სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

9 სიმართლე ვაქცინასა და აცრაზე – გიორგი ფხაკაძე

0

30/07/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე:


„1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!!


2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი – „ასტაზენეკა”, ალუმინის ჰიდროქსიდი – „სინოფარმი” და „სინოვაკი”) უკვე თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწვავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წარმოადგენს!


3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია „ფაიზერი”, ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!


4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.


5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აცილებელი არაა აცრის წინ!


6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!


7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი…) გაკეთება არ გჭირდებათ!


8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზემდეტი ემოციის გარეშე აიცერით.


9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/9-simarthle-vaqtsinasa-da-atsraze-giorgi-phkhakadze/


(ფოტო) – “80 მილიონიან გერმანიას და 3 მილიონიან საქართველოს გარდაცვლილთა თითქმის ერთნაირი რაოდენობა

0

31/07/2021

31 321 აქტიური შემთხვევაა. აქამდე რეკორდი 2020 წლის 12 დეკემბრის 30 944 აქტიური შემთხვევა იყო და ასევე რეკორდული 53 გარდაცვლილი 2020 წლის 19 დეკემბერს.


აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება საქრთველოსთვის.


სამწუხაროდ, ჩაკეტვისკენ მიდის საქმე


არავის უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს რომ არ ჩავიკეტოთ


სამედიცინო /მეცნიერული /საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით და, უბრალოდ, საღი გონებით თუ იფიქრებ საქართველო ჩასაკეტი იყო 2021 წლის 1 ივლისს. ეს მაშინ, როცა მე პირველმა გავბედე და ვთქვი (არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით), რომ საქართველოში მე-4 ტალღა დაიწყო


მართლა არ ვიცი, თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ


არ აიცრათ. არც სახლში დარჩეთ. არც პირბადე ატაროთ. ახალი სასიკვდილო რეკორდია დასამყარებელი.


PS: გუშინდელ (2021 წლის 30 ივლისი) სტატისტიკა 80 მილიონიან გერმანიას და 3 მილიონიან საქართველოს ახალ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა თითქმის ერთნაირი რაოდენობა აქვთ:(



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/photo-80-milionian-germanias-da-3-milionian-saqarthvelos-gardatsvliltha-thithqmis-erthnairi-raodenoba-aqvth-giorgi-phkhakadze/


“ამ ვაქცინებით აცრილებს რომც დაემართოთ დელტა ვარიანტი, უსაფრთხოა” – გიორგი ფხაკაძე

0

02/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას კიდევ ერთი კვლევის შედეგს უზიარებს.


“კვლევის მიხედვით, ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები უფრო დაცულები არიან „დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ.


სინგაპურის კვლევა საკმაოდ საინტერესოა. ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები არიან უფრო დაცულები “დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ, ვინაიდან უმრავლესობა: შესაძლებელია, რომ ნაკლებად გადამდებებიც იყვნენ…


მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება … რეანიმაციაში მოხვედრის ან გარდაცვალების ალბათობა საკმაოდ დაბალია… მოდერნა/ფაიზერი ეფექტური ვაქცინებია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ.​ ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი, უსაფრთხოა”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/am-vaqtsinebith-atsrilebs-romts-daemarthoth-delta-varianti-usaphrthkhoa-giorgi-phkhakadze/


“ასეთი წერილები მომდის ამ ბოლო დროს ყოველი დღე…” – რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

0

12/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან მიღებულ შეტყობინებას აქვეყნებს და წერს:


“ასეთი წერილები მომდის ამ ბოლო დროს ყოველი დღე …. რამდენი … ათასობით …


რამდენჯერ ვფიქრობდი რომ “დავიღალე”, მაგრამ ასევე ვფიქრობდი და ვფიქრობ, ეს ჩემი მოვალეობაა, შინაგანი მოვალეობაა …ამ წერილების წაკითხვა ექიმისათვის არის საუკეთესო საჩუქარი … ეს არის გადარჩენილი სიცოცხლის საჩუქარი … სიცოცხლის ფასი ყველაზე კარგად იცის ექიმმა, ამაში ნუ შემედავებით ….


გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე ყველგან და ყოველთვის ასევე დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია, ამით თქვენ გარდაარჩენთ ეხლა თქვენ თავს და ყველას თქვენს ირგვლივ აიცერით “ფაიზერის” ან “მოდერნას” ვაქცინით ამით თქვენ გადაატჩენთ თქვენ სიცოცხლეს, დაიცავით სხვები და დაამარცხეთ ეს ევერაგი ვირუსი … ჯანმრთელობას გისურვებთ”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/asethi-tserilebi-momdis-am-bolo-dros-qhoveli-dghe-ra-photoebs-aqveqhnebs-giorgi-phkhakadze/


“ჯანდაცვის მინისტრის საღმა აზრმა გაიმარჯვა, ერთი შეცდომაა მხოლოდ…” – გიორგი ფხაკაძე

0

12/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე:


“საღმა აზრმა გაიმარჯვა!


დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება.


სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის


დისტანციის დაცვა ყველგან


საყოველთაო ვაქცინაცია (12 წლიდან ფაიზერის ვაქცინაცია დავიწყოთ) დავიცვათ სიცოცხლე ….


სწორია, რომ ქვეყანას არ კეტავენ და ახლა ყველაზე მთავარია აღსრულება, აღსრულება და აღსრულება.


ერთ კომპონენტში არ ვეთანხმები, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, მეტრო დასაკეტია, მაგრამ ავტობუსები პირიქით, უნდა იყოს ბევრი, რომ ნაკლები ხალხი იყოს ავტობუსში.


ვეთანხმები, რომ პისიარ ტესტი არ უნდა ფინანსდებოდეს, რადგან ვაქცინაა უფასო.


საველე ჰოსპიტალი არა კვახი, ხალხო, იცით, საველე ჰოსპიტალი რა არის? არ გვჭირდება. ჩვენთან არის 17 000 საწოლი. 2- ათასს ხელს ვერ მოკიდებ, ფსიქიატრიულის და სხვა პაციენტების, დანარჩენი ყველა გამოიყენონ 4-6 კვირა და ყველაფერი იქნება კარგად.


რასაც მე ვუყურებ, ჯანდაცვის მინისტრის საღმა აზრმა გაიმარჯვა. მას ყველა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რაც საერთოდ ამ გუნდს გაუკეთებია.


სიტუაცია არის ბევრად მძიმე, ვიდრე გვეუბნებიან, ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.


ამ შეზღუდვების შედეგს დავინახავთ 3-4 კვირაში, ლოქდაუნის შემთხვევაში შედეგი გვექნებოდა 2 კვირაში, მაგრამ სწორი გადაწყვეტოლებაა რომ ქვეყანას არ კეტავენ, გარდა ეკონომიკისა, ხალხი დასტრესილია, გაღიზიანებულია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/video-jandatsvis-ministris-saghma-azrma-gaimarjva-erthi-shetsdomaa-mkholod-giorgi-phkhakadze/


მათთვის, ვისაც კითხვა ეზარება – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

0

13/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:


“ეს კითხვა ვისაც ეზარება“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/maththvis-visats-kithkhva-ezareba-ra-photos-aqveqhnebs-giorgi-phkhakadze/


“ჩვენი გმირები!” – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

0

16/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს ფოტოს სოციალურ ქსელში და წერს:


“ჩვენი გმირები!


ჩვენი ჯარისკაცები!


თქვენ რა გააკეთეთ ჩვენი ჯარისკაცების დასახმარებლად?!


ვინც ხართ მტრის მხარეს ხართ ქვეყნის და ერის მოღალატეები!


ამ ომში ჯარისკსცების რაოდენობა არ არის საკმარისი და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ჯარს:


გამოიყენეთ სამედიცინო დისტანცია! (2 წლის ასაკიდან აცრილი და აუცრელი ადამიანები).


დარჩით სახლში და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს!


აიცერით ფაიზერის ვაქცინით რაც შეიძლება მალე!


თხოვნა, ვინც აიცერით ეს არ ნიშნავს რომ აცრის ცენტრიდან პირდაპირ საყვარელთან ან მეგობრებთან საქეიფოდ უნდა წახვიდეთ, აცრა მხოლოდ გეხმარებათ და 100% არ გიცავთ ინფიცირებისგან, შეიგნეთ ეს!


პ.ს. სურათი შემხვდა ინტერნეტში თბილისის რესპუბლიკური საავადყოფო არის. ავტორი არ ვიცი ვინ არის“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/chveni-gmirebi-ra-photos-aqveqhnebs-giorgi-phkhakadze/


„მე რომ სომეხი ან ებრაელი ვიყო, ძეგლს დამიდგამიდნენ ქალაქის ცენტრში” – გიორგი ფხაკაძე

0

21/08/2021

გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე მის მოღვაწეობაზე და იმ პირობებზე საუბრობს, რა პირობებშიც მან თავისი ცოდნით ყველაფერს მიაღწია.


“5 წლის წინ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების წევრად დამასახელა. სულ 10 ადამიანი ვართ და მათ შორის არიან ოქსფორდის, ჰარვარდის პროფესორები, ერთ-ერთი გიორგი ფხაკაძეა. 5 წელია გაერო-ს გენერალურ მდივანს ვაწვდი ინფორმაციას.


დაგუგლოს და ნახოს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა თავის მთავარ ვებგვერდზე რომ დაწერა გიორგი ფხაკაძე დანარჩენ 9 სხვა ადამიანთან ერთად.


რატომ დადის გიორგი ფხაკაძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველ წელიწადს, ხომ არ იცით? მე არ ვარ გაერო-ს ოფიციალური თანამშრომელი, მაგრამ ჩემი თანამდებობა გაერო-ს თანამშრომელზე უფრო მაღალია! გაერო-ს გენერალური მდივნის ზემოთ არის სამეთვალყურეო, დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭო. ვერც წარმოუდგენიათ, რომ ქართველი იყოს ასეთ მაღალ თანამდებობაზე.


ანგარიშს მე მაბარებდა მსოფლიო ბანკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, გლობალური ფონდი და ა.შ. გაერო-ს გენერალურ მდივანს დამოუკიდებელ ანგარიშს ვაწვდიდი, როგორი უნდა ყოფილიყო მსოფლიო ჯანდაცვა 2030 წლამდე.


მე რომ ებრაელი ან სომეხი ვიყო, ძეგლს დამიდგამდნენ ქალაქის ცენტრში და ქუჩაც იქნებოდა ჩემი სახელობის. ქართველებს რა გვჭირს?! ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქუთაისელმა ბიჭმა, რომელსაც არავინ ჰყავდა ზემოთ, თავისი ცოდნით მიაღწია ყველაფერს”, – უთხრა “სარკეს” გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/me-rom-somekhi-an-ebraeli-viqho-dzegls-damidgamidnen-qalaqis-tsentrshi-giorgi-phkhakadze/



წყარო: სარკე

ტყუილს ვერ ვიტან, ციფრებით მანიპულაციის საუკეთესო მაგალითია – გიორგი ფხაკაძე

0

22/08/2021

საზოგადოებტივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


“ციფრებით მანიპულაციის საუკეთესო მაგალითი, ვუყურებ დაავადებათა კონტროლის გრაფიკას და “კომუნიზმში” მგონია თავი. 962,165 აცრა ჩატარდა, ვაშაააა ჩემმა სტუდენტმა ასეთი რამ რომ დაწეროს, ჩათვლას ვერ მიიღებს.


რაში მაინტერესებს, სულ რამდენი აცრა გაკეთდა?! ეს მოქალაქისთვის არაფრის მომცემი ინფორმაციაა…. ეს იგივეა, თუ რამდენი ოპერაცია ჩატარდა სულ. მე მაინტერესებს, სულ რამდენი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. მოქალაქეს აინტერესებს, რამდენი ადამიანი არის დაცული ამ ვერაგი ვირუსისგან ანუ:


რამდენი მოქალაქე აიცრა 2-ჯერ და გავიდა 14 დღე მე-2 აცრიდან! ეს ციფრი გვაჩვენებს, რამდენი ადამიანი არის დაცული დღეისათვის!


მე-4 ტალღის პიკი დამთავრდება მაშინ, როცა ვირუსს გამრავლების საშუალება აღარ ექნება ანუ მოსახლეობის 90% უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი ამ ვერაგი ვირუსისგან. ან ვაქცინაციით შეძენილი იმუნიტეტი, ან ვირუსის გადატანით შეძენილი იმუნიტეტი. ჯობს ვაქცინაციით შეძენილი იმუნიტეტი!


შეცდომა მისაღებია, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტან. ვთქვათ სიმართლემ როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის.


ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს ფხაკაძე Facebook-ზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/tqhuils-ver-vitan-tsiphrebith-manipulatsiis-sauketheso-magalithia-giorgi-phkhakadze/


“ეს არის ნამდვილად უმაგრესი ამბავი” – გიორგი ფხაკაძე

0

23/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


“ეს პოსტი არ ეხება კოვიდ-19 ვაქცინას


მოდერნამ დაიწყო ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა


ეს არის ნამდვილად უმაგრესი ამბავი.


უდიდესი ამბავია, ბევრი კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ხდება დღეს მეცნიერებაში


კოვიდ-19 პანდემიამ ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ ასევე უდიდესი პროგრესი იქნა მიღწეული. ეს არის პოზიტიური პირველი მერცხალი …. და უფრო ბევრი საინტერესო რამ იქნება ახლო მომავალში. მე ვგულისხმობ თვეებს და წლებს და არა ათწლეულებს.


მეცნიერება, პროგრესი და საღი აზრი სულ ყოველთვის იმარჯვებს”




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-aris-namdvilad-umagresi-ambavi-giorgi-phkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.