ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
- Advertisement -
Google search engine

„რას ქვია ტრადიციული მეთოდი?! აგიხსნით – ტრადიციული მეთოდით ჩინეთში 3 000 წლის უკან აკეთებდნენ…

0

11/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„არასახარბიელო ინფორმაცია:

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, – ინდური შტამი არის საშიში. ეს საგანგაშო სიგნალია. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ინდური ვირუსი უკვე არის ევროპაში, ამერიკაში, აფრიკაში, თურქეთში.

მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩვენს ისტორიულ რეალობას გავიხსენებ ,- ძველად საქართველოში მთის წვერებზე მრავლად გვქონდა ხოლმე საგუშაგო კოშკები, საიდანაც მეციხოვნე-გუშაგები გარემოს ზვერავდნენ და მამულს იცავდნენ. როცა მტერი გამოჩნდებოდა, ეს მეციხოვნე-გუშაგები კოშკის წვერზე ცეცხლს ანთებდნენ და ქვეყანას ელვისუსწრაფესად აგებინებდნენ მტრის შემოსევის შესახებ. ჩათვალეთ, – მე ვარ დღეს ეს მეციხოვნე-გუშაგი, რომელიც მოახლოებულ საფრთხეზე გაფრთხილებთ. ამისთვის ბევრ ლანძღვას ვიღებ, მაგრამ ავიტან.


უნიათოები რომ მართავენ ამ ქვეყანას, ამიტომ გვაქვს ბევრი პრობლემა ვაქცინაციაში. მეკითხებით, რა გავაკეთოთო?! – გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე, აუცილებლად, ყოველთვის! ხელების დაბანა საპნით ან დამუშავება სპირტით! დაიცავით დისტანცია და მაქსიმალურად აერიდეთ ხალხთან კონტაქტს! რაც შეეხება ვაქცინაციას, ვაქცინა აუცილებელია. მე პირდაპირ გეუბნებით, მე პირადად ვიკეთებ ფაიზერს. თუ თქვენ აპირებთ აცრის გაკეთებას, გთხოვთ, ვაქცინაციამდე და შემდეგ ერთი კვირა ალკოჰოლი არ მიიღოთ.


იმ „ექსპერტებს“, რომლებიც ჩინური ვაქცინის პროპაგანდას ეწევიან, მივმართავ, წარმოადგინონ რაიმე სოლიდური კვლევა. ცნობისათვის, სეიშელის კუნძულები დაიკეტა, სადაც უმრავლესობა სწორედ ჩინური ვაქცინით იყო აცრილი;

ჩინური ვაქცინის აპოლოგეტები რომ აცხადებენ, ჩინური ვაქცინა კარგია, იმიტომ, რომ ტრადიციული მეთოდითაა დამზადებულიო. სირცხვილია ასე ლაპარაკი. რას ქვია ტრადიციული მეთოდი?! აგიხსნით – ტრადიციული მეთოდით ჩინეთში 3 000 წლის უკან აკეთებდნენ ყვავილის წინააღმდეგ „აცრას“ შემდეგნაირად – ავადმყოფის კანიდან იღებდნენ ნაწილაკებს და სხვა ადამიანის კანში შეჰყავდათ სპეციალური მილით. ზოგი კვდებოდა, ზოგი არა. ეს არის ტრადიციული მეთოდი.

მესმის, ზოგიერთები პოლიტიკურად ანგაჟირებულები ხართ, ზოგიერთებს პოპულარობა გჭირდებათ, მაგრამ პასუხისმგებლობა სად არის?! ნუ იქცევით ასე. დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„როგორ უნდა მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“- რჩევები გიორგი ფხაკაძისგან

0

26/01/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„არ ილაპარაკოთ” – როგორ უნდა მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

ვიდეო – როგორ უნდა მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“

http://video.ambebi.ge/files-6/2021/01-24//ar-ilaparakot-rogor-unda-moviktset-sazogadoebriv-transportshi-rchevebi-giorgi-fkhakadzisgan-278031.mp4




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე: საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც ვაქცინა არის და მეოთხე ტალღა ვერ გავაჩერ

0

13, 10, 2021 რადიო თავისუფლება


გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი
გაზიარება


საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შეფასებისას ამბობს, რომ ზამთარი კიდევ უფრო მძიმე იქნება. მისი ვარაუდით, ეს დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, რომ ნოემბრიდან ჩინური ვაქცინით ვაქცინირებულთა იმუნიტეტი დაქვეითდება და, მეორე მხრივ, იმ მოსახლეობის რეინფიცირების რისკებზე, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი.
„ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ვაქცინა გვაქვს და მეოთხე ტალღა ვერ გავაჩერეთ. მე მგონი ერთადერთი ვართ. მეოთხე ტალღა არ გაჩერებულა, 40 ადამიანს როცა კარგავ დღეში. ეს არის ტრაგედია, კატასტროფა…. თქვენ ხომ იცით, რომ 70%-მა მოსახლეობის გადაიტანა კოვიდი 2 თვის წინ. ამ ვირუსს ახასიათებს ხუთთვიანი ციკლურობა და ეს ხუთი თვე ზუსტად არის იანვარში, შუა რიცხვებში. როდესაც გაქვს ასეთი მაღალი ეპიდემიოლოგიური აფეთქება ქვეყანაში, რომელიც არ გაჩერებულა, ნოემბერში დაემატებიან ჩინური ვაქცინებით ვაქცინირებულები, რომლებსაც იმუნურობა უკვე დაკარგული აქვთ და სჭირდებათ სასწრაფოდ ბუსტერის გაკეთება ანუ მესამე დოზის, ფაიზერით. თუ ისინი არ გაიკეთებენ, ამ სფეროშიც იქნება აფეთქება და ჩვენ შეიძლება იანვრის მაგივრად დეკემბერში, ანუ შობა-ახალ წელს შევხვდეთ ძალიან მძიმე ციფრებით. ანუ ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენზე, დამნაშავეები ვართ ჩვენ, თითოეული ადამიანი, ვინც არ ვიცრებით ფაიზერის ვაქცინით და ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს. მთავრობასაც ნუ ვაბრალებთ, რაა. რაც მოსახლეობაა, ისაა მთავრობა. ჩვენი მთავრობა არის ზუსტად ჩვენი მოსახლეობის სარკე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „დილის საუბრებში“, სადაც მან კონკრეტულად მთავრობა ეპიდემიის მართვის ჩავარდნაში დაადანაშაულა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები არაეფექტიანად შეაფასა, მათ შორის საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ კომპლექსური პრობლემების მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე ეგონა.

„არასწორი მესიჯებია, არასწორი გზავნილები არის ყველგან, სადაც მივდივარ… მე მეგონა, რომ საქართველოში ხალხი უკვე გათვითცნობიერებულია, იციან, რა ხდება და ისეთ ბაზისურ კითხვებს მისვამენ, რომ ბოდიში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ პანდემია როცა არის და შენი მოქალაქე თუ გისვამს ასეთ მარტივ შეკითხვას, ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. უკვე აღარ ვიძახი იმას, რომ არა ერთმა ათეულმა ადამიანმა პირდაპირ მითხრა, რომ ექიმმა მითხრა არ აიცრაო, ფეხმძიმედ არის და ექიმმა თქვა, ჯობია, თავი შეიკავონო. ანუ ძალიან ბევრი კომპლექსური პრობლემები გვაქვს, ვიცოდი, მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ ასეთი მასშტაბური იყო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ, რომლის შეფასებითაც, ვაქცინაციის ჩავარდნის ყველაზე დიდი მიზეზი მიმდინარე საარჩევნო პროცესია, როდესაც სწორი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად არამოგებიანია.
გადაცემაში გიორგი ფხაკაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა ჩინურ ვაქცინებზე უარის თქმა და მოსახლეობის იმუნიზაცია მხოლოდ ერთი, ფაიზერის ვაქცინით. მისივე თქმით, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, საჭიროა პირველ რიგში მოზრდილი მოსახლეობის და შემდეგ უკვე ბავშვების ვაქცინაცია. გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ საჭირო იქნება ასევე გარკვეული პროფესიების ადამიანების სავალდებულო ვაქცინაცია.


13 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 386 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4837 შემთხვევა. ეს 62-ით მეტია წინა დღეს, სამშაბათს გამოქვეყნებულ მონაცემზე – 4775 ახალ შემთხვევაზე, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი. 1586-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/31506754.html

გიორგი ფხაკაძე: სამწუხაროდ, ერთი ბერკეტიღა დარჩა, ესაა „ლოკდაუნი“

0

25.10.2020 ImediNews



COVID-19-ის პრევენციაზე, წერტილოვანი შეზღუდვები მუშაობს მაშინ, როცა ეპიდემიას აკონტროლებ. საქართველოში ეპიდემია უკვე კონტროლიდან გავიდა, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ჯერ კიდევ სექტემბერში, რადგან 24 აგვისტო არის წერტილი, როცა საქართველოში მეორე ტალღა წამოვიდა. წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში. სამწუხაროდ ერთი ბერკეტიღა დარჩა, ესაა „ლოკდაუნი“. ჩაკეტვა თუ არ მოხდა, მაშინ არ ვიცი, რა სტატისტიკა იქნება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/174011/giorgi-pkhakadze-samtsukharod-erti-berketiga-darcha-esaa-lokdauni

წინასწარი მონაცემები საინტერესოა… კოვიდ წამალი დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი – გიორგი ფხაკაძე

0

29/11/2021


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კორონავიუსის საწინააღმდეგო წამალზე წერს.


„ჩინეთი ასევე მუშაობს კოვიდ წამალზე. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. წინასწარი მონაცემები საინტერესოა. ჩინეთის ბაზარზე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი. ყოველ 2-3 კვირაში ახალი წამალი იქნება. საუკეთესო იქნება რომ წამალი არ დაგჭირდეთ… რა უნდა ქნათ იცით… თავს ნუ იტყუებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tsinastsari-monatsemebi-sainteresoa-kovid-tsamali-dekembershi-iqneba-khelmisatsvdomi-giorgi-fkhakadze/


დავკარგეთ ეპოქა … – გიორგი ფხაკაძე

0

09/11/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გელა ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.


„დავკარგეთ დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი… დავკარგეთ ეპოქა.. დავკარგეთ გელა ჩარკვიანი…“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/davkarget-epoqa-giorgi-fkhakadze/


ყველაფერი ჩვენს ხელშია! – გიორგი ფხაკაძე

0

09/11/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში იმუნიზციის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოში 18 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზის გაკეთების უფლება ეძლევა.


„სერიიდან – ფხაკაძის რეკომენდაციების აღსრულება. სჯობს გვიან ვინდრე არასდროს… სხვა რეკომენდაციებიც განხორციელდებ არა რა თქმა უნდა.


უდროდ დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს… დამიჯერეთ ხოლმე, ისე ამხელა/ამდენი საბჭოები კი იკრიბება და საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ: გიორგი ფხაკაძის ყველა რეკომენდაცია და წინასწარ გათვლები არის სწორი და მართლდება.

როგორც არ უნდა ატრიალო საბოლოოდ ყველა ჩემი რეკომენდაცია სრულდება. ოღონდ დაგვიანებით და იქ სადაც ბოლომდე არ მიჯერებენ და თავისებურად ამახინჯებენ ყველგან წავარტყით ცხვირი, სმწუხაროდ.

დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს და ეს არის: ელექტრონული კოვიდ სტატუსის დანერგვა (დეტალებზე ცალკე ვისაუბრებ).

გადასვლა ერთ ვაქცინაზე (Pfizer-BioNTech და თუ დაამტკიცეს Miderna) ისე როგორც ეს გააკეთა თურქეთმა.

სამედიცინო პირბადის სავალდებული გამოყენება ყველა დახურილ და ღია თავშეყრის ადგილებში. სოციალური დისტანცია უნდა იქნას დანერგილი როგორც ნორმა და ყველა დაწესებულება, ტრანსპორტი და სერვისი ამაზე უნდა იყოს აგებული (მინიმუმ 1 მეტრი და საუკეთესოა 2 მეტრიანი დისტანცია)

არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა! ყველაფერი ჩვენს ხელშია! აიცერით ფაიზერის ვაქცინით+ გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე + დაიცავით დისტანცია (ხელებს თუ დაიბანთ კარგი იქნება)” – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvelaferi-chvens-khelshia-giorgi-fkhakadze/


როგორ მოვიქცეთ, როგორ დავიცვათ თავი, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში?

0

12/03/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროების შესახებ გახშირებული საუბრების გამო,
იხილეთ დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ შემთხვევაში, რა რისკები მოსდევს ამ სფეროში სხვადასხვა მოვლენას, და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი.
ჯანმრთელობას გისურვებთ …“

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze
https://www.cdc.gov/…/resourcelibrary/infographics.htm

მადლობა: David Nadareishvili საქართველოში არიან ამ სფეროს ექსპერტები.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„სად არის ვაქცინა?!“-„ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი” – გიორგი ფხაკაძე

0

03/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საქმე საქმეზე როდესაც დგება, კიდევ ერთხელ გავაკეთე კომენტარი, -ბატონმა ამირანმა მითხრა, -გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცითო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, – სად არის ვაქცინა?! სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, ვინ აგო პასუხი, კოვიდისაგან გარდაცვლილ 3000 თანამოქალაქეზე?! პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?!


ამ ყველაფერზე, მინისტრი პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ, ყველას. აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი.


მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობდა. მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, -ლიდერშიფი იყო ის“, – განაცხადა პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ „დღის კურიერის” ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


,,საქართველოსნაირი კიდე 180 ქვეყანაა. ჩვენ ვართ რიგის ბოლოში…”- გიორგი ფახაკაძემ

0

19.01.2021 megatv.ge Kutaisi



“ფაიზერმა” 1 კვირის წინ შეაჩერა ვაქცინის მიწოდება. არავინ იცის სინამდვილეში რატომ შეაჩერეს”, -ამის შესახებ პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ვაქცინა ბაზარზე არ არის.

“საქართველოს საკოორდინაციო საბჭო არ იღებს გადაწყვეტილებას რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში, ჩვენ ამისი არც ფინანსური და არც პოლიტიკური უნარი არ გვაქვს. შევხედოთ რეალობას თვალებში.

ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული „ფაიზერის“ ვაქცინაა. კონტრაქტების მიხედვით, ჯერჯერობით „ფაიზერის“ ვაქცინა არ არის კოვაქსში. რაც შეეხება საქართველოს, ის მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და იქნება დაკონტრაქტებული კოვაქსის მიერ.

ეს არის რეალური მოცემულობა. ჯერ-ჯერობით, ვაქცინა ბაზარზე არ არის. შეიძლება შემოვიტანოთ, 1000-2000 ვაქცინა, ეს კი საქმეს არ აკეთებს. საქართველოსნაირი კიდე 180 ქვეყანაა. ჩვენ ვართ რიგის ბოლოში… „ფაიზერმა“ შეაჩერა 1 კვირის წინ ვაქცინის მიწოდება. სინამდვილეში მართლა არავინ იცის რეალურად რა ხდება.”- განაცხადა გიორგი ფახაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94-180-%e1%83%a5/

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.