პარასკევი, თებერვალი 14, 2025
- Advertisement -spot_img

გიორგი ფხაკაძე მოგზაურებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

0

19/09/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოგზაურებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.


„მთელი ევროპა გადადის ახალ რეალობაში. არავაქცინირებულებს ეზღუდებათ წვდომა სხვადასხვა სერვისზე. 1-ლი ოქტომბრიდან „მწვანე საშვის“/„კოვიდსაშვის“ გარეშე ვერსად შეხვალთ, ვერსად წახვალთ.

უფასო ტესტირება ასევე მთავრდება 1-ელ ოქტომბრიდან თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში და 72-საათიანი ტესტი აღარ იქნება საკმარისი. თუ აპირებთ წასვლას ევროპაში, აიცერით ფაიზერით​, ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-mogzaurebistvis-mnishvnelovan-informatsias-avrtselebs/



„ეს იქნება ჯანდაცვის სახალხო რეფორმა – საქართველოშიც გვქონდეს ისეთივე ჯანდაცვის სისტემა, როგორიც…

0

25/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს! ძვირფასო კოლეგებო, მე ექიმთან არ მაქვს პრეტენზია, ექიმის ბრალი არ არის, საშინელ სისტემაში რომ მუშაობენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს! უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სისტემა“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


„ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომლებიც დაინტერსებულია საქართველოში ჯანდაცვის ამ პატარა ნაწილის დალაგებას შეუწყოს ხელი. საზვარგარეთ მცხოვრები ქართველები დამიკავშირდნენ, ფინანსური დახმარებაც კი შემომთავაზეს!

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას;

ჯანდაცვის სფეროში ხარისხზე ლაპარაკი უნდა დავიწყოთ – პრიორიტეტი უნდა გახდეს არა რაოდენობა, არამედ ხარისხი;

მე არაერთი წელი ვმუშაობდი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, ახლოს ვიცნობ პრობლემებს, ამასთან არაერთი ათეული წელი ვმუშაობ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში – გადავწყვიტე, ეს გამოცდილება საქართველოში მაქსიმალურად გამოვიყენო.

მეგობარ ექსპერტებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ სისტემა, რომლითაც საქართველოში ხარისხის დამკვიდრება უნდა დავიწყოთ;

ჩამოვაყალიბოთ დამოუკიდებელი, არაკორუმპირებული, არაბიზნესორიენტირებული, არამედ პაციენტზე ორიენტირებული ხარისხის სისტემა;

ეს ინიციატივა მოგვცემს საშუალებას, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოშიც გვქონდეს ისეთივე ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ევროპასა და აშშ-ია.

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებები იქნება აკრედიტირებული ჩვენს მიერ. მე ვხელმძღვანელობ ამ პროცესს და ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამაში მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს;

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რომელი საავადმყოფო უნდა იყოს შავ სიაში, რომელია საშიში მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის და მას არ უნდა მიმართონ. ასევე უნდა გამომავლინოთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებები. ხომ უნდა ვიცოდეთ, რომელია კარგი და რომელი – ცუდი?!

~იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავიწყებთ ჯანდაცვის რეფორმას არა ზევიდან, არამედ ქვევიდან – ეს იქნება ჯანდაცვის სახალხო რეფორმა;

მთავარია პაციენტი, ექიმი, მედდა, სანიტარი და კლინიკის ტექნიკური პერსონალი.

იქნება ბევრი სირთულე, დაბრკოლება, მაგრამ მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის აწევას და სამართლიანი ფასების დადგენას.


თუ გექნებათ სურათები და ვიდეომასალა, გამოგზავნეთ, ატვირთეთ.
ინფორმაცია გადააგზავნეთ – https://www.accreditation.ge/post/paving-the-path-to-a-brighter-future?fbclid=IwAR19yBno-0BVleC4q-TzzOLm2SL32FuOtdvwLYggCZOJXMiA-L7UdosbcYY
თქვენ თუ ჩათვლით, საავადმყოფოს შესახებ თქვენი ინფორმაცია და თქვენი შეფასება არის კონფიდენციალური. პირობას გაძლევთ, ვნახავ მხოლოდ მე. თუ ჩათვლით საჭიროდ, რომელიმე სამედიცინო დაწესებულების შესახებ გაავრცელოთ ინფორმაცია და თქვენი სახელისა და გვარის მითითება არ გსურთ, ინფორმაცია (კმაყოფილი ხართ, სამედიცინო დაწესებულებით? – მიუთითეთ სააავადმყოფოს სახელი, შეაფასეთ 1-დან 5-მდე) გამოაგზვანეთ ელ-ფოსტზე- info@accreditation.ge. ამ ინფორმაციას მე გამოვაქვეყნებ თქვენს მაგივრად.


აქ არ არის საუბარი, ვიღაცა გაკოტრდეს ან დაიხუროს. უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია“,- აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე ასახელებს თარიღს, თუ როდის გამოაცხადებს მთავრობა ლოქდაუნს

0

26/12/2021


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დღესასწაულების შემდეგ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადებას პროგნოზირებს. მისივე თქმით, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოც ჩაიკეტება.


ფხაკაძე მოსახლეობას და დამსაქმებლებს რეკომენდაციებს აძლევს:

“სიტუაცია უფრო რთულია ვიდრე გარედან ჩანს. სახელმწიფოები დაბნეულები არიან; თქვენ დაინახავთ, რომ შობის შემდეგ დაიწყება ლოკდაუნი მთელ მსოფლიოში. ახლა შობაა და ფიქრობენ, რომ როგორმე გადააგორონ ეს დღესასწაულები. საქართველოც ჩაიკეტება, არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ ჩაიკეტება. თუმცა ესეც არ არის გამოსავალი, საჭიროა პრაგმატული ზომების მიღება.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ – მოერიდეთ დახურულ სივრცეში ყოფნას სხვა ადამიანებთან ერთად, თუ მაინც გიწევთ დახურულ სივრცეში ყოფნა, რაც შეიძლება ხშირად და დიდი ხნით გაანიავეთ ეს სივრცე.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, 100-პროცენტიანი დაცვა არც ამას აქვს, მაგრამ თუ ამას ოთახის განიავებაც დაემატება, კარგ შედეგს მოგცემთ.

ბიზნესის წარმომადეგენლებო, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თქვენ თანამშრომლებს და რამდენადაც შესაძლებელია, გადაიყვანეთ დისტანციურზე.

ტყუილად ხარჯავთ ფულს კორპორატიულებზე, რადგან მაინც ჩაგეშლებათ, ყოველ შემთხვევაში, რაც ახალი წლის შემდეგ არის დაგეგმილი, ის აუცილებლად ჩაიშლება” – ამბობს ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-asakhelebs-tarighs-tu-rodis-gamoatskhadebs-mtavroba-loqdauns/


„ძალიან საინტერესო საკითხზე ვისაუბრებთ, – „უწყვეტი სამედიცინო განათლება“

0

05/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე:

-„ძალიან საინტერესო საკითხზე ვისაუბრებთ, – „უწყვეტი სამედიცინო განათლება“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.

ამ საკითხზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად. „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის“ ფარგლებში უკვე ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი. ძალიან მიხარია, რომ ეს პროცესი მიდის წინ“.

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – https://www.accreditation.ge/programs

ნახეთ ვიდეო ვრცლად:

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10160174462285579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




„შესაძლოა, კოვიდი ცხიმის უჯრედებში იმალება“

0

11/10/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.


„მეცნიერები ეძებდნენ, თუ სად „ილექება”/„გროვდება” კოვიდი ადამიანის დაინფიცირების შემდეგ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან, რომ დაამარცხო ან შეამცირო პოსტკოვიდური მდგომარეობა, აუცილებელია, ვიცოდეთ, სად არის ვირუსი და „მივხედოთ” მას.

ახალი კვლევა, ჯერ არ არის ბოლომდე გადამოწმებული სხვა კოლეგების მიერ, თუმცა მან აჩვენა, რომ კოვიდი შესაძლოა „იმალება” ცხიმის უჯრედებში.

შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი, თუ რატომ მიმდინარეობს ჭარბწონიან პაციენტებში, კოვიდი და პოსტკოვიდი უფრო რთულ/მწვავე ფორმებში.

ისეირნეთ ყოველდღე 10,000 ნაბიჯი. შეეცადეთ, მიხედოთ ჭარბ კოლოგრამებს და შესაძლოა, ესეც დაგეხმაროთ კოვიდთან ბრძოლაში.

ნაკლები ცხიმოვანი უჯრედები – ნაკლები კოვიდი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„შენ შემოგევლე მე“ – როგორ აცილებს გიორგი ფხაკაძეს ბებია საზღვარგარეთ (საარქივო ვიდეო)

0

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის ოჯახური ცხოვრება ისეთივე საინტერესოა მკითხველისთვის, როგორც მისი პროფესიული რჩევები.

ამიტომ, ამჯერად “პრაიმტაიმი” სულ სხვანაირ გიორგი ფხაკაძეს პატარა ვიდეოთი გაგაცნობთ, რომელიც 2013 წელს არის გადაღებული.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

 

 

გიორგი ფხაკაძე – “ქვეყანა მხოლოდ ფაიზერით უნდა აიცრას! სკოლები დისტანციურზე უნდა გადავიდნენ”

0

12/10/2021



4.774 ინფიცირებული და 37 გარდაცვლილი – ქვეყანაში კორონავირუსმა ახალი ძალებით იფეთქა. შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სკოლები და უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე სწავლებაზე.


“იქნებ მივხდეთ, რომ ვერ არის საქმე კარგად ქვეყანაში …


საბავშვო ბაღები, ალბათ, დასაკეტია (სამწუხაროდ, სხვა გზას ვერ ვხედავ)
სკოლები და უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე (სამწუხაროდ)
სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% ფაიზერის ვაქცინით სავალდებულო წესით უნდა აიცრას,
სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლების 100%-ის ფაიზერით აცრა უნდა იყოს სავალდებულო მოთხოვნა,
ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერის ვაქცინაზე,
უნდა დაინერგოს ელექტრონული ვაქცინაციის საშვი მხოლოდ ფაიზერით აცრილებისთვის,
არაპროფესიონალიზმი კლავს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/10/giorgi-phkhakadze-qveqhana-mkholod-phaizerith-unda-aitsras-skolebi-distantsiurze-unda-gadavodnen/



„ჩვენი შვილები პირისპირ დავტოვეთ კოვიდთან!-ასე ვუფრთხილდებით ქვეყნის მომავალს?!“-გიორგი ფხაკაძე

0

25/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ საბავშვო პირბადეებზე საუბრობს.


მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში საბავშვო სამედიცინო პირბადე არ იყიდება:

,,ჩვენი შვილები პირისპირ დავტოვეთ კოვიდთან!!! ასე ვუფრთხილდებით ქვეყნის მომავალს!!! და ამ დროს ქვეყანა იხსნება!!!” – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ვიდეო ☝️

ვიდეო- და ამ დროს ქვეყანა იხსნება– აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159981899760579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

საბავშვო პირბადეები აფთიაქებში 10 მარტიდან გამოჩნდება – „საბავშვო სამედიცინო პირბადის ფასმა 2 …“

0

09/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„რესპირატორმა“ საბავშვო პირბადეების წარმოება დაიწყო,
საბავშვო პირბადეები გაიყიდება:
ავერსი ფარმა – Aversi PharmaPSP Pharmacy • პსპ აფთიაქი იმპექსი აფთიაქი • IMPEX Pharmacy,
ჯპს აფთიაქი – GPC PharmacyPharmadepot ∙ ფარმადეპოციტმედი / Citmedფასი: 20 თეთრი,

გილოცავთ კიდევ ერთ გამარჯვებას ,

24 დეკემბერი 2020, სამედიცინო პირბადეების ფასმა 1.50 ლარიდან დაიწია 14-20 თეთრამდე,
18 იანვარი 2021, პირველმა ქართულმა პირბადეების მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო ევროპული ხარისხის სერთიფიკატი ესპანეთიდან: EN14683, Type IIR,
8 მარტი 2021, საბავშვო სამედიცინო პირბადის ფასმა 2 ლარიდან 19-20 თეთრამდე დაიწია“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



საბავშვო პირბადეები „ავერსში“, PSP-ში, GPC-ში, „ფარმადეპოსა“ და „იმპექსში“ გაიყიდება, ასევე, მაღაზია citmed-ში.
საბავშვო პირბადეები აფთიაქებში 10 მარტიდან გამოჩნდება. დასაწყისში – 20 თეთრი, ხოლო მოგვიანებით 15 თეთრი ეღირება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


COVID-19-ის მუტაცია და ყველაზე საშიში აფრიკული შტამი- რატომაა საშიში, სამხრეთ აფრიკული შტამი?

0

06/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„სექტემბერში ვაფრთხილებდი კოლეგებს და მეგობრებს რეინფიცირების შესახება, მაშინ კარგად გემრიელედ გამლანძღეს, – ქართველი “ექსპერტები” საქართველოში/საზღვარგარეთიდან (ამ სიუჯეთშიც არიან)“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.



მსოფლიო კორონავირუსით რეინფიცირების საფრთხეა. ახალი კვლევების შესახებ აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.


რა შემთხვევაში შეიძლება ვერ იმუშაოს კოვიდგადატანილი ადამიანის იმუნიტეტმა – COVID-19-ის მუტაციიდან ყველაზე საშიში სამხრეთ აფრიკული შტამია. ამის გამო, გამორიცხული არ არის, მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები შევიდეს.

ზოგადად, მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ადამიანის ახლიდან დაავადების უკვე ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ სამხრეთ აფრიკული შტამის გამო, რეინფიცირების შემთხვევები ჯერჯერობით მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია გამოვლენილი.


ამჟამად მსოფლიოში გარდა ჩინური ვარიაციისა, ცირკულირებს სამი შედარებით ცნობილი და გავრცელებული სხვადასხვა მუტაცია, მათ შორის ე.წ. ბრიტანული, რომელიც სამედიცინო ენაზე B.1.1.7, 20I/501Y.V1-ის სახელითაა ცნობილი, ბრაზილიური, იგივე B.1.1.248 ან P.1 და სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელსაც B.1.351-ის სახელით მოიხსენიებენ.

Covid 19-ის ახალი შტამის, B.1.1.7-ის შესახებ დადასტურებულად მხოლოდ ის არის ცნობილი, – ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი.


იმუნოლოგების განცხადებით, უკვე არსებული ვაქცინები ახალ მუტაციების წინააღმდეგ, ეფექტურნი იქნებიან, მაგრამ საყოველთაო ვაქცინაცია აუცილებელია, რომ შემცრიდეს ვირუსის გავრცელება და ამ გზით, “შეიზღუდოს ვირუსის მუტაციების შესაძლებლობა”.


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა:

-სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის სხვა შტამები გადატანილი აქვს ადამიანს, სწორედ ამიტომ ითვლება, – სამხრეთ აფრიკული შტამი, მსოფლიოს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.


სწორედ ეს არის ის რისკი, რაზეც არის საუბარი. საუბარია იმაზეეც, -უკვე არსებული ვაქცინები არ ფარავს ამ სამხრეთ აფრიკულ შტამს. ეს არ არის საბოლოო ვერდიქტი, ამაზე კვლევები გრძელდება, მაგრამ ამ კომპონენტების გათვალისწინებით ითვლება, რომ სამხრეთ აფრიკული შტამი მსოფლიოს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.

თუ დამტკიცდება, რომ არსებული ვაქცინები ამ შტამზე არ მოქმედებს, უნდა მოხდეს ახალი ვაქცინის შემუშავება, ეს არ მოითხოვს დიდ დროს, იმიტომ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინის პრინციპი უკვე მიგნებულია, უამრავი ვაქცინა არსებობს უკვე, რომელიც კვლევაშია, რამდენიმეს უკვე მსოფლიოში ფართოდ იყენებენ, ამიტომ ამ ვაქცინების მოდიფიცირება არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს.


გლობალურად თუ შევხედავთ, მთელს მსოფლიოში თუ მოხდა გავრცელება და მათ შორის, ჩვენს ახლო რეგიონშიც დაფიქსირდა, რა თქმა, უნდა რისკი არსებობს, ჩვენთანაც დაფიქსირდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ნაადრევია ამაზე საუბარი“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze