სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

ინდური სცენარის საშიშროება ქვეყანაში – “პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები და ჟანგბადი აღარ გვექნება…

0

13/07/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


„დელტა ვირუსი არის საქართველოში. საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს, ერთი ერთში. პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში. ჟანგბადის დეფიციტი იქნება, ასევე, 1-2 კვირაში.”


შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფხაკაძე აუცილებლად მიიჩნევს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას:


„ერთიანი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (პაციენტის ელექტრონული ბარათი).


პირბადეების ხარისხის ლაბორატორიის ჩამოტანა და გამართვა (ყალბი სამედიცინო პირბადეების ამოღება გაყიდვიდან).


ქვეყნის არჩაკეტვა და მართვა ეპიდემიის რეგიონების მიხედვით (ჩაკეტვა მარტო იმ რეგიონების, სადაც არის ეპიდემიის აფეთქება და არა მთელი ქვეყნის).


მწვანე რეგიონების შექმნა (სადაც ეპიდემიის კონტროლი იქნება უფრო მკაცრი).


წითელი სატრანსპორტო კორიდორების გახსნა (რომ ტრანზიტულმა მძღოლებმა არ გაავრცელონ ვირუსი).


საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან კოვიდის “QR” კოდების სისტემას, რათა მინიმუმამდე იქნეს დაწეული ყალბი “კოვიდ პასპორტების” გამოყენება საქართველოში”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/induri-stsenaris-sashishroeba-qveqhanashi-pediatriuli-bavshvtha-satsolebi-da-zhangbadi-aghar-gveqneba-qveqhanashi-giorgi-phkhakadze/


“ანტივაქსერად” მომნათლეს ამის გამო… წყალია და ვითომ წამალი ჰქვია…” – გიორგი ფხაკაძე

0

16/07/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


„ფაიზერი არის 10-ჯერ უფრო ძლიერი/ეფექტური, ვიდრე ჩინური ვაქცინები. ამას ვამბობდი პირველივე დღიდან, როცა დააპირეს ამ “პლაცებო” (სინამდვილეში წყალი რომ არის და ვითომ წამალი ჰქვია) ვაქცინების შემოტანა საქართველოში.


დიახ, მე ვიყავი და ახლაც ვარ საქართველოში დაბალეფექტური ვაქცინების შემოტანის წინააღმდეგი.


რამდენმა კოლეგამ, ჟურნალისტმა და ტელევიზიამ “ანტივაქსერად” მომნათლა ამის გამო, მაგრამ არაუშავს, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”, დედაჩემმა ასე მასწავლა… დედა მასწავლიდა – ტყუილი არასდროს თქვა, ილაპარაკე მხოლოდ სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს და შენთვის საზიანოც რომ იყოს, ვინაიდან დრო გავა, ტყუილი მაინც გამოაშკარავდება და სიმართლე საბოლოოდ ყოველთვის გაიმარჯვებს


საქართველოსთვის მინდა ძლიერი და მაღალეფექტური ვაქცინები – ფაიზერი, და დავასრულოთ ამით ეს ვერაგი ვირუსი.


მე-4 ტალღაშია ქვეყანა და მარტო დაბალეფექტური ვაქცინებით ეპიდემია კი არ ჩერდება, პირიქით, ხელი ეწყობა. დაბალეფექტური ვაქცინით აცრილი ადამიანი სიფრთხილეს აღარ იჩენს, ვინაიდან ჰგონია, რომ აიცრა და უსაფრთხოდაა, სინამდვილეში კი ასე არ არის.


ყველა დაბალეფექტური ვაქცინის შემდეგ უნდა იყოს გამოყენებული მაღალ ეფექტური ვაქცინა ანუ:


თუ არის გაკეთებული 1 დოზა (ჩინური ან ასტრაზენეკას ვაქცინა) მე- 2 დოზა უნდა გაკეთდეს ფაიზერი 4 კვირაში;


თუ არის გაკეთებული 2 დოზა ჩინური ან ასტრაზენეკა, მე-3 დოზა (ბუსტერი ანუ გამაძლიერებელი) უნდა გაკეთდეს ფაიზერი 4 კვირაში;


ყველგან გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე (აცრილებმაც და კოვიდგადატანილებმაც)“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/antivaqserad-momnathles-amis-gamo-tsqhalia-da-vithom-tsamali-hqvia-giorgi-phkhakadze/


ერთ მშვენიერ დღეს ამისთვის პასუხს აგებენ – გიორგი ფხაკაძე

0

19/07/2021

“მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვირუსი ღამურიდან გადავიდა ადამიანზე, ამის საბუთები მქონდა. პრინციპში, ამაში სიმართლე არის. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამაში ჩინელების ბრალეულობა მტკიცდება და ერთ მშვენიერ დღეს მათ ამისთვის მოუწევთ მწარე ფასის გადახდა”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.


“ფაქტი არის, რომ ეს ვირუსი ცდების შედეგად, გამოვიდა ვუჰანის ლაბორატორიაში დაინფიცირებული ადამიანების მიერ, ერთ თანამშრომელის ცოლიც გარდაიცვალა, სამი თანამშრომელი იყო ავად, ისიც დამტკიცდა, რომ ეს თანამშრომლები ბაზარშიც იყვნენ.


ეს ვირუსი უხანის ლაბორატორიაში ცდების შედეგად ორი ნატურალური ვირუსის შეჯვარების შედეგად გაჩნდა”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ფხაკაძე და მიუთითებს, რომ მის მიერ გაჟღერებული ვერსია სხვადასხვა სანდო ღია წყაროებს ეყრდნობა.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/erth-mshvenier-dghes-amisthvis-pasukhs-ageben-giorgi-phkhakadze/


„მის ხელებზეა ყველა იმ ადამიანის გარდაცვალება, ვინც ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო დაიღუპა!“

0

19/07/2021

თამო კეშელავა


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.


– და მაინც, როდის უნდა ველოდოთ პანდემიის დასრულებას?


– ჩვენ იმაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს ვირუსზე, ვიდრე გვქონდა ერთი წლის უკან. ტყუილია, რომ არ ვიცით მისი მართვა, ვიცით, მისი მართვისთვის საჭიროა მოსახლეობის აცრა, პირბადე 2 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში და დისტანციის დაცვა.


საჭიროა მინიმუმამდე დავიყვანოთ თავშეყრა, ნებისმიერი სახის… თორემ, ვხედავთ, რა დაემართა ისრაელს, რომელსაც ეგონა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციის შემდეგ, თავისუფლად შეეძლო თავშეყრაზე უარი არ ეთქვა.


აუცილებელია ქვეყანაში ჯანდაცვის და განათლების მინისტრები მაინც იყვნენ აპოლიტიკურები, პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ჯანდაცვის მართვა ანადგურებს ქვეყანას. როცა ჯანდაცვის ექსპერტი იტყვის, რომ ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, მის სიტყვას უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი. მაჩვენეთ ჯანდაცვის ექსპერტი ქვეყანაში, ვისაც აქვს ავტორიტეტი. ვიღაც ქუთაისელი კაცია გერმანიაში წასული, უმუშევარია და ლაივებს დებს სოციალურ ქსელში პანდემიაზე.


ჰყავს უამრავი მნახველი, რატომ? იმიტომ რომ აღარ აქვს ნდობა გამყრელიძეს, იმნაძეს, ცერცვაძეს… სამწუხაროა ეს ძალიან, მე მჭირდება, რომ ჰქონდეს გამყრელიძეს ავტორიტეტი, რეპუტაცია, თორემ, შარლატანების სისულელეებს უსმენს უკვე ხალხი. სრულად დაკარგეს ნდობა მოსახლეობის, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. სამწუხაროდ, გამყრელიძემ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა არ გადადგა მაშინ, პრემიერმა რომ ყველა შეზღუდვა ერთ კვირაში მოხსნა.


მას ამ თანამდებობიდან მაინც არავინ გაუშვებდა, მაგრამ მეტი ავტორიტეტი ექნებოდა ახლა. მე თუ ვიცოდი, გამყრელიძემაც იცოდა, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას. სამწუხაროდ, მის ხელებზეა იმ ადამიანების გარდაცვალება, რომლებიც დაიღუპნენ, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო.


– საქართველო ე.წ. წითელი ქვეყნების სიაში გადავიდა – რა უნდა გავაკეთოთ, რას გვირჩევთ?


– ჩვენ ვერ ვისწავლეთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. დელტა შტამთან შედარებით, ვუჰანური შტამი იყო ბუნჩულა… მოსახლეობის 90 პროცენტი მაინც უნდა იყოს ვაქცინირებული, უნდა ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, სხვა რჩევა არ მაქვს და ვერ მექნება. „ალიასთან“ ვთქვი, ჯერ კიდევ 2020 წელს ინტერვიუში, თუ ისრაელში დაიწყო რეინფიცირება, ცუდად წავა ჩვენი საქმე-თქო და სამწუხაროდ, ასეც მოხდა.


მე ისიც კარგად მახსოვს, საერთოდაც, რეინფიცირებაზე პირველად რომ დავიწყე საუბარი, პაატა იმნაძემ მაშინ რომ განაცხადა, ეს ტყუილიაო და ერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა კი, საერთოდაც დამბლოკა ამის გამო. ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, თუ ერთმანეთს არ მოვუსმენთ.


ვუსმენ მედიას და პოლიტიკაზე საუბრობენ ახლა მეტწილად, რამდენიმე დღეა შარლ მიშელის ჩამოსვლას განიხილავენ და სკოლებზე საუბრობს ვინმე? საუბრობს ვინმე, როგორ აპირებენ სექტემბერში სკოლების გახსნას? ფიქრობს ვინმე ბავშვებზე?


მე შევთავაზე მთავრობას გეგმა და მათ შორის შევთავაზე სკოლების გახსნის გეგმა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ უკეთ იციან, რა გითხრათ. ხომ ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში, არსად დარჩა ეფექტური დისტანციური სწავლება.


შერეული სწავლება მაინც გავაკეთოთ, სკოლის მოსწავლეთა 30 პროცენტი რომ იყოს მხოლოდ გაკვეთილებზე და დანარჩენი დისტანციურად და ასე იცვალოს კლასები, ყოველ მეორე ან მესამე დღეს რომ მაინც მივიდეს ბავშვი სკოლაში. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანს ორი შტამი დაემართა ერთად, ალფა და დელტა მაგალითად.


ძალიან მძიმედ არიან ასეთი პაციენტები, როგორც ჩემი კოლეგები მიყვებიან. მხოლოდ ჩვენზეა დღეს დამოკიდებული, ჩავიკეტებით, თუ არ ჩავიკეტებით, გვექნება ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა, თუ არა. ჩვენ ხომ გონება და ჭკუა გვაქვს და უჭკუო ვირუსმა როგორ უნდა გვაჯობოს?


სად გაქრა ჩვენი სოლიდარობა, სიყვარული და სიკეთე? ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და არ დაგავიწყეთ, სამედიცინო პირბადე 2 წელს ასაკის ზემოთ ადამიანებში, ვაქცინაცია და დისტანცია – ასე შეგვიძლია ჩვენ ვმართოთ ვირუსი და არა პირიქით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/amiran-gamqhrelidzis-khelebzea-qhvela-im-adamianis-gardatsvaleba-vints-am-politikuri-gadatsqhvetilebis-gamo-daighupa-giorgi-phkhakadze/


“18-დან 30-მდე წლის ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც გაიკეთებენ ფაიზერს, ვურჩევ…” – გიორგი ფხაკაძე

0

19/07/2021

თამო კეშელავა


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.


– თქვენ, თითქმის 2 თვის წინ წერდით, რომ ფაიზერის ვაქცინის გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს გულის პრობლემაც. ახლა იგივეზე საუბრობს ევროპის წამლის სააგენტოც. ინტერნეტში კი მოარული ჭორი დადის უკვე, რომ ფაიზერით აცრის შემდეგ, ქალებს მკერდი ეზრდებათ…


– არა, მკერდის გაზრდაზე ტყუილია. რაც შეეხება ფაიზერს და გულის პრობლემებს, კი, მე რამდენიმე თვის წინ ვწერდი ამაზე, მე ვმუშაობ ისეთ ორგანიზაციებში, სადაც მიმიწვდება ხელი კვლევებზე მანამ, სანამ ისინი გამოქვეყნდება.


ისრაელის კვლევები იყო პირველი ამ მხრივ და მე სრულად ვენდობი ისრაელის კვლევებს, რადგან, შესაძლებელია, მინისტრი იქაც პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ტექნოგრადები მუშაობენ ისე, რომ არც კი აინტერესებთ ვინ არის მათი პრეზიდენტი, ნული აქვთ პოლიტიკური ინტერესი.


ისრაელის კვლევების მიხედვით, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცებში, 10 000 ახალგაზრდა მამაკაციდან ერთს დაუდგინდა გულის პრობლემა. მოგეხსენებათ, ისრაელში, ყველა მოქალაქე მიდის ჯარში და ახალგაზრდების უმეტესობა ვარჯიშობს, კუნთების გასაძლიერებლად კი ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღებს სტეროიდებს. თვლიან, რომ სტეროიდების და ვაქცინის კორონაციის შედეგია ეს გართულება.


მე ხშირად ვამბობ, რომ სტეროიდებს უნდა მოვერიდოთ, რადგან ძალიან ცუდად მოქმედებს პოტენციასა და გამრავლების ფუნქციაზე, მაგრამ, ამჯერად, 18-დან 30-მდე წლის ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც გაიკეთებენ ფაიზერს, კატეგორიულად ვურჩევ, არ მიიღონ სტეროიდები, მოერიდნენ ფიზიკურ დატვირთვას ვაქცინაციის პერიოდში და როგორც კი იგრძნობენ მიოკარდიული პრობლემის ნიშნებს, რაზეც ვაქცინაციის ექიმმა უნდა გააფრთხილოს, გულის წვა, ტკივილი და ა.შ. მყისიერად გამოიძახონ სასწრაფო, არ გადადონ.


ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და არ დაგავიწყეთ, სამედიცინო პირბადე 2 წელს ასაკის ზემოთ ადამიანებში, ვაქცინაცია და დისტანცია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/18-dan-30-mde-tslis-akhalgazrda-mamakatsebs-romlebits-gaiketheben-phaizers-vurchev-giorgi-phkhakadze/



“რეალური სიკვდილობის მაჩვენებელი არის უფრო დიდია, ვიდრე ამას “ოფიციალური” წყაროები იუწყებიან…”

0

21/07/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე:


რეალური სიკვდილობის მაჩვენებელი არის უფრო დიდია, ვიდრე ამას “ოფიციალური” წყაროები იუწყებიან…


მარტო ინდოეთში, 400,000-ის ნაცვლად (ოფიციალური სტატისტიკა) დაახლოებით 5,000,000 ადამიანი იმსხვერპლა კოვიდმა.


კანადაში ოფიციალურად 26,230 გარდაიცვალა და ახალი კვლევები გაორმაგებულ ციფრზე მიგვითითებს- 53,000.0


ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში მე გაგიზიარეთ ჩემი მოსაზრება, რომ რეალური სიკვდილობა უფრო მაღალია, ვიდრე ეს “ოფიციალურად” არის წარდგენილი ქვეყნის მიერ.


საქართველოში რეალური სიკვდილობის მაჩვენებელი არ გვაქვს , მაგრამ გვაქვს “საბჭოთა” სტატისტიკა …


რეალურად საქართველოში კოვიდ-19 -მა უფრო მეტი ადამიანი ისხვერპლა ვიდრე “საბჭოთა” სტატისტიკა გვეუბნება


ფაქტია, რომ ეს ციფრი მინიმუმ 2-ზე უნდა გავამრავლოთ და, იმედია , 10-ზე გამრავლებამდე არ არის საქმე მისული.


დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა დაგვარწმუნოს (წყაროებით /მეთოდოლოგიით), რომ ეს ასე არ არის. საბჭოთა მიდგომამ –“ჩვენ ყველაფერი ვიცით”, უკვე აღარ ჭრის …


სიმართლე უნდა იყოს ჩვენი იარაღი, რომ დავამარცხოთ ეს ვერაგი ვირუსი!


A new report by ⁦‪@CGDev⁩ places #covid19 mortality in India at 3.5-5 million, ten times more than the 400k deaths officially reported in the country. That’s = to the total deaths reported GLOBALLY from the beginning of the pandemic.


India:

https://www.cgdev.org/…/three-new-estimates-indias-all…

https://www.scmp.com/…/indias-true-coronavirus-death…

https://www.wsj.com/…/indias-covid-19-death-toll-is…

https://www.latimes.com/…/india-true-covid-death-toll…

Canada:

https://www.ctvnews.ca/…/canada-s-real-death-toll-from…

Global (May 2021 study):

https://www.bmj.com/content/373/bmj.n1188

CGDEV.ORG


Three New Estimates of India’s All-Cause Excess Mortality during the COVID-19 Pandemic

India lacks an authoritative estimate of the death toll from the COVID-19 pandemic. We report excess mortality estimates from three different data sources from the pandemic’s start through June 2021. Estimating COVID-deaths with statistical confidence may prove elusive. But all estimates suggest t…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/realuri-sikvdilobis-machvenebeli-aris-uphro-didia-vidre-amas-ophitsialuri-tsqharoebi-iutsqhebian-ra-inphormatsias-avrtselebs-giorgi-phkhakadze/


,,მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე” – გიორგი ფხაკაძე

0

22/07/2021

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს:


,,მივმართავ საქართველოს მთავრობას და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში პანდემიას მართავენ – თქვენ ხართ უმძიმეს სიტუაციაში და სიმართლე გითხრათ, არ მინდა, ვიყო თქვენს მდგომარეობაში. იმდენი შეცდომა დაუშვით, რომ სპეციალურადაც რომ გააკეთო, ამდენ შეცდომას მაინც ვერ დაუშვებ. აგვისტო საქართველოსთვის უმძიმესი იქნება. ასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე დაიკარგება ვირუსის ამ კონკრეტული ტალღის შედეგად.


ერთანეთის ლანძღვის, „გაშავების“, პიარის დრო ახლა ნამდვილად არ არის. ახლა არის ერთადერთი რამის დრო – დავეხმაროთ ერთმანეთს. უკვე აღარაა საუბარი, რა მოხდება 1-2 კვირაში, საუბარია, 1 დღეში, 2-10 საათში რა მოხდება.


კიდევ ერთხელ საჯაროდ ვამბობ – მე ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ჯანდაცვის და სხვადასხვა სამინისტროებს, მაგრამ ეს ქვეყანა ერთია და ეს ქვეყანა არ არის თქვენი, იმისი, ამისი, ჩემი, შენი, ეს ქვეყანა ჩვენია.


მთავრობის გასაგონად – თქვენ ახლა მართავთ ქვეყანას. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, თქვენი თამადობით, რომ არჩევნებს ატარებთ ოქტომბერში. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება წინასაარჩევნო უპირბადო შეხვედრები, მიტინგები, თავყრილობები და, სამწუხაროდ, ეს უფრო გაართულებს ვითარებას.


გავიმეორებ – შეიძლება, ბევრ რამეში არ გეთანხმებოდეთ, მაგრამ ახლა უმთავრესია, ქვეყანას რა სჭირდება – თუ ჩემი პატარა რჩევა ვინმეს დაგჭირდებათ, მე ვარ ღია და უანგაროდ დაგეხმარებით. არ მაინტერესებს არც თქვენი თანამდებობა, არც ხელფასი, არაფერი საერთოდ, ოღონდ ერთი სიცოცხლე მაინც გადავარჩინოთ.


21-ე საუკუნეა, არსებობს ზუმი, ტელეფონი და ა.შ… ახლაც იმდენი ქვეყანის პროექტებში ვარ ჩართული. საქართველოს უანგაროდ დავეხმარები. არც ტენდერია გამოსაცხადებელი და ჩემი საკონსულტაციო თანხებიც დაგეზოგებათ. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს, დაგეხმარებით. დასაკარგი დრო არ არის.


გთხოვთ, პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ. გასაგებია, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, არ გვინდა სახელების დასახელება…იგივე კლინიკურ ჯგუფთან, ვაქცინაციის საბჭოსთან დაკავშირებით მაქვს პრეტენზიები, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დიდი სიამოვნებით უანგაროდ დაგეხმარებით ყველას, არავისი არაფერი მინდა.


საქართველოს მთავრობას ვეტყვი, რომ ბევრი შეცდომა დაუშვით, მაგრამ თქვენ ახლა მართავთ ქვეყანას და თქვენზეა პასუხისმგებლობა. გავიმეორებ – პერსონალურად არავისთან პრობლემა არ მაქვს, ერთადერთო, რაც მინდა, არის ის, რომ ქვეყანა იყოს უფრო ადეკვატურად დალაგებული. უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს.


არ გვინდა ახლა კარგის და ცუდის გარჩევა. არ არის ახლა ამის დრო. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ სიცოცხლეებზე. მეორე დღეა, დღეში 26 ადამიანის სიცოცხლეს გვართმევს ვირუსი. ეს ოფიციალურად, არაოფიციალურზე აღარ ვსაუბრობ.


მე ვიყავი პირველი, ვინც მეოთხე ტალღაზე დავიწყე საუბარი, სამწუხაროა, მაგრამ დაახლოებით 2 კვირაში ჩვენ ნოემბრის ინფიცირების ციფრებს მივუახლოვდებით.


რაც შეეხება ვაქცინაციას – კარგია, რომ ასაკი 16 წლამდე ჩამოსწიეს. მე მაინც რეკომენდაციას გავუწევდი „ფაიზერის“ ასაკის 12 წლამდე ჩამოწევას, როგორც აშშ-ში.


ასევე მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე – როგორც მე გითხაით, ფაიზერი საქართველოში ჩამოვა, მაგრამ არა იმდენი, რომ მთელ მოსახლეობას ეყოს. უნდა ავცრათ 3 მლნ ადამიანი, რომ ვირუსი კი არ გავაჩეროთ, შევაჩეროთ.


ყველა, ვინც გაიკეთეთ ჩინური ვაქცინა, მაგრები ხართ, რადგან აჩვენეთ, რომ რადგან სხვა არჩევანი არ იყო, ეს მაინც გაიკეთეთ.


კი, კვლევებით, ჩინურის 2-3 თვეში ეფექტურობა ვარდება, ამიტომ უნდა ავიღოთ სხვა ქვეყნების მაგალითები. ერთი დოზა ჩინურის შემდეგ უნდა აიცრათ ფაიზერით, თუ ფაიზერი არ არის, მეორე დოზა ისევ ჩინური, მაგრამ მესამე აუცილებლად ფაიზერი.


არ გვინდა ერთმანეთისთვის გადაბრალება იმ ხალხის მხრიდან, ვინც ვაქცინაციის პროცესს მართავს. შექმნილი მძიმე ვითარება ყველას ბრალია, ალბათ, ჩემი ბრალიც არის, რომ კიდევ უფრო მკაცრი არ ვიყავი მოთხოვნებში.


ტელევიზიები. ხალხის ინფორმირებულობის მხრივ, კარგ საქმეს აკეთებთ და ახლა თქვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზეც ვიტყვი – ყოველ 30 წუთში უნდა შეახსენოთ მოსახლეობას პირბადის საჭიროებაზე . დამირეკეთ, როცა გინდათ, ვისაუბროთ, რომ როგორმე ხალხს გავუკეთოთ პირბადე. ვიცი, სიცხეა, მაგრამ რეანიმაციაში წოლას პირბადე ჯობს. თბილისში კლინიკებში რეანიმაციებში ადგილი არ არის.


ვიღაცეები მლანძღავენ, იძახიან, ვინ არის ფხაკაძეო. ჩემს ფეისბუქზე წერია, ვინ ვარ. თუ ესეც არ არის საკმარისი, აკრიფეთ გუგლში, მოძებნით. გიორგი ფხაკაძე არის გიორგი ფხაკაძე. მე არ მაქვს პრეტენზია, ვიყო ან საჯარო მოხელე, ან პოლიტიკოსი, არც ერთი არ მაინტერესებს. ვარ საფრანგეთში ძალიან კარგად, მიყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს საქართველო და დანაშაულია, რომ მიყვარს და გული შემტკივა მასზე?!


ერთიც – ნუ ვატყუებთ ხალხს. დადეს ახლა შრი ლანკის კვლევა, რომელიც 228 ადამიანზეა ჩატარებული, თოთქოს სინოფარმი კარგია და ეს კვლევა დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მიერ. არასწორია, რომ მოსახლეობას აწვდით ტყუილ ინფორმაციას. ხალხს უნდა უთხრათ სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს.


მე ვარ ღია ყველასთვის, სამედიცინო ასოციაციებისთვის,სამინისტროებისთვის, მთავრობისთვის, დაგეხმარებით, ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ, ყველა ჩემს მეგობარს ჩავრთავ.


გიორგი ფხაკაძე არავისიანი არ არის, გიორგი ფხაკაძე არის ქართველი და მინდა, რომ ის, რაც მე შემიძლია, მოვახმარო ქვეყანას.


ახლა არ არის დაპირისპირების დრო. მე თუ ვინმეს გაკრიტიკებთ, იმიტომ, რომ მინდა, უკეთესები იყოთ. არავის წინააღმდეგი არა ვარ, არც თქვენი თანამდებობა მინდა, არც და არც თქვენი ხელფასები.


უნდა ვიყოთ ერთად. ახლა გვინდა ერთობა, უნდა შევუწყოთ ხელი ამ მთავრობას. ისინი ახლა მართავენ ქვეყანას. ოქტომბერში აირჩიეთ, ვინც გინდათ, მაგრამ ოქტომბრამდე რამენაირად ხომ უნდა მივიდეთ?! მოგვწონს, არ მოგვწონს, ვინც ოქტომბრამდე მართავს, მას უნდა დავეხმაროთ. ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული. ახლა ყველაზე ნაკლებად გვინდა პოლარიზაცია, დაპირისპირება


ვირუსის შეჩერება უკვე ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია და ეს ხერხები უნდა გამოვიყენოთ, უნდა ვმართოთ „სმარტ“:


1.სამედიცინო პირბადე ყველგან,


2.არანაირი შეკრებები, მიტინგები და წინასაარჩევნო ღონისძიებები ,


3.ვაქცინაციის სწორი პროგრამა – ეფექტური გამოყენება ჩინური ვაქცინების და ფაიზერის მიქსინგის.


ქვეყანა არ უნდა ჩაიკეტოს, ამას ვერ გაუძლებს საქართველო, წერტილოვნად მარტო ის ადგილები უნდა ჩავკეტოთ, სადაც ვირუსის აფეთქებაა. უნდა იყოს მაქსიმალური ტექსტირება და კარანტინის სისტემა. კიდევ გვაქვს ცოტა დრო, რომ აგვისტო არ იყოს მართლა ჯოჯოხეთი. ჩვენს ხელშია, აგვისტო იქნება რთული თუ ჯოჯოხეთი. თუ ამას არ გავაკეთებთ, იქნება ჯოჯოხეთი. მოუფრთხილდით თავს.


ვფიქრობ რომ სკოლები უნდა იყოს გადატანილი , ვფიქრობდი ოქტომბრადე, მაგრამ ალბათ ჯობია, რომ ნოემბრის დასაწყისამდე. უნდა იყოს საწოლების მობილიზება, ჟანგბადის მომარაგება და სამედიცინო პერსონალის ხელშეწყობა.


საქართველოს მთავრობდან პირადად არავის ვიცნობ, მხოლოდ თეა წულუკიანს ორჯერ შევხვდი ნიუ იორკში გაეროს სათაო ოფისში, როცა ვიყავი გაეროს გენერალირი მდივნის მრჩეველი. სხვა ურთიერთობები მთავრობასთან, მინისტრებთან არ მქონია, სხვებთან არის გარკვეული ურთიერთობები.


ვიმეორებ – მე თქვენი ადგილი არ მჭირდება. მე მინდა, თქვენ გააკეთოთ თქვენი საქმე. ყველას ეშლება, შეცდომა ადამიანურია, მაგრამ შეცდომები უნდა ვაღიაროთ. მაგრამ დღეს შეცდომებზე საუბარი ზედმეტია, აქ საუბარია ადამიანების სოცოცხლის გადარჩენაზე ახლავე, ამ წუთას. ქვეყანა უკვე ჩავარდა უფსკრულში, ახლა საუბარია, როგორ შევაჩეროთვ ეს ვარდნა. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული,


უნდა მოხდეს მთელი საზოგადოების მობილიზება, ყველა პოლიტიკური პარტიის. ახლა ხომ გაქვთ არჩევნები, აბა, თქვენ იცით, ხომ შეიძლება, გადადოთ პოლიტიკური მერკანტილური მიზნები და ადამიანთა სიცოცხლეების გადასარჩენად გაერთანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს თქვენი ამომრჩეველი?! ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ საარჩევნო ბიულეტენი?! ხოდა გადაარჩინეთ ეს ხალხი ახლა.


როცა ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციები დგებოდა, ჩვენ ვერთიანდებოდით. მჯერა, ამას ახლაც მივახერხებთ. გადავდოთ უთანხმოებები და ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ. ჯანმრთელობა გისურვებთ.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/mosakhleobas-sastsraphod-unda-vuthkhrath-simarthle-giorgi-phkhakadze/



მხოლოდ სამედიცინო პირბადე გამოიყენეთ, სხვა დანარჩენი ერთჯერადი ნემსის მრავალჯერადად გამოყენების…

0

23/07/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეო ჩართვაში საუბრობს, რომ საქართველოში შემოსული ყველა პირბადე უნდა შემოწმდეს, ხოლო კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო და არა მრავალჯერადი, სხვადასხვა ტიპის და მოდური ბრენდის პირბადე.


„ევროკავშირში არის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ სამედიცინო პირბადე უნდა აკმაყოფილებდეს “EN 14 683″ მონაცემებს. სხვა სამედიცინო პირბადე საავადმყოფოში არ უნდა იყოს. არ შეიძლება არასამედიცინო პირბადეების შემოტანა ქვეყანაში.


არაერთი კვლევა დაიდო, რომ კოვიდ ბრძოლასთან ერთადერთი პირბადე, რომელიც კარგად მუშობს არის სამედიცინო პირბადე. სხვა დანარჩენი იმის ტოლფასია ერთჯერადი ნემსი ათჯერ იხმარო”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/mkholod-sameditsino-pirbade-gamoiqheneth-skhva-danarcheni-erthjeradi-nemsis-mravaljeradad-gamoqhenebis-tolphasia-giorgi-phkhakadze/


,,კიდობანში შესვლა ნებაყოფლობითია” – რას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

0

24/07/2021


გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ილუსტრაციას აქვეყნებს




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/kidobanshi-shesvla-nebaqhophlobithia-ras-aqveqhnebs-giorgi-phkhakadze/


არ შემიძლია ჩუმად ვუყურო, როგორ იკლავთ თავს და კლავთ სხვას – ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

0

28/07/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იკლავენ ეს ადამიანები თავს.


„არაადეკვატური მკვლელები გამოვიდნენ რუსთაველზე ჯვრებაფარებულები. ჯვართან რა საერთო აქვს ვაქცინაციას მაინც ვერ ვხვდები. გაუნათლებელ ადამიანის მანიპულაციაზე მარტივი არაფერია.


მე არ შემიძლია ჩუმად ვიყო და ვუყურო როგორ იკლავთ თავს და კლავთ სხვას, მე ექიმი ვარ და მე უნდა გითხრათ, რა არის კარგი. ევროპის ქვეყნების უმეტესობა უკვე ვაქცინირებულია. რეალობას შეხედეთ. დაიცავით დისტანცია. სამედიცინო პირბადე არ მოიხსნათ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ar-shemidzlia-chumad-vuqhuro-rogor-iklavth-thavs-da-klavth-skhvas-vis-mimarthavs-giorgi-phkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.