პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუ"კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი" - ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული...

“კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი” – ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაა

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს შალვა კამლაძესთან, რომლის საქმიანობის მთავარი მოტივაცია საზოგადოებაში ქართული დამწერლობისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაა… ქართული სამსახოვანი დამწერლობის კალიგრაფია, პროექტი “ლექსი კედელზე”, პოეზია და ლიტერატურის სიყვარული – გაეცანით ინტერვიუს…

შალვა, უკვე დიდი ხანია, ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაზე ზრუნავთ… გვიამბეთ, როდის გაგიჩნდათ იდეა, რამ განაპირობა და რა ღონისძიებებს მოიცავს თქვენი საქმიანობა?

-გამარჯობა, თათია, ამ ყველაფერს იდეას ვერ დავარქმევდი. ვფიქრობ, ეს ჩემში ოდითგანვე იყო, დაწყებითი კლასებიდან. იმ დროიდან, როდესაც გამორჩეული პედაგოგები შემხვდნენ დაწყებით კლასებში. ესენი იყვნენ: ციური გიგინეიშვილი, იზა ხიზანიშვილი და, რა თქმა უნდა,  სწავლის მეორე და მესამე საფეხურზეც გამოვყოფდი ჩემს მასწავლებლებს: მანონი ხურციძეს, ლელა შიშინაშვილს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით, რომ მე ქართული ენისა და ლიტერატურისადმი გამიჩნდა განსაკუთრებული დამოკიდებულება.

“კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი” – ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაა | შენი სილამაზე

რაც შეეხება კონკრეტულად ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, ეს ჩვენს ეპოქაში ნამდვილად საჭირო და დროულიც კი არის. თქვენც დამეთანხმებით, რომ ყველაფერს, რითაც ჩვენ ვამაყობთ, სჭირდება მოვლა-პატრონობა და განვითარება. სწორედ განვითარების ახალ-ახალი ეტაპები სჭირდება ჩვენს ენასა და დამწერლობას, მითუმეტეს, გლობალიზაციის ამ ძალიან დიდ ეპოქაში.

“კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი” – ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაა | შენი სილამაზე

საინტერესოა, რამდენად ბევრი კალიგრაფი ჰყავს ჩვენს ქვეყანას? ტენდენცია როგორია – ინტერესდებიან ახალგაზრდები ამ მიმართულებით?

– რაც შეეხება კალიგრაფიების რაოდენობას ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, უკვე საკმაოდ ტენდენციურია ლამაზად წერა. დიდია ქართველი კალეგრაფიის ჯგუფი, რომლებიც საკმაოდ წარმატებულები არიან. ისინი თავიანთ სიტყვას ამბობენ არამარტო, როგორც ფურცელზე წერით, არამედ ამ კატეგორიით სხვადასხვა გამოფენაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც ნამდვილად აღფრთოვანებულს ტოვებენ უცხოელ დამთვალიერებლებს… როდესაც გამოფენა ეწყობა, პრეისტორიაში გაცხადებულია, რომ ჩვენ სამი სახის დამწერლობა გვაქვს და ამ სამი სახის დამწერლობით იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული სტატუსიც გვაქვს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს იდენტობას-რანი ვართ, საიდან მოვდივართ და სად გვინდა, ხვალ რომ ვიყოთ… ახალგაზრდებში არის ეს ტენდენცია – რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ აღმოაჩინოს საკუთარი თავი და შემდეგ პროფესიადაც კი ირჩევენ…

READ  ბოსტნეულის ნიღაბი- თქვენი სახის სილამაზის საიდუმლო

“კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი” – ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაა | შენი სილამაზე

– წეღან ახსენეთ ტექნოლოგიები, გლობალიზაცია… ციფრულ სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ხდება უკვე თითქმის ყველა თაობა, ალბათ, უფროდაუფრო იშვიათად ინტერესდებიან განსაკუთრებით ახალგაზრდები კალიგრაფიით… რას ფიქრობთ, როგორ უნდა გავუღვივოთ მათ ამ მხრივ მოტივაცია?

– დიახ, ტექნოლოგიების ეპოქაში  ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია… როგორც ენის დამწერლობის პოპულარიზაციისთვის, ასევე კომერციალიზაციის კუთხით დამწერლობა იძენს თავის ნიშანს.

“კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი” – ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაა | შენი სილამაზე

მაგალითად, ბრენდირებაში ხშირად გამოიყენებენ ექსკლუზიური ნიშნის შესაქმნელად – ისინი იყენებენ სხვადასხვა კალიგრაფიულ ნიმუშს და რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალგაზრდა, შუა ხნის ადამიანი თუ ძველი თაობის წარმომადგენელი, მათთვის კომერციულადაც საკმაოდ მომგებიანი მხარეა. დიახ, ახალგაზრდების დაინტერესება ნამდვილად არის და ამას  ხელს უწყობს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული კალიგრაფიის კონკურსები, სადაც ხდება ახალ ადამიანებთან შეხვედრა, როგორც მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებთან. პირველი მოტივაციის გაჩენის შემდეგ, კალიგრაფიულ ნამუშევრებს აფასებს ხოლმე კომპეტენტური ჟიური. ახალგაზრდებს კი უმაღლდებათ თვითცნობიერება და თვითონაც ინტერესდებიან, რომ საკუთარი კვალიფიკაცია გაზარდონ.

“კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი” – ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაა | შენი სილამაზე

–  მიიჩნევთ, რომ კალიგრაფია ადამიანის ხასიათს ასახავს? 

– ვფიქრობ, კალიგრაფია გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას სამყაროსადმი. როგორ უყურებ, როგორ აღიქვამ თითოეულ მოვლენას, ფაქტს და რამდენად ინტერპრეტირებულად ხედავ მას. შეიძლება კონკრეტულ ასო-ბგერაში ჩააქსოვო რაღაც იდეა. ჩემი აზრით, რამდენად შეგიძლია შენი დამოკიდებულების ვიზუალიზაცია, სწორედ აქ ვლინდება შენი ნიჭიერება.

“კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი” – ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაა | შენი სილამაზე

გვიამბეთ “ლექსი კედელზეს” – შესახებ…

-რაც შეეხება, ლექსს კედელზე, ისევ და ისევ პრეისტორიით უნდა დავიწყო. როგორც ზევით ვახსენეთ, ჩვენ იუნესკოს მსოფლიო კულტურულ ძეგლთა ნუსხაში ვართ, როგორც სამსახოვანი დამწერლობა. ამის ცნობა და აღიარება, რა თქმა უნდა, თავად იუნესკომ გადაწყვიტა. მე, მაგალითად, როდესაც იუნესკოს შტაბ-ბინაში გახლდით, იქ  სხვადასხვა საკონფერენციო დარბაზში შევნიშნე წარწერები მსოფლიო ენებზე. მათ შორის: გამარჯობა, ნახვამდის, როგორ ბრძანდებით. თუმცა, სამწუხაროდ, იქ  ეს სიტყვები ქართულ ენაზე ვერ წავიკითხე. რასაკვირველია, გამიჩნდა პროტესტი, მაგრამ საფრანგეთში ამ პროტესტის გამოხატვას აზრი არ ჰქონდა. მე ეს პრობლემები ჩვენს ქვეყანაშიც დავინახე. სარეკლამო ბიზნესში, სხვადასხვა გასტრონომიის ქსელში ჩვენ წავაწყდებით ხოლმე ფაქტებს, როცა ქართულ ენაზე დაწერილს ხშირად ვერ შევხვდებით. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი და უხეში დარღვევაა. ამასთანავე, ეს არის უპატივცემულობა, როდესაც ქვეყანას გააჩნია საკუთარი დამწერლობა, კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენლები არ ითვალისწინებენ, პატივს არ სცემენ და არ თვლიან საჭიროდ, ქართულ ენაზე იყოს წარწერა. და, დიახ, სწორედ ეს ლექსი კედელზე იყო შთაგონება, რომ სხვადასხვა ქუჩაში ფასადებზე უნდა გაგვეჩინა ქართული დამწერლობა და, ამასთან ერთად, ამ ყველაფერს უნდა ჰქონოდა რაღაც ესთეტიკური მხარეც და თან იდეურადაც საინტერესო უნდა ყოფილიყო. ქართული კალიგრაფიით ჩვენ დავიწყეთ პროექტი „ლექსი კედელზე“ , რაც ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის პოპულარიზაციას ემსახურება. ქუჩაში გამვლელებს კი ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს.

READ  მონიკა ბელუჩი -სილამაზის 4 წესი

“კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი” – ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაა | შენი სილამაზე

რა როლი აქვს პოეზიას თქვენს ცხოვრებაში?…

– რაც შეეხება იმას, თუ რა ადგილი უჭირავს ჩემთვის პოეზიას, გეტყვით, რომ, როდესაც ვისლავაში პოეტს ნობელის პრემია გადასცეს, დაჯილდოების დღეს  მან ტრიბუნაზე ასვლისას, სტოკჰოლმში, საკმაოდ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა, მათ შორის იყო ერთ-ერთი პერიფრაზირება – რა არის მისთვის პოეზია. ის ცხოვრებაში ბევრ ვინმეს დაეყრდნო, მაგრამ მას უღალატეს. რასაც მისთვის არასოდეს არ უღალატია, ეს იყო პოეზია. “ჩემთვის პოეზიაა ყველაზე დიდი დასაყრდენი” – აღნიშნა მან, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები.

“კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი” – ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაა | შენი სილამაზე

წარსულში, ახლა, როდესაც რაიმე პრობლემას წავაწყდები ხოლმე, როდესაც რამე მიხარია, მწყინს, პასუხს ყოველთვის პოეზიაში ვპოულობ. ეს ძალიან კარგი თერაპიაა, როგორ შეიძლება მარტივად იპოვო გამოსავალი. მე გამოსავალს და კითხვებზე პასუხს პოეზიაში ვხედავ…

დღესდღეობით მეტწილი ადგილი უჭირავს პროზას, ვიდრე პოეზიას ჩემს ცხოვრებაში. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე სხარტი დარგი, სადაც შეგიძლია ლაკონიურად გადმოსცე შენი აზრი, დამოკიდებულება, განწყობა და პროზა სრულიად სხვა დატვირთვისაა, დამეთამხმებით. პოეზია რჩება ჩემი სულის ნაწილად. მადლობა ღმერთს, რომ ქართული პოეზია გენიოსებით არის სავსე და ასეთ ავტორებს, რომელიც ამ პატარა ქვეყანას გააჩნია, მილიონიანი და მილიარდიანი მოსახლეობის ქვეყანაც ისურვებდა, მაგრამ „ხმათა ხავერდების და ღმერთების“ ენაზე მოსაუბრე ქართველმა კლასიკოსებმა მოახერხეს ის, რომ ჩვენს, ქართველთა, გულებში გარკვეული ადგილი დაიმკვიდრეს.

ავტორები: თათია გოჩაძე, ლიზი გრიგოლავა

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

მარტი 27, 2025
UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

27 მარტი 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მარტი 27, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

27 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები