სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img

„მხოლოდ სამედიცინო სტანდარტით (EN 14683: 2019+AC:2019) წარმოებული 3-შრიანი პირბადე PSP-ში!

0

21/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი
მხოლოდ სამედიცინო სტანდარტით (EN 14683: 2019+AC:2019) წარმოებული 3-შრიანი პირბადე PSP-ში! მხოლოდ 20 თეთრად.

“რესპირატორი” – პირველი ქართული პირბადე, რომლის ხარისხიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტთან და გამოირჩევა მაღალი დაცულობით.
პირბადე შედგება 3 შრისგან:
ჰიდროფობიური არანაქსოვი მატერია
ფილტრი
რბილი შთამნთქმელი არანაქსოვი მატერია
ნიღაბი გამოირჩევა ცისფერი ბუნებრივი ანტიალერგიული პიგმენტის შემცველობით, რაც უზრუნველყოფს პირბადის განსხვავებულ ღია ფერის პიგმენტს და მის ანტიალერგიულობას.
გვიხარია, რომ PSP-ს სააფთიაქო ქსელში რეალიზებით, ხელი შევუწყვეთ ქართული ნიღბების წარმოებას
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის მაქსიმალურად ხარისხიანი და დაცული პირბადეების მიწოდება ხელმისაწვდომ ფასად“, – წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


#PSP #ქართულიპირბადე #ფარმაციისლიდერი #ყველაზედაბალიფასები



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„კოვიდის ახალი შტამი უკვე საქართველოშია! 1.5-ჯერ უფრო გადამდებია“ – გიორგი ფხაკაძე

0

08/02/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„კოვიდის ახალი შტამი – ომიკრონი (BA.2) უკვე საქართველოშია! ძველ ომიკრონთან შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია. კოვიდ გადატანილები (სავარაუდოდ, BA.1 ომიკრონითაც), ორჯერ აცრილები ფაიზერით და სინოვაკი/სინოფარმით (ამ ორმა ვაქცინამ საერთოდ დაკარგა ეფექტურობა)არ არიან დაცულები!


არაერთი კვლევა უკვე დაიდო (იხილეთ დეტალები ბმულში), რომ სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინები არ იცავენ ადამიანებს კოვიდის ომიკრონის ვარიანტისგან! დიახ, სინოვაკმა და სინოფარმმა დაკარგა ეფექტურობა კოვიდის ომიკრონის ვარიანტის მიმართ.

ასევე ცნობილია, რომ მხოლოდ ფაიზერის მე-3 დოზა იძლევა 70-90%-იან დაცულობას და თუ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა (30-10%), ამ დაინფიცირებულებში სიკვდილიანობა არის მხოლოდ 0.1% და ჰოსპიტალიზაცია დაახლოებით 1%.


ბოლო სიახლეები ასევე “ჯოგური იმუნიტეტის” შესახებ:

კოვიდგადატანილების იმუნიტეტი არ იცავს ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან, განსაკუთრებით, ომიკრონის ახალი შტამის (BA.2) შემთხვევაში, რომელიც უკვე გავრცელებულია საქართველოში!

რა ვქნათ?!

აიცერით მხოლოდ ფაიზერით, ან მოდერნას ვაქცინის – 3 დოზით!

ორი დოზა – ფაიზერი და მოდერნა ვეღარ გიცავთ (დაახლოებით 30% დაცულობა აქვს). სინოფარმისა და სინოვაკის 3 დოზაც კი ვერ გიცავთ საერთოდ…


კოვიდგადატანილი “იმუნიტეტი” არ/ვერ გიცავთ და აიცერით ფაიზერით, ან მოდერნას ვაქცინით 3 დოზით.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!

დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს!

ხშირად დაიბანეთ ხელები!

გაანიავეთ ოთახები/შენობები ხშირად!

იარეთ სუფთა ჰაერზე, ამით “დ” ვიტამინს მიიღებთ!

მიირთვით ყოველდღიურად 5 სხვადასხვა ხილი/ბოსტნეული. ამით ნატურალურად მიიღებთ საჭირო ვიტამინებს!

შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა!

ჯანმრთელობას გისურვებთ!”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/02/kovidis-akhali-shtami-ukve-saqarthveloshia-1-5-jer-uphro-gadamdebia-giorgi-phkhakadze/




რა საფრთხეს უქმნის, კორონავირუსი თამბაქოს მომხმარებლებს?! -გიორგი ფხაკაძე და გიორგი ბახტურიძე

0

09/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



რა საფრთხესუქმნის, კორონავირუსითამბაქოსმომხმარებლებს?!

როგორია სტატისტიკა?

რა კვლევების საფუძველზე კეთდება დასკვნა?

ამ თემაზე ისაუბრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ და თამბაქოსკონტროლისალიანსისხელმძღვანელმა, გიორგიბახტურიძემ.


რა საფრთხეს უქმნის, კორონავირუსი თამბაქოს მომხმარებლებს?! – ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159890841710579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ადამიანები ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შედეგად იღუპებიან“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

0

02/12/2021


ჩინელები და რუსები თამაშობენ ბინძურ თამაშს, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.


„ფეისბუკმა დაბლოკა 600 მეტი ანგარიში, სადაც ფიგურირებდა ე.წ „შვეიცარიელი მეცნიერის ვილსონ ედვარდსი”. დადგინდა რომ ამ ყალბი „ექსპერტის“ უკან დგას ჩინეთი.


კიდევ ერთხელ, ჩინელები და რუსები თამაშობენ ბინძურ თამაშს. ისინი ცდილობენ, გაასაღონ თავისი დაბალეფექტური და დღეს უკვე სავარაუდოდ („ომიკორნი“ დაასამარა) არაეფექტური ვაქცინები და ცდილობენ აჩვენონ თავის მოსახლეობას და „მსოფლიოს” რომ „დასავლეთი“ ცუდია და ისინი მაგრები არიან და მაგრად მართავენ სიტუაციას თავის ქვეყნებში.

საქართველოზე ზოგადად რუსეთი მუშაობს, ჩინეთი – უფრო ინგლისურენოვან მსოფლიოზე. ძირითადად ამერიკაზე, ბრიტანეთზე, და რა თქმა უნდა, ტაივანზე, ჰონკონგზე და ტიბეტზე.

ანტივაქსერული მოძრაობები მთელს მსოფლიოში არის ამ უაზრო გეოპილიტიკური თამაშის ნაწილი. ადგილზე კი, მაგალითად საქართველოში, ადამიანები იღუპებიან ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შედეგად და ეს ანტივაქსერული პროპაგანდა ბუმერანგივით უბრუნდებათ იგივე რუსეთს და ჩინეთს. ფაქტია, რომ ტყუილს მოკლე ფეხები ააქვს“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/adamianebi-am-tsru-informatsiis-gavrtselebis-shedegad-ighupebian-ras-tsers-giorgi-fkhakadze/


ხაჭაპური პრეზიდენტისა და გიორგი ფხაკაძისთვის – ვინ როგორ გაიცნო ქართველი გოგო საფრანგეთიდან

0

29/09/2021

27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთში ვიზიტისას, მსოფლიოში აღიარებული დიზაინერი, დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.


ამ დროს მთელი ყურადღება დემნა გვასალიასკენ იყო იმართული, მაგრამ ჩვენს პრესას გამორჩა ერთი ნიჭიერი გოგოს ძალისხმევა, რომელმაც ჩვენს დელეგაციასაც უმასპინძლა.

მაგდას სახელი ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ჯერ კიდევ გიორგი ფხაკაძისგან შეიტყო.

საფრანგეთში მცხოვრები პროფესორი ფეისბუქ-ლაივებს ხშირად რთავს და გარდა მნიშვნელოვანი საინფორმაციო ნაწილისა, გამომწერებს საფრანგეთის ამბებსაც უყვება.

ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს, როდესაც ფხაკაძე კაფეში იმყოფებოდა, მასთან ქართველები მიიჭრნენ და გამოელაპარაკნენ. გაირკვა, რომ ამ კაფეში მუშაობდა ქართველი გოგონა, რომელიც სხვა უგემრიელეს კერზებთან ერთად საუცხოო ხაჭაპურს ამზადებდა.


მაგდა გეგენავა უკვე რამდენიმე წელია, რაც საფრანგეთში საქმიანობს გასტრონომიული მიმართულებით.

ასევე ნახეთ: გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოვიდა

მან ლტოლვილების პროგრამის დახმარებით გაიარა მზარეულის პროფესიული თრენინგი და სხვადასხვა პლატფორმებზე ფრანგ მომხმარებლებს ქართულ გემოებს აცნობს.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/khatchapuri-prezidentisa-da-giorgi-fkhakadzistvis-vin-rogor-gaitsno-qartveli-gogo-safrangetidan/



ბალერონი, მოჭადრაკე, ექიმი… – გაიცანით სულ სხვანაირი გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)

0

06/10/2021

ორწლიანი განშორების შემდეგ, უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სამშობლოშია.


„პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ვრცელ რეპორტაჟს გთავაზობთ, რომლითაც სულ სხვანაირ გიორგი ფხაკაძეს გაიცნობთ.

უფრო მეტს ამ რეპორტაჟიდან შეიტყობთ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/baleroni-motchadrake-eqimi-gaitsanit-sul-skhvanairi-giorgi-fkhakadze-video/


ეს არის ამ ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – გიორგი ფხაკაძის მადლობა მინისტრს

0

07/12/2021

მივესალმები ქალბატონ მინისტრის გადაწყვეტილებას. ეს არის სწორი, ბოლო საერთაშორისო მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მოწინავე ქვეყნების საუკეთესო მაგალითებზე მიღებული ბრძანება,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ასეთი მყისიერი ბრძანება – ეს არის ამ ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი და პროფესიონალური გადაწყვეტილება. „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ – ბუსტერი 5 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან. (აქ მცირე შესწორებას შევიტანდი- რომ ასტრაზენეკაც 3 თვეში უნდა იყოს ისე, როგორც ეს ბრიტანეთმა გააკეთა).

სინოფარმი/სინოვაკი – ბუსტერი 3 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან. (სრულიად ვეთანხმები). 12-15 წლის მოზარდებში პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 3 -12 კვირა (ეს ფაიზერის პროტოკოლია).

კიდევ ერთი-პროფესორ გიორგი ფხაკახის რეკომენდაცია პრაქტიკაში მიღებულია, დაგვიანებით, მაგრამ ხდება ისე, რასაც ფხაკაძე ამბობს.

როცა დავიწყე საუბარი დაბალეფექტურ ვაქცინებზე (ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვაკი), ბევრი ექსპერტი, კოლეგა და სხვები მეწინააღმდეგებოდნენ, რაც, ბუნებრივია. არცოდნა არცოდვაა. არაერთი სტატია, მტკიცებულება და ასევე, არა ერთი ინტერვიუ, ლაივი მივუძღვენი ამ საკითხს.

ბოდიშს არავინ არ გადაიხდის და, რა თქმა უნდა, შეცდომებს არავინ არ აღიარებს. ეს “ქართულ ჯიგრულ პონტში” არ მოსულა. არა უშავს, მივეჩვიე,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-aris-am-bolo-dros-mighebuli-kvelaze-stsori-gadatskvetileba-giorgi-fkhakadzis-madloba-ministrs/


„დასასრულის დასაწყისია. სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს…“ – გიორგი ფხაკაძე

0

15/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



ქუთაისში, ჩემს ქალაქში – მე არ მახსოვს, ოდესმე ამდენი ხალხი გამოსულიყოს. ეს ძალიან დასაფიქრებელია. როცა საზოგადოება რამეს ითხოვს, უნდა მოუსმინონ… ვინც საზოგადოებას არ უსმენს, ყოველთვის აგებს. დიალოგიც, მოლაპარაკებაც და დათმობაც უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, მოსახლეობასთან ხისტი ურთიერთობა ყველას აზარალებს.

მე ძირძველი ქუთაისელი ვარ, გეუბნებით, როგორც წესი, ქუთაისელები მიტინგზე არ დადიან. ასეთ ქალაქში ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე არ არის მარტივად. ის, რაც ქუთაისში ხდება, დასასრულის დასაწყისია.

სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს,


თქვენ თუ გგონიათ, კაბინეტებში რაიმეს მოაგვარებთ, ძალიან ცდებით, თქვენ აცდენილი ხართ რეალობას. ქვეყანა დუღს, ჭკვიანი ხელისუფალი უნდა გრძნობდეს, რა ტკივა მოსახლეობას, უნდა მოუსმინოს ხალხს, უნდა გააკეთო არა ის, რაშიც ფულს მოტეხავ, არამედ ის, რაც ხალხს სჭირდება….იმიტომ, რომ ბოლოს მაინც არ შეგრჩება;
ქუთაისელის მიტინგზე გამოყვანა, – ეს არის „განგაშის ზარი“. მე ხელისუფლების ადგილზე ახლა ყველას დავუძახებდი კონსულტაციებისთვის, ეშმაკსაც კი დავუძახებდი რჩევისთვის, ოღონდ გამოსავალი მეპოვა.


არავითარი ძალის გამოყენება! ძალას მოჰყვება უფრო ძლიერი ძალა, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე და ქვეყნის აშენება.

ამ თემასთან დაკავშირებით მე ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ჩემი სფერო ჯანდაცვაა, მაგრამ ქართველი ვარ და საქართველო მტკივა, ამიტომაც მოვლენებისადმი ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. დეტალებში არ ჩავალ, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ არაპროფესიონალიზმი და კორუფცია რომ არის ყველგან, ამის შედეგია ის, რაც დღეს ხდება. ასეა არა მარტო ჯანდაცვაში, არამედ ყველა სფეროში.


პოლიტიკოსებო, ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევას რომ გადაყევით, ეკთილი ინებეთ, ახლა ყველაფერი გვერდზე გადადეთ, დასხედით ერთ ოთახში და მიიღეთ გონიერი გადაწყვეტილება. ქვეყანას არეულობა არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის აშენება. ქვეყანაა მისახედი, დასხედით და მოაგვარეთ მოსაგვარებელი! იფიქრეთ, მოილაპარაკეთ, გამოდით და გამოაცხადეთ, – რასაც გააკეთებთ. არ უნდა ამას 20 და 30 რაუნდი, – იმოქმედეთ! ქვეყანას სჭირდება ერთობა. ყველა ვინც არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, ასე უნდა მოიქცეს.


ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსეთი და კორონავირუსი! სხვა მტერი საქართველოში არ არის და მტრის ხატებს ხელოვნურად ნუ ქმნით!
ხალხი თუ გამოვიდა, უნდა მოუსმინოთ! ამას ქვია ანგარიშვალდებულება!
ქვეყანა გვაქვს ერთი, ქვეყანა ინგრევა, უნდა მივხედოთ. გეყოთ ფულის ჭამა და კინკლაობა! – გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ხაჭაპური დაგახვედროთ თუ ელარჯს მიირთმევთ“ – გიორგი ფხაკაძე ძალიან მალე სამშობლოს ეწვევა

0

27/09/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ძალიან მალე სამშობლოს ეწვევა.


ამის შესახებ ის თავად ატყობინებს საკუთარ facebook მეგობრებს.

„კეთილი მგზავრობა. სასიამოვნოა საკუთარი ქვეყნის მიწაზე ფეხი დადგმა. წარმატებები“

„ვაუ მოდის, კარგიაა, კეთილი მგზავრობა“ „საქართველოს პატრიოტები საქართველოშია“

„ხაჭაპური დაგახვედროთ თუ ელარჯს მიირთმევთ“ – უწერენ კომენტარებში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/khatchapuri-dagakhvedrot-tu-elarjs-miirtmevt-giorgi-fkhakadze-dzalian-male-samshoblos-etsveva/


კიდევ დიდი ხანი იქნება ვირუსი. ვირუსი არსად არ აპირებს წასვლას. რა არის გამოსავალი?

0

30/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„სამი კვირის წინ ვთქვი, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო. ამისთვის საჭიროა შესაბამისი მობილიზაცია, საჭიროა ხარისხიანი პირბადე გამოიყენოს ყველამ 5 წლის ასაკიდან, ორმეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა და მაქსიმალურად მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს. ეს არის ერთადერთი საშუალება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. სამწუხაროდ, ქვეყანაში არაფერი კეთდება ამის ასარიდებლად.


ევროპაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ყველა რეგულაცია მოხსნილია. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს აპრილში. ეს არის ფაქტი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აპრილში გვქონდეს მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.


უკვე მეორე დღეა, ბრიტანეთში კოვიდის გამო არავინ დაღუპულა. ბრიტანეთში მიმდინარეობს ვაქცინაცია ასტრაზენაკას ვაქცინით. ძალიან კარგი შედეგებია ისრაელიდან, სადაც არის ფაიზერის ვაქცინა. ორივე ვაქცინამ პრაქტიკულად გვაჩვენა, რომ ამ ორ ქვეყანაში ამ ვაქცინების ეფექტურმა გამოყენებამ და მოსახლეობის ჩართულობამ ძალიან კარგი და საიმედო შედეგი გამოიღო. ყველა დაიღალა ჩაკეტვებით. უნდა ვიყოთ უფრო პრაგმატულები და როცა რამის განხორციელება გვინდა, უნდა გადავდგათ არა პოპულისტური, არამედ პრაგმატული ნაბიჯები. ვაქცინა როცა შემოგაქვს ქვეყანაში, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული, როცა შემოგაქვს წამალი კოვიდთან დაკავშირებული, ასევე უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული, სტატისტიკა უნდა იყოს მართალი, მოსახლეობას უნდა ელაპარაკო სიმართლეს, უნდა იყოს დიალოგი, უნდა აუხსნა რეალური სურათი. ჩეხეთის რესპუბლიკა არის ძალიან კარგი მაგალითი, რომელმაც ზუსტად იგივე შეცდომები დაუშვა, რაც საქართველომ და მთელი ჩეხეთი ჩაკეტილია.


ახალი წლის შემდეგ, ფაქტია, საქართველოში მართლა დაიწია სიკვდილიანობის და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა, ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ ამ შედეგს უნდა გავუფრთხილდეთ.

ყველა რესურსი, რაც გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ მივცეთ სწორი ინფორმაცია მოსახლეობას და უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სექტორი, სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი ავწიოთ.

სამედიცინო დაწესებულებების ხარისხზე მინდა გავაკეთო აქცენტი. სამედიცინო დაწესებულებები არის ის მთავარი რგოლი, რომელიც დაგვეხმარება ამ კოშმარიდან გამოსვლაში.


2021 წელს ვაქცინაციის პროგრამა ვერ განხორციელდება ბოლომდე, იმიტომ რომ ამდენი ვაქცინა არ არის.

კიდევ დიდი ხანი იქნება ვირუსი. ვირუსი არსად არ აპირებს წასვლას. რა არის გამოსავალი?

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ გავრცელება. ბიზნესსექტორი უნდა იყოს პროაქტიური, უნდა იყოს ყველაზე მეტად დაინტერესებული, გააკეთონ გარე კაფეები, შიდა სივრცეში რისკი არის უფრო მაღალი, გააკეთეთ სპორტული დარბაზები გარე სივრცეში.


შესაბამისი მობილიზაციაა საჭირო, – ხარისხიანი პირბადე გამოიყენოს ყველამ 5 წლის ასაკიდან, ორმეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა და მაქსიმალურად მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს.

როგორ უნდა დავაწყოთ ბიზნესპროცესი ისე, რომ ეს სამი კომპონენტი იყოს გათვალისწინებული. ბიზნესი თუ იქნება პრაგმატული, უნდა შეხედოს, როგორი გაყიდვები უნდა იყოს, ონლაინ გაყიდვებზე გადავიდეს, ბუღალტერმა შეიძლება იმუშაოს სახლიდან და ა.შ. ვაქცინაცია არის მეოთხე კომპონენტი, მოსახლეობის 85% უნდა იყოს აცრილი, სხვანაირად ეს საკითხი ვერ დალაგდება.


საქართველოში ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა არის, ვაქცინაცია უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული. თუ გვინდა, რომ კარგი შედეგი მივიღოთ, უნდა ავწიოთ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი. გვაქვს რაოდენობრივი და არა ხარისხიანი ჯანდაცვა“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო

დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.


აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze