პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში უხარისხო და, სავარაუდოდ, საშიშ სახარჯ მასალებს…

0

09/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ქურურგიული ოპერაციების დროს, საშიშ და უხარისხო სახარჯ მასალებს იყენებენ. ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„სამწუხაროდ, საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში უხარისხო და, სავარაუდოდ, საშიშ სახარჯ მასალებს იყენებენ ქირურგიული ოპერაციების დროს.


გეტყვით, ეს როგორ ხდება:
მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია – პაციენტი და, განსაკუთრებით, ჭრილობის არე შემოფარგლულია სამედიცინო ზეწრებით. ექიმებს და ექთნებს აცვიათ სამედიცინო ხალათები.


აღნიშნული მასალები იცავს პაციენტს სითხური დაბინძურებისგან და შიდა ჰოსპიტალური ინფექციისგან, სამედიცინო პერსონალს კი პაციენტისგან მომავალი სითხური დაბინძურებისგან და პაციენტისგან მომავალი ინფექციისგან.


როგორ ვაფასებთ ამ პროდუქციის ხარისხს ყველაზე მარტივი და აუცილებელი გზით :
ვის მიერაა წარმოებული და რამდენად რეპუტაციულია აღნიშნული მწარმოებელი?
რომელ ქვეყანაშია წარმოებული?
როგორია ამ პროდუქციის შენახვის პირობები? (რადგან პროდუქცია შეიძლება, ძალიან კარგი იყოს, თუმცა ჰქონდეს შენახვის ძალიან მკაცრი მოთხოვნები, რომელსაც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს).
რა არის საჭირო, რომ მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველაზე მარტივი 3 პუნქტის შეფასება? რა თქმა უნდა, პროდუქციის შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია:
მწარმოებელი და აუცილებლად მისი რეკვიზიტები;
რომელ ქვეყანაშია ეს პროდუქცია წარმოებული;
ამ პროდუქციის შენახვის პირობები (რათა კლინიკის პერსონალის მიერ მოხდეს შესაბამისი პირობების მიხედვით მისი დასაწყობება).
როგორც შეგპირდით, ვდებ იმ ქირურგიული ნაკრების ფოტოებს, რომელსაც იყენებენ საქართველოს კლინიკებში
მასზე არ არის მითითებული:
თუ სად მდებარეობს ქარხანა და მისი რეკვიზიტები; რომელ ქვეყანაშია წარმოებული; შენახვის პირობები.


შესაბამისად, სამწუხაროდ, გაურკვეველია, თუ როგორ ენდობიან ამ გაურკვეველი წარმომავლობის სამედიცინო სახარჯ მასალას…


P.S ჩემს წინა ლაივებში ვსაუბრობდი Barcode- ის შესახებ, ეს არის საქონლის წარმოშობის და მისი აღწერის სისტემა. მაგ: თუ საქონელს აწერია, რომ წარმოებულია შპს „WTHG ის მიერ ბანგლადეშში“ მასზე დატანილი Barcode, სკანირების შემდეგ იგივე ინფორმაციას უნდა ვიღებდეთ.


სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ტექსტობრივად საერთოდ არაა ინფორმაცია მითითებული, ხოლო Barcode-ის სკანირებით ვიგებთ, რომ პროდუქცია წარმოებულია იტალიაში – Elvea SPA ის მიერ…რომელიც რეალურად ტომატ პასტისა და სხვა საკვები პროდუქტების მწარმოებელია (ვდებ ასევე ამ ბარკოდის სკანირების ფოტოებსაც). ეს რომ ამ იტალიელებმა გაიგონ, ალბათ, გულის შეტევა მოუვათ.


შემდეგ პოსტში უფრო რთული, ანგიოგრაფიული საოპერაციო ნაკრებების შესახებ დავდებ ინფორმაციას“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/saqartvelos-zogiert-sameditsino-datsesebulebashi-ukhariskho-da-savaraudod-sashish-sakharj-masalebs-iyeneben-qirurgiuli-operatsiebis-dros-giorgi-fkhakadze


„ჩამოთვლილი ადამიანები დროზე უნდა აიცრან!“ – გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევას აქვეყნებს

0

16/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ წერს და განმარტავს, თუ ვინ უნდა აიცრას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით.


„ბოლო კვლევა ბრიტანეთიდან.


კვლევა 16.2 მილიონ ადამიანზე ჩატარდა ანუ 5 საქართველო! კოვიდ ვაქცინა (ბუსტერი) ეფექტურია,


ვინ არის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ (რისკის ქვეშ ყველანი ვართ): 80 წელს გადაცილებული ადამიანები (საქართველოში 65 წლისა სავარაუდოდ)
იმუნოკომპრომიტირებული პაციენტები,


თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები
რამდენიმე ქრონიკული დაავადების ერთად მქონე პაციენტები
ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები დროზე უნდა აიცრან“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/chamotvlili-adamianebi-droze-unda-aitsran-giorgi-fkhakadze-akhal-kvlevas-aqveynebs


„მოძალადე მოძალადეა და არა აქვს მნიშვნელობა, რა სქესის არის, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს…!“

0

22/10/2022

საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალურ საქმეზე ბასილაშვილი ოთხივე ეპიზოდში გამართლდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყო.


საქმეს ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძეც ეხმაურება.


„არა ძალადობას! არა ყველანაირ ძალადობას!


არა ფიზიკურ, მორალურ, სიტყვიერ, საზოგადოებრივ ძალადობას! მოძალადე მოძალადეა და არა აქვს მნიშვნელობა, რა სქესის არის, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, რა ეროვნების არის და რა რელიგიას ეკუთვნის… მოძალადე არის მოძალადე!


ძალადობა ანგრევს ადამიანის შინაგან სამყაროს, რომლის აღდგენა შეუძლებელია!
საზოგადოებაში ძალადობა უნდა იყოს აკრძალული, დიახ, აკრძალული კანონით, რომლის რეალურად აღსრულება ხდება და ითვლებოდეს ყველაზე მიუღებელ საქციელად საზოგადოებაში… არა ძალადობას!”, – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/modzalade-modzaladea-da-ara-aqvs-mnishvneloba-ra-sqesis-aris-ra-politikuri-shekheduleba-aqvs-giorgi-fkhakadze


ასე იქმნებოდა „თავისუფლების“ ქანდაკება პარიზში – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

0

29/10/2022

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, საქართველოს თავისუფლების ქანდაკების პროექტი, სავარაუდოდ, პარიზში მზადდება.


„ასე იქმნებოდა “თავისუფლების” ქანდაკება პარიზში. ყველა ამერიკელის თავისუფლების სიმბოლო… საქართველოს თავისუფლების ქანდაკების პროექტი, სავარაუდოდ, პარიზში მზადდება”, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/ase-iqmneboda-tavisuflebis-qandakeba-parizshi-ra-fotos-aqveynebs-giorgi-fkhakadze


ამდენი პანიკა ნამდვილად არ არის საჭირო – გიორგი ფხაკაძე გავრცელებულ ვირუსებზე

0

23/11/2022

საქართველოში ვირუსი და სეზონური გრიპია გავრცელებული. თუმცა მსოფლიოში და საქართველოში დომინანტი წელს H3N2 ტიპი აღმოჩნდა, რომელსაც ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს უწოდებენ. ექიმები ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევათა რიცხვი გასსამმაგებულია.


მომატებულია მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებში. ვირუსით ინფიცირებულებს ექიმის დახმარება და სტაციონარში გადაყვანა ხშირად ესაჭიროებათ. კლინიკების ნაწილი 24-საათიან ამბულატორიულ მომსახურებაზე გადავიდა.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ ვირუსებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ვირუსი არ ცირკულირებს.


მისი თქმით, „ეს არის კოვიდი და სეზონური გრიპის აფეთქება და ეს ყველამ ვიცით“:


„არც ე.წ ჰონგ-კონგის გრიპია ახალი და რამე საოცარი. ეგაა H3N2 და არის A ტიპის სეზონური გრიპის ერთ-ერთი სეროტიპი. მეორე სეროტიპია H1N1, იგივე ღორის გრიპი. გრიპის აცრები A ტიპის ორივე სეროტიპს მოიცავს, ასევე B ტიპის ვირუსის ორ სეროტიპს.კოვიდიც არის, ომიკრონი, და ის საკმაოდ სუსტია. ამდენი პანიკა ნამდვილად არ არის საჭირო. აიცერით არსებული გრიპის და კოვიდის ვაქცინებით, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია, და ხელები დაიბანეთ რა…“– წერს გიორგი ფხაკაძე Facebook-ზე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/amdeni-panika-namdvilad-ar-aris-sachiro-giorgi-fkhakadze-gavrtselebul-virusebze


გიორგი ფხაკაძეზე მოქალაქემ იძალადა და დაზიანებები მიაყენა – ზაფხულში მომხდარი გაუხმაურებელი ამბავი

0

25/11/2022

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, თუ რა დაზიანებები მიაყენა მას მოქალაქემ ზაფხულში. თუმცა, ფაქტი აქამდე არ გახმაურებულა.


„ადგილი: თბილისი დრო 11:46 თარიღი: 12 ივლისი 2022 წელი დაზარალებული: გიორგი ფხაკაძე მოძალადე – ჯერ კიდევ არის ქუჩაში მე, გიორგი ფხაკაძე, ვარ დაუცველი საქართველოში მე, გიორგი ფხაკაძეს, არ მიცავს სახელმწიფო საქართველოს პროკურატურა – საკუთარ სამსახურს შეურაცხყოფას აყენებთ (დაზარალებულად ჯერ არ მცნო, ფიქრობს უკვე 5 თვეა) საქართველოს საპატრულო სამსახური – საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ (ჩემი საქმე თაროზეც არ არის შემოდებული, დაკარგული ყოფილა) საქართველოს სასამართლო – საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ (მოძალადე 2-ჯერ გაფრთხილებით გამოუშვეს, ჯარიმაც კი არ დაუწესეს) მე თუ არ ვარ დაცული, თქვენ ხართ დაცული?! არა ძალადობას!“ – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/shemtxveva/giorgi-fkhakadzeze-moqalaqem-idzalada-da-dazianebebi-miayena-zafkhulshi-momkhdari-gaukhmaurebeli-ambavi-foto



EXCLUSIVE: „მანამ, სანამ ფიზიკურად გამისწორდებოდა, მუქარის შემცველ შეტყობინებებს მიგზავნიდა…“

0

26/11/2022

რამდენიმე საათის წინ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ დაწერა, რომ თბილისში ყოფნის დროს მას თავს დაესხნენ, რისი ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა.


„პრაიმტაიმი“ დამატებითი დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, ხელში ტელეფონი ეკავა და მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს იღებდა.


მისივე თქმით, მანამ, სანამ კაცი ფიზიკურად გაუსწორდებოდა, მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა.


„ხმას არ ვიღებდი, 5 თვის წინ, 12 ივლისს მოხდა ეს ამბავი. ამ კაცის ვინაობას არ დავასახელებ, არ მინდა რეკლამა გავუკეთო. ჩვენს შორის კონფლიქტი იყო, არ უკავშირდება კოვიდს. პრობლემური ადამიანია. მანამდე იყო სიტყვიერი შეურაცხყოფები, რაც გავატარე, პოლიციასაც მივმართე, მთელი ამბები იყო. სასამართლომდე მივიდა საქმე. მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და გამოუშვეს.


ყველაზე სასაცილო მომენტი ის იყო, რომ თბილისში ყოფნის დროს მშვიდად ვიყავი, მაგრამ მოხდა ის, რაც სურათზე ჩანს.


თბილისში ყოფნისას სამხარაულშიც ვიყავი, ადგილზე იყო სასწრაფოც. 4 თვე რომ გავიდა, ვრეკავ და არანაირი რეაგირება არ მოხდა, ვატყობ, რომ ამ საქმეს ყურადღებას არ აქცევდნენ. დაახლოებით, 3 კვირის წინ ადვოკატი ავიყვანე და აღმოჩნდა, რომ ჩემი საქმე თაროზეც არ არის შემოდებული.


ეს ამბავი მხოლოდ ჩემმა ორმა მეგობარმა იცოდა, ჩემთან მოვიდნენ და მხარი დამიჭირეს. მჯეროდა, რომ ჩემი საუბრით საგამოძიებო ორგანოებს ხელს შევუშლიდი.


ხელში ტელეფონი მეჭირა და ყველაფერს ვიღებდი. თავიდან ბოლომდე ყველაფერი ასახულია. თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად დავდებ.


სხვა საქმესთან დაკავშირებით, ამავე კაცზე უკვე 7 თვეა, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ყველაფერი ასახული მაქვს, როგორ მოკიდა ჯოხს ხელი, როგორ მაგინებს… სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, საქართველოში არ ჩამოვალ.“ – გვითხრა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/exclusive-manam-sanam-fizikurad-gamistsordeboda-muqaris-shemtsvel-shetyobinebebs-migzavnida-aris-tu-ara-kovidi-giorgi-fkhakadzeze-tavdaskhmis-mizezi


„იმედია ხვალიდან საქართველოში ეს წამალი ამოღებული იქნება მოხმარებიდან…“ – რომელ წამალზე საუბრობს

0

01/12/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კოვიდის სამკურნალო ერთ-ერთი მედიკამენტის შესახებ წერს.


„კოვიდის წამალი ბებტელოვიმაბ (bebtelovimab) აღარ არის ეფექტური. იმედია ეს წამალი იქნება ამოღებული მოხმარებიდან საქართველოში ხვალიდან. სამწუხაროდ კოვიდის ომიკრონის BQ.1 და BQ.1.1 არიან დღეს დომინანტები არა მარტო ამერიკაში, სავარაუდოდ, საქართველოშიც. ამის გამო ზოგი ვაქცინა და წამალი აღარ არიან ეფექტურები. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე“ – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/imedia-khvalidan-saqartveloshi-es-tsamali-amoghebuli-iqneba-mokhmarebidan-romel-tsamalze-saubrobs-giorgi-fkhakadze


VIDEO: „პუტკუნა გოგოებო, დაიკელით წონაში…“ – რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

0

03/12/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთი კვლევის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ გრძელვადიანი კოვიდის რისკის ქვეშ ჭარბწონიანი ადამიანები უფრო არიან. ამიტომ ფხაკაძე ყველას ურჩევს, დაიკლონ წონაში.


„ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი კოვიდის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის პუტკუნა გოგოები. ჩემო უსაყვარლესო გოგოებო, ზედმეტი კილოები ჩამოყარეთ, იმიტომ რომ გრძელი კოვიდის შემთხვევაში თქვენ უფრო ხართ რისკის ქვეშ, ვინც ხართ ჭარბწონიანები. გოგოებო, ყველამ დავიწყოთ წონაში დაკლება. ამოიღეთ ორი რაღაც. შაქარი და პური. დანარჩენი რაც გინდა ის ჭამეთ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/video-putkuna-gogoebo-daikelit-tsonashi-ra-videos-aqveynebs-giorgi-fkhakadze


ერთადერთი კარგი და სასიხარულო ამბავი ამ ბოლო დროს – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

0

09/10/2022

2022 წლის 8 დეკემბერს, ქალწული მარიამის უმანკოდ ჩასახვის კათოლიკურ დღესასწაულზე, ქუთაისის კათოლიკური საკრებულოს დღეობა აღინიშნა. ქუთაისის კათოლიკურ სამრევლოში წირვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.


წირვის შემდეგ, კათოლიკე მრევლმა ტრადიციულად, 1862 წელს ქალწული მარიამის უმანკოდ ჩასახვის სახელზე ნაკურთხი ქუთაისის ყოფილი კათოლიკური ტაძარი მოილოცეს. ეს ტაძარი ახლა მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარია. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების მომლოცველობისას ქუთაისში, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს დავალებით ლენტებით შემოსაზღვრეს და ჩახერგეს ხსენებული ტაძრის ეზოს შესასვლელი.


2022 წლის 8 დეკემებრს, ტაძარში კათოლიკე მრევლი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეუშვეს. კათოლიკე ეპისკოპოსმა და მორწმუნეებმა გალობა და ლოცვა აღავლინეს ღვთისმშობლის ქანდაკებასთან, რომელიც ეკლესიაში იმ პერიოდიდანაა შემორჩენილი, როცა ის კათოლიკური იყო.


ფაქტს გიორგი ფხაკაძე ეხმიანება.


„ერთადერთი კარგი და სასიხარულო ამბავი ამ ბოლო დროს. ქუთაისი ტოლერანტობის ქალაქია. იდეალური იქნება, რომ ეს ტაძარი (იქ მომნათლა მეუფე კალისტრატემ) იყოს ტოლერანტობის, მეგობრობის და გაერთიანების სიმბოლო. ამ ტაძრის უნიკალური ისტორია შეიძლება, იყოს არა მარტო ჩვენი ტოლერანტობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის (რაც, სამწუხაროდ, დღეს შელახულია), არამედ ტურისტული ცენტრი, როგორც ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთ ტაძარში სხვადასხვა კონფესიის ქრისტანები ლოცულობენ და ქმნიან სიყვარულს და სითბოს! იმედია, ეს ასე იქნება ….“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/ertaderti-kargi-da-sasikharulo-ambavi-am-bolo-dros-ra-fotos-aqveynebs-giorgi-fkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.