საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება და სამედიცინო მომსახურება

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-3.8%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.3%) შემცირდა

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით:

„2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4% შეადგინა.

წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.1%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი – 3.4%-ით გაიზარდა. განათლება – 3.6%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 2.3%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.4%-ით, ტრანსპორტი კი – 5.1%-ით.

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-3.8%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.3%) შემცირდა. დასვენება-გართობა-კულტურა 1.6%-ით გაიაფდა, კავშირგაბმულობა 2.3%-ით და და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი 0.1%-ით.

- Advertisement -
Ad imageAd image

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რაც
0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე (26.3%), პირად ჰიგიენასა (5.7%) და პირად ნივთებზე (6.1%).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-19.2%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.8%), პურსა და პურპროდუქტებზე (-8.0%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-3.3%-ით), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3.1%-ით). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3%), თევზეულზე (5%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3%)“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-3.8%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.3%) შემცირდა. 4 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%94/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რამდენი ხანი უნდა დავუთმოთ ვარჯიშს
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის