ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
- Advertisement -spot_img

„ტყუილი უნდა ისჯებოდეს! ლიცენზიის შეჩერების საკითხი…“-გიორგი ფხაკაძე

0

28/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil





„რა არის ეს?!
გავიგეთ, ფული გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ ამდენი ტყუილი?! « Covid Passport » არ ვიცოდი, კლინიკამ იუსტიციის სამინისტროს ფუნქცია თუ შეითავსა და “პასპორტების” გაცემა დაიწყეს!!!
კოვიდ ტესტები საქართველოში არის უფასო!
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ტესტირება იყოს ხელმისაწვდომი და უფასო ყველა მოქალაქისთვის!
თუ გაქვთ ზედმეტი 85-150 ლარი, სჯობს, გაჭივრებულ მეზობელს დაეხმაროთ …
ასეთი სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზიის შეჩერების საკითხი უნდა იქნას განხილული! ტყუილი უნდა ისჯებოდეს!
ჯერჯერობით “Covid Passport “ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ PCR ცნობა!“,- წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მსოფლიოში გაჩნდა ახალი მოდელი, – „ქართული მოდელი“, როცა არც ვაქცინა გაქვს და მთლიანად ვხსნით“

0

01/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil




საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე – რა ხდება, საქართველოში?!


„შეჯამებას გავაკეთებ, რაც ხდება საქართველოში:


შეზღუდვების მოხნასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იყო და არის და არასოდეს არ შეიცვლება, – ეპიდემიის მართვას, საერთოდ სჭირდება პროფესიონალები, რომლებიც არაპოლიტიკურად, არაეკონომიკურად, არამედ სუფთა ეპიდემიოლოგიური კუთხით, ცივი გონებით იღებენ გადაწყვეტილებას, – რა უნდა გაკეთდეს, ეპიდემია რომ არ გავრცელდეს.


ერთ მაგალითს გეტყვით, – მარსელში, რამდენიმე საუკუნის უკან იყო შემოსული გემი, – შავი ჭირით, თავის დროზე, ევროპულ პორტებზე იყო დაცვა, რომლებიც ეკონტროლებდნენ, გემზე რამე დაავადება თუ იქნებოდა, ეს გემი უნდა ყოფილიყო კარანტინში და ზოგ შემთხვევაში ასეთ გემებს წვავდნენ.


მარსელში, ამ გემის მფლობელმა (საიდანაც შავი ჭირი შემოვიდა) „ქრთამი“ მისცა პორტში პასუხისმგებელ პირს, -ინფიცირებული ხალხი დავტოვოთ გემზე, მაგრამ ტვირთი უნდა დაცლილიყო. კორუფციის შედეგად ჩამოიტანეს ტვირთი. ტვირთან ერთად იყვნენ ვირთხებიც და ვირთხებისგან გავრცელდა შავი ჭირი და იყო სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი ევროპაში!


ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, კორუფცია, კორუმპირებული ბიზნესმენები, კორუმპირებული ჩონოვნიკები (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანაა, რომელი საუკუნეა და რა წყობაა), კორუფცია ანადგურებს ქვეყანას, ანადგურებს ყველაფერს, რასაც ადამიანები წლები და საუკუნეები აშენებენ!


იგივე სიტუაციაა ახლა საქართველოში. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – გახსნილიყო ქვეყანა მთლიანად (ყველაფერი კარგად არის), ვმართავთ სიტუაციას, თუ, რა?! გასაგებია, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზების გამო. ეკონომიკურიც არ არის, იმიტომ, რომ ეკონომიკის გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება უფრო მტკივნეული საქართველოსთვის. ჩვენ ის კი არ უნდა ვიფიქროთ, დღეს რა ვჭამოთ, ასევე უნდა ვიფიქროთ, რა ვჭამოთ ხვალ და ზეგ! დღეს თუ ყველაფერს შევჭამთ, ეს ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ვიქნებით უფრო მშივრები! როგორც მე ვხედავ, საქართველოში ამაზე სტრატეგიულად არავინ ფიქრობს! ჩვენი სახელმწიფო ასტროლოგებს უფრო უჯერებს, ვიდრე მეცნიერებას. შედეგს აპრილში ვნახავთ!“


კიდევ ერთხელ ვამბობ, – არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს! იმიტომ, რომ მე ვერ დავინახე ვერავინ, ვინც, შეიძლება მართლა გამოიყვანოს ქვეყანა ამ სიტუაციდან! არ მაქვს არც ფინანსური და არც ბიზნესინტერესი საქართველოში! რომ არ იყოს საუბარი, გიორგი ფხაკაძე ვიღაცისგან იღებს ფულს. ასი ათასობით ადამიანი უყურებს ჩემს ჩართვებს და აქედანაც კი, არანაირი შემოსავალი არ მაქვს! ამ ყველაფერს ვაკეთებ უანგაროდ, ჩემი ინიციატივით! ვერავინ ვერაფერს ვერ მაიძულებს და ვერ მეტყვის, რა არის კარგი და რა არის ცუდი! ვამბობ იმასაც, რასაც მე ვთვლი საჭიროდ! თუ არ მეთანხმებით, ნეგატიური კომენტარები შეინახეთ თქვენთვის!


შეზღუდვების მოხნას არ აქვს არ აქვს არაფერი საერთო არც მეცნიერებასთან და აპიდემიასთან, არც ეპიდემიოლოგიასთან, არც მედიცინასთან!


შენ შეგიძლია, ქვეყანა გახსნა იმ შემთხვევაში, თუ ხარ, როგორც ისრაელი (მოსახლეობის 80%-ზე მეტი აცრილია). ვაქცინაცია ნიშნავს მოსახლეობის 85%-ის აცრას. თუ იქნება მოსახლეობის 85%-ზე ნაკლები აცრილი, ეს არ არის ვაქცინაცია! თავს ნუ მოვიტყუებთ!


საქართველოში ვაქცინაცია არ დაიწყება, სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით. ფაქტია, 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ განხორციელდება.


ვინაიდან, ქვეყანაში ვაქცინაცია არ იქნება, რა არის გამოსავალი, ქვეყანა რომ გაიხსნას?! – მაშინ, მოვიქცეთ, როგორც ჩინეთი, იქ, პრაქტიკულად ვირუსი თითქმის აღარ არის! მთლიანად ჯიგიტალიზაცია მოხდა, ყველაფერი არის ელექტრონულ აბაზაზე გადასული. ჩინეთში არის დიქტატურა, იქ არ არის დემოკრატია.იქ ყველაფერი არის ელექტრონული. თუ რომელიმეს მეზობელს აქვს კოვიდი, ყველა მეზობელი იკეტება 60 დღით (საბურთალოზე თუ დაინფიცირდა ერთი ადამიანი, მთელი საბურთალო იქნება ჩაკეტილი). ეს არის ჩინური მიგდომა. იქ კეთდება ვაქცინა.


ან, შენ მიდიხარ ჩინური გზით (როცა აკეთებ უმკაცრეს ჩაკეტვას და ამცირებ ვირუსის გავრცელებას, შემდეგ აკონტროლებ, თუ სადმე იქნება გავრცელება (მაგალითად, მესტიაში ერთი ადამიანი დაინფიცირდა, ნიშნავს, რომ მთელი მესტია ჩაკეტილია 60 დღით). რომ ამბობენ, ჩინეთში ვირუსი არ არის, არ გვინდა სპეკულაციები, არ გვინდა რუსული კგბ-ს ნარატივები.


არის ორი მოდელი – ისტრაელის მოდელი და ჩინური მოდელი. მსოფლიოში გაჩნდა ახალი მოდელი, – „ქართული მოდელი“, როცა არც ვაქცინა გაქვს (ეს საკარანტინო ზომები, რომელიც იყო მანამდე, არ იყო ძალიან ეფექტური) და მთლიანად ვხსნით ქვეყანას და საზღვრებს (მოდით, შემოიტანეთ ვირუსი).


ჩემი დასკვნით, როგორც ეპიდემიოლოგის (განათლება მაქვს შესაბამისი და სადოქტოროც მაქვს დაცული, ვარ დიპლომირებული ექიმი, ქირურგი, მაქვს მაგისტრატურა დაცული საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. ასევე მაქვს დისერტაცია დაცული, სადოქტორო საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. ვარ პროფესორი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. პროფესორობა ნიშნავს იმას, რომ, მე წელიწადში რამდენჯერმე, ვწერ საერთაშორისო დონის სტატიებს, რომლებიც იბეჭდება ლონდონში, ჟენევაში და ა.შ. მსოფლიოში ყველაზე ცნობილ საერთაშორისო ჟურნალებში, როცა ვამბობ, რომ ეს არის ასე, არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე, რომელიც არის შეგროვილი მთელ მსოფლიოში და არის ჩემი პირადი გამოცდილებაც! საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება არის ნაადრევი. ძველი ვირუსი მიდის ქვემოთ (რაც ძალიან კარგია), მთელ ევროპაში, ვაქცინის გარეშეც მიდის ქვემოთ, მაგრამ არის ახალი ვირუსი (ახალი შტამი) – ბრიტანული კოვიდი, რომელიც არის ძალიან საშიში. მაგალითისათვის, ჟენევაში 80% არის ბრიტანული შტამით დაავადებული! ძველი ვირუსით აღარ ავადდებიან, ნელ-ნელა კარგავს ძალას. სამწუხაროდ, ახალი ვირუსი უფრო გადამდებია, ეს ნიშნავს, რომ უფრო სწრაფად ვითარდება და შეიძლება, ორმეტრიანმა დისტანციამაც კი ვერ დაგვიცვას! არანაირი დოლბანდი და კლაპანიანი პირბადეები არ დაგიცავთ!


შარშანაც ვთქვი, რომ ამ ზამთარს, საქართველოში ვაქცინაცია არ დაიწყდებოდა. ვამბობდი ყოველთვის, – მოვითმინოთ ცოტა ხანს (ზოგი ჭირი მარგებელია), სხვა ქვეყნები ატარებენ ვაქცინაციას, იმ ქვეყნებში არის კარგი სამედიცინო სისტემა (ძალიან კარგია სამედიცინო ბარათები) და სადმე რამე პრობლემა თუ იქნება, ეს მოვლენა გამოვლინდება და იქნება დარეგისტრირებული და აღმოფხვრილი და ჩვენ გვეცოდინება, როგორ უნდა მოვიქცეთ.


ვინაიდან, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არა გვაქვს, ჩამოშლილია, ელექტრონული ბარათი ვერ გააკეთეს ამ დრომდე, არის 22 ბაზა და არ იციან, რამდენი ადამიანი კვდება დღეში, არ იციან, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა წინა კვირაში, გულსისხლძარღვთა დაავადებით, რამდენი – ინფრაქტით?!


საქართველოს, მართლა ღმერთი იფარავს, იმიტომ, რომ, ის, რაც ხდება საქართველოში, სხვა ქვეყანაში რომ ხდებოდეს, ამოხოცილი უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ, როდემდე უნდა გვფარავდეს, როდემდე?! ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი?! ამ ანგელოზმა, შეიძლება თქვას, – თავი დამანებეთ, ამდენი ხანი როგორ უნდა გფარავდეთ! მარტო ანგელოზების იმედად ხომ არ უნდა ვიყოთ?!


უნდა იყოს ერთი ადამიანი, ვინც ვაქცინაციის პროცესს ჩაიბარებს და ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, მან უნდა გააგძელოს ეს გზა.


ერთადერთი, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის პირბადე (ისრაელში ვაქცინაციის პარალელურად აუცილებელია პირბადის ტარება)“, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


2023 წლამდე უნდა მივეჩვიოთ, სამედიცინო პირბადის ტარებას!- ნახეთ ვიდეო ვრცლად

ნახეთ ვიდეო ☝️

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159986380505579




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


რუსეთ-საქართველოს ომი გრძელდება, 1242 გარდაცვლილი 18 დღეში – გიორგი ფხაკაძე

0

19/11/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე სოიცალურ ქსელშ წერს.


„რუსეთ-საქართველოს ომი გრძელდება. დღეს 18 ნოემბერს ჩვენ დავკარგეთ 77 მშვიდობიანი მოქალაქე2021 წლის ნოემბრის კოვიდ-19-ით გარდაცვალების ქრონიკა.

საქართველოში – 1242-მა საქართველოს მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე მხოლოდ 18 დღეში.

18 ნოემბეტი – 77; 17 ნოემბერი – 72; 16 ნოემბერი – 83; 15 ნოემბერი – 82; 14 ნოემბერი – 81; 13 ნოემბერი – 77; 12 ნოემბერი – 77; 11 ნოემბერი – 77; 10 ნოემბერი – 78; 9 ნოემბერი -75; 8 ნოემბერი -74; 7 ნოემბერი – 67; 6 ნოემბეტი – 66; 5 ნოემბეტი – 62; 4 ნოემბერი – 53; 3 ნოემბერი – 49; 2 ნოემბერი – 47; 1 ნოემბერი – 44.

საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ამ ვერაგ ვირუსს, არის შემდეგი: ვაქცინაცია ერთი ტიპის ვაქცინით. სამედიცინო პირბადის გამოყენება ყველგან თან სწორი ტარება, რომ არ ამოვწყდეთ​. სოციალური დისტანციის დაცვა. არაპროფესიონალიზმი კლავს,“- წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ruset-saqartvelos-omi-grdzeldeba-1242-gardatsvlili-18-dgheshi-giorgi-fkhakadze/



„კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის“ – გიორგი ფხაკაძე

0

04/11/2021

პაპილომა ვირუსის ვაქცინა არის ერთადერთი არსებული ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„2008 წლიდან ბრიტანეთში პაპილომა ვაქცინა იყო შემოღებული და ნახეთ კონკრეტული კვლევის შედეგი. დიახ პაპილომა ვაქცინა მუშაობს თან მუშაობს ძაან კარგად და გადაარჩინა არა ერთი გოგო კიბოსგან.

რამდენი უაზრო მითი იყო საქართველოში ამ ვაქცინის შესახებ. მაგრამ მეცნიერება და პროგრესი მიდის წინ.

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. გადავარჩინოთ სიცოცხლე. კოვიდ ვაქცინაც სამწუხაროდ გადის იგივე “მითების” ტალღაში მაგრამ მეცნიერება და პროგრესი მაინც გაიმარჯვებს, “- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kibos-satsinaaghmdego-vaqtsina-arsebobs-da-is-unda-ikos-khelmisatsvdomi-kvelastvis-giorgi-fkhakadze/


„ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს მოსახლეობასთან და მთავრობასთან, -რატომ არ დევს ეს სტატისტიკა?!”

0

06/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობასა და მთავრობას მიმართავს – „რატომ არ იდება, კორონავირუსის გამო დახურული სკოლების რაოდენობა?!“


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


„მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.



მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა.


ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ.


სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე, საქართველოს ყველა სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელმა კიდევ უფრო იკლო.


მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად,ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით რისკჯგუფში მყოფმა 69მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.


სამინისტროსთვის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია,- სასწავლო წელი სკოლებში დასრულდეს და მოსწავლეთა განათლება შეუფერხებლად გაგრძელდეს.


სწორედ ამიტომ პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმების დაცვის მონიტორინგში ჩართულია როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ასევე მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოები, მანდატურის სამსახური და რესურსცენტრები. სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე მინისტრის პირველი მოადგილე შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე ათეულ სკოლაში იმყოფებოდა. ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში შემოწმებულია 120-ზე მეტი სკოლა, რესურსცენტრების მხრიდან მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


მონიტორინგის შედეგად დგინდება, -სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები რეგულაციების შესაბამისად მაღალ დონეზეა დაცული, სისტემატურად ხდება საპირფარეშოებისა და დერეფნების სველი წესით დამუშავება. შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებს მშობლებთან სკოლის ეზოში ორგანიზებულად გამოყავთ. დაცულია პირბადის ტარების წესები. ერთეულ შემთხვევებში, შემოწმების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რის გამოც სკოლებმა დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით მოქმედებენ“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის სტატუსსა და პერსპექტივაზე

0

27.07.2020 რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს ეს ციფრები, რა ვითარებაა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მხრივ? ამ საკითხის განხილვით იწყება რადიო თავისუფლების „დილის საუბრები“, რომლის სტუმარი იყო გიორგი ფხაკაძე:


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94/30750955.html

“ქვეყანა უნდა ჩავკეტოთ” VS “ლოკდაუნი ვერ იქნება გამოსავალი” – ორი მოსაზრება გამოსავალზე

0

24, 10, 2020 რადიო თავისუფლება



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მზარდია და ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანა ჯერაც ეპიდემიის აღმასვლის გზაზე დგას. მთავრობა მხოლოდ ფრაგმენტულ შეზღუდვებს აწესებს – ბიზნესი ამბობს, რომ მკაცრ ზომებს ეკონომიკა ვერ გადაიტანს. საზოგადოების და ექსპერტების აზრიც ორად იყოფა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ექიმებს, რომლებიც ცდილობენ საპირისპირო მოსაზრებების არგუმენტებით დასაბუთებას.
ქვეყანა უნდა ჩავკეტოთ
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც თვლის, რომ ყველაზე მცირე, 28 დღით სრული ლოკდაუნი საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გზაა.
თქვენ ხართ იმ ადამიანთა შორის ერთ-ერთი, ვინც ემხრობა მკაცრ შეზღუდვებს კოვიდთან ბრძოლაში – ამ აზრს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც; რა არის თქვენი არგუმენტი ამ დისკუსიაში და რას მივაღწევთ მკაცრი შეზღუდვებით?
წერტილოვან შეზღუდვებს აქვს ეფექტი მხოლოდ მაშინ, როცა აკონტროლებ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, როცა გაქვს ბერკეტები ეპიდემიის მართვის. როცა ეპიდემიის ნაკადებს ვეღარ აკონტროლებ, ეს ნიშნავს იმას, რომ წააგე ომი ვირუსთან და გჭირდება საგანგებო ვითარება, სრული მობილიზაცია.
ზოგადად მე ლოკდაუნის მოწინააღმდეგე ვარ, ვინაიდან ეკონომიკური ფაქტორები არა მარტო ეკონომიკაზე, ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს მძიმე გავლენას. არავინ ამბობს, რომ ლოკდაუნი კარგია, ეს არის ბოლო გზა, რომელსაც შეიძლება დაადგე, როცა უკვე ყველაფერი სცადე და სხვა აღარაფერი დაგრჩენია.
აკადემიური, მეცნიერული გამოთვლებით, სამწუხაროდ, საქართველოში ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი მდგომარეობიდან არის ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფი ჩაკეტვა ისე, როგორც იყო მარტში – ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამოვასუნთქოთ. ჯანდაცვის სისტემის ნაწილს, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, ახლა ძალიან უჭირთ. ყველამ იცის, რომ ექიმი, რომელსაც არ სძინავს, იწყებს მექანიკური შეცდომების დაშვებას.
ჩვენ ეპიდემია გაგვექცა ოქტომბრის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური აფეთქებები აგვისტოში დაიწყო – უფრო კონკრეტულადაც კი შემიძლია გითხრათ, რომ აფეთქებები დაიწყო 24 აგვისტოს. ამ დროიდან უნდა დაწყებულიყო ის წერტილოვანი შეზღუდვები, რაც თვეების შემდეგ მიიღეს ან ჯერაც არ მიუღიათ. მაგალითად, პირბადე სავალდებულო უნდა ყოფილიყო ყველგან, შიგნით და გარეთ, ჩაკეტილიყო ისეთი ადგილები, სადაც ვირუსი ჯერ არ იყო და სადაც სამედიცინო რესურსები გვაქვს ძალიან ცოტა, მაგალითად, რაჭა. გვექნებოდა მწვანე კუნძულები. ჩვენ პირიქით ვამბობდით, რომ შიდა ტურიზმს სჭირდებოდა დახმარება და რაჭაში უნდა დაგველია ღვინო.
სექტემბერში არაფერი გაკეთებულა ამ აფეთქებების წინააღმდეგ – ამ დროს უნდა ჩაკეტილიყო მოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მერე უკვე დიდი ქალაქები. ყველა შეცდომა დავუშვით, რაც შეიძლებოდა დაგვეშვა. ოქტომბრის ბოლოს ვითარება უკვე სრულიად უკონტროლო იყო.
ეს მწარე გადაწყვეტილება სასწრაფოდაა მისაღები – ქვეყანა უნდა ჩავკეტოთ მინიმუმ 28 დღით და სახელმწიფომ კერძო კლინიკებს გაუკეთოს ნაციონალიზაცია, დაავალდებულოს ისინი, ჩადგნენ ეროვნული ინტერესების სამსახურში და მიიღონ პაციენტები, რომელსაც სჭირდება სამედიცინო მომსახურება.
ასევე ნახეთპაატა იმნაძე: ჩვენი გათვლებით ახლა 10 000-მდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის და ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ არც იგეგმება. ამ ვითარებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სახელმწიფო კერძო კლინიკებს აიძულებს შეწყვიტონ სერვისები და შეიცვალონ პროფილი?
ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა თქვას, რომ მას სჭირდება ეს საწოლები, მერე უკვე იურისტების და ფინანსისტების საქმეა, ამას როგორ დაალაგებენ. უნდა მოიძებნოს რაიმე გზა.
ახლა იმაზე ფიქრი, როგორ გამოვიყენოთ თავისუფალი საწოლები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, იმას ჰგავს, რუსის ჯარი რომ შემოვიდეს და სახელმწიფო ტენდერს აცხადებდეს ტანკების შესყიდვაზე. ყველა რეანიმაციული საწოლი, ყველა ლაბორატორია უნდა იყოს ნაციონალიზებული – ამ ვითარებაში, როცა უკვე ფაქტობრივად მთელი ქვეყანა ინფიცირებულია, თუკი რომელიმე კლინიკა ამბობს, რომ ის არ არის კოვიდკლინიკა, ყველაზე ცოტა, არაპროფესიონალურია.
ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი სტაციონარული და რეანიმაციული საწოლი კერძო კლინიკებში, რომლებსაც ვერ ვიყენებთ. ცინიკურია, როცა დიდი კლინიკები ამბობენ, რომ [კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის] 10 საწოლს გამოყოფენ.

შეზღუდვების შემოღების ან გაუქმების სისტემა საქართველოში ამ დრომდე ქაოსურია – არ გვაქვს კრიტერიუმები, როგორც, მაგალითად, ავსტრიაში მოქმედი სამფეროვანი შუქნიშანია, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება, ინფიცირებულების ან გადადების ინდექსის რა რაოდენობაზე რა შეზღუდვები უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, ბუნდოვანია მოსახლეობისთვის, როდის რა არგუმენტით ეზღუდებათ მათ სხვადასხვა უფლება.
ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს გამჭვირვალე და გასაგები. ხალხმა უნდა იცოდეს, რატო აკეთებს მთავრობა ამას. ჩემი დასკვნით, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ელიტამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო წასულიყო ჯოგური იმუნიტეტის გზით – ეს არის ძალიან მკაცრი, მკაფიო გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მკაცრი, მკაფიო პოლიტიკა. გადაწყვეტილება მიიღეს ოქტომბერში – ნახეს, რომ ლოკდაუნი მოკლე პერიოდში ეკონომიკას ჩამოანგრევდა, სიკვდილიანობა მაინც იქნებოდა და ახლა ამ გადაწყვეტილებიდან უკან არ იხევენ.
მთელი მსოფლიო ცდილობს, მესამე ტალღას, რომელიც იქნება აპრილში, შეხვდეს მომზადებული. საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეორე და მესამე ტალღა იყოს ერთად და ტალღის მაგივრად გვექნება დიდი ცუნამი.
ასევე ნახეთCOVID-ით „დაწინაურებული“ საქართველო
ლოკდაუნი ვერ იქნება გამოსავალი
ნანა გეგეჭკორი, ექიმი ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლიდან, რომელიც კოვიდთან ბრძოლაშია ჩართული კორონავირუსის გამოჩენის დღიდან, სკეპტიკურად აფასებს ლოკდაუნის სიკეთეებს. რადიო თავისუფლებას მან თავისი მოსაზრება ჯერ კიდევ 9 ნოემბერს გაუზიარა და ახლაც გვიდასტურებს, რომ ბოლო სურათმა მისი პოზიცია არ შეცვალა. ნანა თვლის, რომ ჩაკეტვას, თუკი ის სისტემის გასაუმჯობესებლად და განსატვირთად არ არის გამოყენებული, გამართლება არ აქვს და არასწორია, თუკი ქვეყანას ეპიდემიასთან ბრძოლის არსენალიდან მხოლოდ ეს იარაღი ეიმედება.
ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ კლინიკებში ადგილები აღარ არის, ექიმებს ფაქტობრივად შეუსვენებლად უწევთ მუშაობა, სასწრაფო გამოძახებებს ვერ აუდის და სატელეფონო კონსულტაციაც კი შეუძლებელი ხდება ხშირად. რა შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ ვითარებაში და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის პირობებში – დროებითი და მკაცრი ლოკდაუნი? საველე ჰოსპიტლები? ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი?
საქართველომ უკვე გამოიარა ორთვიანი ლოკდაუნი და შედეგად მხოლოდ პანდემიის ტალღის დროებითი გადავადება მიიღო. სამწუხაროდ, ის დრო ვერ იქნა გამოყენებული ჯანდაცვის სისტემის კოვიდინფექციასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად.
ბუნებრივია, მოქალაქეებს უჩნდებათ კითხვები, რას მოიტანს ახალი „ლოკდაუნი“? უპასუხოდ დარჩენილი კითხვები კი პროტესტს იწვევს და დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებს მათ. ამავე დროს, შეიქმნა სრულიად გაუმართლებელი, ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს, საქართველოს ჰქონდა პირველი ტალღა და ის წარმატებით მართა. ყოველდღე გვესმოდა ტელეეკრანებიდან, როგორ გავუსწარით ევროპასა და ამერიკას პანდემიის წარმატებით მართვაში.
არცერთი რეგულაცია არ იყო დამყარებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზზე, რადგან ასეთი ანალიზი სავარაუდოდ არ ჩატარებულა. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია გარეშე პირებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. სინამდვილეში კი საქართველოს ახლა აქვს პანდემიის პირველი ტალღა და მას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
„ლოკდაუნი“, სამწუხაროდ, ვერ იქნება გამოსავალი, თუ ამ დროს გონივრულად არ გამოიყენებ. რას მივაღწიეთ თითქმის ორთვიანი ჩაკეტვებით? უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული. რესურსები არამიზნობრივად გაიხარჯა კოვიდსასტუმროებსა თუ მცირე ან სულაც უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაცია-კარანტინში.
ალბათ შემედავებიან, ახლა წარსულზე საუბრის დრო არ არისო. შეცდომების გაანალიზების და დასკვნების გამოტანის გარეშე წინ ვერ წავიწევთ. სწორედ ამ კონტექსტში ვიხსენებ წარსულს.
აუცილებელია, სასწრაფოდ გადამზადდეს ექიმების და რეზიდენტების მთელი რესურსი, რაც ქვეყანას აქვს. პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაიწყოს ეს გადამზადება. სტომატოლოგებიდან პროფესიონალური რესურსის მოძიების დაწყება არ მგონია იყოს სწორი გამოსავალი. ტრენინგი ისეთი სპეციალობებიდან უნდა დაიწყონ, რომელთა კლინიკური გამოცდილება შედარებით ახლოსაა ზოგად მედიცინასთან. უნდა მოიძიონ დამატებითი ჰოსპიტლები, რომლებსაც მთლიანად კოვიდინფიცირებულების მკურნალობისთვის გამოიყენებენ. ასეთი მიდგომა აადვილებს პაციენტთა მოვლასაც და ინფიცირებისგან სამედიცინო პერსონალის დაცვასაც. ასევე უნდა გამოინახოს ჰოსპიტლები სხვა ტიპის დაავადებების სამართავად არაინფიცირებულებში და იქ მოსახვედრად სწრაფი ტესტირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/30967169.html

„ჩეხეთში უსასტიკესი აფეთქებაა – იმის გამო რომ არჩევნები მოდიოდა, ჩეხეთის მთავრობამ არ დაიჯერა…

0

01/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„იმის გამო რომ არჩევნები მოდიოდა, ჩეხეთის მთავრობამ არ დაიჯერა ეპიდემიოლოგების გაფრთხილება და არც ნიღბების ტარებაზე დააწესა კონტროლი, საშობაოდ მაღაზიებიც გახსნა და იანვარში – ახალი ვარიანტი რომ გაჩნდა ვირუსის, ისიც ცალ ყურში გაატარა. ახლა, მთელ ევროპაში პანდემია ცხრება, ჩეხეთში კი უსასტიკესი აფეთქებაა და ხვალიდან სრულად იკეტებიან. საავადმყოფოები მეტს ვეღარ უძლებენ და იმიტომ.


სრულად იხილეთ: https://www.cnn.com/…/czech-republic…/index.html


მართალია, ეს ყველაფერი 100% ჰგავს საქართველოს ამბავს, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მაინც არის: ეპიდემიოლოგი, რომელიც სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, პროტესტის ნიშნად გადადგა. მანამდე კი, გაფრთხილებები არ დაუშურებია. მაგრამ, სულელია ეგ კაცი. განა არ სჯობდა მთავრობას შეკვროდა, გაბღინძულს ევლო და მედლები დაეკიდა მკერდზე? ხალხი ხომ მაინც მოკვდებოდა და რატომ არ დაიკიდა? ეეჰ, ყველა კი არაა ქართველი მუშკეტერებივით ყოჩაღი!“ -წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„შესაძლოა, უკვე გვაქვს კიდეც ქართული შტამი“ – ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით კვლევა…

0

13/10/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს:

„ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს. ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა გამოვრიცხოთ, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა, უარესდება სიტუაცია, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე, ჯერ დელტაა ყველა”.


პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება:

„ახალი შტამები უკვე წამოსულია… ერთი და მეტი თვის წინ ვამბობდი, რომ შესაძლოა, ქართული შტამიც მივიღოთ, ახლა ვფიქრობ, შესაძლოა, უკვე გვაქვს კიდეც ქართული შტამი… გვაქვს რაღაც ტიპის ლაბორატორიული ბაზა, მაგრამ იქ სრული კვლევა შტამებზე ლიმიტირებულად ტარდება და არა ოდენობით, რა ოდენობაც საჭიროა ამის დასადგენად.


დავუშვათ შეეყარა ერთ ადამიანს ვირუსი, ვითარდება ვირუსი მის ორგანიზმში, იცვლება, ამ ადამიანიდან სხვას რომ გადაედება ვირუსი, მასთან უკვე ხვდება ისეთი შეცვლილი ფორმით, რა ცვლილებაც იმ პირველი ინფიცირებულის ორგანიზმში განიცადა.


ზოგადად ყველა მუტაცია როდია საშიში, მაგრამ საშიში ისაა, რომ რაც მეტია მუტაცია, მით მეტია შანსი, გამოერიოს ერთი ცუდი შტამი. სამხრეთ აფრიკაში უამრავი მუტაცია იყო, მაგრამ ერთი გამოერია ბოროტი და ცუდი შტამი. იგივე მოხდა ინდოეთშიც. იმისათვის, რომ არ გაჩნდეს ახალი ცუდი შტამები, უნდა შევაჩეროთ ვირუსის გამრავლება. როგორ შევაჩეროთ ვირუსის გამრავლება, წესით, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ გავიმეორებ, ფაიზერით აცრა, პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა. გისურვებთ ჯანმრთელობას!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

საქართველოში წარმოებულმა პირბადემ ევროპული სერთიფიკატი მიიღო

0

21.02.2021 meagtv.ge Kutaisi


საქართველოში წარმოებულმა პირბადემ ევროპული სერთიფიკატი მიიღო. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b/