პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

„უმაგრესი ამბავი! ეს ნამდვილად უდიდესი სიახლეა“ – ნახეთ რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

0

01/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც საფარანგეთში მოღვაწეობს სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს.


„უმაგრესი ამბავი! აივ ინფექციის ახალი წამალი დაამტკიცა ევროკავშირის წამლის სააგენტომ, ეს ნამდვილად უდიდესი სიახლეა.


აივ ინფიცირებული ყოველდღიური წამლის მიღების მაგივრად გაიკეთებს 6 თვეში ერთხელ ერთ ინექციას – “Sunlenca® (Lenacapavir)“. ასევე, პრევენციის მიზნით ეს წამალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც პრეპი ( პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა). აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია. ყოველდღიურად 1 აბის მიღებით, პრეპი აივ ინფექციისგან 99%-მდე დაგიცავთ. და ახლა კი 6 თვეში ერთხელ იქნება საკმარისი. როგორც შეგპირდით, კარგი ახალი ამბები გვექნება ამ წელს. ჯანმრთელობას გისურვებთ…“ – ავრცელებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/umagresi-ambavi-es-namdvilad-udidesi-siakhlea-nakhet-ras-ambobs-giorgi-fkhakadze


ახალმა კვლევამ დაადასტურა რომ… – რა სიახლის შესახებ საუბრობს გიორგი ფხაკაძე

0

02/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევას აქვეყნებს, რომელიც პორტუგალიაში ჩატარდა.


ექსპერტის თქმით, კვლევამ დაადასტურა, რომ:
„თუ ხარ აცრილი და გადაიტანე კოვიდი 2022 წელს ( სავარაუდოდ ომიკრონი) 4-ჯერ უფრო დაცული ხართ კოვიდის რეინფიცირებისგან ვიდრე არა აცრილი ადამიანები ვინც გადაიტანა კოვიდი.


აგერ ბატონო, ფაქტია, რომ კოვიდ ვაქცინა დაინფიცირების შემთხვევაშიც გიცავს. გამგები გაიგებს…


უაზრო კომენტარები „მუშკეტერებს” გაუგზავნეთ… ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/akhalma-kvlevam-daadastura-rom-ra-siakhlis-shesakheb-saubrobs-giorgi-fkhakadze


„ეს ნიშნავს მილიონობით სიცოცხლის გადარჩენას!“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

0

08/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მალარიის ვაქცინას პრეკვალიფიკაცია მიენიჭა, რაცმილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.


„უდიდესი ამბები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. მალარიის ვაქცინა პრეკვალიფიკაცია მიენიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს ნიშნავს მილიონობით სიცოცხლის გადარჩენას, ეს ნიშნავს მილიონობით ბავშვის ჯანმრთელობას“, – წერს ექსპერტი.


ცნობისთვის, აღნიშნული მოვლენა ისტორიულად ფასდება.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის ვაქცინის ფართოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა აფრიკის კონტინენტზე ბავშვებში და სხვა იმ ზონებში, სადაც ამ დაავადებით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია. ეს მოვლენა ნამდვილი გარღვევაა ამ დაავადების წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლაში.


მალარია პარაზიტის მიერ გამოწვეული დაავადებაა, რომელიც უკვე ათასობით წელია მძვინვარებს და ძირითადად კოღოს კბენის შედეგად ვრცელდება. ყოველწლიურად მალარია მსოფლიოში 400 000-ზე მეტ ადამიანს კლავს, ძირითადად სუბსაჰარულ (საჰარის სამხრეთით) აფრიკაში. მალარია წელიწადში 260 000-ზე მეტ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვს კლავს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/es-nishnavs-milionobit-sitsotskhlis-gadarchenas-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze


არავაქცინირებული პაციენტების 64%-ს აღენიშნებოდა დაქვეითებული ყნოსვა – გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევაზე

0

13/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მსოფლიოში, სავარაუდოდ, 27 მილიონ ადამიანს აღენიშნება მუდმივად დაქვეითებული ყნოსვა.


„ბოლო კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ პაციენტზე დაკვირვების შედეგად 64%-ს აღენიშნებოდა დაქვეითებული ყნოსვა, რაც, ავტორების თქმით, შეიძლება იყოს მუდმივი.
ასევე კოვიდის შედეგად, მსოფლიოში, სავარაუდოდ, 27 მილიონ ადამიანს აღენიშნება მუდმივად დაქვეითებული ყნოსვა,


სავარაუდო მიზეზი არის კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანება. ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/aravaqtsinirebuli-patsientebis-64-s-aghenishneboda-daqveitebuli-ynosva-giorgi-fkhakadze-akhali-kvlevaze-saubrobs


,,გაფრთხილებდით, რომ ეს დღე მალე დადგება…” – რას წერს გიორგი ფხაკაძე

0

13/10/2022

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც რუსეთისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას ეხმაურება:
,,გაფრთხილებდით, რომ მალე ეს დღე დადგება!


შავი სამშაბათი რუსეთის მოქალაქეებისთვის.


ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, დანია, ბელგია და ნიდერლანდები,
ხურავენ საზღვრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.


ამ ქვეყნებმა ასევე შეაჩერეს ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის.


ქართველებო, ვინც ჯერ კიდევ რუსეთში ხართ, დაფიქრდით. საკმაოდ ცოტა დრო დაგრჩათ, სანამ რუსეთი მთლიანად არ ჩაიკეტა. სავარაუდოდ, თავად რუსები არ გაუშვებენ თავის მიქალაქეებს საზღვარგარეთ და, სავარაუდოდ, დააწესებენ «выездные визы». არჩევანი თქვენზეა…”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/gafrtkhilebdit-rom-es-dghe-male-dadgeba-ras-tsers-giorgi-fkhakadze



„წამალი არ უნდა იყოს ბებო მაროს ან ზოიას მიერ გამოწერილი“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

0

18/10/2022

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


„წამალი უნდა იყოს გამოწერილი მხოლოდ ექიმის მიერ და არა:
– მეზობლის მიერ
– დაქალის/ძმაკაცის მიერ
– ბებო მაროს ან ზოიას მიერ
– დედამთილ/მამამთილის მიერ
– ფარმაცევტის მიერ
– ექთნის მიერ (ლიმიტირებულ შემთხვევაში)


სამედიცინო რჩევები მიიღეთ მხოლოდ სერტიფიცირებული ექიმის მიერ ყველა სხვა “რჩევა” არის ტოქსიური/შხამი
ჯანმრთელობას გისურვებთ…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/tsamali-ar-unda-iyos-bebo-maros-an-zoias-mier-gamotserili-ras-tsers-giorgi-fkhakadze


აიცერით ახალი ბივალენტური ბუსტერით – გიორგი ფხაკაძე

0

24/10/2022

აიცერით ახალი ბივალენტური ბუსტერით – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ფხაკაძე.


„სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები არიან მძიმე COVID-19-ის განვითარების რისკის ჯგუფში.


აიცერით ახალი ბივალენტური ბუსტერით ადამიანებმა სუსტი იმუნური სისტემით უნდა მიიღონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა, როგორც მათი პირველადი ვაქცინაციის გრაფიკის ნაწილი. აიცერით ახალი ბივალენტური ბუსტერით, არ არის რეკომენდებული იმუნოსუპრესიული თერაპიის შეწყვეტა ვაქცინაციის მიზეზით. აიცერით ახალი ბივალენტური ბუსტერით. ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/aitserit-akhali-bivalenturi-busterit-giorgi-fkhakadze


კორონავირუსი შეიძლება დარჩეს ცხიმოვან ქსოვილებში… დროა იფიქროთ, როგორ მოიშოროთ ზედმეტი წონა

0

25/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ჭარბწონიანი ადამიანებისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით საშიშია.


„ჭარბი წონა საშიშია. კორონავირუსი შეიძლება დარჩეს ცხიმოვან ქსოვილებში გამოჯანმრთელების შემდეგაც. ეს დასკვნა სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს. კოვიდი აინფიცირებს ცხიმოვან ქსოვილს, სადაც გამრავლებისას ახალ სიმპტომებს იწვევს. დროა იფიქროთ, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ზედმეტი წონა.“ – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/koronavirusi-sheidzleba-darches-tskhimovan-qsovilebshi-droa-ifiqrot-rogor-moishorot-zedmeti-tsona-giorgi-fkhakadze


გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოჩნდა

0

02/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.


„კოვიდის ომიკრონის BA.5 “შვილმა” ამოყო თავი. ბოლო 2 კვირაა, ყოველი მე-5 ინფიცირებული ამერიკაში უკვე BF.7-ის (BA.5.2.1.7 ეს მისი გრძელი სახელია) მსხვერპლია…


ნოემბრის პიკს რომ გადავივლით, სავარაუდოდ, ახალი ვარიანტიც მოგვისწრებს BF.7, თან სეზონური გრიპის თანხლებით,


რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ:
საკმაოდ სწრაფად ვრცელდება
სავარაუდოდ, ზოგიერთი კოვიდ წამალი ვეღარ იმუშავებს ამ ვარიანტით დაინფიცირებულ პაციენტებზე.
ჯერჯერობით არსებული ახალი (ომიკრონის) ვაქცინის ეფექტურობა კარგია, მაგრამ საქართველოში ეს ვაქცინა მაინც არ არის და არც იქნება, სავარაუდოდ.


რა უნდა ქნათ:
აიცერით გრიპის ვაქცინით
აიცერით ახალი კოვიდის ომიკრონის ვაქცინით
გამოიყენეთ “ფხაკაძის” პირბადე“,- წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/giorgi-fkhakadze-ambobs-rom-koronavirusis-akhali-varianti-gamochnda


„ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც ტაძრამდე არ მიდის…“ – გიორგი ფხაკაძე

0

06/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო სფეროში კვალიფიციური კადრების სერიოზული პრობლემაა.


ფარმაცევტები, ექთნები, სანიტრები, სამედიცინო დაწესებულების დამხმარე (არ არსებობს ასეთი ამ ქვეყანაში), სამედიცინო აპარატურის ელექტრიკოსები, სამედიცინო არქივარიუსი და სია დიდია…


სამედიცინო სფერო არ არის მარტო „ექიმი“. სამედიცინო სფეროში არის ბევრი ვიწრო დარგობრივი სპეციალისტი, რომელიც ფიზიკურად საქართველოში არ არის.


თქვენ იცით, რომ საქართველოში საავადმყოფოებში აფთიაქი არ არსებობს მართლა არ არსებობს, არსებობს სამედიცინო საწყობი, რომლის სახელია აფთიაქი. სამედიცინო სფეროს სჭირდება სტრატეგიული გეგმა, თუ საითკენ მივდივართ. ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც ტაძრამდე არ მიდის… მაშ, რად გვინდა ასეთი გზა…“ წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/chven-mivdivart-im-gzit-romelits-tadzramde-ar-midis-giorgi-fkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.