ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -
Google search engine

ახლა თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია – გიორგი ფხაკაძე

0

05/05/2021

გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რატომ არის ეფექტური ფაიზერის ვაქცინა ჩინურზე მეტად.


ექსპერტი განმარტავს, რომ იმუნიტეტს მინიმუმ პირველი გაკეთებიდან ერთი თვე სჭირდება, ანუ დღესაც რომ დავიწყოთ კარგი ვაქცინით მასიური ვაქცინაცია, იმუნიტეტს ერთ თვეში მივიღებთ.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა აღიარა,რომ საქართველოში ცირკულირებადი ვირუსების 70% ბრიტანული შტამია, ხოლო ძველი შტამი, ე.წ. „უხანის ვირუსი“ მხოლოდ 30%-ია.

რაც შეეხება მესამე ტალღას… უკვე სამ კვირაზე მეტია, მესამე ტალღაა დაწყებული. წესიერი ვაქცინაც რომ გვქონდეს, იმუნიტეტს მინიმუმ პირველი გაკეთებიდან ერთი თვე სჭირდება, ანუ დღესაც რომ დავიწყოთ კარგი ვაქცინით მასიური ვაქცინაცია, იმუნიტეტს ერთ თვეში მივიღებთ. ესეც მარტივი ეპიდემიოლოგიაა, – უკვე დაწყებულ მესამე ტალღას ვაქცინაციით ვერ შევაჩერებთ!

ერთადერთია ფაიზერის ვაქცინა, რომელსაც სხვა ვაქცინებთან შედარებით ეფექტიანობა მაღალი აქვს, ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, ასევე, შედარებით კარგად ფარავს სხვადასხვა შტამებს.

ზოგადად, ორდოზიან ვაქცინებთან დაკავშირებითა. ადამიანები, ნებისმიერ ქვეყანაში, მეორე დოზის გასაკეთებლად ყველანი არ ცხადდებიან.

თქვენ იცით, თუნდაც ფაიზერის შემთხვევაში, მესამე დოზის გაკეთებაცაა საჭირო მეორე დოზით ვაქცინირებიდან 5 თვის შემდეგ? ვინმემ გითხრათ ეს? ან ვინმე ზრუნავს, რომ ეს მესამე დოზა შემოიტანონ?! – არა!


თქვენ იცით, თუნდაც ფაიზერის შემთხვევაში, მესამე დოზის გაკეთებაცაა საჭირო მეორე დოზით ვაქცინირებიდან 5 თვის შემდეგ? ვინმემ გითხრათ ეს? ან ვინმე ზრუნავს, რომ ეს მესამე დოზა შემოიტანონ?! – არა!


არავინ დამაბრალოს ანტივაქსერობა! მე ვარ პირველი მომხრე ვაქცინაციის, ოღონდ რისკების სწორად შეფასების და პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში.

თქვენი ოჯახის ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია და სწორად შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისკების გათვალისწინებით მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება! დაიმახსოვრეთ, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უსაფრთო!

ვირუსს ახასიათებს ციკლურობა, იმედია, მაისის ბოლოსკენ ვირუსის გავრცელების მრუდი უკვე ქვემოთ წავა. მზის ულტრაიისფერი სხივებიც თავის საქმეს იზამს. მანამდე ძალიან გაუფრთხილდით თავს! დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია. კი არ გეუბნებით, მიტინგებზე არ იაროთ-მეთქი. პირიქით, ისეთი სიტუაციაა, დუღს ქვეყანა და ცვლილებების დროა – კი, ბატონო, იარეთ მიტინგებზე, მაგრამ დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია და ატარეთ ყველგან სამედიცინო პირბადე!

მოუფრთხილდით თავს, ახლა თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!“

გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ აკონკრეტებს, ჩინური ვაქცინის ეფექტიანობას.

„ეს ვაქცინა გაკეთებული არის ვუხანურ შტამზე. გათვლილია ეფექტურობა სწორედ ვუხანურშტამზე და არა ბრიტანულზე, რაც უკვე საქართველოში 70 პროცენტია“.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ჩინური ვაქცინით აიცრნენ, დაზღვეულები ვერ იქნებიან, რომ ვირუსი არ დაემართებათ. თუმცა საიმედო და კარგი ის არის, რომ მას მსუბუქად გადაიტანენ. ამასთან, შემცირდება ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/akhla-tqveni-janmrteloba-tqvens-khelshia-giorgi-fkhakadze/



პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება – გიორგი ფხაკაძე

0

05/05/2021

პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „თავისუფალ სივრცეში“ საუბრობს.


პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება. გავიკეთოთ ვაქცინა და ყველაფერი კარგად იქნება, ასე არ არის. ამას სჭირდება დრო და უნდა ვიყოთ უსაფრთხოდ. ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიზნესი, ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი ტურისტული სეზონი, მაგრამ მომზადებულები, შეიარაღებულები უნდა ვიყოთ და რაც მთავარია, ვიცოდეთ, სად მივდივართ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/pirbadeebis-gamokeneba-vaqtsinatsiis-shemdegats-dagvtchirdeba-giorgi-fkhakadze/


ახალი ინიციატივა ბიზნესს გიორგი ფხაკაძისა და სერტიფიცირებული გიდების ასოციაციისგან

0

06/05/2021

დაგეგმილი გვაქვს, გავაკეთოთ კოვიდ უსაფრთხო რესტორანი და სასტუმრო – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს, გავაკეთოთ კოვიდსერტიფიცირებული ტრანსპორტი, ეს იქნება დიდი თუ პატარა მანქანები.

ასევე, დავიწყეთ საუბარი, რომ იქნება კოვიდ უსაფრთხო რესტორანი, კოვიდ უსაფრთხო სასტუმრო“, – განაცხადა ფხაკაძემ „თავისუფალ სივრცეში“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/pirbadeebis-gamokeneba-vaqtsinatsiis-shemdegats-dagvtchirdeba-giorgi-fkhakadze/




ისეთ ადგილებში ვარ ნამუშევარი, ადამიანი ცოცხალი ვერ ჩამოდის იქიდან – გიორგი ფხაკაძე

0

06/05/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვცაქცინაციის პროცესსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ფეისბუკ-ლაივის მეშვეობით ეხმაურება.

ახლა ცოტა რამ პოლიტიკაზე და იმაზე, როგორ ატრიალებენ ჩემს ნათქვამს:

ხანდახან მარტო სათაურებს კითხულობენ, ან მარტო ერთ ფრაზას ამოიღებს ჩემი ლაივიდან. ამას წინათ პოლიტიკოსებზე ვილაპარაკე და ვერ მიხვდნენ, რა იყო ჩემი ბრაზის მიზეზი.

მე ის ვთქვი, რომ რევოლუციებისკენ მოწოდებით პოლიტიკოსები აქეზებენ ახალგაზრდებს, მოაწყონ თავყრილობები, ამით კი ვირუსი ვრცელდება. რეალობაა, რომ ეპიდემიის კუთხით პროცენტულად საქართველოში ინდოეთზე უარესი მდგომარეობაა. ეს რეალობა პოლიტიკოსებმაც უნდა გაითვალისწინონ.

ჩემი პოლიტიზირება არავის გამოუვა, მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს. ნაცები ქოცს მეძახიან, ქოცები – ნაცს, ჩემზე ზოგი ამბობს, მიშიასტიაო, ზოგი – მთავრობისტიაო. ხალხო, არავისი არა ვარ, მე ვარ ფხაკაძე. გიორგი ფხაკაძე არის ფხაკაძისტი… ხომ შეიძლება, ჩვეულებრივად იყო ადამიანი და არავისტი არ იყო?!

პოლიტიკოსები თითქმის ყველანი კორუმპირებულები არიან და ადამიანებით მანიპულირებენ. საბოლოოდ. წაგებულია ხალხი, პოლიტიკოსები რჩებიან მოგებულნი და უამრავ ქონებას აგროვებენ. საიდან? მე რომ კარგი სახლ-კარი მაქვს, 24 საათი თავაუღებლად ვმუშაობ, ისეთ ადგილებში ვარ ნამუშევარი, ადამიანი ცოცხალი ვერ ჩამოდის იქიდან. ეს პოლიტიკოსები ამდენს სად შოულობენ?! და ისინი ხალხზე ფიქრობენ?! მეტი არაა ჩემი მტერი.

კიდევ ერთხელ – პოლიტიკაში ვერავინ ვერ ჩამითრევს, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს ქართული პოლიტიკის კი ვერაფერი გავიგე, ისეთი ამბებია“, – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/iset-adgilebshi-var-namushevari-adamiani-tsotskhali-ver-chamodis-iqidan-giorgi-fkhakadze/



ხალხო, რა დროს ეგაა, კოვიდია, ჯობს, იყოთ იმ ადამიანთან, ვინც გიყვართ – რა მისწერეს გიორგი ფხაკაძეს

0

06/05/2021

ლაივში კომენტარი წავიკითხე ახლა – „კოვიდუსაფრთხო ნაშებიო“, დაწერა ერთმა. სამწუხაროდ, კოვიდუსაფრთხო ნაშები პრობლემაა, ვაქცინირებული უნდა იყოს, სასურველია, ფაიზერით და თან პირბადე უნდა გამოიყენოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხკაძემ ლაივჩარტვისას განაცხადა.


როგორც გაირკვა, ამ საკითხზე კომენტარებში მსმენელმა მიწერა.

მსმენელის სახუმარო კითხვას ფხაკაძემ ხუმრობითვე უპასუხა და თქვა, რომ „კოვიდუსაფრთხო ნაშების“ სერტიფიცირებას ვერ გააკეთებს.


„აგერ მეორე მსმენელმა კაცი ნაშებიც მოითხოვა, კარგი, ორ კომიტეტს გავაკეთებ ცალ-ცალკე, ქალებისა და კაცებისთვის, მაგრამ ეს აკრედიტაცია იქნება ფასიანი. როგორც კომიტეტებში მოხვედრა, ასევე აკრედიტაციის მიღება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იქნება.

ვხუმრობთ, ხალხო, რა დროს ეგაა, კოვიდია, ჯობს, იყოთ იმ ადამიანთან, ვინც გიყვართ. თუ ვინმე გიყვართ, უთხარით: მიყვარხარ“ და იყავით ერთად.

განსაკუთრებით ამ პანდემიისას რაც უფრო ნაკლები სხვადასხვა ურთიერთობები გექნებათ, უკეთესია. ხუმრობა ხუმრობაა, მაგრამ ამას სერიოზულად გეუბნებით. პანდემიის დროს გყავდეთ ერთი მეგობარი და ეს იქნება უსაფრთხო თქვენთვის“,- თქვა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/khalkho-ra-dros-egaa-kovidia-jobs-ikot-im-adamiantan-vints-gikvart-ra-mistseres-giorgi-fkhakadzes-video-chartvisas/


ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა?… შევარცხვინე ორივე! – გიორგი ფხაკაძე

0

07/05/2021

ქუთაისში აქციაზე ამდენი ხალხი რომ გამოვიდა და დასავლეთში ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„რომ ხედავ, რომ არ მოსწონს ხალხს ეს „ნამოხვანჰესის“ პროექტი, გააჩერე ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მიტინგი არ იყოს ამ პანდემიისას და ვირუსი არ გავრცელდეს. მთავრობა რომ ხარ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ოპოზიცია კიდევ აქეზებს და ცეცხლში შეშას უკეთებს. შევარცხვინე ორივე!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/virusi-afetqda-visi-pasukhismgeblobaa-shevartskhvine-orive-giorgi-fkhakadze/


კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი – საგანგაშო…

0

08/05/2021

კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„კოვიდი, თავისი „გრძელი კოვიდით“, ნამდვილად ვერაგია. პაციენტები ვისაც აქვთ „გრძელი კოვიდი“, 56% შანსია, რომ დაავადების დაწყებიდან 6 თვეში ჯანმრთელოს პრობლემები დაუმძიმდეთ.

ასევე კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი.

დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ“,- ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kovid-gadatanili-patsientebis-50-s-shesadzloa-20-kviris-shemdeg-daemartos-diabeti-giorgi-fkhakadze/



მე მეგონა, მარტო მე მლანძღავდნენ, ისე მეწყინა, ვერ წარმოგიდგენიათ – რამ გაანაწყენა გიორგი ფხაკაძე

0

09/05/2021

„მე მეგონა, მარტო მე მლანძღავდნენ და თურმე სადა ხარ?!“,- ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძის შესახებ ნეგატიურ პოსტებს ეხმაურება.


„ინტერნეტში გადავაწყდი ნეგატიურ პოსტებს ჩემს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიურ კოლეგაზე, გიორგი ღოღობერიძეზე. არ დავასახელებ ინფორმაციის წყაროს და იმას, თუ ვინ დაწერა, უნებლიეთ ტირაჟირება რომ არ გავუკეთო ამ შურიან პასკვილს. ისე მეწყინა, ვერ წარმოგიდგენიათ!


მე გადავხედე გიორგი ღოღობერიძის ჩაწერილს ვიდეოებს. ეს არის ახალგაზრდა სპეციალისტი, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და მონდომებული. რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს, კიდევ მეტი გამოცდილება უნდა შეიძინოს. გამოცდილება არის დრო, დროს ვერ იყიდი. შეიძლება, აქვს რაღაც პატარა ტექნიკური შეცდომები, მაგრამ ეს ნორმალურია. ის კითხულობს უამრავ ინფორმაციას, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ინგლისურად, ანალიზს აკეთებს, და შემდეგ გასაგებ ენაზე აწვდის ხალხს. ფაქტიურად ადამიანი ეწევა საზოგადოების განათლებას. ნეტავი ასეთი ბევრი გვყავდეს. შეიძლება, ასე გადაუარო და სტიმული დააკარგვინო?!

ვინც აკრიტიკებთ გიორგის, ნეტავ თქვენ გაგეკეთებინათ ის, რასაც ის ახერხებს. ამ უაზრო სისულელეების წერას, ეს ჯობდა. ჩვეულებრივ მოქალაქეებზე არ მაქვს საუბარი, როცა სხვა კოლეგები ასე უსამართლოდ აკრიტიკებენ, საწყენია. თუ ასეთი მაგრები ხართ, თქვენ გააკეთეთ, გიშლით ვინმე ხელს?! თუ არადა შური ქვია ამას!


მეც, ჩემდამი ტალახის სროლის შემდეგ რამდენჯერმე ვიფიქრე, აღარ გავაკეთებ ლაივებს-მეთქი, მაგრამ იმდენმა ადამიანმა მომმართა სხვადასხვა შეკითხვით, მივხვდი, ხალხის 99%-ს სჭირდება, რასაც ვაკეთებ. ასევე ღოღობერიძეც აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება, გაიზრდება, კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას დააგროვებს. რა უბედურებაა ეს ბოღმა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ?!

იმედი მაქვს, გიორგი ღოღობერიძე არ ჩავარდება ამ მტრულ „ხაფანგში“, პირიქით, გაძლიერდება და გააგრძელებს წინსვლას და იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც აკეთებს, ის საზოგადოებას საჭირო ინფორმაციებს მიაწვდის“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/me-megona-marto-me-mlandzghavdnen-ise-metskina-ver-tsarmogidgeniat-ram-gaanatskena-giorgi-fkhakadze/



„ხელოვნური კვება არის მავნებელი“ – გიორგი ფხაკაძის მნიშვნელოვანი რჩევა მშობლებს

0

09/05/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ნატურალურ და ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.


ნატურალური კვება ბავშვებისათვის (0-2 წელი და მეტი..) არის ნამდვილად უდიდესი სიკეთე ჩვენი პატარა ანგელოზებისთვის. ხელოვნურ კვებაზე არაერთხელ მქონდა საუბარი და ჩემი პოზიცია არის მყარი – ხელოვნური კვება არის მავნებელი (სამედიცინო დანიშნულების გარდა).


საკმაოდ საიმედო კვლევაა ფაიზერის ვაქცინასა და ადამიანის ძუძუს რძეზე… ფაიზერის ვაქცინა არა მარტო იცავს დედას ამ ვერაგი ვირუსისგან, ასევე იცავს ბავშვს… ეს საკმაოდ პატარა კვლევაა, მაგრამ საკმაოდ საიმედო… დამატებითი კვლევები გვექნება ახლო 3-4 თვეში. ეს ვირუსი არის შესაჩერებელი.

რა გვიცავს…. ? სამედიცინო პირბადე, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერისნაირი)….“, – წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/khelovnuri-kveba-aris-mavnebeli-giorgi-fkhakadzis-mnishvnelovani-rcheva-mshoblebs/


„ევროკაშირი გადადის ფაიზერზე… ვაქცინაცია იქნება სავალდებულო” – გიორგი ფხაკაძე

0

10/05/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შესახებ უახლეს ინფორმაციას აზიარებს.

„როცა ვამბობდი რო ეს ფარმა კომპანიები ყველა არიან საშიში, რა პასუხი მივიღე …

ფაიზერი აპირებს ფასის აწევას 19.5$ დან 175$ მდე (სხვა წყაროებში $26 მილიარდის მოგებას აპირებს 2021 ამ ვაქცინით მარტო)

როგორც კი ფაიზერი მიიღებს სრულ თანხმობას ამერიკის წამლის სააგენტოდან ეს იქნება ფასის აწევის “მიზეზი”.

ნახეთ ვიდეო ↓ ძველ ცხოვრებას ვერასდროს ვერ დავუბრუნდებით – გიორგი ფხაკაძე

რომ გეუბნებოდით, რომ 6 თვის მერე მე 3 დოზის გაკეთება იქნება საჭირო, ქართველი “ექსპერტები” დამესივნენ და გადამიარეს. აგერ ფაიზერის “აღიარება” წაიკითხეთ.

როგორც კი ფაიზერი მიიღებს თანხმობას ამერიკის წამლის სააგენტოდან, ვაქცინაცია ამ ვაქცინით იქნება სავალდებული ჯერ ალბათ შეერთებულ შტატებში, მერე ევროკავშირში და მერე სხვაგან.

ევროკაშირი გადადის ფაიზერზე, ისე რომ იცოდეთ…

დასკვნა: ფაიზერმა ჩაიგდო ხელში საკმაოდ ძლიერი ბერკეტი… იმედია სხვა მწარმოებლები (კარგი იქნებოდა ევროპელი) შეძლებენ შეუტიონ ამ მონსტრს.”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/evrokashiri-gadadis-faizerze-vaqtsinatsia-iqneba-savaldebuli-giorgi-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.