სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img

დილას უწყლო შხაპი წინასაახალწლოდ, ეს რა არის?! 2021 წლის ჭუჭყი 2022 წელს უნდა გადაიყოლო? – რამ გააბრ

0

01/01/2022



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.


„21-ე საუკუნეში ქალაქის ცენტრში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, წყალი რომ გაითიშება, რა ევროპაზე და რა განვითარებაზე არის საუბარი.

ფული არის ევროპულ ნაძვის ხეში და ევროპულ ნაგვის ურნებში, მაგრამ დილას უწყლო შხაპი წინასაახალწლოდ, ეს რა არის?! ანუ 2021 წლის ჭუჭყი 2022 წელს უნდა გადაიყოლო?

დავიღალეთ ამ კორუმპირებული და არაპროფესიონალი მმართველობით.

წყალი ჩართეთ, ტეხავს!“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

შეგახსენებთ, თბილისში 31 დეკემბერს 1500-მდე ქუჩს წყალი არ მიეწოდებოდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/dilas-utsklo-shkhapi-tsinasaakhaltslod-es-ra-aris-2021-tslis-tchutchki-2022-tsels-unda-gadaikolo-ram-gaabraza-giorgi-fkhakadze/



„მინისტრის მოადგილეობას მთავაზობდნენ ხუთი წლის წინ -შემდეგ წავედი გაეროში…“-გიორგი ფხაკაძე

0

07/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„არანაირი განსხვავება არ არის, ბავშვი იქნება თუ დიდი, ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირად ერჩის ვირუსი, პოსტკოვიდური სინდრომი, – 20-25% (გააჩნია ქვეყანას, გააჩნია დაავადებას), მე ვამბობ, ალბათ, 30%-მდე ადამიანებს სჭირთ სხვადსხვა ტიპის პოსტკოვიდური სინდრომი, – ადამიანი ინვალიდდება (ინვალიდობა არის, როცა შეიზღუდება ადამიანის მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობა, ღამე ვერ იძინებ, გაქვს დეპრესია, გონება გაქვს გაფანტული, კონცეტრაცია გაქვს დაკარგული, სუნთქვა გიჭირს და ა.შ.


ბოლო კვლევებით, რომელიც იტალიაში ჩატარდა, ვინც გადაიტანა კოვიდი სიმპტომურად, ამ პაციენტების 30%-ს დაუტოვა სტრესი (მენტალურად პრობლემა დაუტოვა). აღარაფერს ვამბობ ფილტვებზე, გულზე და სხვა…


ზოგი კვლევით, ყველა პაციენტის 10% არის…


საქართველოში დაახილოებით 700 ათასმა ადამიანმა გადაიტანა კოვიდი, ამ ადამიანების 30%-ს, შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის პრობლემა (ბევრი ალკოჰოლი, ბევრი სიგარეტი მოქმედებს). საქართველოში უფრო მაღალია (ბავშვებიც) სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები.


ადამიანების სიცოცხლე არის მთავარი.


მიხედეთ საავადმყოფოებს – ექთნებს ხელფასი მოუმატეთ, ტრენინგები ჩაატარეთ, ხარისხი აწიეთ, დაასუფთავეთ საავადმყოფოები, ფასები დაწიეთ, ხარისხიანი პირბადეები შემოიტანეთ. პოლიტიკას თავი დაანებეთ! – ადამიანი როცა შედის საავადმყოფოში და არ აქვს სიცხე, 24 საათში თუ ტემპერატურა იწევს, ეს ნიშნავს, რომ შიდა ჰისპიტალური ინფექციაა! ინფექცია დაემართა კლინიკაში შესვლის მერე – 90% არის ჰოსპიტლის ბრალი!


საკვების და თეთრეულის პრობლემა ვერ მოგიგვარებიათ საავადმყოფოებში! ტუალეტები ვერ მოგიწესრიგებიათ!


უნდა გქონდეთ კარგი ხარისხის პირბადე, კარგი ხარისხის ხელთათმანი, კარგი ხარისხის წამალი!


უანგაროდ ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ, რომ ქართველი ვარ, მიყვარს საქართველო!

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კარგი გოგოა, განათლებულია და იცის ჯანდაცვის სფერო. წინა ცხოვრებაში, როცა კარგ ორგანიზაციაში ვმუშაობდი ვიცოდი, რომ განათლებული იყო. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ყველაფერს მას დააბრალებენ! მაგრამ, ხომ ვიცი, რომ შეთითხნიან მაგას, არ გამიკვირდება ციხეში, რომ ამოყოს თავი. რას უზამენ იცით? ყველაფერს მაგას დააბრალებენ. თითქოს მაგისი ბრალი იყო, რომ „იმეილი“ დროზე არ გააგზავნა.


საერთოდ, ადამიანი არ უნდა იყოს ერთ თანამდებობაზე 3-4 წელზე მეტი, არ შეიძლება, აუცილებლად უნდა იყოს ცვლილება.


რომ ამბობენ, – კარგი აპარატურა გვაქვსო, საქართველოში, სამედიცინო აპარატურას სჭირდება კალიბრაცია (ყოველ სამ თვეში, 6 თვეში, 9 თვეში), ეს არ კეთდება და ამიტომაც არის, რომ არასწორ დიაგნოზს უსვამენ პაციენტებს, ლაბორატორიები არასწორ ინფორმაციას გაძლევენ. რომ მიხვიდე ხუთ სვადასხვა საავადმყოფოში, ხუთი სხვადასხვა ანალიზის პასუხი იქნება.


ვთქვი, – რომ მითხრან, – საქართველოში ჩამოდი და საქმე გააკეთე, ჩემი პასუხი იქნებოდა, – კი ბატონო, ჩამოვალ, დაგეხმარებით, მაგრამ ყველამ, პატარა პარტიებიდან დაწყებული დიდამდე – ყველამ ერთად უნდა თქვან თანხმობა! ვიმუშავებ ხელფასის გარეშე, ხელფასი მექნება სიმბოლურად 1 თეთრი, 1 ლარი! საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საკმარისი მაქვს! არ მომიპარავს ერთი თეთრიც კი!- ეს უნდა იყოს არაპოლიტიკური თანამდებობა!- ჩამოვალ და ვიმუშავებ! არავინ არ უნდა ჩაერიოს ჩემს საქმეში! მე გავაკეთებ საქმეს, თუ გინდათ, 8 თვის მერე გამაგდეთ! მეტს მაინც არავინ გამაჩერებს. მაგრამ ამ 8 თვეში ასე თუ ისე დავალაგებ სიტუაციას ჯანდაცვაში, საავადმყოფოებში. -დათანხმდებიან? არა მგონია! არავინ! – შენ თუ საქმის გაკეთება გინდა, ყველას მხარდაჭერა გჭირდება. არავინ დამიკავშირდა… არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დამიკავშირდა.


მინისტრის მოადგილეობას მთავაზობდნენ ხუთი წლის წინ, 2-3 კვირა ველოდე და შემდეგ წავედი გაეროში….“ -აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

“თავისუფალი სივრცის” შეკითხვებს გიორგი ფხაკაძე პასუხობს

0

12.05.2021 ajaratv.ge


ადაცემა “თავისუფალი სივრცის” შეკითხვებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე პასუხობს.

#ვახოხუზმიაშვილი

ვახო ხუზმიაშვილი


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://ajaratv.ge/article/76453

ეს ვიდეო უნდა ნახოთ – გიორგი ფხაკაძე და ლეგენდები „ფარულ კონვერტში“

0

21/10/2021

გიორგი ფხაკაძის სახლში, ია ფარულავა იმყოფებოდა. სწორედ გიორგის სახლში ჩაიწერა გადაცემა „ფარული კონვერტის“ ჩაწერა.


ჩანაწერის გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეონაკრები გავრცელდა.



ვიდეო – https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=425797839281086



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-video-unda-nakhot-giorgi-fkhakadze-da-legendebi-farul-konvertshi/


„გიორგი ღოღობერიძე ძალიან კარგი, ახალგაზრდა სპეციალისტია, უკვე ჩამოყალიბებული კოლეგა არის…

0

13/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ჩემს ფეისბუქზე დავდე, გიორგი ღოღობერიძის პირდაპირი „ლაივი“, – მართლა ძალიან კარგი, ახალგაზრდა სპეციალისტია, დარწმუნებული ვარ, იქნება თავისი საქმის ძალიან სპეციალისტი და ძალიან კარგი ექიმი, ყველაფერს კარგს და სიკეთეს ვუსურვებ. მიხარია, რომ საქართველოში არიან ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ექიმები. მე მართლა მინდა, რომ გიორგისნაირი ბევრი ახალგაზრდა ექიმი იყოს, რაც შეიძლება ბევრი და ბევრი… უფრო გონებაგახსნილი, გასცეს თავიანთი ცოდნა, რაც იციან. გიორგი უკვე ჩამოყალიბებული კოლეგა არის და მე მას, როგორც კოლეგას, ისე ვუყურებ უკვე. პრაქტიკულად, რაც მე ვნახე, მისი პასუხები, მისი ახსნები, ძალიან მომეწონა და რეკომენდაციას გავუწევ სხვა სამედიცინო ინსტიტუტის სტდენტებს, რომ უყურონ გიორგის ვიდეოს, ძალიან მარტივად, „დაღეჭილად“ აწვდის ინფორმაციას. ძალიან გთხოვთ, უყურეთ მის ვიდეოებს, ძალიან მომეწონა და რეკომენდაციას ვუწევ. სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობ. იმედია, გავიცნობ.


მეც, როგორც პროფესორი, ვასწავლი სტუდენტებს და მიყვარს, როდესაც არიან ძლიერი, განათლებული, ჭკვიანი ბავშვები, რომლებიც არიან ძალიან მიზანდასხულები და მიდიან წინ. გიორგის აქვს ძალიან კარგი გადმოცემის უნარი, რაც მისასალმებელია. პირადად არ ვიცნობ. მისი რამდენიმე „ლაივი“ ვნახე, ძალიან მარტივად და „დაღეჭილასდ“ აწვდის ინფორმაციას, რაც სამედიცინო საკითხს ეხება.


ვნახე სტატიები და ჩემს ფეისბუქზე დავდე, როცა გიორგი დააპირისპირეს ჩემთან. რა თქმა უნდა, ძალიან გამეცინა, როცა სტატია ვნახე. მე მესმის გიორგის რეაქცია.


როგორც მივხვდი, გიორგიც არის არაპოლიტიკური, ორივე ვართ არაპოლიტიკურები. ერთმანეთს არ ვიცნობთ, ერთადერთი, ჩვენ რაც გვაერთიანებს, არის, ალბათ დიდი სიყვარული, სოლიდარობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური ან სხვა ბიზნესინტერესი რაღაც მიმართლებით, თუ რამე ინფორმაცია გვაქვს, გულღიად და პირდაპირი გეუბნებით, რაც არის. სხვა საკითხია, როგორ იგებს ამ ინფორმაციას მოსახლეობა. ზოგი გებულობს, -ზოგი ვერა.


რა თქმა უნდა, გიორგისთან არ მაქვს არანაირი დაპირისპირება. რა სისულელეა. საერთოდ, საქართველოში არავისთან არ მაქვს დაპირისპირება. ვერც მექნება, იმიტომ, რომ ჩემი ბუნება არის ასეთი. მე, რასაც ვაკეთებ, იმიტომ ვაკეთებ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი მეგობრები და ერთადერთი, რაც არის, ეს არის სიყვარული და სიყვარული, ადამიანების და პაციენტების მიმართ. ეს არის ერთადერთი ჩემი მამოძრავებელი ძალა. სხვათა შორის, გიორგიმ სწორად აღნიშნა, დაპირისპირებებზე ექიმებს შორის. შეიძლება, ექიმებს ჰქონდეთ სამეცნიერო დებატები -კონსიულმი, ეს არის მსჯელობა, უკეთესი დიაგნოზი იყოს დასმული და უკეთესი მკურნალობის გზა იყოს შერჩეული. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ექიმებს შორის ე.წ „კამათი“, სამედიცინო ენაზე კონსილიუმი.


რაც შეეხება ექსპერტებს, – საქართველოში, სიტყვა ექსპერტი ისე არის, – „ფასდაკლებაში“ რომ არის. მრცხვენია, როცა ამბობენ, გიორგი ფხაკაძე „რაღაცის“ ექსპერტია და ჟურნალისტებს ვთხოვ, ნუ ახსენებთ, რომ ვარ ექსპერტი, ჩვეულებრივ თქვით, რომ ვარ პროფესორი გიორგი ფხაკაძე. იმიტომ, რომ ექსპერტი არის, -მინიმუმ არის, – დაცული აქვს ხარისხი, რომელიც არის მეცნიერებათა დოქტორი, – მე ვარ მედიცინის დოქტორი და შემდეგ ხარისხი.


სამწუხაროდ, როცა გამოდიან ე.წ. ექსპერტები, ხარისხი არა აქვთ და ლაპარაკობენ, ექსპერტი არის ის ადამიანი, რომელსაც მინიმუმ ერთ-ორ-სამ სტატიას ბეჭდავს საერთაშორისო დონეზე. ჟურნალისტებს ვეუბნები, – კითხეთ იმ ექსპერტებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში მაინც, სადმე დაბეჭდილი აქვთ? – ფხაკაძეს აქვს დაბეჭდილი ბოლო ორ წელიწადში, მე მგონი, ოთხი სტატია „ლანცეტში“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და ა.შ. ამას ჰქვია ექსპერტი, როცა შენ ბეჭდავ „დიდ“ ჟურნალებში და ეს არის ექსპერტიზა. სამწუხაროდ, ასეთი არეულობა და გაურკვევლობა ხდება.


რაც შეეხება ახალ წამალს, -თქვენ იცით ჩემი პოზიცია წამლებთან დაკავშირებით, საერთოდ, წინასწარ, ნებისმერ წამალზე როცაა საუბარი, ფრთხილი ვარ, – ახლა როგორც ექსპერტი, ისე გელაპარაკებით. სანამ არ იქნება გავლილი ყველა ეტაპი, ბოლო დონეზე არ არის გავლილი, არასოდეს ვამბობ, რომ ეს წამალი არის საინტერესო.


ვანბობ, რომ 200-მდე ვაქცინა მუშავდება, 100-ზე მეტი წამალი (არ დავასახელებ სპეციაურად ამ წამლის სახელს), არ ვიცი, რომელი გაიმარჯვებს. ვიცი, რომ 2021 წელი იქნება ვაქცინის და წამლის წელი. ან ერთი იქნება, ან მეორე, რაღაცა გვექნება ძალიან კარგი, მარტო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული წამალი, სხვა წამლებზე მე ხმას არ ამოვიღებ“, – განაცხადა განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


ვიდეო ნახეთ – ვრცლად:

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159831399025579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

კორონავირუსის ვაქცინა ჩავარდა – ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე

0

14.10.2020 ajaratv.ge

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე ორმა მსხვილმა კომპანიამ “Johnson & Johnson’s”-მა და “AstraZeneca” ვაქცინის ცდის საბოლოო ეტაპი დროებით შეაჩერა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ დაუდასტურა. მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა ჩავარდა.


გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვაქცინას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ და ის მზად სავარაუდოდ, 2-დან 5 წლამდე პერიოდში იქნება.


“ტესტირების დროს, როცა ისინი დიდ მასებზე გავიდნენ,ერთ-ერთი პაციენტი დაავადდა.ფაქტია, რომ ორივე კომპანიამ შეაჩერა ვაქცინაზე მუშაობა. მეცნიერულ ენაზე ამას ჰქვია, რომ ვაქცინა ჩავარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა ძალიან მალე არ იქნება. ყველა კომპანია ვაქცინაზე მუშაობისას იყენებს სხვადასხვა მეთოდოლოგიას. ზოგიერთი ვაქცინა მაგალითად ითხოვს -30 გრადუსზე შენახვას.


შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ვაქცინა უნდა იყოს კარგი და ეფექტური, მნიშვნელოვანია მისი ტრასნპორტირების და სწორად მიწოდების საკითხიც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ ვაქცინიდან ვართ ძალიან შორს, ძირითადად ის ვინც საუბრობს, რომ ხვალ-ზეგ ვაქცინა იქნება ესენი არიან ფინანსურად ან პოლიტიკურად დაინტერესებული ხალხი. მეცნიერები ამას არაფრით იტყვიან.


მე ვფიქრობ, რომ კორონავირუსის ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება და მას ჩვენ 2 დან 5 წლამდე პერიოდში უნდა ველოდოთ”-აცხადებს ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი.


ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, ამბობს, რომ წინ კიდევ კორონავირუსის 2 ტალღაა მოსალოდნელი.


“მეორე ტალღა რომელიც მოსალოდნელი იყო უკვე დაიწყო ოქტომბერში და იმედია იანვარში დამთავრდება. მესამე ტალღა დამოკიდებული იქნება ჯანდაცვის სისტემაზე. ერთი რაც ვისწავლეთ კორონას არ მოწონს ულტრაიისფერი სხივები, მზე, ამიტომ შეიძლება ზაფხულში შემთხვევებმა იკლოს და მესამე ტალღას უნდა ველოდოთ მომავალი წლის შემოდგომაზე, დაახლოებით იგივე პერიოდში. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება ვაქცინა”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


მისივე განმარტებით, ის მოსაზრება, რომ ჩვენ კორონავირუსს გადავიტანთ და ის აღარ დაგვემართება მცდარია. გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსი ორგანიზმში ტოვებს ბევრ თანმდევ დაავადებას, რომლებმაც შესაძლოა წლების შემდეგ იჩინოს თავი.


“ჩვენ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით ამ დაავადების შესახებ. ის მოსაზრება, რომ ჩვენ კორონავირუსს მოვიხდით და ის არ დაგვემართება მცდარია. ცნობილია, რომ ის ორგანიზმში ტოვებს ძალიან ბევრ თანმდევ დაავადებას გულის, თირკმლის პრობლემებს.


იმის თქმა, რომ ის მოხდიდან 6 თვეში თავიდან არ დაგემართება არ შეგვიძლია”- განმარტავს გიორგი ფხაკაძე.


გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი ამბობს, რომ მართალია გრიპის ვაქცინა კორონასგან არ დაგვიცავს, მაგრამ იმუნურ სისტემას გააძლიერებს და მასთან ბრძოლას გაამარტივებს.


” გრიპის ვაქცინა კორონასგან არ დაგვიცავს, მაგრამ იმუნურ სისტემას გაგიძლიერებთ და თუ დაგემართებათ კორონა ბრძოლისუნარიანობა უფრო მაღალი იქნება. გრიპის ვაქცინა იქნება ერთგვარი პროფილაქტიკა და შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას და გრიპისგან არ მოკვდებით”-აცხადებს ექსპერტი.


ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის მთავარი რეკომენდაციაა ვატაროთ პირბადე როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში და დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://ajaratv.ge/article/65839

„საყურადღებო“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

0

15/12/2021


საყურადღებო ინფორმაცია. ცუდი ამბავია ის რომ ფაიზერის ორი აცრის ეფექტურობა (დაცულობა ვირუსისგან) ჩამოვიდა 33 პროცენტამდე (სამხრეთ აფრიკული და ბრიტანული კვლევების შედეგად),- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

„კარგი ამბავია ის რომ ასევე ფაიზერის ორი აცრა ამცირებს ჰოსპოტალიზაციას (საავადმყოფოში მოხვედრას) 70%-მდე.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ახლა. ვისაც ამის საშუალება გაქვთ ბუსტერის (მე-3) აცრა არ გამოტოვით,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sakuradghebo-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze/


VIDEO: რა მოლოდნი უნდა გვქონდეს 2022 წლიდან – გიორგი ფხაკაძის კომენტარი

0

28/12/2021


2022 წელზე ექიმები დიდ იმედებს ამყარებენ. ამბობენ, რომ ამ წლიდან დაიწყება ვირუსის დამაცხების პერიოდი, საბოლოოდ კი 2023 წელს დასრულდება.


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ პანდემიას მხოლოდ ვაქცინაცია დაასრულებს. თუმცა, 2022 წელთან დაკავშირებით დამაიმედებელ ინფორმაციას „ფარული კონვერტის“ მეშვეობით ავრცელებს.

„მჯერა, რომ 2022 წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე 2021 იყო. ჩაკეტვები და „ლოქდაუნები“ აღარ იქნება, ჭკუა ვისწავლეთ. ყველაზე კარგი ამბავი არის ის, რომ გვქნება ძლიერი სამედიცინო საშუალებები: წამლები, ვაქცინები, რაც მთავარია, მთელმა მსოფლიომ ისწავლა ამ ვერაგი ვირუსის მართვა. მე ვიცი, რომ ზაფხულში საქართველო იქნება ძალიან მაგარი, თუ ყველა ერთად ვიქნებით და დავუჯერებთ მეცნიერებს.

ნახეთ ვიდეო:



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/video-ra-molodni-unda-gvqondes-2022-tslidan-giorgi-fkhakadzis-komentari/


გიორგი ფხაკაძე მოგზაურებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

0

19/09/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოგზაურებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.


„მთელი ევროპა გადადის ახალ რეალობაში. არავაქცინირებულებს ეზღუდებათ წვდომა სხვადასხვა სერვისზე. 1-ლი ოქტომბრიდან „მწვანე საშვის“/„კოვიდსაშვის“ გარეშე ვერსად შეხვალთ, ვერსად წახვალთ.

უფასო ტესტირება ასევე მთავრდება 1-ელ ოქტომბრიდან თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში და 72-საათიანი ტესტი აღარ იქნება საკმარისი. თუ აპირებთ წასვლას ევროპაში, აიცერით ფაიზერით​, ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-mogzaurebistvis-mnishvnelovan-informatsias-avrtselebs/



„ეს იქნება ჯანდაცვის სახალხო რეფორმა – საქართველოშიც გვქონდეს ისეთივე ჯანდაცვის სისტემა, როგორიც…

0

25/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს! ძვირფასო კოლეგებო, მე ექიმთან არ მაქვს პრეტენზია, ექიმის ბრალი არ არის, საშინელ სისტემაში რომ მუშაობენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს! უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სისტემა“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


„ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომლებიც დაინტერსებულია საქართველოში ჯანდაცვის ამ პატარა ნაწილის დალაგებას შეუწყოს ხელი. საზვარგარეთ მცხოვრები ქართველები დამიკავშირდნენ, ფინანსური დახმარებაც კი შემომთავაზეს!

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას;

ჯანდაცვის სფეროში ხარისხზე ლაპარაკი უნდა დავიწყოთ – პრიორიტეტი უნდა გახდეს არა რაოდენობა, არამედ ხარისხი;

მე არაერთი წელი ვმუშაობდი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, ახლოს ვიცნობ პრობლემებს, ამასთან არაერთი ათეული წელი ვმუშაობ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში – გადავწყვიტე, ეს გამოცდილება საქართველოში მაქსიმალურად გამოვიყენო.

მეგობარ ექსპერტებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ სისტემა, რომლითაც საქართველოში ხარისხის დამკვიდრება უნდა დავიწყოთ;

ჩამოვაყალიბოთ დამოუკიდებელი, არაკორუმპირებული, არაბიზნესორიენტირებული, არამედ პაციენტზე ორიენტირებული ხარისხის სისტემა;

ეს ინიციატივა მოგვცემს საშუალებას, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოშიც გვქონდეს ისეთივე ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ევროპასა და აშშ-ია.

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებები იქნება აკრედიტირებული ჩვენს მიერ. მე ვხელმძღვანელობ ამ პროცესს და ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამაში მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს;

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რომელი საავადმყოფო უნდა იყოს შავ სიაში, რომელია საშიში მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის და მას არ უნდა მიმართონ. ასევე უნდა გამომავლინოთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებები. ხომ უნდა ვიცოდეთ, რომელია კარგი და რომელი – ცუდი?!

~იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავიწყებთ ჯანდაცვის რეფორმას არა ზევიდან, არამედ ქვევიდან – ეს იქნება ჯანდაცვის სახალხო რეფორმა;

მთავარია პაციენტი, ექიმი, მედდა, სანიტარი და კლინიკის ტექნიკური პერსონალი.

იქნება ბევრი სირთულე, დაბრკოლება, მაგრამ მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის აწევას და სამართლიანი ფასების დადგენას.


თუ გექნებათ სურათები და ვიდეომასალა, გამოგზავნეთ, ატვირთეთ.
ინფორმაცია გადააგზავნეთ – https://www.accreditation.ge/post/paving-the-path-to-a-brighter-future?fbclid=IwAR19yBno-0BVleC4q-TzzOLm2SL32FuOtdvwLYggCZOJXMiA-L7UdosbcYY
თქვენ თუ ჩათვლით, საავადმყოფოს შესახებ თქვენი ინფორმაცია და თქვენი შეფასება არის კონფიდენციალური. პირობას გაძლევთ, ვნახავ მხოლოდ მე. თუ ჩათვლით საჭიროდ, რომელიმე სამედიცინო დაწესებულების შესახებ გაავრცელოთ ინფორმაცია და თქვენი სახელისა და გვარის მითითება არ გსურთ, ინფორმაცია (კმაყოფილი ხართ, სამედიცინო დაწესებულებით? – მიუთითეთ სააავადმყოფოს სახელი, შეაფასეთ 1-დან 5-მდე) გამოაგზვანეთ ელ-ფოსტზე- info@accreditation.ge. ამ ინფორმაციას მე გამოვაქვეყნებ თქვენს მაგივრად.


აქ არ არის საუბარი, ვიღაცა გაკოტრდეს ან დაიხუროს. უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია“,- აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze