართული სხვა კლინიკებში?!


პასუხი მარტივია – მედიკამენტების შემომტან კომპანიებს არ აწყობთ, გვქონდეს ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული რეცეპტი, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს, მაგალითად, ანტიბიოტიკის შეძენა რეცეპტის გარეშე. საქართველოში აფთიაქში ყველაფერს იყიდი , ევროპაში უმარტივეს ანტიბიოტიკსაც კი ვერ შეიძენ ურეცეპტოდ. რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარება რთული პრობლემაა.

ვაქცინაციის ჩავარდნას რაც შეეხება – რამდენი ხნის წინ ვამბობდი, რომ ვაქცინაციის პროცესს ერთი პასუხისმგებელი პირი უნდა ხელმძღვანელობდეს. ჩვენთან თითქოს ყველა პასუხისმგებელია და სინამდვილეში – არავინ. მადლობა „აზიის განვითარების ბანკს“, რომელმაც საქართველოს თანხა გამოუყო ვაქცინაციის გეგმის შესაქმნელად. 82-მა ინკოგნიტო ექსპერტმა „ვაქცინაციის გეგმა“ რომ დაწერა, გასაგებია, ფული გააკეთეს, მაგრამ შედეგი?! გეგმა კი არა, სადღეგრძელოა.

იცით, რაზე ვგიჟდები?! საქართველოში მაინც ყველაფერი გასდით. ყოფილი მინისტრები, ყოფილი მინისტრის მოადგილეები, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები დღეს ჭკუას გვარიგებენ. როცა სათავეში იყავით, რატომ არ აამუშავეთ ელექტრონული ჯანდაცვა, რომელიც აშშ-ის დახმარებით გაკეთდა?!


შევაჯამოთ – ქვეყანაში ელექტრონული ჯანდაცვა რომ არ გვაქვს, ამის ბრალია ის, რომ 2 დღეა, ხალხი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრას ვერ ახერხებს.

ჩინურ ვაქცინებზე კიდევ ერთხელ ვიტყვი – ჩინური ვაქცინები არის „პლაცებო“. თუ უნდათ, დამბლოკონ, ტყუილს ვერ ვიტყვი, მე დამოუკიდებელი ვარ და სიმართლეს ვლაპარაკობ. ამის გამო ზოგჯერ ფინანსურად კარგ კონტრაქტებზეც უარს ვამბობ.

საქართველოში სიმართლეს თითქმის ვერავინ ამბობს. რომ თქვან, სამსახურს დაკარგავენ.

სიმართლეს მე გეტყვით, ნუ გეშინიათ. მე როცა ლაივს ვრთავ, ზოგიერთებს ცივი ოფლი ასხამს, კიდევ რას დაახეთქებს ფხაკაძეო.

რაც შეეხება მედიას – ყველა ტელევიზია მეტნაკლებად მიკერძოებულია რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მაგრამ ყველას, ასევე ყველა გაზეთს და სააგენტოს ვაძლევ კომენტარს, იმის მიუხედავად, დიდია თუ პატარა.


ყველა მედიასაშუალებასთან ვთანამშრომლობ. იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ გიორგი ფხაკაძის მოსაზრება მათი აუდიტორიისთვის საინტერესოა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყველა პუბლიკაციას და სიუჟეტს ვეთანხმები, მაგრამ ყველასთვის ღია ვარ, დამირეკეთ, გიპასუხებთ.


ჟურნალისტების პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია. ჟურნალისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ინფორმაციულად ჭურში კი არა, გამოქვაბულში ვიქნებოდით.


მივუბრუნდეთ ვაქცინებს – ევროპაში ვისაც პირველი დოზა „ასტრაზენეკა“ აქვს გაკეთებული, მეორეს „ფაიზერს“ უკეთებენ.


ჩემი რეკომენდაცია – თუ გაიკეთეთ ვაქცინის პირველი დოზა, მეორეც აუცილებლად გაიკეთეთ. თუ იმავე ვაქცინის მეორე დოზა გაწყდა, როგორც, მაგალითად, ახლა „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშია, მეორე დოზად მოითხოვეთ მხოლოდ „ფაიზერი“!

„გვინდა „ფაიზერი“ – აი, მიტინგი რაზე უნდა მოაწყოთ. დადიხართ მიტინგებზე და რაც მოსათხოვია, იმას არ ითხოვთ. პარლამენტში სისულელეებზე ლაპარაკობენ, ამოვარდნილი არიან რეალობიდან. ქვეყანაში მოითხოვეთ “ფაიზერი“, ესაა პრობლემა!

კარგი ამბავი – დღეს ევროპის წამლის სააგენტომ „ფაიზერის“ ვაქცინის წარმოებაზე ნებართვა მისცა დამატებით 2 ქარხანას (გერმანიაში და შვეიცარიაში).ეს ნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის წარმადობა გაიზრდება და წლის ბოლოსთვის ის იქნება ხელმისაწვდომი არა მარტო ევროკავშირის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც.


საქართველო ევროპაა. ეს უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის კონცეფცია. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვაკეთებთ იმას, რასაც ევროპა. ჩვენ უნდა მიხელმძღვანელოთ იმით, რა რეკომენდაციებსაც ევროპის წამლის სააგენტო გასცემს. ჩვენ რას ვაკეთებთ?! „რემდესივირი“ და ჩინური ვაქცინები შემოგვაქვს. ეს მავნებლობაა.


ახლა ჩვენი დიპლომატიის და ყველა სტრუქტურის მთავარი ამოცანა უნდა იყოს – ვიშოვოთ რაც შეიძლება, მეტი „ფაიზერი“. ევროპელები როცა ჩამოდიან, ან როცა ჩვენი დელეგაციები მიდიან ვიზიტებზე ევროპაში, მოლაპარაკების მთავარი საკითხი უნდა იყოს, გვაშოვნინეთ „ფაიზერი“!

ხრიკს გასწავლით – არჩევნები მოდის, მოითხოვეთ „ფაიზერი“, უთხარით პოლიტიკოსებს, ხმას მოგცემ, თუ ჩამოიტანთ „ფაიზერს“. გავაკეთოთ ასე, თუ არადა იმ არჩევნებამდე ვერ მივაღწევთ.

გავიმეორებ – დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნით – მაღალეფექტური ვაქცინებია „ფაიზერი“ და „მოდერნა“. დანარჩენი დაბალეფექტური ვაქცინები არ არიან ქმედითნი ინდური შტამის წინააღმდეგ.


რა ხდება მსოფლიოში? – რუსეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების 96% ინდურ შტამზე მოდის, კატასტროფაა. ბრიტანეთი მთლიანადაა დაკეტილი. ისრაელშიც უკვე ფიქრობენ, შიდა სივრცეებში პირბადის ტარება ხელახლა შემოიღონ.


საქართველოში ხალხი ვირუსის პირისპირ მარტოა დატოვებული. შუაში სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახელმწიფოს კოლაფსი აქვს. არაეფექტურობაა ყველგან და ყველაფერში. მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ გააკეთონ ფული. ქვეყანაში ვაქვინა არ არის, ამიტომ ერთადერთი იარაღი გრჩებათ, სამედიცინო პირბადე – გამოიყენეთ!


ამდენს ვლაპარაკობ – რამდენი ადამიანი გავაბრაზე, ბიზნესები გადავიმტერე, მაგრამ ერთი ადამიანიც თუ გადავარჩინე, ჩემი დღე რომ დადგება „ზევით“, ჩამეთვლება.


მე ასევე პრეტენზია მაქვს ადამიანების დაყოფასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ცერცვაძემ თქვა, „ფაიზერით“ ავიცერი, რადგანაც მძიმე დაავადება მაქვსო. შეკითხვა მაქვს, მაგალითად, ბებო მარო ხულოდან, რომელსაც, ვთქვათ, დიაბეტი და გულის პრობლემები აქვს, რატომ არ უნდა აიცრას „ფაიზერით“?!

„ხალხისთვის ყველაფერი წავა“ – ასე მიდგომა არ შეიძლება.

რჩევა მეგობრებისთვის – გაიკეთეთ მხოლოდ კარგი ვაქცინა. არ არის?! – მოითხოვეთ. არ გინდათ ვაქცინის გაკეთება? ალტერნატივა – გაიკეთეთ „ფხაკაძის პირბადე“.

გარეთ როცა ბევრი ხალხია, ატარე პირბადე ისე, როგორც დახურულ სივრცეში.

იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით – 10 000 ნაბიჯი დღეში, სიგარეტი და ყველანაირი მოსაწევი გადააგდეთ, მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, შაქარი ხმარებიდან ამოიღეთ. იარეთ ჰაერზე, კარგია დე ვიტამინი, მაგრამ მზეზე ზედმეტად არ გაირუჯოთ, მავნებელია. დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია, იყავით კარგ ხასიათზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/thu-undath-damblokon-maints-vitqhvi-simarthles-chinur-vaqtsinaze-vin-da-rogor-sheachera-qveqhanashi-pandemiis-pirveli-talgha-giorgi-phkhakadze/


“გადახედეთ რუკას, თუ საგანგაშოს ვერაფერს ხედავთ, მაშინ საკმაოდ ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით…”

0

24/06/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე:


“გადახედეთ რუკას, თუ საგანგაშოს ვერაფერს ხედავთ, მაშინ საკმაოდ ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით…


თუ ხედავთ და ხვდებით, რა არის ამ რუკაზე, მაშინ:


დაიცავით დისტანცია! გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და მოითხოვეთ მაღალეფექტური ვაქცინა!!!”


https://www.lemonde.fr/…/coronavirus-age-mortalite…



“თქვენამდე ეს ვაქცინა მოვა? – აი ეს არის კითხვა” – გიორგი ფხაკაძე

0

29/06/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ პირდაპირი ჩართვისას თქვა:


„მართალია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც ბევრი შეცდომებია, მაგრამ მე მაქვს იქ მუშაობის გამოცდილება და ვიცი რა ხდება შიდა სამზარეულოში. იქ არიან ძალიან ბევრი ექსპერტები და ამასთან მათ ჰყავთ კიდევ დამატებით, მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები.


იქ ძალიან მკაცრია იურიდიული სამსახური და მკაცრად კონტროლდება, რომ რომელიმე ექსპერტი არ იყოს დაინტერესებულ კომპანისთან კავშირში.


როცა იქ ექსპერტი ამბობს თავის მოსაზრებას, ის არის ნამდვილად დამოუკიდებელი. ეს არის პლუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ამიტომაც არის ბევრი კომიტეტი. რადგან თუ რამე „გაიპარება“ ერთ კომიტეტში, ის ვერ გამოეპარებათ მეორეში.


შეჯახება მოხდება აზრების და შესაბამისად, არაფერი გამოეპარებათ. ამიტომ, დაუჯერეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ის გეტყვით, თუ რომელია კარგი ვაქცინა. დანარჩენი არის სპეკულაცია.


ახლა მეორე: მთლად კარგი ამბავიც არ მაქვს – სამწუხაროდ, დიდი, მდიდარი ქვეყნები მოიქცნენ არასწორად. ამ ქვეყნების ნაწილმა დაიწყო ფარმაკომპანიებთან მოლაპარაკება. გადაიხადეს წინასწარ ფული და უთხრეს, რომ როცა შენ ამ წამალს გააკეთებ, მე მომყიდე 50-100 მილიონი.


აქედან გამომდინარე, თუ მომავალ წელს გვექნება ვაქცინა, ხელმისაწვდომობა იქნება ძალიან რთული საკითხი.


ბევრი მეკითხება ეს ვაქცინა სავალდებულო იქნება? – ვაქცინა ვერ იქნება სავალდებულო, მაგრამ თქვენამდე ეს ვაქცინა მოვა? – აი ეს არის კითხვა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ვაქცინა ჩვენამდე მოვიდეს. ვაქცინის ფასი იქნება 20-25 დოლარი.


-70 გრადუსი უნდა ამ ვაქცინას. ქარხანაში რომ დამზადდება -70 გრადუსზე უნდა იყოს, მერე მას სჭირდება ტრანსპორტირება. ბრიტანეთშიც კი არ აქვთ ისეთი ინფრასტრუქტურა რომ ეს შეინახონ და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა საქართველოში? – ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიქნებით.


ვაქცინაზე წვდომა იქნება პრობლემური. ეს დამოკიდებულია ტრანსპორტირებაზე, ფინანსებზე და ა.შ“


აღსანიშნავია ისიც, რომ ვსაუბრობთ ვაქცინაზე მაგრამ არ ვიცით რა ვაქცინაა.


ეს როგორ არის იცით? – აი, ცოლი მომყავს. დაგპატიჟეთ. დეკემბერში მაქვს ქორწილი, მაგრამ არავინ იცის ვინაა პატარძალი. ზუსტად ეს მდგომარეობაა.


საშიშროება არის ის, თუ ჩვენ ვიჩქარეთ და და ნაჩქარევი ვაქცინა გავაკეთეთ, ის გამოიწვევს უკუშედეგს. რას გამოიწვევს გლობალურ პრობლემას და ამ უკუჩვენების ფონზე ხალხი აღარ დაიჯერებს რომ კარგი ვაქცინა არსებობს და მას აღარ გაიკეთებს. მე გპირდებით, თუ მე გეტყვით, რომ ეს ვაქცინა გავიკეთე და ეს არის კარგი ეს რეკლამაში არ ჩაითვლება.


ასევე გთხოვთ, „ანტივაქცინის მოძრაობის“ წარმომადგენლებს – ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ.


ვაქცინა იქნება. ორი აზრი არ არსებობს. ამის პარალელურად გაჩნდება სხვა დაავადების წინააღმდეგ ახალი წამლები და ვაქცინები გაჩნდება. რადგან ამ ვაქცინაზე მუშაობის პროცესში იქნება შეცდომები, რაც სხვა დაავადებებზე დადებითად იმოქმედებს. 2-3 წელიწადში წლიდან მედიცინაში იქნება დიდი აფეთქება, ამას თქვენ თავად დაინახავთ“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/thqvenamde-es-vaqtsina-mova-ai-es-aris-kithkhva-giorgi-phkhakadze/


“ისრაელიდან წამოსული ცუდი და საყურადღებო ამბავია ახლა ყველაზე მთავარი” – გიორგი ფხაკაძე

0

05/07/2021

პროფესორი, მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე:


„იცით რა არის ყველაზე მთავარი ამბავი ახლა?! -ისრაელიდან წამოსული ინფორმაცია. საკმაოდ ცუდი და საყურადღებო ამბავია.


„ფაიზერის“ ეფექტურობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ არის დავარდნილი 64% მდე მანამდე კვლევებმა აჩვენა 88% ეფექტურობას. თქვენ წარმოიდგინეთ დაბალ ეფექტური ვაქცინების ეფექტურობა რა არის….


შეგახსენებთ, ადრეულმა კვლევებმა გვაჩვენა რომ „ფაიზერის“ ეფექტურობა იყო 88% და ასტრაზენეკას 60% დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. სხვა ვაქცინების შესახებ ინფორმაცია არ არის.


ჯანმრთელობას გისურვებთ …”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/israelidan-tsamosuli-tsudi-da-saqhuradghebo-ambavia-akhla-qhvelaze-mthavari-giorgi-phkhakadze/


ამას ვამბობდი 2020 წლის იანვრიდან, ჩემზე რაც გაქვთ დაწერილი/გაზიარებული, არ “გიტყდებათ”?!

0

09/07/2021

პროფესორი, მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე:


მე-3 დოზა, ანუ ბუსტერი, არის საჭირო!


ამაზე მე გესაუბრებით 2020 წლის იანვრიდან. დეტალები ჩემს გვერდზეა. ისე, გახსოვთ ჩემზე სტატია რომ დაიწერა და თქვეს, მანიპულაცია არისო? 23 აპრილის ლაივი, გახსოვთ? საქართველოში ბოდიშის მოხდა არ “მოსულა”, გაგლანძღავენ, შეურაცხოფას მოგაყენებენ და მერე ბოდიშის მოხდა “უტყდებათ”…


დაბალეფექტური ვაქცინების შემთხვევაში – მესამე დოზა 5-6 თვეში მე-2 დოზის შემდეგ (ბაჰრეინის, ბრიტანეთის, უელსის, გაერთიანებული ემირატების მაგალითები)


მაღალეფექტური ვაქცინების შემთხვევაში 12 თვის შემდეგ იქნება საჭირო მე-3 დოზა (“ფაიზერმა” უკვე ოფიციალურად მოითხოვა რეგისტრაცია ამერიკის წამლის სააგენტოში)

ამ ვირუსთან ბრძოლაში მთავარია ერთად ყოფნა!


გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!


არა თავშეყრის ადგილებს!


მოითხოვეთ მაღალეფექტური ვაქცინები (ბატონი ცერცვაძის თქმით, “მერსედესის” ტიპის რომ არისო)!


P.S.: ზოგ-ზოგიერთებისგან ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ ვიცი, აზრი არა აქვს. უბრალოდ, ჩემზე რაც გაქვთ დაწერილი/გაზიარებული, არ “გიტყდებათ”?!


https://gov.wales/written-statement-covid-19-vaccination…

https://www.washingtonpost.com/…/588fcf0a-8a26-11eb…

https://www.wkyt.com/…/covid-vaccines-still-work…/…




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/amas-vambobdi-2020-tslis-ianvridan-chemze-rats-gaqvth-datserili-gaziarebuli-ar-gitqhdebath-giorgi-phkhakadze/


“ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 3 დღეში” – გიორგი ფხაკაძე ახალი საშიში შტამების “ლამბდას” და K404N-ის

0

09/07/2021

ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ კორონავირუსის ახალი ვარიანტების, მათ შორის “ლამბდა” ვარიანტის შესახებ “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა.


მისი თქმით, აღნიშნული ვარიანტი უკვე გავრცელებულია 30-ზე მეტ ქვეყანაში და მისი გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია:


“შორეული ნათესავია ინდური შტამის. ძირითადად ლათინურ ამერიკაში ვრცელდება.


ძირითადი 4 ვირუსია და ინდოეთში არის ქვე-ვირუსები. ყველაზე საშიში, რომელზეც ვიძახი, რომ ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, ეს არის K404N, რომელიც მართლა საშიშია და ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 3 დღეში, ეს ვარიანტები გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ ამ ვირუსს და გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი, სამედიცინო პირბადე, არანაირი თავშეყრის ადგილები და ვაქცინაცია”




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/adamiani-reanimatsiashi-khvdeba-3-dgheshi-giorgi-phkhakadze-akhali-sashishi-shtamebis-lambdas-da-k404n-is-shesakheb/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.