ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუ"ჩემი ნახატები ცოცხალი გალერეაა... პატრიოტი ვარ და მიყვარს ქართული თემატიკის დიზაინის შექმნა!..."-...

“ჩემი ნახატები ცოცხალი გალერეაა… პატრიოტი ვარ და მიყვარს ქართული თემატიკის დიზაინის შექმნა!…”- ექსკლუზიური ინტერვიუ ტატუ არტისტ ტატიანასთან – Tatiana Studio ✨️

ავტორი: თეონა შაინიძე

shenisilamaze.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ტატუ არტისტ  ტატიანასთან –  ,,მიყვარს ქართული თემატიკის თანამედროვე დიზაინების შექმნა, პატრიოტი ვარ და ამ გზით გამოვხატავ ჩემს სიყვარულს და სიამაყეს საქართველოს და ქართველების მიმართ!

ჩემი ნახატები  ცოცხალი გალერეაა, ისინი იმ კონკრეტულ ადამიანებთან ერთად, მათი ხასიათით, მათი ცხოვრების სტილით იქმნება…

ტატუ არ არის მხოლოდ ნახატი. ხედავთ, ტატუირების მხატვარი სულიერ მამას ჰგავს! ის წერს ამბავს კაცზე, სხეულზე…”

"ჩემი ნახატები ცოცხალი გალერეაა... პატრიოტი ვარ და მიყვარს ქართული თემატიკის დიზაინის შექმნა!..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ტატუ არტისტ ტატიანასთან - Tatiana Studio ✨️

 

მოგესალმებით, მოგვიყევით ვინ არის ტატიანა…

– გამარჯობა, მე ვარ ტატიანა ტატუ არტისტი და მხატვარი. უკვე 4 წელია, რაც საკუთარ ბიზნესს ვმართავ და დღეისთვის ჩემი ტატუ სტუდია არის ყველაზე დიდი საქართველოში. ვფიქრობ, საუკეთესო გუნდი მყავს.

ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ ხარიასხიანი და მაღალი დონის ნამუშევრები რომელიც, სამუდამოდ გაჰყვება ჩვენს მომხმარებელს. ასევე გვაქვს სხვადასხვა სერვისი: ბარბერშოპი, ტატუ აკადემია, პირსინგები, ტატუს წაშლა, ფრჩხილების მოწესრიგება, დროდადრო გვემატება ისეთი სერვისები როგორიცაა: ლაზერული ეპილაცი, მასაჟი, იოგა და ა.შ.

"ჩემი ნახატები ცოცხალი გალერეაა... პატრიოტი ვარ და მიყვარს ქართული თემატიკის დიზაინის შექმნა!..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ტატუ არტისტ ტატიანასთან - Tatiana Studio ✨️

-კრეატიულობა იძლევა იმედს, რომ შეიძლება დაიბადოს ღირებული იდეა… როგორ დაინერესდით ტატუით და რამ განაპირობა ის, რომ ეს კარიერა გაგეგრძელებინათ?

– ტატუ არტისტობით დავინტერესდი მაშინ, როდესაც გავიგე, რომ მხატვრობაში ყველაზე რთულად ითვლებოდა ტატუ მიმართულება… მანამდე მხოლოდ მხატვარი ვიყავი, მიყვარს, როცა ახლის ძიებაში ვარ სიახლეები და გამოწვევები მეტ სტიმულს მაძლევს ვიყო მეტად პროდუქტიული და შემოქმედებითი როცა, ვცადე გამომივიდა. ჩემი შემოქმედება ადამიანების სხეულებს ამშვენებს და ამით გამოვხატავ ჩემი საქმის სიყვარულს.

"ჩემი ნახატები ცოცხალი გალერეაა... პატრიოტი ვარ და მიყვარს ქართული თემატიკის დიზაინის შექმნა!..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ტატუ არტისტ ტატიანასთან - Tatiana Studio ✨️

ჩემი ნახატები ცოცხალი გალერეაა, ისინი იმ კონკრეტულ ადამიანებთან ერთად, მათი ხასიათით, მათი ცხოვრების სტილით იქმნება.

ჩემთვის ეს დიდი სიამოვნებაა. თანაც ეს ხომ არ არის ნახატი, რომელიც, უბრალოდ, კედელზე ეკიდება? ამითაც ვთვლი, რომ გამორჩეულს ვქმნი. ზუსტად ამან გადამაწყვეტინა, ამ სფეროში ჩართვა.

"ჩემი ნახატები ცოცხალი გალერეაა... პატრიოტი ვარ და მიყვარს ქართული თემატიკის დიზაინის შექმნა!..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ტატუ არტისტ ტატიანასთან - Tatiana Studio ✨️

-შეგიძლიათ, აღწეროთ თქვენი მხატვრული სტილი და ტატუების ტიპი, რომლის შექმნაც ყველაზე მეტად გსიამოვმებთ…?

– დიახ, მიყვარს ქართული თემატიკის თანამედროვე დიზაინების შექმნა, პატრიოტი ვარ და ამ გზით გამოვხატავ ჩემს სიყვარულს და სიამაყეს საქართველოს და ქართველების მიმართ.

"ჩემი ნახატები ცოცხალი გალერეაა... პატრიოტი ვარ და მიყვარს ქართული თემატიკის დიზაინის შექმნა!..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ტატუ არტისტ ტატიანასთან - Tatiana Studio ✨️

 – როგორ უზრუნველყოფთ, რომ თქვენი სამუშაო ადგილი  ინარჩუნებს სისუფთავისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს…

– ჰიგიენა და უსაფრთხოება ჩემი არამარტო მოვალეობა, არამედ ერთგვარი აკვიატებაც არის, ხანდახან ზედმეტიც მომდის. მაგრამ როგორც თავად ვისურვებდი, მომემსახუროს ტატუ სტუდია ზუსტად ისეთ მომსახახურებას ვუწევთ მომხმარებელს. ჩვენი სტუდია გადის სხვადასხვა სამედიცინო ტრენინგს და ეცნობა უახლეს წესებსა და საკითხებს, რომლითაც მომხმარებლის და თავად თანამშრომლის უსამფრთხოება იქნება 100%-ით დაცული.

– ასევე მინდა, აუხსნათ ახალგაზრდებს, რა დაზიანება შეიძლება მიიღონ სახლის პირობებში არაპროფესიონალის მიერ შესრულებული ტატუთი …

– ყველაზე საშიში, რაც შეიძლება არაჰიგიენურად და არასათანადო პირობებში გაკეთებული ტატუს დროს დაემართოს, არის შიდსის ან ჰეპატიტის გადადება. ასევე არის რისკები ჭრილობის დაჩირქების, ინფექციის შეჭრის, შრამის დარჩენის და ა.შ. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ ერთჯერადი ნემსია საკმარისი რომ ყველაფერმა უსაფრთხოდ ჩაიაროს, არადა ამის გარდა უამრავი წესი და პროცედურაა, რომ რაიმე დაავადება არ გადაედოს ადამიანს. რაც მთავარია, თვითონ ტატუ არტისტიც დგას საფრთხის წინაშე, თუ კი არ დაიცავს გარკვეულ წესებს და უსაფრთხოებას.

"ჩემი ნახატები ცოცხალი გალერეაა... პატრიოტი ვარ და მიყვარს ქართული თემატიკის დიზაინის შექმნა!..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ტატუ არტისტ ტატიანასთან - Tatiana Studio ✨️

– 《ქართული ტანისამოსის და კულტურის წარმოჩენა ნიუ იორკის ტატუ კონვენციაზე》 – გვიამბეთ!

– დიახ, სიამაყით ავივსე, როცა მე და ჩემი მოდელი სცენაზე ქართული ტანისამოსით ვიდექით, თანაც  მესამე ადგილზე გავედით ტატუ არტისტების შეჯიბრზე. ჩემი მიზანიც ეს იყო ნიუ იორკში წასვლისას, რომ  ჩემი ქვეყანა წარმომეჩინა, ძალიან მიყვარს ყველაფერი ქართული და ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ… ტანისამოსმა ამას უფრო გაუსვა ხაზი.

-არის თუ არა რაიმე ტენდეციები ან ინოვაციები ტატუს  ინდუსტრიაში, რომლითაც თქვენ აღფრთოვანებილი ხართ…

 – აღფრთოვანებული ვარ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტატუ დიზაინებით. ასევე მომწონს ტატუ არტისტების შეჯიბრი, რომელიც ძალიან  საინტერესო და სანახაობრივია!

 -როგორც ვიცი, ქმნით სერიალს, გვიამბეთ გადაღებების შესახებ…

– ჩვენი სერიალი, ფაქტობრივად, რეალითი შოუა, რომელიც ჩვენი სტუდიის ნამდვილ ამბებზეა ძირითადად დაფუძნებული. ძალიან სახალისო და კარგი საყურებელია. სცენარს სიუჟეტს ყველაფერს ჩვენთვითონ ვაკეთებთ, და რაც მეტს ვიღებთ მეტად იხვეწება, მეტი ერთგული მაყურებელი უჩნდება და სამომავლოდ ვფიქრობ, რომ დიდ წარმატებას მივაღწევთ. მჯერა, რომ მალე სპონსორებიც გამოგვიჩნდება და უფრო განვავითარებთ.

 -გვიამბეთ, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ…

– სამომავლო გეგმები ძალიან ბევრია… მინდა, რომ რაც შეიძლება მეტ კონვენციაში მივიღო მონაწილეობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის პირველი ადგილის მიღება მსოფლიო შეჯიბრზე.

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები