ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
- Advertisement -spot_img

გიორგი ფხაკაძე – “ლამის “კატოკით” გადამიარეს, არადა, 1 წელია, ამას ვამბობ”

0

10/06/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ორჯერადად აცრილებს, შესაძლოა მესამე, დამატებითი აცრის გაკეთება დასჭირდეთ, ასე გამოეხმაურა:


“ამას ვამბობ 1 წელია და ყველამ, აბსოლუტურად ყველამ, “კატოკით” გადამიარა…
ეს მერამდენე აღიარებაა?! იქნებ თქვენ დათვალოთ…


ნელ-ნელა ყველაფერი, რასაც მე ვუზიარებდი ჩვენს საზოგადოებას, საბოლოოდ დასტურდება 3-6 თვეში, ზოგჯერ 12 თვე უნდა… როდემდე უნდა ვიყოთ ასე?!
მოუსმინეთ პროფესიონალებს
მოუსმინეთ ექსპერტებს
მოუსმინეთ მეცნიერებას
ვინ არის პროფესიონალი და ვინ არის ექსპერტი, ამას დრო აჩვენებს … და უკვე აჩვენა
გადახედეთ 2020 წლის მარტიდან, ვინ რას აზიარებდა, ვინ რა პოზიციაზე იყო, ვინ და როგორ აფრთხილებდა საზოგადოებას …
დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ …“



დიდი ალბათობით, საჭირო იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.


მისი თქმით, მსოფლიოში მესამე დოზის საჭიროებაზე ბევრი კვლევა ტარდება და სპეციალისტები მის საჭიროებაზე საუბრობენ.


„ბევრი კვლევა ტარდება ბუსტერ დოზებთან მიმართებაში. დიდი ალბათობით, მესამე, ბუსტერ დოზა იქნება საჭირო. დღეს ორჯერადად აცრილ პირებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ მათ ფუმერული ან უჯრედული იმუნიტეტი და ამ დაკვირვების პარალელურად, უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ვაქცინათა უმრავლესობაზე მესამე დოზა საჭირო იქნება. ალბათ, ჩვენც დაგვჭირდება მესამე დოზა, რათა უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას ქვეყანაში.


დიდი ალბათობით, მესამე დოზა გაკეთდება მეორე დოზით ვაქცინაციიდან ექვსიდან რვა თვის შემდეგ. საერთაშორისო მწარმოებლების გეგმებიც მიუთითებს იმას, რომ მესამე დოზა საჭირო იქნება. წარმოების მოცულობა იმაზე მეტი იგეგმება, ვიდრე ორჯერადად აცრისთვის გლობალურად არის საჭირო.


საერთაშორისო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ასე მარტივად არ დასრულდება კოვიდი და ყოველწლიურად დაგვჭირდება აცრა, ვიდრე ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის შემცირება იმდენად, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


მისივე განმარტებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მესამე ჯერზე განსხვავებული ვაქცინით აიცრან.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/06/giorgi-phkhakadze-lamis-katokith-gadamiares-arada-1-tselia-amas-vambob/



გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს – ახალი ვარიანტია. დელტას შვილიშვილი

0

28/10/2021

“პოლიტიკა ჩემი არ არის, მე არცერთ პარტიას არ შევუერთდები. ამ სიბინძურის ნაწილი ვერ გავხდები,- ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა.


არასოდეს ვიქნები ჯანდაცვის მინისტრი, მაგრამ თუ მინისტრად მოვალ, საქართველოში ექიმთა 60 პროცენტი დისკვალიფიცირებული აღმოჩნდება. პირადად მე მათ თავზე გადავახევ დიპლომებს. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ მათ ექიმები ჩინური ვაქცინებით აცრას ურჩევენ და არა – ფაიზერით.


ასევე, ორსულმა გოგონამ მითხრა, მედიკოსის რეკომენდაციაა არ ავიცრაო. გავგიჟდი აქ ისეთებს ვისმენ. თავი ინდურ მიყრუებულ სოფელში მგონია. ეს გაუნათლებლობის ბრალია.” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმამსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კატასტროფული სიტუაციაა.

„აღმოსავლეთ ევროპაში იწყება საშინელება! კარგად მომისმინეთ მეგობრებო. ამ წუთას რუმინეთში კატასტროფაა. თქვენ არ იცით, რა ხდება იქ. ქვეყნები, რომლებიც ვაქცინირებულები არ არიან, ყველას ყოფა ეტირა.

უმძიმესი მდგომარეობაა ასევე უკრაინაში, რუსეთში. ეს ცუნამი კი არ არის. ცუნამი მოგონებაა. უმძიმესი ზამთარი გვექნება. მე გითხარით, გაგაფრთხილეთ. ახალი ვარიანტია. დელტას შვილიშვილი. მე საქართველოდან მივდივარ… ერთი მეორეზე უარესები არიან. დამღლელია,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-mosakhleobas-afrtkhilebs-akhali-variantia-deltas-shvilishvili/


„ეს ადამიანი არის ანტივაქსერული სექტის „რუხი კარდინალი” – ფხაკაძე კანდელაკზე

0

17/01/2022



გიორგი ფხაკაძე ექიმ გიორგი კანდელაკს უპირისპირდება და სოციალურ ქსელში წერს:


„ეს ადამიანი (ამ პოსტის შემდეგ კოლეგას ვეღარ ვუწოდებ) არის ანტივაქსერული სექტის “რუხი კარდინალი”.

რუსეთის ოკუპაციურ ძალებს არ ჩაუდენიათ ისეთი მასშტაბური მავნებლობა/დანაშაული, რაც ამ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა!


არ მესმის, დღემდე სად არის ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და რეგულირების სააგენტო. როგორც მინიმუმ, ექიმის ლიცენზია უნდა შეუჩერდეს და, წესით, საერთოდ უნდა აეკრძალოს საექიმო პრაქტიკა.


ამაზე ყველა ჩუმად საუბრობს, მაგრამ ღიად, საჯაროდ ხმას ვერავინ იღებს …..


ოფიციალური ვაქცინაციის გეგმა ქვეყანაში ჩავარდნილია და იცით, რატომ?! სახელმწიფო ატარებს “კანდელაკის” გეგმას. თუ მართალი არ ვარ, გისმენთ. გადახედეთ არა “ლოზუნგებს”, არამედ უშუალო ქმედებებს. რეალურად, მთავრობამ აირჩია “ჯოგური იმუნიტეტის” გზა …. პოსტკოვიდზე არავინ ფიქრობს ….”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/01/es-adamiani-aris-antivaqseruli-seqtis-rukhi-kardinali-phkhakadze-kandelakze/



ის არის დეზერტირობის ხელშემწყობი, სირცხვილია…- ვისზე წერს გიორგი ფხაკაძე

0

04/12/2021


„ყველა, ვინც ეხმარებით მთავრობას „მწვანე პასპორტის“ რეალურად ამოქმედებაში, ხართ მონები, შეშინებული და დაჩმორებული მონები“ – „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას ამ განცხადებას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.


„ყველაფერს აქვს საზღვარი. ოღონდ მართლა. ანტივაქსერების ელექტორატის (ამომრჩევლების 60%) მონები როგორ უნდა იყოთ. როცა ხარ პოლიტიკური პარტია, როგორც მინიმუმ, სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დააყენო პირველ რიგში და მერე ვიწრო პოლიტიკური ინტერესები.

„თავისუფლებას“ და „ლიბერალიზმს“ ამოფარებული ანტივაქსერული ელექტორატის ჩვეულებრივი მონები ხართ. ამაზრზენია. ანუ საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრიაში და მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყნებში მონები არიან? ისე რომ იცოდეთ, აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის უმრავლეს ქვეყანაში „მწვანე პასპირტები“ არ არის… ანუ ზიმბაბვეში არიან „თავისუფლები“ და შვეიცარიაში „მონები“.

სამამულო ომში საყოველთაო მობილიზაცია რომ ცხადდება, ყველა უნდა წავიდეს: დიდი, პატარა, ქალი და კაცი, რომ დაიცვას სამშობლო. დღეს ვართ ბიოლოგიურ ომში, შეიგნეთ ეს, და ამ ომში საყოველთაო მობილიზაცია არის საჭირო.​ ვინც ეწინააღმდეგება საყოველთაო მობილიზაციას და „მწვანე პასპორტს“, ის არის დეზერტირობის ხელშემწყობი შუა ომში, სირცხვილია“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/is-aris-dezertirobis-khelshemtskobi-sirtskhvilia-visze-tsers-giorgi-fkhakadze/



“ხატების წინაშე სასქესო ორგანოს ჩვენება ნორმალურია?” – გიორგი ფხაკაძე

0

27/08/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ზოგიერთი ექიმის კვალიფიკაციას აკრიტიკებს და მიუღებლად მიაჩნია კაბინეტებში ხატების კუთხეების მოწყობა.


„იყო დრო, როცა საქართველოში „ევექსის“ სამედიცინო კორპორაციაში ვმუშაობდი, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. პირველი რაც გავაკეთე, ყველა საავადმყოფოს შემოვლა დავიწყე. 40-ზე მეტი კლინიკა იყო.


საზღვარგარეთ ექიმთან რომ შედიხარ კაბინეტში, უკან წარმოდგენილია ის სერთიფიკატები და დიპლომები, რაც აქვს მიღებული. ექიმი ამით ამაყობს ამ თავისი დიპლომებით. საქართველოში ექიმთან რომ შევდივარ, ერთი დიპლომი არ უკიდია, სულ ხატებითაა სავსე. ექიმი ზის და უკან ხატების შპალერია. იქვე სასანთლეებიცაა, სანთლებსაც ანთებენ, გეგონება ეკლესიაში ხარ.


ექიმთან რომ მიდიხარ, წესით, იმედი უნდა გქონდეს, რომ ის გამოცდილია, ნასწავლია და გადაგარჩენს. ალბათ, ამ ექიმებს 15 წლის წინ აღებული დიპლომი აქვთ და მხოლოდ ხატის იმედზე არიან. წარმოგიდგენიათ 21-ე საუკუნეში ექიმთან რომ მიდიხართ და ის ხატის იმედზეა?! და არა საკუთარი გამოცდილებისა და განვითარების იმედზე.


ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ქუთაისში ვიყავი შემოვლაზე, შევედი პედიატრთან, რომელსაც ჭერამდე ჰქონდა ხატები კაბინეტში. პედიატრთან მიდიან ბავშვები 18 წლამდე ასაკის. ვეკთხები ამ ექიმს, აი, თქვენთან ბავშვები და მოზარდები რომ მოდიან, მაგალითად რომ მოდის 15 წლის ბიჭი, როგორ სინჯავთ? დაიბნა, მაგრამ უფროსი ვარ და ცდილობს ამიხსნას, რომ კარგად სინჯავს და სწორად აკეთებს ყველაფერს. მიხსნის რომ ამას ამოწმებს, იმას ამოწმებს. ვეკითხები, აი 15 წლის პაციენტი რომ მოდის, ტანზე არ იხდის? სასქესო ორგანოს არ ამოწმებთ? დაიბნა, მაგრამ დამიდასტურა, რომ ყველაფერს ამოწმებს.


ჰოდა, მე ვუთხარი, აი, 15 წლის ქართველი ბიჭი, ქართელი ვაჟკაცი რომ მოდის თქვენთან, გაშიშვლდება წმინდა გიორგის ხატის წინ და თქვენ სასქესო ორგანოს ამოწმებთ, ეს ნორმალურია? 15 წლის ბიჭებს საქართველოში ცოლებიც კი მოჰყავთ… ხატის წინაშე სასქესო ორგანოს ჩვენება ნორმალურია-მეთქი? ხატის წინაშე ხდება ეს ყველაფერი? მერე დაიბნა, ვეღარ მიპასუხა.


მერე შევთავაზე და ვუთხარი ამ ექიმებს, თუ ასეთი რელიგიურები ვართ და ღმერთი გვიყვარს, პატარა სამრეკლო ავაშენოთ ეზოში, სადაც მოძღვარიც იქნება, ხატიც იქნება, სანთელსაც აანთებ თუ რამე გასაჭირი გაქვს და ლოცვა გინდა, გექნება ადგილი, სადაც არ იქნება სასქესო ორგანოების ჩვენება ხატების წინაშე. პროქტოლოგიაზე აღარც ვლაპარაკობ…


მე დიდად ეკლესიური არ ვარ, მაგრამ წელიწადში ერთხელ გარდაცვლილი დედაჩემისთვის სანთელს ვანთებ… ღმერთი გულში უნდა გყავდეს“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/08/khatebis-tsinashe-sasqeso-organos-chveneba-normaluria-giorgi-phkhakadze/


რა გაკეთდა? არაფერი – გიორგი ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზიდ

0

13.07.2021 megatv.ge Kutaisi



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საგანგაშო პროგნოზს აკეთებს. მისი ვარაუდით, საქართველოში რამდენიმე დღეში პედიატრიული საწოლები და ჟანგბადი ხელმისაწვდომი აღარ იქნება.


ექსპერტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აკრიტიკებს და უწყებას იმ რეკომენდაციებს ახსენებს, რომლებსაც გასულ წელს აძლევდა. გიორგი ფხაკაძის ცნობით, ჯანდაცვის სისტემა სრულად მოუმზადებელია და მალე, საქართველოში ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება.


“დელტა ვირუსი არის საქართველოში. საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს ერთი ერთში. პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში, ჟანგბადის დეფიციტი იქნება ასევე 1-2 კვირაში.


ვაფრთხილებდი ყველას კიდევ 2 თვის უკან, რომ სისტემა ყოფილიყო მომზადებული და ყველა რესურსის მობილიზება ყოფილიყო. რა გაკეთდა? არაფერი.


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი რას აკონტროლებს? ეს ცენტრი გადაიქცა მაყურებლად, ჩვენ კი გვჭირდება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა “აკონტროლოს ეს ვირუსი”.


მავნე არაპროფესიონალიზმი კლავს, დიახ, კლავს! სადამდე უნდა გრძელდებოდეს ეს?! ვინმე გამცემს პასუხს?! დავიღალე ამდენი უნიათო, ვითომ პროფესიონალების ყურებით. 2020 წლიდან ვუხსნი, მაგრამ არ ესმით, რატომ?… თქვენ შეეკითხეთ!


ექსპერტი კიდევ ერთხელ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლებიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაითვალისწინონ:


ერთიანი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (პაციენტის ელექტრონული ბარათი)


პირბადეების ხარისხის ლაბორატორიის ჩამოტანა და გამართვა (ყალბი სამედიცინო პირბადეების ამოღება გაყიდვიდან)


ქვეყნის არჩაკეტვა და ეპიდემიის მართვა რეგიონების მიხედვით ( მარტო იმ რეგიონების ჩაკეტვა, სადაც არის ეპიდემიის აფეთქება და არა მთელი ქვეყნის)


მწვანე რეგიონების შექმნა (სადაც ეპიდემიის კონტროლი იქნება უფრო მკაცრი)


წითელი სატრანსპორტო კორიდორის გახსნა (რათა ტრანზიტულმა მძღოლებმა ვირუსი არ გაავრცელონ)


საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან კოვიდის “QR” კოდების სისტემას, რათა მინიმუმამდე იქნას დაწეული ყალბი “კოვიდ პასპორტების” გამოყენება საქართველოში


ამ ვერაგი ვირუსის მართვა შესაძლებელია, მაგრამ აშკარად ან არ, ან ვერ მართავენ,


შედეგი:


6 000-მდე მოქალაქე მოკლეს;


ქვეყანას ამზადებენ ჩასაკეტად;


ჩვენი ბავშვები არიან აბსოლუტურად დაუცველნი;


ამოვიდა ყელში ეს არაპროფესიონალიზმი!” – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92/

რაც შეეხება, საქართველოში შემოტანილ ვაქცინებს, რამდენად სახიფათო ვაქცინებია?!

0

29/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი,პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შესახებ საუბრობს.


„ჩვენ თუ გვინდა დავამარცხროთ პანდემია, ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამედიცინო პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია და ხელის დაბანა და მნიშვნელოვანი კომპონენტია ვაქცინაცია, ახლო მომავალში იქნება სხვადასხვა ტიპის სამედიცინო საშუალებები. ეს ყველაფერი მოგვცემს საშაუალებას, წავიდეთ წინ. შეუძლებელია, 2-3 წელიწადი ვიყოთ ჩაკეტილები, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პროცესი უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე, პროფესიონალურ დონეზე, ყველა შესაბამისი ორგანო და სპეციალისტები უნდა იყოს ჩართული, ძირითადად ექიმები და სამედიცინო პერსონალი, ეს არის მთავარი, რაც ჩვენ დაგვეხმარება, ჩვენ რომ წავიდეთ წინ.


პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინა არის ერთ-ერთი საშუალება და არა ერთადერთი. რა თქმა უნდა, მთავარია სამედიცინო პირბადე, უნდა გვახსოვდეს, სამედიცინო პირბადე და ვაქცინა, ერთად, ჩვენ დაგვეხმარება პროცესის უკეთესად მართვაში, მაგრამ თუ არ გვექნება ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებები, სამედიცინო პერსონალი თუ არ იქნება მომზადებული, ეს საკითხი ვერასდროს მოგვარდება. პირველ რიგში უნდა მივხედოთ ჩვენს ექიმებს. ბოლო 20 წელია, არ იყო საშუალება უწყვეტი სამედიცინო განათლების. საჭიროა არის თუ არა ვაქცინაცია, ამაზე საუბარი აბსურდიც არის.

ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უნდა იყოს ხარისხიანი. ეს ორი კომპონენტი როცა არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, მივიღებთ კარგ შედეგს, გადატვირთული იქნება ვაქცინაციის ყველა ცენტრი. ნებაყოფლობითი ნიშნავს იმას, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს, ექიმებთან უნდა იყოს უშუალო კონტაქტი, უნდა მოხდეს ინფორმაციის სწორად გავრცელება. საქართველოში უნდა შემოვიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც იქნება აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.


რაც შეეხება, საქართველოში შემოტანილ ვაქცინებს, რამდენად სახიფათო ვაქცინებია?!

საქართველოში შემოტანილია ორი ვაქცინა. ორივე აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ორივე ვაქცინა არის დიდი ლუპების ქვეშ, აკვირდებიან, რა ხდება, ევროპაში როცა იყო შეჩერებეული ასტრაზენეკას ვაქცინა, იყო ძალიან კარგი, იმიტომ, რომ თუ სადმე შეცდომაა, მაშინვე შეჩერება და შესწავლა ხდება. საქართველოში შემოტანილი ორივე ვაქცინა (ფაიზერი და ასტრაზებნეკა) არის ერთნაირად ეფექტური, არ დავიწყებ საუბარს სტატისტიკაზე, მეცნიერებაზე და ა.შ.


გვაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი, დღეს არის პირველი დღე, ბრიტანეთში არც ერთი ადამიანი არ გარდაიცვალა კოვიდისგან. ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ეს არის გამარჯვება, ბრიტანეთის მთავრობამ პრაქტიკულად გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი, პანდემიის დაწყების დღიდან, დღეს არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა კოვიდისგან. სინათლე გვირაბის ბოლოში არის! ისრაელშიც არის ძალიან კარგი და ეფექტური შედეგები! ისრაელში ფაიზერის ვაქცინით აიცრა მოსახლეობა, ბრიტანეთში არის ასტრაზენეკას ვაქცინა.


პრაქტიკულად საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია ჩატარებული არ არის და მოხსნილია ყველა შეზღუდვა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს არც ერთ სტატისტიკურ და მეცნიერულ სტანდარტებში არ ჯდება“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


კარგი ამბები კოვიდის სამკურნალო წამალზედაპოსტა 2021/09/18-ში

0

18.09.2021 megatv.ge Kutaisi


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

პროფესორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პრეპარატ მოლნუპრავირის შესახებ წერს და კვლევის მეორე ფაზის შედეგსაც აქვეყნებს.

“შეპირებული კარგი ამბები.

კიდევ ერთი (წლის ბოლომდე კიდევ ბევრი ასეთი კარგი ამბავი იქნება) პოტენციურად საინტერესო წამალი Molnupiravir მოადგა კვლევების მე-3 ფაზას.


მე-2 ფაზაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა (იხილეთ ბმული).

დაველოდოთ. მაგრამ სანამ ეს ან სხვა წამალი/წამლები იქნებ ხელმისაწვდომი ჩვენ უნდა გავუფრთხილდით ერთმანეთს.

აიცერით დროზე ფაიზერით, სანამ ის კიდევ არის ხელმისაწვდომი…


ჯანმრთელობას გისურვებთ.


პ.ს.: ისე მერსკი, ამ წამლის კვლევაში ჩართული კომპანიაა, ვაქცინაზე მუშაობდა და ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი ვაქცინა იყო, მაგრამ ვერ გაამართლა და განაცხადა, რომ მთელ რესურს წამალზე გადაიტანს. დაველოდოთ…” – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b/

“ჩვენ ვიცხოვრებთ ამასთან ერთად ძალიან დიდი ხანი. ორი წელი არის ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი”

0

27, 07, 2020 რადიო თავისუფლება.

ჩვენ ვიცხოვრებთ ამასთან ერთად ძალიან დიდი ხანი. ორი წელი არის ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი, რომ ვირუსი კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ მსოფლიოში“



გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, EWEC-ის წევრი, GAVI-ს პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი

საქართველოში ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით მცირედით, მაგრამ ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.
რას ნიშნავს ეს ციფრები, რა ვითარებაა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მხრივ? ამ საკითხის განხილვით იწყება რადიო თავისუფლების „დილის საუბრები“, რომლის სტუმარი 27 ივლისს იყო – საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

„როცა ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომ ვირუსი ცირკულირებს საქართველოში. ის არსად წასულა და ჩვენ ახლა ვართ პრაქტიკულად იქ, სადაც ვიყავით 3-4 თვის წინ. ვირუსი არის და კიდევ კარგა ხანს იქნება. ეს არის რეალური სურათი.
რაც შეეხება ოფიციალურ ციფრებს, ეს შეიძლება იყოს 10-20-30-40 და ა.შ., ამაზე შეიძლება ვიდავოთ ძალიან ბევრი. არაერთ გადაცემაში მითქვამს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მოგვაწოდებს ჯანდაცვის სრულ სტატისტიკას, რომელიც არ გვაქვს. არის რაღაც ამორფული მონაცემები და ბოლო წლებში საერთო სტატისტიკური ინფორმაციაც კი არ გვაქვს.
ერთ-ერთი მონაცემი, რაც მე, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს, ძალიან მაინტერესებს, არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მაინტერესებს ბოლო ხუთი თვის მანძილზე სიკვდილიანობის მაჩვენებლის შედარება წინა წლების მაჩვენებლებთან. ესეც დაგვეხმარება, დავინახოთ, სად რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და დღეს არსებული სტატისტიკის რეალურობის შეფასებაშიც.
დღეს რომ ავიღოთ ნებისმიერი სოფელი, ნებისმიერი ქალაქი საქართველოში და ჩავატაროთ მთლიანი ტესტირება, დამერწმუნეთ, ჩვენ ვნახავთ იმას, რასაც ვნახულობთ გარდაბანში. ვირუსი არის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ ვიცით სად არის. ძალიან ზედაპირულად ვაკეთებთ ტესტირებას.
ხარისხი კიდევ ცალკე საკითხია: ტესტირება არ არის მხოლოდ ის მოწყობილობები, რომლებზეც ტარდება ტესტი. ტესტირების პროცესი არის საკმაოდ რთული. ის გულისხმობს: პაციენტის მომზადებას, ნაცხის სწორად აღებას, მის შენახვა-ტრანსპორტირებას, ლაბორატორიაში სწორად ამოღებას, აპარატში მოთავსებას და ა.შ. ანუ, სანამ ჩვენ აპარატამდე და ქიმიამდე მივალთ, ლაპარაკია გრძელ ჯაჭვზე, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული.
ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კარგად არ ჩამოყალიბდა ბოლო 20-30 წელიწადია. რამდენი რეფორმაც ჩატარდა, პრაქტიკულად არც ერთი არ იყო ბოლომდე მიყვანილი. ჩვენთან ფიზიკურად არ არსებობს უწყვეტი სამედიცინო განათლება. წინა მთავრობის დროს ეს მოშალეს და გასაგებია, კორუფცია და ა.შ. იყო ამის მიზეზი, მაგრამ არ ჩამოაყალიბეს ახალი სისტემა და ამ მთავრობის პირობებშიც კი, როცა მე მაინც მეგონა, რომ რაღაც რეფორმა ტარდებოდა, არ გააკეთეს.
ჩვენ პრაქტიკულად გვყავს ექიმები, რომლებსაც არ აქვთ უწყვეტი სამედიცინო განათლება. ასეთი სისტემა არის მარტო სომალიში. შემიძლია ამის თქმა, რადგან მე სომალიშიც მიმუშავია და იქაც კი ცდილობენ რაღაც ტრენინგების ჩატარებას. აფრიკის ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში უწყვეტი განათლების სისტემა უკეთესად არის აწყობილი, ვიდრე საქართველოში“.
შეკითხვას – როგორც უნდა გაიზომოს, ვირუსის რა მასშტაბის გავრცელებას გაუძლებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა – გიორგი ფხაკაძე კვლავ ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების აღწერით პასუხობს:
„სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს…
მე საერთოდ არ მიყვარს ტყუილების ლაპარაკი. როცა მეცნიერი ხარ და ხარ დამოუკიდებელი, გაქვს ფუფუნება თქვა სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა არ ვიცით. ეს არის ყოველთვის მანიპულაცია. როცა სხვა ქვეყნების სტატისტიკას ვადარებ, მეცინება. ეს იგივეა, შეადარო ერთმანეთს ვაშლი და კვერცხი – ფორმითაც და შიგთავსითაც სხვადასხვაა.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ გვაქვს ჩამოყალიბებული, რადგან არ გვაქვს სისტემა. არ ვიცით, ადამიანი რისგან გარდაიცვლება. ეს არის ფუნდამენტი, რომ ააწყო ჯანდაცვის სისტემა. უნდა დაინახო, სად გაქვს პრობლემა და იმაზე ააწყო სისტემა. ეს არის პირველი საკითხი.
მთავრობის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც მივესალმები, იყო მოსახლეობის ჩაკეტვა. კიდევ კარგი, გვყავს პოლიცია, ანუ პატრულმა კარგად იმუშავა. ამით გადაარჩინეს ათასობით ადამიანი. ერთადერთი, რამაც კარგად იმუშავა, იყო კარანტინი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა მუშაობს.
95% ჯანდაცვის სისტემის არის კერძო. ჯანდაცვის სამინისტრო არის ღრუბლებში. ზოგიერთი ჯანდაცვის მუშაკებს მოუწოდებს, რომ გაიარონ ტრენინგები. უნდა მოითხოვო და აკონტროლო, რომ, ელემენტარულად, ყველამ ხელი დაიბანოს საავადმყოფოში. არ იბანენ ხელებს.
ჯანდაცვის სამინისტროში იციან, რა მდგომარეობაა ზოგადად ქვეყანაში. მე ვიყავი პირველი, ვინც ვლაპარაკობდი სიკვდილიანობაზე და მერე, როცა ვუთხარი – რამდენი აპარატი გვაქვს? რამდენი საწოლი გვაქვს? კი, ბატონო, მერე თქვეს, რომ ამდენი საწოლი გვაქვსო. იმ საწოლს სჭირდება სამედიცინო პერსონალი.
იცით, რამდენია სამედიცინო პერსონალი? იცით ასაკი? იცით ხელფასები ჩვენი ექთნების? საქართველოში გვყავს მეტი ექიმი, ვიდრე ექთანი. ეს აბსურდის თეატრია, როცა საქართველო წელიწადში უშვებს 2000 ექიმს და ძლივძლიობით 200 ექთანს, როცა უნდა იყოს პირიქით. მეორე – ექთნებს აქვთ ხელფასი დაახლოებით 200-300 ლარი და კიდევ: საქართველოში ექთნების საშუალო ასაკი არის 60 წელი. რეანიმაციის ექთნის პიკური ასაკი უნდა იყოს 45 წელი და ამის შემდეგ ადამიანი უნდა გადავიდეს უფრო ადმინისტრაციულ საქმიანობაზე, უნდა იყოს ტრენერი და არ უნდა იყოს ჩართული საოპერაციოს საქმიანობასა და ინტენსიურ თერაპიაში.
ამას რატომ ვამბობ? როცა ვლაპრაკობთ ინტენსიურ საწოლზე, ჩვენ გვჭირდება ინტენსიური თერაპიის მედდა, რადგან წამყვანი ამ პროცესში არის მედდა და არა – ექიმი. და ექთნები ხშირად მუშაობენ 2-3 ადგილას. ის თუ ავად გახდება, ჩამოგეშლება რამდენიმე საწოლი ერთდროულად.
აპარატების და საავადმყოფოების რაოდენობა არ ნიშნავს არაფერს, თუ არ გყავს ადამიანური რესურსი. როცა ვლაპარაკობთ კოვიდპაციენტზე, მისი მართვა ძირითადად ხდება ექთნების მიერ. ექიმი იძლევა ძირითად მიმართულებას, მაგრამ უშუალოდ მართვა არის ექთნის სამუშაო და ჩვენ არ გვყავს ექთნები. აქ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა და ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენს სახელმწიფოს. იმიტომ ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 40-ის ზევით დღიურ მატებას სისტემა ვერ გაუძლებს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც გაურკვეველია, კორონავირუსის გავრცელების რა სტადიაშია ის. გიორგი ფხაკაძის შეფასებით, საქართველოში ჯერ არც ერთი ტალღა არ ყოფილა:
„ჩვენთან პრაქტიკულად კოვიდის აფეთქება არ ყოფილა. ანუ, ის, რაც იყო საქართველოში და ახლა რაც არის, ეს პირველი ტალღაც არ არის. ეს არაფერი არ არის.
ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ ტალღა, როგორც ასეთი, საქართველოს ჯერ არ გადაუტანია – არც პირველი და არც მეორე“.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი თვლის, რომ დღეს არსებულ ვითარებაში თუ რომელიმე ქვეყანას „გაუმართლა“, ეს შეიძლება ითქვას იმათზე, რომლებიც მომზადებულები შეხვდნენ პანდემიას:
„ყველაზე მეტად გაუმართლა იმ ქვეყნებს, სადაც ჯანდაცვის სისტემა არის გამართული, სადაც სტატისტიკა არის რეალური და სადაც გამოწვევებს ხალხი უყურებს ძალიან პირდაპირ, არ ემალება მათ და აკეთებენ დაგეგმარებას. ასეთი ქვეყნებია სამხრეთ კორეა და სინგაპური, სადაც წინა გამოცდილებიდან გამომდინარე – როცა SARS-მა ძალიან დიდი ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგი გამოიწვია რეგიონში – მთავრობები ძალიან სერიოზულად მოემზადნენ პანდემიებისთვის და როგორც კი მიიღეს ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, ავტომატურად ჩართეს პანდემიის საწინააღმდეგო სისტემა. ისინი აღმოჩნდნენ ყველაზე მომზადებულები, თავისი პლუსებით და მინუსებით. თუ იქ მაღალი მაჩვენებელია, არის იმიტომ, რომ ტესტირება არის ძალიან მაღალი, მოსახლეობის ჩართულობა არის ძალიან მაღალი. განათლება ეფუძნება მეცნიერებას და არა რაღაც ზოგად მოსაზრებებს“.
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ნაწილს სასწაულის, ერის „გენეტიკური კოდის“, რელიგიის იმედი აქვს და თვლის, რომ სწორედ ეს დაიცავს კორონავირუსისგან:
„უნდა ვიცოდეთ: ვირუსმა არ იცის საზღვარი, არ იცის ეროვნება, არ იცის რელიგია. ვირუსს არ სჭირდება პასპორტი. ის დადის თავისუფლად.
ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვანახა ამ ვირუსმა, არის ის, რომ ადამიანები ვართ ერთნი – არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხარ და ვინ ხარ. მეგონა, ეს ვირუსი უფრო მეტ ერთიანობას მოიტანდა და მეტ საერთოს დაგვანახებდა, ვიდრე იმას, რაც გვყოფს“.
„დილის საუბრების“ ერთ-ერთი თემა იყო კორონავირუსისგან დამცავი ვაქცინის/ების განვითარების პერსპექტივა. გიორგი ფხაკაძე არ თვლის, რომ მსოფლიო წელს ან მომავალ წელს ვაქცინაციით შეძლებს ვირუსის გავრცელების გაკონტროლებას. ამასთან, აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყველა რესურსის გაერთიანება ვაქცინის შექმნის პროცესში და რომ მისი დაჩქარება დაუშვებელია:
„ვაქცინის შექმნა ძალიან რთული პროცესია და რეალობა გვაჩვენებს, რომ წარმატების ხარისხი ვაქცინის შექმნაში არის მხოლოდ 10%. ახლა 200-მდე ლაბორატორია მუშაობს, რომ შეიმუშაოს ახალი ვაქცინა. 27 ლაბორატორია უკვე გადავიდა სხვადასხვა სტადიის კლინიკურ კვლევებზე.
მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ პირველი ვინც გააკეთებს ვაქცინას, ის აიღებს ჯეკპოტს – მინიმუმ, 2 მილიარდ დოლარს იმ წუთასვე აიღებს, რადგან მოთხოვნა იქნება ძალიან დიდი.
ვაქცინის დაჩქარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მაგალითი გვაქვს 20 წლის წინანდელი, როცა შიდსთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი, რომ ვაქცინა გვექნებოდა. ფაუჩიც იყო ამაში ჩართული და დაჩქარებული წესით გადააბიჯეს ყველა პროცესს. როცა მივედით მესამე სტადიაზე, დავინახეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა შიდსით და ამით შეჩერდა ამ ვაქცინის განვითარება. შიდსის ვაქცინამ გადაიწია რამდენიმე ათეული წლით და ახლაც არ არის.
ვაქცინის განვითარების პროცესში არავითარ შემთხვევაში დაჩქარება არ შეიძლება, რადგან აქ არის ლაპარაკი ადამიანის სიცოცხლეზე და უსაფრთხოებაზე.
მაგალითად, FDA გვეუბნება, რომ თუ ვაქცინა არის ვალიდური 50%-ში, ჩვენ შეიძლება გავუშვათ ის მოსახლეობისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით, 70-80%-ში უნდა იყოს ეფექტიანი. ჩვენ ვლაპრაკობთ ეფექტიანობაზე, მაგრამ ასევე ვლაპარაკობთ უსაფრთხოებაზე. აი, ახლა რამდენიმე კომპანია შედის კლინიკური კვლევების მესამე სტადიაში, რომელშიც უნდა ჩაერთოს დაახლოებით 10-20 ათასი ადამიანი და ამას სჭირდება, მინიმუმ, 6 თვე. ამ დროს ფიზიკურად ვერ შეამცირებთ და ამაში პოლიტიკის ჩართვა არის მავნებლობა“.
გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესი უნდა იყოს აპოლიტიკური:
„ჩვენ არ გვაქვს ნამდვილი, დამოუკიდებელი მოსაზრება – სად ვართ? და ეს არის ძალიან დიდი საკითხი. …როცა ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე და ეპიდემიოლოგიაზე, აქ პოლიტიკა უნდა გადავდოთ და ხალხი, ვინც ამ თემაზე ლაპარაკობს, უნდა იყოს რაც შეიძლება ნეიტრალური, აპოლიტიკური. NCDC უნდა იყოს სრულიად აპოლიტიკური, რადგან ემსახურება ყველას. ვირუსმა არ იცის, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი ხართ. …თუ გვინდა წავიდეთ წინ, სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში“.
ვიდრე ვირუსი არსად წასულა და მისი დამარცხების ეფექტიანი იარაღი ჯერ არ არსებობს, „დილის საუბრების“ სტუმრის აზრით, საჭიროა:
„ყველაფერი გავაკეთოთ სოციალური დისტანცირების დასაცავად. პირბადეები უნდა იყოს ეფექტური და ყველამ იცოდეს სწორად ხმარება, ხელების დაბანა, რა თქმა უნდა.
უნდა გვქონდეს სწორი ინფორმაცია: იმ ენაზე და იმ გზით, რომლითაც ადამიანი გაიგებს და რომლითაც მისაწვდომი იქნება.
რაც მთავარია, უნდა გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა: ტრენინგები, ეკიპირება გავაძლიეროთ.
ეს არ დამთავრდება არც ერთ თვეში, არც ორ თვეში და არც ერთ წელიწადში. ჩვენ ვიცხოვრებთ ამასთან ერთად ძალიან დიდი ხანი. ორი წელიწადი არის ძალიან ოპტიმისტური, რომ ვირუსი კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ მსოფლიოში“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/30750962.html

გიორგი ფხაკაძის ზღაპრული სახლი, რომლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა

0

22/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორ, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ზღაპრულად გამოიყურება. გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლის ფოტოები ჟურნალმა ინტერიერმა ორი წლის წინ გადაიღო.

ლინკი: https://www.facebook.com/interierimagazine/posts/2085324031798269


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა:

„ამ სახლს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ: შუასაუკუნეობრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე- სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედა თამონასტრად გადააკეთა. 1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი-გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალ ბინიანი „კომუნალკა“ ხდება. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდიდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი. ათწლეულების განმავლობაში დამახინჯებული შენობა მთელი თბილისის სარკე იყო თავისი ეთნიკური, კულტურული და სოციალური სიჭრელით.


შენობის ქვედა ნაწილი X საუკუნით თარიღდება, ხოლო აბანო და ცენტრალური კორიდორი XVI საუკუნის კლასიკური ირანული არქიტექტურის ნიმუშია. აბსოლუტური შოკი იყო სახლის ეზოში შუა საუკუნეების წყალსაცავის აღმოჩენა. პროფესიით ქირურგი ვარ და სახლის რესტავრაციას პლასტიკური ქირურგის სიფრთხილით მივუდექი. ზედმიწევნით გავითვალისწინე ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს თანამშრომელთა რჩევები და რესტავრაციის დროს ვიყენებდი მხოლოდ ავთენტურ მასალებს-კირსა და ძველ ქართულ აგურს. ინტერიერის დიზაინი ეკლექტურია, პროფესიონალებისთვის რჩევა არ მიკითხავს. გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი სტილი, არტ-დეკო, ძველ თბილისურ არქიტექტურასთან შემეხამებინა. სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ძველებური ავეჯი და ხელოვნების ნიმუშებია. ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ახლა სახლი პრაქტიკულად პირვანდელ მდგომარეობაშია და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. 1921 წლის მერე დაქუცმაცებული და დანაწევრებული სივრცე ისევ გაერთიანდა. დღეს სახლს La Residence ჰქვია და ყოველ წელს ჩემს უამრავ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს. თითოეულ ოთახს თავისი სახელი აქვს: ბირმა, ვენა, პარიზი, ლევანტე და ა.შ. მომავალში ვაპირებ გავხსნა საგამოფენო დარბაზი, რომელსაც Galery, La Residence-ს ერქმევა. იმედი მაქვს, რომ ეს უნიკალური შენობა გახდება ხელოვნებისა და ისტორიის შერწყმის საინტერესო ნიმუში“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze